logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

სიახლეები

ეგვიპტის პირამიდები

ხეოფსის პირამიდა ხეოფსის პირამიდა მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთია. მისი ასაკი დაახლობით 4500 წელს უდრის. ის განლაგებულია გიზას პლატოზე, ნილოსის მარცხენა სანაპიროზე. ფარაონ ხუფუს (იგივე ხეოფსი) ამბიციების ხორცშესხმას ახდენდა ხემიუნი, ძველი სამეფოს მე-4 დინასტიის ხუროთმოძღვარი. ისტორიკოსთა ვარაუდით, პირამიდის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ძვ.წ. 2540 წლისათვის...

შარმ-ელ-შეიხის გამორჩეული ადგილები

ალ-საჰაბას მეჩეთი ალ-საჰაბას მეჩეთის მშენებლობა 2011 წლის ზამთარში დაიწყო, თუმცა პროცესი დროებით შეჩერდა, რადგან ქვეყანაში რევოლუციური მოძრაობები დაიწყო. სამლოცველო სახლის აგება ხუთი წლის შემდეგ საბოლოოდ დასრულდა. მისი არქიტექტორია ფაუდ ხაფეზი. მან თავისი საქმე უსასყიდლოდ შეასრულა. მეჩეთის ფართობი 3 000 კმ.მ.-ს შეადგენს, მისი ორი მინარეთიდან თითოეულის სიმაღლე...

შარმ-ელ-შეიხის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც უსათუოდ უნდა მოინახულოთ

რას-მოჰამედი 1989 წელს შარმ-ელ-შეიხიდან 25 კმ-ის დაშორებით გაიხსნა რას-მოჰამედის ეროვნული პარკი. მისი შექმნის მიზანს წარმოადგენდა მარჯნის რიფების განადგურებისგან დაცვა, რომელთაგან უგრძესი 9 კმ-ზე იყო გადაჭიმული. ამ ადგილების წყალქვეშა სამყარო უდავოდ უნიკალურია, მათით ტყუილად როდი იყო აღტაცებული თვით ჟაკ-ივ-კუსტო, რომელსაც თავის სიცოცხლეში არაერთი ბუნების "მარგალიტი" ჰქონდა ნანახი....

შრი-ლანკის კულტურა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები

შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა ცეილონის კუნძულზე მდებარეობს. მას აქვს ორი დედაქალაქი - ნაკლებად ცნობილი ქალაქი - შრი ჯაიავარდანაპურა კოტტე (სწორედ აქაა განლაგებული ქვეყნის პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს შენობები) და მსხვილი მეგაპოლისი - კოლომბო (აქ მდებარობს შრი-ლანკის საპრეზიდენტო რეზიდენცია და სამთავრობო დაწესებულებები). შრი-ლანკის მოსახლეობა 21 მლნ-ს აღემატება,...

შრი-ლანკური სამზარეულო

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-ინდურ და შრი-ლანკურ სამზარეულოებს შორის არსებობს პარალელები, უკანასკნელი მაინც გამოირჩევა გარკვეული თავისებურებებით. რამდენიმე წლიანი კოლონიზაციისა და სხვა ქვეყნების გავლენის ქვეშ მოქცევის შემდგომ შრი-ლანკამ შექმნა საჭმლის საკუთარი კულტურა. კარი - ესაა საკვები, რომელიც მომზადებულია დაფქვილ სანელებელთა ნაზავის დამატებით. მის შემადგენლობაში შედის - შავი პილპილი,...

შრი-ლანკის გამორჩეული ღირსშესანიშნაობები.

დამბულას ოქროს ტაძარი დამბულაში არსებული კლდოვანი ტაძარი, რომელიც მაჰავამსაში (შრი-ლანკის ძირითადი ისტორიული ქრონიკა, რომელიც აღწერილია პალის ენაზე) მოხსენიებულია იუმბუკოლა ვიჰარას სახელწოდებით, მდებარეობს კანდის (სინგალელ მეფეთა უკანასკნელი დედაქალაქი) ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 75 კმ-ის დაშორებით. ეკლესია შედგება ხუთი მღვიმე-სალოცავისგან. თითოეული გამოქვაბული გამოირჩევა თაღოვანი კამარებით, იქ ინახება ბუდას და სხვადასხვა გამოჩენილი...

თეირანი

საადაბადის სასახლე საადაბადის სასახლეთა კომპლექსი აშენდა მე-20 საუკუნეში, უკანასკნელ ხაჯართა მმართველობის პერიოდში, ის განლაგებულია შემირანის რაიონში, აარბანდის ხეობის ძირში. ამ სასახლეთა საერთო ფართობის ნახევარი უჭირავს ტყეებს, წყაროებს, ყვავილების ბაღებს. კომპლექსის ნაგებობათა შორის გამოირჩევა მწვანე სასახლე ანუ შახვანდი, რომელიც აღმართა შაჰ რეზამ სააბადის უმაღლეს წერტილზე. ამ გრანდიოზული...

ირანის განთქმული ღირსშესანიშნაობები

ჯამეს (იმამის) მეჩეთი ისფაჰანში არსებული "პარასკევის მეჩეთი" ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა ხუროთმოძღვრება ირანში თორმეტი საუკუნის განმავლობაში, დაწყებული ახ.წ. 841 წლიდან. ამ ნაგებობის წიბოვანი ორშრიანი გუმბათები წარმოადგენს არქიტექტურულ ინოვაციას, რომელიც შთააგონებდა მთელი ცენტრალური აზიის მშენებლებს. 1051 წელს ისფაჰანი გახდა სელჩუკთა სახელმწიფოს დედაქალაქი, XI საუკუნეში ისინი ჩამოვიდნენ...

ისტორიული ადგილები, რომელთა გამოც ღირს ირანის მონახულება.

პერსეპოლისი პერსეპოლისი იყო სპარსეთის იმპერიის ერთ-ერთი დედაქალაქი. ძვ.წ. 330 წელს ის დაიპყრეს, გაძარცვეს და გადაწვეს ალექსანდრე მაკედონელის ჯარებმა. ძველი სპარსული ქალაქის დღემდე შემორჩენილი ნანგრევები თანამედროვე ირანის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მიახლოებითი მონაცემებით, პერსეპოლისის ისტორია დასაბამს იღებს ძვ.წ. 560 წლიდან, თუმცა მისი გაფართოება და განაშენიანება მხოლოდ ოთხი ათწლეულის...

ინდოეთის განუმეორებელი ტაძრები

კანდარია-მაჰადევის ტაძარი კანდარია-მაჰადევის ("ნიშნავს გამოქვაბულის დიდ ღმერთს") ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მდიდრულად მორთული შუასაუკუნოვანი სალოცავია, რომელიც მდებარეობს ხაჯურაჰოში, მადჰია პრადეშის შტატში. კანდარია-მაჰადევის ტაძარი აშენდა ვიდიადჰარას, ჩანდელას დინასტიის წარმომადგენლის მმართველობისას. მუსლიმი ისტორიკოსის, იბნ ალ-ასირას ჩანაწერებში ვიდიადჰარა მოხსენიებულია, როგორც ძლევამოსილი ხელისუფალი, რომელიც ებრძოდა მაჰმუდ გაზნევის, გაზნევიდების სახელმწიფოს...