logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

პორტუგალიის მოკლე ისტორია

31 Aug

პორტუგალიის მოკლე ისტორია

პორტუგალია ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საზღვაო იმპერია და კოლონიალური სახელმწიფოა. ქვეყნის ისტორია სავსეა დრამატიზმით, უდიდესი აღმასვლებითა და დაცემებით. პორტუგალია მდებარეობს პირენეის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ესპანეთი. სამხრეთით და დასავლეთით ქვეყანას ატლანტიკის ოკეანე ეკვრის. პორტუგალიის იურისდიქციის ქვეშაა მადეირას არქიპელაგი და აზორის კუნძულები. სახელმწიფოს დედაქალაქია ლისაბონი, სადაც პირველი დასახლებები შორეულ ძვ.წ. 1200 წელს გაჩნდა.

პორტუგალიის ისტორია სათავეს იღებს პალეოლითის ხანაში, რაც დასტურდება მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მონაპოვრებით. მეზოლითის ეპოქაში იქ გადასახლება დაიწყეს მონადირეთა და შემგვროვებელთა ტომებმა, რომლებიც განთავსდნენ ტახოს ხეობაში. ნეოლითის პერიოდის სადგომები ოპოვეს ეშტრემადურას პროვინციაში, ალენტეჟუს რეგიონში კი აღმოაჩინეს მეგალითური ნაგებობები.

ძვ.წ. II-I ათასწლეულებში პორგუტალიაში დამკვიდრდნენ აღმოსავლეთ ესპანეთში მცხოვრები იბერები. მათ მიჰყვნენ კართაგენის მაცხოვრებლებიც. მოგვიანებით იქ ბინა დაიდეს ფინიკიელებმა და კელტებმა.

პორტუგალიის ტერიტორიაზე რომაელთა ბატონობამ გასტანა ძვ.წ. მე-5 საუკუნემდე, ვიდრე მათი შევიწროება არ დაიწყეს ბარბაროსულმა ტომებმა: ვანდალებმა, ალანებმა, სვევებმა. უკანასკნელებმა დაიპყრეს პირენეის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონები და დაარსეს თავიანთი სამეფო, რომელმაც ვესტგოთების შემოსევამდე იარსება. თანდათანობით იქ მოხდა გოთური და რომაული სამართლის ასიმილაცია, შემუშავდა კანონთა ერთიანი კოდექსი.

მე-8 საუკუნის დასაწყისში პორტუგალიაში შეიჭრნენ არაბები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს იქ ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარებას. ამის შედეგად უკვე IX-X საუკუნეებში სამფომ თავისი ეკონომიკური და კულტურული განვითარების პიკს მიაღწია. ესპანელები და პორტუგალიელები მთებს აფარებდნენ თავს, სადაც ქმნიდნენ ფორპოსტებს არაბთა წინააღმდეგ საბრძოლველად. მე-11 საუკენეში დაიშალა ომეიადების სახალიფო და დაიწყო შინაომები. ამით ისარგებლა ლეონისა და კასტილიის მეფე ფერდინანდ დიდმა და მან დაიწყო პორტუგალიის ქალაქთა თანდათანობითი დაკავება. 1095 წელს ჰენრიხ ბურგუნდიელმა ცოლად შეირთო ალფონს მეექვსის ქალიშვილი და მიიღო “პორტუგალიის გრაფის” ტიტული. მისი მმართველობის პერიოდში ლისაბონი გახდა უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი.

XIII-XIV ასწლეულებში ქვეყანაში გააქტიურდა ფეოდალური ბრძოლა. თავადებს დაუპირისპირდნენ არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეები, არამედ მმართველი დინასტიაც, რომელსაც მსხვილ მემამულეთა უფლებების შეზღუდვა ეწადა. მე-14 საუკუნის ბოლოს აღესრულა ბურგუნდების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, რასაც პორტუგალიაში სამოქალაქო ომის გაჩაღება მოჰყვა.

მომდევნო ასწლეულებში პორტუგალიაში მონარქია იმდენად გაძლიერდა, რომ აბსოლუტურად გარდაიქმნა. ამის შედეგად გააქტიურდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. თავიდან გავლენა გავრცელდა დასავლეთ, მოგვიანებით კი უკვე აღმოსავლეთ აფრიკაზეც, ინდოეთზეც, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ბრაზილიაზეც კი.

