logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

შარმ-ელ-შეიხის გამორჩეული ადგილები

4 Jan

შარმ-ელ-შეიხის გამორჩეული ადგილები

ალ-საჰაბას მეჩეთი

ალ-საჰაბას მეჩეთის მშენებლობა 2011 წლის ზამთარში დაიწყო, თუმცა პროცესი დროებით შეჩერდა, რადგან ქვეყანაში რევოლუციური მოძრაობები დაიწყო. სამლოცველო სახლის აგება ხუთი წლის შემდეგ საბოლოოდ დასრულდა. მისი არქიტექტორია ფაუდ ხაფეზი. მან თავისი საქმე უსასყიდლოდ შეასრულა. მეჩეთის ფართობი 3 000 კმ.მ.-ს შეადგენს, მისი ორი მინარეთიდან თითოეულის სიმაღლე 81 მ-ია. ტაძრის წინ განლაგებულია მყუდრო მოედანი და ასევე ძველი ბაზარი. ნაგებობის ინტერიერი რამდენიმე სტილის შერწყმას წარმოადგენს: მამლუქური მოიაზრებს მონუმენტურ მასშტაბს, ასიმეტრიას; ოტომანურისათვის კი დამახასიათებელია ნახევრადსფერული გუმბათი, ორნამენტთა სიმრავლე. ალ-საჰაბას ტაძრის აგურებზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ არაბულ ენაზე შერულებული წარწერები, ნაგებობის შეგნით აგია მოწითალო-მოოქროსფრო შეფერილობის ხალიჩა, გუმბათის კამარების ქვეშ შეგიძლიათ მოავლოთ თვალი ვიტრაჟულ მოხატულობას და თვალისმომჭრელ ჭაღს. მეჩეთში ქალთა და მამაკაცთათვის ცალკ-ცალკე სალოცავი დარბაზებია გამოყოფილი. ტაძარში შესვლის წინ ფეხსაცმლის გახდა მოგიწევთ, მანდილოსნებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ შესასვლელთან ხიჯაბით შეიმოსონ.

პარკი, სახელწოდებით “ჰოლივუდი”

ამ ფანტასტიკური პარკის გახსნას ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ. იქ დამსვენებლებს დახვდებათ ბევრი ატრაქციონი, კარუსელები, მომღერალი შადრევნები, მოკლედ, პარკში ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ სრულად ჩაიძიროთ ზღაპარში. იქაურობა არც კაფე-რესტორნების დეფიციტს უჩივის, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ 7D კინოთეატრსაც.

პარკის პროექტი შეიმუშავა ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ჯოზეფ ბრუნომ, მისი გაფორმება იურული პერიოდის პარკს მოგაგონებთ. იქ აღმოაჩენთ სხვადასხვა სახეობის დინოზავრთა 22 ფიგურას, რომლებიც ადამიანის მოახლოებისას მოძრაობას და სპეციფიკური ხმების გამოცმას იწყებენ. “ჰოლივუდში” დამონტაჟებულია ახლო აღმოსავლთის უდიდესი მომღერალი შადრევანი. ამასთან, მნახველებს ეძლევათ შესაძლებლობა, დატკბნენ წითელი ზღვის სილამაზეებით შარმ-ელ-შეიხის ერთადერთ ხელოვნური ტბაში. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაიქირავოს ნავი ან კატამარანი და გაისეირნოს წყალსატევზე.

სავაჭრო-გასართობი ცენტრი – “Genena City”

ამ კომპლექს უჭირავს 60 კვ.მ. ფართობი, მის ტერიტორიაზე წააწყდებით 600-ზე მეტ მაღაზიას, რესტორნებს, კაფეებს, ოფისებს, ასევე შეძლებთ რეკრეაციულ ზონაში დასვენებას, რომელიც ღია ცისქვეშაა განლაგებული. იქიდან იშლება გასაოცარი ხედი წითელ ზღვაზე, მთებსა და უდაბნოზე. სავაჭრო-გასართობი ცენტრის წინ დამონტაჟებულია პლაზმური ეკრანები, რომლებზეც აჩვენებენ რეკლამებს და ასევე მოლში დაორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებსაც. მანქანით მისული დამთვალიერებელთათვის აგებულია მოსახერხებელი ორდონიანი საპარკინგე სივრცე.

