logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

იტალიის 10 ულამაზესი პატარა ქალაქი

10 May

იტალიის 10 ულამაზესი პატარა ქალაქი

სირმიონე

სირმიონე – ცნობილი საკურორტო ქალაქია, რომელიც განლაგებულია გარდის ტბის სამხრეთ სანაპიროზე, ლომბარდიის რეგიონში. იგი ცნობილია თავისი ისტორიული ძეგლებითა და სამკურნალო წყლებით. კომუნის მფარველად წმინდა მარიამ ღვთისმშობელი მიიჩნევა. სირმიონე ჯერ კიდევ რომის რესპუბლიკის დროს არსებობდა. ვერონის შეძლებული მცხოვრებლები ამ კურორტზე ვილებს ფლობდნენ. დომინანტის (მმართველობის ფორმა ძველ რომში) ეპოქაში ქალაქი გაამაგრეს ბარბაროსების თავდასხმების მოსაგერიებლად, თუმცა თავდაცვითმა ნაგებობებმა ვერ იხსნა სირმიონე ლანგობარდების შემოსევისაგან. კომუნაში მრავლად ცხოვრობდნენ პატარენების სექტის მიმდევრები, კლუნინის რეფორმების მხარდამჭერები. ისინი უარყოფდნენ რომის პაპის ბატონობას ეკლესიაზე. მე-13 საუკუნეში ქალაქს მართავდნენ ვერონელი სკალიგერები, რომელთა სახელს უკავშირდება სირმიონეს უძველეს ცენტრში მდგარი ციხე-სიმაგრის მშენებლობა. კომუნა განთქმულია სამკურნალო წყაროთი, სახელად – “Fonte Boiola”, რომლის წყლები გამოიყენება რევმატიზმის, კანისა და ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ. ეგრეთ წოდებული “გროტი კატულა” რომაული ვილის ნანგრევთა კომპლექსია, სადაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა პოეტ გაია კატულის ოჯახი. სკალიგერების ციხე-სიმაგრე ერთ დროს ვერონის ფლოტილიის სამხედრო პორტი იყო.

ვერნაცა

ვერნაცა – სპეციის პროვინციის (ლიგურიის რეგიონი) პატარა ქალაქია. მის შესახებ არსებული პირველი ცნობები თარიღდება 1080 წლით. მოსახერხებელი ბუნებრივი ბუხტის არსებობის გამო ამ ადგილს იყენებდნენ სარაცინელი მეკობრეების თავდასხმებისგან გემების დასაცავად და ასევე სავაჭროდაც. გენუელები ვერნაცას პლაცდარმად ხმარობდნენ ლიგურიის სანაპიროს ხელში ჩასაგდებად. ქალაქის გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა სანტა-მარგერიტა-დე-ანტიოქიის ტაძარი, რომელსაც ამშვენებს სამრეკლო და კრამიტის გუმბათი. ასევე აღსანიშნავია დორიას ციხეც – ბასტიონი კონცხის მწვერვალზე, რომელიც ზემოდან დაჰყურებს ზღვას. ამ სიმაგრისგან დღემდე მხოლოდ ფრაგმენტები და მძლავრი გოდოლი შემორჩა. 

პიენცა

ტოსკანის რეგიონის თვალწარმტაც შუაგულში მდებარეობს ვენახებსა და ზეითუნის წარაფებში ჩაფლული გასაოცარი ქალაქი, რომელიც ცხვრის ყველის წარმოებით განთქმულია არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. გარდა იმისა, რომ პიენცა ქვეყნის ერთ-ერთ უგემრიელეს გასტრონომიულ კუთხედაა ცნობილი, ეს ადგილი ასევე დიდ ინტერესს იწვევს ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობის გამოც.

პიენცაში საოცარი ატმოსფერო სუფევს. იქ ყოფნისას აუცილებლად მოინახულეთ დუომი დი პიენცა, რომელიც ქალაქის მთავარ საკათედრო ტაძარს წარმოადგენს. ამ ნაგებობას გარკვეული თავისებურებები უნიკალურობას სძენს, მაგალთად, მისი ორფერდა სახურავი და ცენტრალური წრიული ფორმის ფანჯარა ფრანცისკელების გოთიკური ეკლესიებისთვისაა დამახასიათებელი. ამ ნაგებობის სიახლოვეს მდებარეობს პიკოლომინის სასახლე, რომელიც კარდინალ პიკოლომინის დაკვეთით აიგო. პიენცის ისტორიული ცენტრის შორიახლოს განლაგებულია ე.წ. “რომატორიუმი” – რელიგიური დანიშნულების ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ დაყუდებული ბერები. “რომატორიუმი” – კლდეში გამოკვეთილი მთელი კომპლექსია.

