logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ეგვიპტის პირამიდები

11 Feb

ეგვიპტის პირამიდები

ხეოფსის პირამიდა

ხეოფსის პირამიდა მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთია. მისი ასაკი დაახლობით 4500 წელს უდრის. ის განლაგებულია გიზას პლატოზე, ნილოსის მარცხენა სანაპიროზე. ფარაონ ხუფუს (იგივე ხეოფსი) ამბიციების ხორცშესხმას ახდენდა ხემიუნი, ძველი სამეფოს მე-4 დინასტიის ხუროთმოძღვარი. ისტორიკოსთა ვარაუდით, პირამიდის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ძვ.წ. 2540 წლისათვის დასრულდა. მის ასაგებად თითქმის ორი მილიონი უზარმაზარი გრანიტის ლოდი გამოიყენეს. 6 ტონაზე მეტი წონის კონსტრუქციის შესაქმნელად შეარჩიეს მტკიცე ნიადაგი, რომელიც მაც მიწის სიღრმეში ჩასვლის საშუალებას არ მისცემდა. მეცნიერებმა დღემდე ვერ ამოხსნეს საიდუმლო, თუ როგორ გადაჰქონდათ დიდი ქვები მშენებლობის ადგილამდე მისგან 1000 კმ-ით დაშორებული კარიერიდან.

არსებობს რამდენიმე მოსაზრება ხეოფსის პირამიდის დანიშნულებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვერსიით, ის წარმოადგენდა ფარაონ ხუფუსა და მისი ოჯახის წევრების აკლდამას. სხვა ვარაუდით, ეს ნაგებობა ასრულებდა ვარსკვლავთა შესწავლისათვის განკუთვნილი ობსერვატორიის ფუნქციას.

გიგანტური პირამიდის საძირკვლის ფართობი 50 ათას კვ.კმ-ს უტოლდება, მისი სიმაღლე კი 138 მეტრს აღწევს (ის ეგვიპტის პირამიდებს შორის ყველაზე მაღალია). ეს ნაგებობა შიგნიდან შემოინახა პირველქმნილი სახით. იქ შესვლის შემდეგ აღმოაჩენთ ერთმანეთის გვერდიგვერდ განლაგებულ სამ საძვალეს. ქვედა პალატის მშენებლობა დაუსრულებელია, ზემოთ მდებარეობს სამარხი კამერები, რომლებიც ფარაონსა და მის ცოლს ეკუთვნოდათ. იქ არსებული მრავალი ფარული გასასვლელი დღემდე შეუსწავლელია. სავენტილაციო გზები, შახტები, დერეფნები ორიგინალური არქიტექტურული მნიშვნელობის მატარებელია. პირამიდის პირველი აღწერა გვხვდება “ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს ნაშრომებში. ეგვიპტურ პაპირუსებში ის არაა მოხსენიებული.

ერთი ლეგენდის თანახმად, ხუფუში ინახავდნენ მარცვლეულს შიმშილობის პერიოდში. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ხეოფსმა იხილი სიზმარი მოახლოებული მოუსავლიანობის შესახებ. მაშინ ფარაონმა იოსებს, იაკობის ვაჟს, მარცვლეულის შეგროვება დაავალა. როგორც ჩანს, საცავების საკმაოდ მოცულობითი იყო, რადგან 7-წლიანი შიმშილობის განმავლობაში დანაყრებულმა მოსახლეობამ შეძლო გადარჩენა.

მეორე თქმულების მიხედვით, ეს ნაგებობა ემსახურებოდა ფარაონის ფიზიკური სხეულის გადასვლას სულთა სამყაროში. ამაში მართლაც ურევია ჭეშმარიტების მარცვალი, რადგან თავად მუმია ვერ იპოვეს. აგრეთვე არსებობს გადმოცემა, თითქოს პირამიდაში განთავსებულია ერთი ფარული ოთახი, რომელიც ხნის პორტალს სხვა განზომილებებში.