1580 წელს პორტუგალია მოექცა ესპანეთის გავლენის ქვეშ, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ პერიოდად ითვლება. ჯერ მეფე იოანე, მერე კი მისი ვაჟი, ალფონს მეექვსე, მაქსიმალურად ცდილობდნენ თავიანთი სამშობლოს მტრული მეზობლისგან დაცვას. იმავე ხანებში ბრაზილიაში გაჩაღდა ომი, პორტუგალიელები დაუპირისპირდნენ ჰოლანდიელებს და, საბოლოო ჯამში, გააძევეს ისინი სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან. სამაგიეროდ, ჰოლანდიელებმა დაიკავეს ცეილონის კუნძლი. ეკონომიკური დაცემის მიუხედავად, იოანემ და ალფონს მეექვსმე მოახერხეს ქვეყნის შიდა მდგომარეობის დასტაბილურება რაც უკავშირდება როგორც წარმატებულ რეფორმებს, ისე ბრაზილიაში ოქროს საბადოების აღმოჩენას.

ოქროს ციებ-ცხელება პორტუგალიისათვის წარმატებული მე-18 ასწლეულის მხოლოდ დასაწყისია. 1720-იანი წლების ბოლოს ბოლოს ბრაზილიაში იპოვეს ალმასების საბადოები. მეფე ჟუან მეხუთემ საფრანგეთთან და ინგლისთან გააფორმა ხელსაყრელი სავაჭრო ხელშეკრულებები. პორტუგალიის ეკონომიკური აღმასვლა შეწყდა დაახლოებით ხუთი ათწლეულის შემდეგ, როცა ბრაზილიაში ოქროსა და ალმასის მარაგის გამოლევა დაიწყო.

მე-18 საუკუნის ბოლოს დაიძაბა ურთიერთობა საფრანგეთთან. მას პორტუგალიისა და ინგლისის სავაჭრო კავშირის გაწყვეტა სურდა, რომელც მისთვის არამომგებიანი იყო. 1801 წელს საფრანგეთმა დაითანხმა ესპანეთი, რომ პორტუგალიას დასხმოდა თავს, თუმცა პირენეის ნახევარკუნძულის სახელმწიფოებმა მოახერხეს მიეღწიათ შეთანხმებისათვის. მაშინ ნაპოლეონ პირველი ბონაპარტი თავს დაესხა ლისაბონს, საიდანაც სამეფო კარი გემებით ევაკუირდა ბრაზილიაში. შექმნილი სიტუაცია არ შედიოდა ინგლისის ინტერესებში. მისმა სამხედრო კამპანიამ, რაც ფრანგების პორტუგალიიდან განდევნას ისახავდა მიზნად, შედეგი მხოლოდ 1811 წლისათვის გამოიღო.

1911 წელს პორტუგალიაში მიიღეს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც ის საპარლამენტო რესპულიკად გამოცხადდა. როცა დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, ქვეყანამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და ასე გაგრძელდა 1916 წლამდე. იმავე წლის თებერვალში პორტებში ჩატარდა მესამე რეიხის გემთა რეკვიზიცია, რის მერეც გერმანიამ პორტუგალიას ომი გამოუცხადა. სახელმწიფოს პოლიტიკური ძალები ორ ბანაკად გაიყვო. შედეგად, ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა, გამწვავდა ფინანსური პრობლემები, მუდმივად ტარდებოდა დემონსტრაციები, რასაც მოჰყვებოდა მთავრობათა ცვლილებები.

პრემიერ-მინისტრ ანტონიუ დი სალაზარის ხელისუფლებაში ყოფნისას პორტუგალიამ დაკარგა ზღვისიქითური კოლონიები. 1974 წელს ქვეყანაში იფეთქა “მიხაკის რევოლუციამ”, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ოფიცრები, მემარცხენე იდეოლოგიის მომხრეები. აჯანყების მონაწილეებმა მიაღწიეს აფრიკაში ომის დასრულებას და ახალი ხელისუფლების ფორმირებას.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register