ჩეფალუ

ჩეფალუ – პალერმოს პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ზღვის კურორტია. იგი განლაგებულია ტირენის ზღვის სანაპიროზე, როკა-დი-ჩეფალუს ციცაბო კლდის ძირას. შუა საუკუნეებში ადგილობრივი მაცხოვრებლები იძულებულები გახნდნენ, რომ დაბლობი დაეტოვებინათ და მაღლობზე დასახლებულიყვნენ, რათა მეკობრეების თარეშისგან თავი დაეცვათ. კლდეზე დღემდე შემორჩა მე-7-მე-8 საუკუნეებით დათარიღებული ციხის კედლის ნანგრევები, წვიმის წყლის შესაგროვებლად განკუთვნილი ცისტერნები, ყოფილი პურის საცხობის და საცხოვრებელი შენობების ნარჩენები.

ჩუფალუს საკათედრო ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია. იგი აღიარებულია არაბ-ნორმანდიელთა პერიოდის უნიკალურ ძეგლად. ეკლესიის მშენებლობას უკავშირდება ლეგენდა, რომლის თანახმადაც, მას საძირკველი ჩაედგა როჯერ II-ის აღთქმის მიხედვით, რომელიც მან მას შემდეგ დადო, რაც ქარიშხალს სასწაულებრივად გადაურჩა. კლდის ფონზე დიდებულად ამაღლებული ტაძრის წინ მდებარეობს დიდ ტერასა, რომელიც ერთ დროს სასაფლაო იყო.

პიაცა დელ დუომოსთან ახლოს შეხვდებთ ქალაქის მუზეუმს, რომელიც მანდრალისკის სახელწოდებითაა ცნობილი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბარონ ენრიკო დი მანდრალისკის კოლექციისგან აღებული ხელოვნების ნიმუშები. ფერწერულ ტილოებს შორის ყველაზე საინტერესო ნახატი – “უცნობი მეზღვაურის პორტრეტი”, რომელიც ცნობილი სიცილიელი მხატვრის, ანტონელო და მესინას ნამუშევარია. განსაწმენდელის ტაძარი წარმოადგენს მოქმედ რელიგიურ ნაგებობას. მისი დამფუძნებელია წმინდა სტეფანეს საძმო.

სპოლეტო

სპოლეტო – უმბროს რეგიონის სამხრეთით განლაგებული ძველი ქალაქია. მის მფარველად წმინდა პონციანი ითვლება. ძვ.წ. 241 წელს რომაული კოლონია სპოლეციუმი წარმატებით გაუმკლავდა ჰანიბალის შემოსევას. ფლამინის გზაზე მდებარეობა ზრდიდა ქალაქის მნიშვნელობის სიდიადეს, განსაკუთრებით, გოთური ომების დროს. 570 წელს სპოლეტო ლანგობარდების საჰერცოგოს დედაქალაქი გახდა. 774 წელს ქალაქი წმინდა რომის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა. ნაპოლეონის მიერ იტალიის დაპყრობის შემდეგ, 1809 წელს სპოლეტო გახდა დღემოკლე ფრანგული დეპარტამენტის (ტრაზიმენის) დედაქალაქი. ფრანგი იმპერატორის დამარცხების შემდეგ იგი კვლავ რომის პაპის დაქვემდებარების ქვეშ მოექცა.

სპოლეტოს ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიური ძეგლია სანტა-მარია-ასუნტის საკათედრო ტაძარი. ასევე აღსანიშნავია ამ ქალაქის შემდეგი ღირსშესანიშნაობები: რომაული თეატრი, სან-სალვატორეს ბაზილიკა, სან-ანსანოსა და სან გრეგორე მაჯორეს სახელობის ეკლესიები. აგრეთვე გამოსარჩევია როკა ალბორნოსიანა – რომის პაპ ინოკენტი VI-ის მიერ აგებული შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრე. იგი ერთ დროს უმბრიის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ციტადელს წარმოადგენდა.

პილინიანო – ა – მარე

პოლინიანო – ა- მარე – ბარის პროვინციის კომუნაა. მისი მფარველია წმინდა ვიტუსი. ეს თვალწარმტაცი ზღვისპირა ქალაქი განლაგებულია ადრიატიკის ზღვის კლდოვან სანაპიროზე. ამ კომუნას ორიათასწლოვანი ისტორია აქვს. მიიჩნევა, რომ ძვ.წ. მე-4 საუკუნეში ბერძნებმა იქ დაარსეს ნეაპოლისის კოლონია. რომის პერიოდში ეს ქალაქი რომი-ბრინდიზის სავაჭრო გზის ცენტრს წარმოადგენდა.

