logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

სიახლეები

ესპანეთის მთავარი ღირსშესანიშნაობები

წმინდა ოჯახის ("საგრადა ფამილია") ტაძარი მდებარეობს ბარსელონის ცენტრში. ანტონიო გაუდიმ ამ გენიალური ქმნილების შექმნას თავისი სიცოცხლის თითქმის ორმოცი წელი შესწირა. ხუროთმოძღვარი დაიბადა ესპანური კატალონიის ქალაქ რეუსში. უფრო ძმების, დისა და დედის დაღუპვის შემდეგ ანტონიო მამასთან ერთად გადაცხოვრდა ბარსელონაში, სადაც შევიდა არქიტექტურის პროვინციულ სკოლაში. სასწავლებლის დამთავრების...

კრუიზის უპირატესობები

კრუიზი - დასვენების შესანიშნავი ვარიანტია მრავალფეროვანი არჩევანის გამო. არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ზომის კრუიზი, მორგებული ნებისმიერი ტიპის მოგზაურზე. თავგადასავლების მაძიებლებს შეუძლიათ იმგზავრონ განსხვავებული სიდიდის გემით - დაწყებული პატარა და ელეგანტურად მოწყობილი ლუქს კლასის ხომალდებით და დამთავრებული უზარმაზარი ლაინერებით. ქვემოთ გაგაცნობთ კრუიზების ძირითად უპირატესობებს. ხელმისაწვდომობა - იმ...

ესპანური სამზარეულო

ესპანური სამზარეულოს ეროვნული კერძები გამოირჩევა ინგრედიენტების მრავალფეროვნებით. ძირითად კომპონენტებს, რომლებიც უკვე საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება, მიეკუთვნება: ნიორი, ხახვი, სანელებლები, ბევრი მწვანილი, ზეითუნის ზეთი. კულინარიული ტრადიციები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ფორმირდებოდა ადგილობრივი კლიმატური პირობებისა და ჩვეულებების გათვალისწინებით. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ტაპასი პიცაზე ან პასტაზე არანაკლებ გემრიელია, თუმცა გამოცანად...

ესპანური კულტურა და ტრადიციები

ტრადიციები - ესაა წინაპრების მემკვიდრეობა, ცოდნა და წეს-ჩვეულებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. დამკვიდრებული ჩვეულებები ყოველი ერის იდენტობისა და კულტურის საკვანძო ელემენტებია. ესპანეთის ნაყოფიერი მიწები საუკუნეების განმავლობაში დასახლებული იყო სხვადასხვა ცივილიზაციით. მათ წარუშლელი კვალი დატოვეს ამ დიდებული ევროპული ქვეყნის ისტორიაში: მრავალფეროვანი გასტრონომია, ისტორიული ძეგლები, სასახლეები, შუასაუკუნოვანი...

იტალია

იტალიაში მოგზაურობა ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე განუმეორებელ გრძნობას მოგაგონებთ - გაზაფხულის მშვენიერ დღეს ან პირველ სიყვარულს. იტალია თავისი განთქმული არქიტექტურის, ხელოვნებისა და ისტორიის გარდა აღაფრთოვანებს ტურისტებს გრანდიოზული კუნძულებით, მყინვარებითა და ვულკანებით, ვენახებითა და ურბანული ლანდშაფტებით, რომლებიც შეყვანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. რომის, ვენეციის, ფლორენციის, ნეაპოლის ხელოვნებისა...

საუკეთესო სუვენირები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ პერუში

პერუს, შესაძლოა, ეწოდოს მსოფლოს სუვენირების დედაქალაქი. წარმოუდგენელია, გაიაროთ ისეთ ადგილას, სადაც თქვენთვის ვინმემ ლამაზი ნითვთის მოყიდვა არ სცადოს. როცა ტურისტი პერუდან სამშობლოში ბრუნდება, მას თან ჩააქვს ფერადი ანდური მოხატულობების მქონე ქუდები, სვიტერები და პლედები. გთავაზობთ პერუს სახელგანთქმული სუვენირების გზამკვლევს. ჩუსტები ალპაკიდან ალპაკაში მსოფლიოში ყველაზე მოსახერხებელი ჩუსტები იყიდება....

ღირსშესანიშნაობები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ პერუში ყოფნისას

პერუს გზამკვლევის თვალიერებისას გაოცებული დარჩებით. იქ იმდენი წარმტაცი და უნიკალური ღირსშესანიშნაობაა, რომ მგზავრობის დაგეგმვა შესაძლოა დამღლელად მოგეჩვენოთ, თუმცა არ იღელვოთ. ჩვენ პერუს განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილების სია 20 ღირსშესანიშნაობამდე შევკვეცეთ, დაწყებული ლიმის მუზეუმების სტუმრობიდან და დამთავრებული ამაზონის მდინარეზე ნავით სეირნობასა და ანდების მთებში ლაშქრობით. ლიმის მუზეუმები ქალაქ ლიმაში...

11 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოინახულოთ მაჩუ-პიქჩუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც

ცაში აზიდული ინკების იმპერიის ნანგრევები ნამვილად გასაოცარი სახილავია. ზღვის დონიდან 2430 მ სიმაღლეზე მდებარე ეს ადგილი დიდებული მთის მწვერვალებითაა გარშემორტყმული. სიტყვებით შეუძლებელია მაჩუ-პიქჩუს აღწერა, ის აუცილებლად უნდა ნახოთ საკუთარი თვალით. გთავაზობთ 11 მიზეზს, თუ რატომ უნდა ეკავოს პერუს მოწინავე ადგილი თქვენს მიერ მოსანახულებელი ქვეყნების სიაში. არქიტექტურა ინკების...

11 რამ, რაც მაჩუ-პიქჩუს შესახებ აქამდე არ იცოდით

ნებისმიერ ადამიანს, ვინც ოდნავ მაინც დაინტერესებულია მოგზაურობით, სმენია მაჩუ-პიქჩუსა და პერუში არსებული ინკების გასაოცარი ციტადელის შესახებ, რომელიც განლაგებულია სულისშემკვრელი ანდების მთის მწვერვალებს შორის. თუმცა, მთელი აჟიოტაჟის და ფანფარის მიუხედავად, რაც გარს ახვევია ამ საქვეყნოდ ცნობილ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, არსებობს უამრვი ფაქტი, რომლებიც, სავარაუდოდ, აქამდე არ იცოდით....

15 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეს პერუ თქვენი შემდეგი მოგზაურობის ადგილი

პერუელები ყოველთვის სიამაყით საუბრობენ თავიანთ კულტურაზე. ამ ქვეყნის მკვიდრებმა ოდითგანვე იცოდნენ, რომ მათი მიწა და ტრადიციები განსაკუთრებულია. სწორედ ამიტომ მათ სურთ აჩვენონ ეს მთელ მსოფლიოს. გთავაზობთ პერუს გამორჩეულ თავისებურებებს, რომელიც შეგიქმნით მასზე ზოგად წარმოდგენას  სანაპირო, მთები და ჯუნგლები ერთი ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში მოცემული სამი გეოგრაფიული თავისებურება პერუს კულტურულად...