თვითმფრინავ ბოინგ-737-ის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი

მოცემული ძეგლი მდებარეობს კოკოს სანაპიროს სიახლოვეს, ის დადგეს 2004 წელს, მალევე იმ ტრაგედიიდან, როცა ავიაკომპანია “Flash Airines”-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა წითელ ზღვაში. შარმ-ელ-შეიხიდან სულ რაღაც 3 წუთის აფრენილი საფრენი აპარატი უცბად გამოვიდა მწყობრიდან, პილოტებმა საჭე ვეღარ დაიმორჩილეს. ამ ხანმოკლე დროში ეკიპაჟმა გადარჩენისათვის ექსტრემალური ზომების მიღება ვერ მოასწრო.

არქიტექტურული ძეგლი წარმოადგენს ნახევრადწრიულ როტონდას. სკულპტორმა ავიაკატასტროფის დროს დაღუპულები გამოსახა ფრინველების სახით, რომლებიც ზეცისკენ ისწრაფვიან. იქვე დგას კედელიც, რომელზეც ამოტვიფრულია გარდაცვლილთა სახელები და ჰკიდია მათ მშობლიური დროშები.

კარტინგი

სპორტის ექსტრემალური სახეობის მიყვარულებს შეუძლით ეწვივნოს გიბლის კარტინგ-კლუბს. ის მდებარეობს ნაამა-ბეის . ამ დაწესებულებას ჩრდილოაფრიკული ქარის სახელი დაარქვეს, რადგნა მისმა სიძლიერემ შემქმნელებს მეტისმეტად მაღალი სიჩქარეები და ძრავათა  სიმძლავრე გაახსენა. კლუბის ტერიტორიაზე განლაგებულია ხუთი შესანიშნავი ტრასა და ასევე დიდი ავტოფარეხი.

დაივინგ-ცენტრი – “Pyramids”

შარმ-ელ-შეიხი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია იმათთვის, ვისაც დაივინგი იტაცებს. “Pyramids” გთავაზობთ საუცხოო იახტებს, ინსტრუქტორთა გამოცდილ გუნდს, აღჭურვილობის სრულ ნაკრებს და შეუდარებელ მომსახურებას. ეს ცენტრი ასევე აორგანიზმებს ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებისკენ (მაგალთად, რას-მოჰამედის პარკის ან ტირანის კუნძულისაკენ) იახტით გასერინებას. წყალში ჩაძირვის დროს შეგიძლიათ დატკბეთ წითელი ზღვის მარჯნის რიფბისა და მის ტროპიკულ ბინადართა ხედით. ამასთან, დაძირული ხომალდის ნახვის საშუალებაც გეძლევათ.

სავაჭრო-გასართობი ცენტრი – “ათას ერთი ღამე”

ეს დაწესებულება მდებარეობს ხადაბას რაიონში, მის ტერიტორიაზე განთავსებულია აღმოსავლური სტილის საკვირველი სასახლე, მუსიკალური შადრევნები, ეგვიპტური ქანდაკებები და მრავალი მაღაზია. დღისით შეგიძლიათ იშოპინგოთ, დასხდეთ კაფესა თუ საჩილიმეში. საღამოს ეს ადგილი თეატრალურ მოედნად იქცევა ხოლმე. ტურისტები იკრიბებიან, რათა დატკბნენ ფეერული შოუთი პროფესიონალი მოცეკვავების, მსახიობების, ფაკირებისა და აკრობატების მონაწილეობით. ეგვიპტის ისტორიისა და ფოლკლორისადმი მიძღვნილი თვალწარმტაცი სანახაოის განმავლობაში ნახავთ ქვეყნის ძეგლთა მაკეტებს, ასევე ორგანიზატორები წარმოგიდგენენ განუმორებელ პროგრამას, რომელშიც შესული იქნება აღმოსავლური ცეკვები, ცეცხლოვანი ნომრები, ილუზიონისტთა გამოსვლები.

კაზინო “Royale”

მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტელებს აზარტული თამაშებით გართობა ეკძალებათ, კაზინოებში მაინც დუღს სიცოცხლე. “Royale” შარმ-ელ-შეიხის პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. შენობის დიზაინი კლასიკურ სტილშია გაფორმებული. იქაურობა გაწყობილია ოქროსა და ცისფერი მარმარილოს ელემენტებით, ასევე ყურადღებას იპყრობს ელეგანტური კოლონადები. კაზინო 24 სთ-ის განმავლობაში ღიაა და არ მოითხოვს არანაირ დრეს-კოდს. იქ შესვლა სრულიად უფასოა მხოლოდ სრულწლოვანთათვისაა ნებადართული. სათამაშო ფიშკების შეძენა ნებისმიერი საერთაშორისო ვალუტით შეგიძლიათ. კაზინო გარემოცულია პალმებით და რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს იმ პლაჟიდან, რომელიც პოპულარული კურორტის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა.

