logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

რით შეგიძლიათ დაკავდეთ ფლორენციაში ყოფნისას

10 May

რით შეგიძლიათ დაკავდეთ ფლორენციაში ყოფნისას

ეწვიოთ სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძარს

 

ქალაქ ფლორენციის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული ღირსშესანიშნაობაა სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძარი. იგი ტოსკანის რეგიონის დედაქალაქის სიმბოლოა. შუასაუკუნოვანი არქიტექტურის ეს განთქმული შედევრი წარუხოცელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. დუომოს სახელწოდებით ცნობილი ვრცელი ნაგებობა ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. ადრეული რენესანსისა და გოთიკის ერთმანეთში გადახლართვამ ტაძარს კვარტოჩენტოს არქიტექტურული სტილისათვის დამახასიათებელი ენით აღუწერელი სილამაზე შესძინა.

ახვიდეთ მიქელანჯელოს ბორცვზე  და დატკბეთ იქიდან გადაშლილი ხედებით

თუ გსურთ დატკბეთ დილის თბილი ფერებით, რასაც მზის ამოსვლა გვჩუქნის, ან დაისების მოტრფიალე ხართ, მაშინ აუცილებლად უნდა ახვიდეთ მიქელანჯელოს ბორცვზე, რათა სიამე განიცადოთ ქალაქ ფლორენციისა და მნიარე არნოს ხილვით.

აკადემიის გალერეის მონახულება

ესაა სამხატვრო მუზეუმი, სადაც ინახება ვენეციური ფერწერის XIV—XVIII საუკუნეების ყველაზე დიდი კოლექცია. აკადემიის გალერეა მდებარეობს დიდი არხის სამხრეთ სანაპიროზე, დორსოდუროს რაიონში. მუზემში გამოფენილია ისეთი სახელგანთქმული მხატვრების ტილოები, როგორებიც არიან: ბელინი, ჯორჯონე, კარპაჩო, ტიციანი, ტიეპოლო, ლონგი, ტინტორენტო, ვერონეზე. გალერეაში ასევე ინახება ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი – “ვიტრუვიუსის ადამიანი”.

უფიცის გალერეა

უფიცის გალერეა აღორძინების ხანის “შემოქმედებით ტაძარს” წარმოადგენს. ევროპის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი მე-16 საუკუნეში აშენდა ტოსკანელი ჰერცოგის – კოზიმო I მედიჩის თაოსნობით. უფიცის გალერეაში აღმოაჩენთ იტალიური ფერწერის ოქროს ხანის კოლექციას. იქ ინახება ისეთი შედევრები, როგორებიცაა: სანდრო ბოტიჩელის “ვენერას დაბადება”, პაოლო უჩელოს “ბრძოლა სან რომანოსთან”, ფილიპო ლიპის “მადონა და ჩვილი ორი ანგელოზით”, ლეონარდო და ვინჩის “ხარება”, მიქელანჯელოს “ტონდო დონი”, კარავაჯოს “ბაკუსი”, “გორგონას მედუზის თავი”, ტიციანის “ურბინელი ვენერა”.

დატკბით მდენარე არნოს სანაპიროს ხილვით

მდინარე არნო ფლორენციის მთავარი წყლის არტერიაა, რომელიც განჭოლავს ქალაქს და ქმნის უნიკალურ ურბანულ სივრცეს. არნო სიდიდით მეორე მდინარეა იტალიაში, მისი სიგრძე 248 კმ-ს შეადგენს. იგი სათავეს აპენინის მთებში იღებს, დაახლოებით 1300 კმ-ის სიმაღლეზე. მდინარის შესართავი მდებარეობს ქ. პიზაში, სადაც იგი ჩაედინება ლიგურიის ზღვაში.

არნო ფლორენციას 2 ნაწილად ყოფს. პონტე ვეკოს ხიდის მარცხნივ მდებარეობს უფიცის გალერეა, მისგან ოდნავ მოშორებით კი გალილეოს მუზეუმი, სადაც თავმოყრილია აღორძინების ეპოქის მეცნიერული გამოგონებები, რომელთაგან მთავარი მარგალიტია გალილეო გალილეის ტელესკოპი. სწორედ ამ ხელსაწყოში ყურებისას მეცნიერმა წამოაყენა ვარაუდი, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს. მდიანრე არნოზე ასევე გადის ვაზარის დერეფანი, მიწისედა დახურული გასასვლელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პალაცო ვეკოს და პალაცო პიტის. პონტე ვეკოს ხიდის მარჯვენა მხარეს მდებარეობს ბობოლის ბაღები და მიქელანჯელოს მთა.

დააგემოვნეთ სხვადასხვა კერძი

ტოსკანის რეგიონის დედაქალაქში ყოფნისას აუცილებლად უნდა გასინჯოთ შემდეგი კერძები: ფლორენციული სტეიკი, რიბოლიტა, პაპა ალ პომიდორო, ტალიატელე (პასტა), პაპარდელი ტახის რაგუსთან ერთად, ტორტელი დი მუჯელო, პანტანელას სალათი, პეპოზო. ცალკე ყურადღებას იმსახურებს მოცემული დესერტები: კანტუჩი, ზუპა ინგლეზე, კროსტატა, ფლორენციული ტორტი. 

ისიამოვნეთ ქუჩის წარმოდგენებით

ჩერტალდო – ესაა პატარა შუასაუკუნოვანი ქალაქი ფლორენციაში, რომელიც განთქმულია ხახვით. როგორც ამბობენ, პირველად სწორედ მისგან მოამზადეს ხახვის წვნიანი, რომელიც საფრანგეთში ეკატერინე დე მედიჩიმ ჩაიტანა. ამ ქალაქში რეგულარულად ტარდება ქუჩის არტისტების საერთაშორისო ფესტივალი – “მერკანცია. ასევე ფლორენციაში ყოველწლიურად იმართება აკადემიური მუსიკის საერთაშორისო ღონისძიება – “მუსიკალური მაისი”. ოპერის, კონcერტის, ბალეტისა და დრამატული სპექტაკლის ეს ფესტივალი 1933 წელს მეცენატ ლუიჯი ვერაცანოს და მასტრო ვიტორიო გუის ინიციატივით დაარსდა. დიდი მარხვის წინ, თებერვალსა და მარტში, ფლორენციაში ეწყობა კარნავალი, სადაც წარმოდგენილია დედამიწის სხვადასხვა კუთხის მკვიდრთა სადღესასწაულო ტრადიციები და ტანისამოსები.

ეწვიეთ სან ლორენცოს ცენტრალურ ბაზრობას

ეს ადგილი პოპულარულია როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისე ტურისტებს შორისაც. იქ შეძლებთ ნამდვილი ტოსკანური პროდუქტების შეძენასა და იმ კუთხისათვის დამახასიათებელი კერძების გასინჯვას. ბაზრის შენობა 1874 წელს აიგო. იმ დროს ფლორენცია ყველა სავაჭრო გზის გადაკვეთის წერტილი იყო.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register