მიკონოსი
მიკონოსი ცნობილია კიკლადის კუნძულთა დედოფლის სახელით. გასულ საუკუნეებში ის წარმოადგენდა მექას მეკობრეებისათვის, აგრეთვე იამაიკაზე არსებული პორტ-როიალის ხმელთაშუაზღვისპირულ ექვივალენტს. ამ კუნძულს ხშირად სტუმრობდა ცნობილი მეკობრე - ბარბაროსა (მეტსახელად "ჟღალი წვერი"). აქ ერთმანეთშია გადახლართული გლამური და ტრადიციები. მიკონოსს ზოგჯერ "ბერძნულ იბიცასაც" ეძახიან, რადგან აქ დუღს სიცოცხლე. ქალაქი ხორა...
ლესბოსი
ლესბოსი ძველპერძენი პოეტესას - საფოს სამშობლოა. ეს ლირიკოსი ქალი წერდა ლექსებს და უკრავდა ლირაზე. უთვალავი ხალხი იყრიდა ერთად თავს საფოს განუმეორებელი ხმის მოსასმენად. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ იგი მიიჩნევა ლესბოსელობის ფუძეჩამყრელად. საფო არასოდეს მალავდა თავის სექსუალურ პრეფერენციებს. პოეტესამ დააფუძნა სპეციალური სკოლა, სადაც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას,...
კეფალონია, როდოსი
კეფალონია - მრავალი ტურისტული მიმართულების მქონე შთამბეჭდავი ადგილია. იონიის ზღვის კუნძულებს შორის ის სიდიდით ყველას აღემატება. მისი დედაქალაქია არგისტოლი, რომელიც აგრეთვე მნიშვნელოვანი პორტიცაა. ისტორიულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კეფალონია ჯერ კიდევ პალეოლითის ეპოქაში იყო დასახლებული ლელეგებით, უძველესი ბერძნული ტომით. ისინი ეთაყვანებოდნენ პოსეიდონს. ცნობილი ფაქტია, რომ ტროას ომების...
კუნძულ ევბეას ღირსშესანიშნაობები
ოსიოს დავითის, იგივე წმინდა დავით ევბეელის მონასტერი განლაგებულია კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დრიმონის დასახლების სიახლოვეს, კავალარისის მთის ძირას. საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საყდარში დაყუდებულმა ბერებმა დახმარება აღმოუჩინეს აჯანყებულებს, რის გამოც 1824 წელს თურქებმა ისინი გაჟლიტეს, სალოცავი კი გადაწვეს. მონასტრის აღდგენა მხოლოდ 1877 წლისათვის მოხერხდა, სწორედ მაშინ ააგეს...
კუნძული კრეტა
კრეტა - უდიდესი ბერძნული კუნძულია, რომელსაც ჩრდილოეთიდან კრეტის ზღვა, ხოლო სამხრეთიდან ლიბიისა ეკვრის. ეს ადგილი გამოირჩევა მდიდარი ისტორიით. სწორედ იქ მდებარეობს მღვიმე და მთა, სადაც დაიბადა და გაიზარდა მთავარი ბერძნული ღვთაება - ყოვლისშემძლე ზევსი. კრეტის ადმინისტრაციული დედაქალაქია ირაკლიონი, სადაც თავმოყრილია მრავალი მუზეუმი და მართლმადიდებლური სალოცავი....
მეტეორა
მეტეორა - ბერძნული კლდეებია, რომელთა მწვერვალებზე გაშენებულია უნიკალური სამონასტრო კომპლექსი. ეს ადგილი იზიდავს ტურისტებს თავისი მდიდარი ისტორიით, ორიგინალური არქიტექტურითა და სულისშემძვრელი ხედებით. დაახლოებით მე-10 საუკუნის ბოლოს ფესალიის მთის კლდეებზე გამოჩნდნენ განდეგილები. იქ პირველი სკიტი ააგო მწირმა ბარნაბამ 950-70 წლების შუალედში. 1020 წელს ბერმა ანდრონიკმა აღმართა ფერისცვალების...
ათენის განუმეორებელი ღირსშესანიშნაობები
ოლიმპოელი ღმერთის ტაძარი ოლიმპეიონი ჩვენამდე მოღწეულ ათენის ანტიკურ ნაგებობათა შორის უდიდესია. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა ძვ.წ. მე-5 საუკუნეში პისისტრატეს დროს, სალოცავმა დასრულებული სახე მიიღო მხოლოდ შვიდი ასწლეულის შემდგომ, რომაელის იმპერატორის - ადრიანეს პერიოდში. საყდრის შიგნით იდგა ორი დიდებული ქანდაკება - პირველი, უხვად ინკრუსტირებული ოქროთი და სპილოს...
ათენი, აკროპოლისი
ათენი - უძველესი ცივილიზაციის აკვანია. დღესდღეობით იგი საბერძნეთის დედაქალაქია, 2500 წლის წინ ის ანტიკური სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქი მდებარეობს ატიკის ცენტრალურ დაბლობზე, სამი მხრიდან იგი შემოსაზღვრულია პარნიტას, ეგალეოსა და პენდელის მთებით, მეოთხე მხრიდან კი მას ეგეოსის ზღვა ეკვრის. ათენის ისტორია 3,5 ათასწლეულზე მეტს ითვლის. მითოლოგიიდან ცნობილია,...
სანტორინი
სანტორინის კუნძულს გამოარჩევს წარმოუდგენელი დაისები, საინტერესო არქიტექტურა და გასაოცარი კულტურა. ლეგენდის თანახმად, ის დაკარგული ატლანტიდის მცირე ნაწილია. სანტორინი ტურისტულ მექად ითვლება, იგი მდებარეობს ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში და შედის ციკლადის კუნძულების შემადგენლობაში. თავდაპირველად კუნძულს ერქვა "სტრონგილა", რაც ითარგმნება, როგორც "მრგვალი". შემდეგომ ამ ადგილს ეწოდა "კალისტა", რაც...
მალტის ღირსშესანიშნაობები
მალტა გასაოცრად ლამაზი არქიპელაგია, ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი. მის შემადგენლობაში შემავალი ყველაზე დიდი კუნძულებია: მალტა, გოზო და კამინო. ამ ადგილს სახელი ფინიკიელებმა შეარქვეს, მათ ენაზე "მალტა" "თავშესაფრს" ნიშნავდა. ანტიკური დროიდან მოყოლებული კუნძულს ეკავა სტრატეგიული მდებარეობა ევროპას, აზიასა და აფრიკის კონტინენტებს შორის. მალტას განსხვავებულ პერიოდებში მართავდნენ რომაელები,...