ღამის კლუბი “ტაჯ-მაჰალი”

შარმ-ელ-შეიხში თავმოყრილია ღამის დასვენებისათვის განკუთვნილი მრავალი ადგილი. სხვათა შორის, საუბარია არა ჩვეულებრივი დისკოტეკებზე, სადაც ატრიალებენ მობეზრებულ ხიტებს, არამედ სტილურ დაწესებულებებზე. “ტაჯ-მაჰალი” გამოირჩევა თავისი ზომებითა და პოპულარობით, ის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია. მოცემული ღამის კლუბი იტევს 4 000-მდე ადამიანს, დასაჯდომი ადგილებით უზრუნველყოფილი დასასვენებელი სივრცე მეორე სართულზე მდებარეობს, ასევე შეგიძლიათ დაიკავოთ VIP-ზონა დიჯეის პულტთან ახლოს.

ნიანგებისა და გველების შოუ

შარმ-ელ-შეიხში ნიანგებისა და გველების შოუ წარმოადგენს ეგზოტიკურ და ორიგინალურ გასართობ წარმოადგენას მთელი ოჯახისათვის. იქ თქვენ იხილავთ უჩვეულო ფანდებს საგულდაგულოდ გაწვრთნილ მრისხანე რეპტილიათა შესრულებით და მოცეკვავე გველების მომაჯადოვებელ შოუს.

მაღაზია – “ჯორჯ კლუნი”

ერთობ საინტერესო სახელის მქონე ეს პოპულარული მაღაზია მდებარეობს ნაბქ-ბეის რაიონში. სალაროსთან დაგხვდებათ მეპატრონე – ჯორჯი, რომელიც ორიოდე სიტყვას გეტყვით თავისი დაწესებულების შესახებს და თავაზიანად მოგემსახურებათ. მაღაზია რამდენიმე განყოფილებისგან შედგება, თუმცა იქ იყიდება ყველაფერი, რაც შეიძლება დასჭირდეთ ტურისტებს.

კლეო პარკი

მართალია, კლეო პარკი ვერ დაიკვეხნის სიდიდითა თუ სასრიალოების სიმრავლით, თუმცა იგი გამოირჩევა თავისი უნაკლო სტილიზაციით. ძირითად თემას წარმოადგენს ძველი ეგვიპტე, თავად აკვაპარკის სახელწოდებაც მიმსგავსებულია მმართველ კლეოპატრას სახელთან. იქ თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქის საგნები. კლეპ პარკის თითოეული ექსპონატი გარკვეულწილად დაკავშირებულია ეგვიპტესთან. ამ აკვაპარკის ტერიტორიაზე სულ ექვსი სასრიალო გორაკია, ერთ-ერთი მათგანი წარმოადგენს დიდებული სფინქსის გვერდით განლაგებულ ხეფრენის პირამიდის მცირე ასლს.

სავაჭრო ცენტრი – “ლა სტრადა”

ეს სავაჭრო ცენტრი განლაგებულია ნაბქ-ბეის რაიონში, იქ არსებული ატმოსფერო საერთოდ არ ჰგავს იმას, რაც ხდება ხმაურიან აღმოსავლურ ბაზრობებზე. “ლა სტრადა” შარმ-ელ-შეიხის მთავარი საშოპინგო ადგილია, რომელსაც მთელი ქუჩა უკავია. მის ტერიტორიაზე განთავსებულია პატარა მაღაზიები და სუვენირების დახლები.

შარმ-ელ-მაიას პლაჟი

შარმ-ელ-შეიხის სხვა სანაპიროებისგან განსხვავებით, შარმ-ელ-მაია ბუნებრივი წარმოშობისაა. ეს მარყუჟოვანი ბუხტა წარმოადგეს ბუნებრივი ქვიშის საფარის მქონე ერთადერთ ადგილს. მოცემული პლაჟი ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან იქ პრაქტიკულად არაა ქარები.

რას-ნასრანი სანაპირო

რას-ნასრანის ბუხტა განთქმულია თავისი პლაჟებითა და მარჯნებით. ეს ნამდვილი სამოთხეა დაივინგისა და სნორკლინგის მოყვარულთათვის. ზღვის ფსკერის რელიეფის თავისებურებებიდან გამომდინარე, იქ არაა ცივი დინება, აქედან გამომდინარე, წყალი ნორმალური ტემპერატურისაა, რაც მორიგ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს. გაითვალისწინეთ, რომ ზღვაში შესვლისთანავე იწყება საკმაოდ დიდი სიღრმე, ზოგიერთ ადგილას ეს მაჩვენებელი 40 მეტრსაც კი აღწევს.