პოლინიანო – ა – მარეს ერთ-ერთ სიმბოლოდ დომენიკო მოდუნიოს ბრინჯაოს ქანდაკება ითვლება. იგი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილი იტალიელი მხატვარი იყო. ქალაქის ძველ ქუჩებში სეირნობისას შენობებზე შენიშნავთ სხვადასხვა წარწერას, რომლებიც ლექსებიდან ამოღებული ნაწყვეტებია. კელდებისა და კიბის საფეხურების პოეზიით შემკობის ტრადიცია იქ ჯერ კიდევ 1984 წელს ჩაისახა, როცა მწერალი გვიდო ლუპორი სხვადასხვა ადგილას ტოვებდა სტრიქონებს თავისი საყვარელი ნაწარმოებებიდან.

პონტე ლამა მონაჩილე – თაღებიანი ხიდია, რომელიც ძველი რომაული გზის ნანგრევებზეა აგებული. პოლინიანო – ა- მარეს მთავარ მოედანზე მდებარეობს სანტა-მარია-ასუნტის ტაძარი.

იზეო

იზეო ბრეშიას პროვინციაში არსებული კომუნაა. ამ ქალაქის მფარველია წმინდანად შერაცხული ეპისკოპოსი ვაგილიუსი. იზეოს გამორჩეული ღირსშენიშნაობაა ოლდოფრედის ციხე. იგი ფრიდრიხ ბარბაროსის ჯარებმა გადაწვეს მე-12 საუკუნის შუა პერიოდში. მოგვიანებით, ის ჯაკომო ოლდოფრედიმ აღადგინა. გარიბალდის მოედანსა და ვანტინის სასახლესთან ახლოს, ასევე ოზეოს ტბიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს პიევე დი სენტ-ანდრეას ეკლესია.

ტრაპანი

ტრაპანი სიცილიის რეგიონში მდებარე თანამოსახელე პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. კომუნის უმაღლესი წერტილებია სპარაჯოს და ინიჩის მთების მწვერვალები. რეგიონის უძველესი დასახლებები მდებარეობს პანტელერიის კუნძულზე, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდნენ. მე-8 საუკუნეში თანამედროვა ტრაპანის ადგილას ფინიკილელებდა დაიდეს ბინა. მათ დააარსეს “Drepanum”, რომელიც გახდა წარმატებული სავაჭრო ცენტრი. მე-19 საუკუნის ბოლოს ტრაპანი გაერთიანებული იტალიის ნაწილი გახდა, მე-2 მსოფლიო ომის დროს იგი მნიშვნელოვან პორტს წარმოადგენდა.

ნუბიაში, ტრაპანიდან 5 კმ-ში, არსებობს მუზეუმი, სადაც თვალნათლივ ნაჩვენებია ზღვის მარილის მოპოვების პროცესი. გამოსარჩევია წმინდა ლორენცოს, წმინდა ავგუსტინეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრები.

პერგოლა

პერგოლა მარკეს რეგიონის კომუნაა. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობებია: ბრონზის დორათის მუზეუმი, წმინდა ანდრეას, წმინდა ფრანჩესკოს და წმინდა ჯაკომოს სახელობის ეკლესიები, რატუშა. პერგოლა განთქმულია თავისი მეღვინეობით. იქ ღვინოს ძირითადად ალეატიკოსგან (ვაზის ჯიში) აწარმოებენ.

ტივოლი

ქალაქი ტივოლი მდებარეობს ლაციოს რეგიონში, იგი გაშენებულია მდინარე ანიოზე. ტივოლის მთავარი ღირსშესანიშნაობები: იმპერატორ ადრიანეს და გრიგორიანული ვილები, ასევე რომის პაპ პიუს II-ის ციხე.

ისტორიკოსების აზრით, ტივოლი 3000 წელზე მეტი ხნის წინ დაარსდა. ტიბურის სახელით ცნობილი ქალაქი ერთ დროს რომსაც კი უწევდა კოკურენციას. ძვ.წ. მე-4 საუკუნეში ტივოლის მკვიდრებმა გალებთან შეკრეს კავშირი და, საბოლოო ჯამში, მოცემული ქალაქი რომის იმპერიის დაქვემდებარების ქვეშ მოექცა. მე-16 საუკუნეში ეს ადგილი დიესტეს ოჯახს ეკუთვნოდა.

 

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register