ხუფუს შესახებ მრავალის საინტერესო ფაქტი არსებობს:

  • ერთი მოსაზრების თანახმად, ის ჯერ კიდევ წარღვნამდელ პერიოდში ააგეს.
  • ყოველწლიურად ეგვიპტეში აღინიშნება პირამიდის მშენებლობის დაწყების დღე – ძვ.წ. 2560 წლის 23 აგვისტო.
  • ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში მონაწილე მუშები კარგად იკვებებოდნენ, ამის შესახებ არქეოლოგებმა მე-19 საუკუნეში წარმოებული ერთ-ერთი გათხრების დროს გაიგეს.
  • ჯერ კიდევ მაშინ ეგვიპტელები მაღალი ინტელექტით გამოირჩეოდნენ და მათ იცოდნენ “ოქროს კვეთის” პრინციპები, რამაც ამ ერს მსოფლიო მასშტაბის სილამაზის შექმნა შეაძლებინა.
  • გარეგანი ფილები მზის შუქზე ციმციმს იწყებს, რაც მეტყველებს რუდუნებით შესრულებულ გაშალაშინებაზე მეტყველებს.

ჯოსერის პირამიდა

საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მეცნიერებს ეჭვი ეპარებოდათ, თუ ვისთვის აიგო საკარას პლატოზე 4650-წლოვანი ქვის ნაგებობა. მართალია, მონოლითებიდან ცნობილია, რომ ჯოსერის პირამიდა ააშენა არქიტექტორმა იმხოტეპმა, რომლის შესახებ მრავალი ცნობა და ლეგენდა შემოინახა. ფარაონ ჯოსერისათვის მიძღვნილი ეს უნიკალური ძვალშესალაგი პირობიტად ძვ.წ. მე-17 საუკუნით თარიღდება.

გერმანელი სამხედრო ინჟინერი მონუტოლი მთელი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა პირველი საფეხურებიანი პირამიდის შესასვლელის პოვნას. 1821 წელს მან შემთხვვით აღმოაჩინა კამარიანი გალერეა, რის მერეც წააწყდა დერეფნებისა და გადასასვლელების რთულ სისტემას. სარკოფაგს ორმოს ფსკერზე მიაგნეს, თუმცა ის ცარიელი აღმოჩნდა. პირამიდის იეროგლიფების გაშიფვრა მე-19 საუკუნის შუახანებში ფრანგმა ეგვიპტოლოგმა შამპილიონმა დაიწყო. იმავე პერიოდში სხვა ექსპედიციამ აღმოაჩინა მოოქროვილი ნიღაბი და მუმიის ტერფი, რომლესაც ფრჩხილებზე ოქროს ფირფიტები ეკეთა. დიდი ალბათობით, ის ფარაონის ნეშტის ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა ეს თავსატეხი კიდევ უფრო გაართულა მოცემულმა გარემოებამ: გემი, რომელზეც მონაპოვრები ინახებოდა, ქარიშხლის დროს ჩაიძირა ხმელთაშუა ზღვაში.

მე-19 საუკუნის გათხრებმა ცხადყო, რომ ფარაონ ჯოსერის სიკვდილის შემდეგ ეგვიპტეში სავარაუდოდ მმართველი დინასტია შეიცვალა. მაშინ მოხდა აკლდამის გაძარცვაც. ფრანგმა არქეოლოგმა ჟან-ფილიპ ლაუერმა გამოარკვია, რომ ძვალთშესალაგი გატეხეს ტექნიკური განათლების მქონე ოსტატებმა ქურუმების კონტროლქვეშ. მოგვიანებით ნათელი მოეფინა კიდევ ერთ საინტერესო ფაქტსაც: თურმე სახელი “ნეჩერხეტი” ფარაონ ჯოსერის ტიტული ყოფილა. უძველესი არქიტექტურის შედევრი ინახავს გარდასულ ეპოქათა საიდუმლოებებს და ასევე მოწმობს, რომ იმ ხანაში ეგვიპტე ყვაოდა, იქ ცხოვრობდნენ უნიჭიერესი ხუროთმოძღვრები, ფარაონ ჯოსერს კი არ აკლდა სიმდიდრე თუ ძლევამოსილება.