დაჰაბი

დაჰაბი ადრე ბედუინთა ჩვეულებრივ დასახლებას წარმოადგენდა, რომელიც დღესდღეობით ტურისტებისათვის საკმაოდ მიმზიდველ კურორტად იქცა. ეს ადგილი ზღვისგან სრუტითაა გამოყოფილი. თავად სიტყვა “დაჰაბი” არაბულიდან ითარგმნება, როგორც ოქროსფერი. იქ შეგიძლიათ დაკავდეთ ვინდსერფინგით, წყალქვეშა ცურვით. დაჰაბიში ყოფნისას ასევე შეიგძლიათ ჩაებათ საფარიში სინაის ნახევარკუნძულის სიღრმეებისკენ, რომელიც ჟამთასვლის ცვლილებებს არ ექვემდებარება.

ცისფერი ხვრელი

ცისფერი ხვრელი – ესაა უნიკალური წყალქვეშა კარსტული მღვიმე და საკმაოდ განთქმული ადგილი დაივერებსა და ფრიდრავერებს (აკვალანგების გარეშე წყალში ჩაძირვის მოყვარულები) შორის. უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვაბულის დამოუკიდებელი შესწავლა, განსაკუთრებით, აკვალანგისტობაში გამოუცდელი ტურისტებისათვის, სიცოცხლისთვის საშიშიც შეიძლება იყოს. ცისფერი ხვრელი დაჰაბას სიახლოვეს მდებარეობს, სინაის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ ადგილას წითელი ზღვის ფსკერი წარმოქმნის მარჯნის ლაგუნას, რომელიც დაივინგისათვის იდეალურ პირობებს ქმნის. მარჯნის კედელში არსებული უფსკრული წყალში 100 მეტრზე მეტ სიღრმეში ჩადის. ამასთან, ძაბრის დიამეტრი დაახლოებით 50 მ-ს შეადგენს, ასე რომ სინათლე ზედაპირიდან დაუბრკოლებლად აღწევს მღვიმეში, მყვინთავებს თვალწინ საოცარი სანახაობა ეშლებათ. სანაპიროზე საკმაოდ დიდი სივრცეა ავტომობილების დასაყენებლად, ასევე დგას რამდენიმე კაფე და მაღაზია, სადაც სუვენირები იყიდება.

ფარაონთა კუნძული

აკაბას სრუტეში, სინაისა და არაბეთის ნახევარკუნძულებს შორის, ისრაელისა და იორდანიის სანაპიროს სიახლოვეს, მდებარეობს იდუმალებით მოცული ადგილი – ფარაონთა კუნძული. უძველეს დროში იქ აღმართეს სალაჰ ელ დინის ციხე-სიმაგრე, ის განკუთვნილი იყო კაიროდან დამასკოში მიმავალი მარშრუტის დასაცავად. რიფები, კლდეები და საკმაოდ იღბლიანი განლაგება მას ნამდვილ ბასტიონად ხდიდა. იმ დროს, როცა ეგვიპტელებმა კუნძული სასაზღვრო პოსტად აქციეს, მათი მხარდაჭერით დაიმედებულმა ფინიკიური ქალაქ ტირას მეფე ხირამმა ძვ.წ. 975 წელს იქ ააგო პორტი. იმ დროიდან მოყოლებული ეს კუნძული გახდა მსოფლიოს იმ ნაწილის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი. 1116 წელს ტამპლიერებმა, რომლებმაც მორიგი ჯვაროსნული ლაშქრობა დააორგანიზეს, დაიპყრეს ციხე. 1182 წელს მაშინდელმა ეგვიპტის მმართველმა სალაჰ ელ დინმა დაიბრუნა სიმაგრე, დამპყრობლები კი იქიდან განდევნა. ასეთი წარმატების შემდეგ სალადინმა კუნძულზე ციტადელის აღმართვა ბრძანა.

ფარაონთა კუნძული გარემოცულია ულამაზესი მარჯნის რიფებით, უძველესი პორტის შორიახლოს განლაგებულია თვალწარმტაცი ფიორდი. სანაპიროს დიდი ნაწილი მოგზაურებს ხიბლვს განცალკავებული მთის პეიზაჟებით.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register