ხეფრენის პირამიდა

ხეფრენის პირამიდა განლაგებულია გიზას პლატოზე, დიდებული სფინქსის, ხეოფსისა და მიკერინის პირამიდების სიახლოვეს. სავარაუდოდ, ის ააგეს ძვ.წ. 26-ე საუკუნის შუახანებში. მან მეორენაირად ურტ-ხაფრას (“დიდებული ხაფრა”, “პატივცემული ხაფრა”) უწოდებენ. პირამიდა მორთული იყო ვარდისფერი გრანიტის პირამიდიონებით (ამჟამად ის დაკარგულად ითვლება). ესაა პირამიდის ფორმის მქონე ქვის ბერძნული სახელწოდება, რომელსაც ძველი ეგვიპტელები დგამდნენ პირამიდის ან ობელისკის თავზე. ეგვიპტურ ენაზე პირამიდიონს ეწოდებოდა “ბენბენეტი” და ის ასოცირდებოდა ბენბენის წმინდა ქვასთან, რომელზეც, გადმოცემის თანახმად, დაეცა აღმავალი მზის ღმერთ-დემიურგის – ატუმას (ღმერთ “რა”-ს იპოსტასი) სხივები. სავარაუდოდ, ხეფრენის პირამიდა გატეხეს და გაძარცვეს ეგვიპტის პირველ გარდამავალ პერიოდში.

ქვით მოპირკეთებულ გზას ჩავყავართ მდინარისკენ, სადაც მდებარეობს ქვედა ტაძარი. სწორედ იქ ჩაუტარდა ფარაონს ბალზამირება. სალოცავის შესასვლელს გრანიტისგან გამოკვეთილი ოთხი სფინქსი დარაჯობს. იქ იპოვეს მუქი-მწვანე დიორიტისგან დამზარებული ფარაონ ხეფრენის ქანდაკება. ხელწიფე ამაყად დგას პიედესტალზე, მის უკან კი მიმინოს სახით გამოკვეთილია ღვთაება ხორი, რომელიც ხელისუფლების ძლევამოსილებას განასახიერებს.

მიკერინის პირამიდა

ეს ძვალთშესალაგი ააგეს ფარაონ მენკაურის (ბერძნულად მიკერინის) განკარგულებით. ჰეროდოტესა და დიოდორის (ძველბერძენი ისტორიკოსი და მითოგრაფი წარმოშობით სიცილიური აგირიიდან). მენკაურის აკლდამა უკანასკნელია გიზას დიდებული პირამიდებიდან. ლეგენდის თანახმად, ღმერთებმა ფარაონი დაწყევლეს. მას შეეძინა ერთადერთი ვაჟი, რომელიც ჩვილობაში დაიღუპა. მწუხარებით მოკლულმა მამამ ძროხის მოოქროვილი ქანდაკების შექმნა და შიგ ბავშვის ჩასვენება ბრძანა.

1837 წელს ბრიტანელი პოლკოვნიკი ჰოვარდ ვენსი შევიდა სამარხ კამერაში, სადაც მან აღმოაჩინა ბაზალტისგან დამზადებული სარკოფაგი, რომელშიც ვიღაცის ნეშტი ესვენა. ცნობილია, რომ კუბო და ნაპოვნი ძვლები ადრეული ქრისტიანობის ხანას ეკუთვნის.

ბევრს აინტერესებს მიკერინის პირამიდის ჩრდილოეთ ფერდობზე არსებული ღარის წარმომავლობა. სულთან სალადინის ერთ-ერთი ვაჟი მართავდა ეგვიპტეს. ალ-მელექ ოტმან ბენ იუსუფს გაუჩნდა პირამიდების დემონტაჟის იდეა. მას იქ შენახული განძის ხელში ჩაგდების სურვილი კლავდა. სულთანმა თავისი მიზნის გახნორციელება მიკერინის პირამიდიდან დაიწყო, რადგან ის ყველაზე პატარა იყო. ზემოხსენებული დიდი ღარი სწორედ ხელისუფალის მიერ დაქირავებული მუშების ნახელავია.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register