logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

სიახლეები

იტალია – კაზერტის სამეფო რეზიდენცია

ეს იყო უდიდესი სასახლე და ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობა, რაც კიXVIII საუკუნის ევროპაში აშენებულა. მდებარეობს სამხრეთ იტალიის ქალაქ კაზერტაში. სასახლეში სულ 1200 ოთახია, რომელთა შორისაცაა 12 სახელმწიფო აპარტამენტი, ბიბლიოთეკა და თეატრი. 1997 წელს, სასახლე იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. სასახლეს გარშემო იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართო ბაღები აკრავს, რომლებიც...

ტოკიო

იაპონელები თავიანთ სამშობლოს უწოდებენ "ნიხონს" (ჩინური წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს "ადგილს, სადაც ამოდის მზე"). სწორედ ჩინელებმა შეარქვეს სახელი კუნძულებს, რომლებიც ძევს მატერიკის აღმოსავლეთით. რბილ ლურჯ ნისლში ჩაძირული ფუძის მთა, რომელიც წმინდაა იაპონელთათვის, ღრუბლებზე მაღლაა აზიდული. ადგილობრივები ამ ადგილს ამკობენ ხატოვანი ეპითეტებით, პატივისცემით გასცქერიან თოვლით დაფარულ მწვერვალს...

იაპონური კულტურა და ტრადიციები

იაპონიის კულტურა და ტრადიციები მრავალმხრივ უნიკალურია. ამის მთავარ მიზეზად იქცა ქვეყნის გეოგრაფიული განლაგება. ვიდრე სხვა რეგიონები და სახელმწიფოები განუწყვეტლივ ომობდნენ ერთმანეთთან და ამგვარად წარმოებდა კულტურის იძულებითი გაცვლა, ამ დროს იაპონია იზოლირებულად ვითარდება. ამ თავისებურებამ შექმნა განუმეორებელი განუმეორებელი წეს-ჩვეულებების ნაკრები, ასევე სოციალური და პოლიტიკური ფორმები. თანამედროვე იაპონიის...

იაპონური სამზარეულო

ყოველი ერის სამზარეულო - ესაა ტრადიციების, კულტურის, ისტორიის, ყოფითი ფილოსოფიის და ტერიტორიული აქცენტების სიმბიოზი. იაპონია, როგორც კუნძულოვანი სახელმწიფო, დიდი ხნის განმავლობაში გარესამყაროსგან ერთგვარ იზოლაციაში იმყოფებოდა და მან შეძლო გასაოცარი კვებითი სისტემის შექმნა, რომელიც არ ჰგავს არც ერთ სხვას. საკვები აქ განსაკუთრებული კულტის დონეზეა აყვანილი, ჭამასთან...

ანიმეს ისტორია

მე-12 საუკუნიდან მოყოლებული იაპონიაში ხვეწდნენ ილუსტრაციების მეშვეობით ისტორიების თხრობის ხელოვნებას: სამი ანბანისგან შემდგარი რთული დამწერლობა აუცილებელს ხდიდა ტექსტებისათვის ნახატების დამატებას - განათლებულ იაპონელსაც კი ხშირად უჭრიდა ნაწერის სრულად წაკითხვა და მისი შინაარსის გააზრება. მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ამომავალი მზის ქვეყანაში დაიწყო შემოღწევა დასავლური პოპ-კულტურის ნიმუშებმა, იაპონიაში...

პორტუგალიის ღირსშესანიშნაობები

სწორედ იმ ადგილიდან, სადაც ახლა წმინდა გიორგის ციხე დგას, ერთ დროს წყებოდა პორტუგალიის დედაქალაქი - ლისაბონი. ისტორიკოსთა ცნობით, პირველი სიმაგრეები რომაელებმა იქ ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღმართეს, თავდაცვით ავანპოსტად იქაურ ბორცვს იყენებდნენ კელტები, ბერძნები და კართაგენელები. მე-12 ასწლეულის შუაში ჯვაროსანთა დახმარებით ციხე დაიკავა პორტუგალიის...

პორტუგალიის მოკლე ისტორია

პორტუგალია ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საზღვაო იმპერია და კოლონიალური სახელმწიფოა. ქვეყნის ისტორია სავსეა დრამატიზმით, უდიდესი აღმასვლებითა და დაცემებით. პორტუგალია მდებარეობს პირენეის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ესპანეთი. სამხრეთით და დასავლეთით ქვეყანას ატლანტიკის ოკეანე ეკვრის. პორტუგალიის იურისდიქციის ქვეშაა მადეირას არქიპელაგი და აზორის კუნძულები. სახელმწიფოს დედაქალაქია ლისაბონი,...

ნიცა

ნიცა კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი კერაა, რაც კი ოდესმე არსებულა დედამიწაზე. ჯერ კიდევ 400 000 წლის წინ, მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ პირველყოფილი ადამიანები. ჩვ.წ. პირველ ათასწლეულში ძველმა ლიგურიელებმა დაიკავეს ორი ადგილი: ერთი მდებარეობდა "წმინდა ხის ბორცვზე", მეორე კი კლდეზე, რომელიც დღეს ციხის მთის სახელითაა ცნობილი. ძვ.წ. მე-5...

ადგილები, რომელთაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ პორტუგალიის სტუმრობისას

დუკე დე კავადალის სასახლის ოთახებში გამოფენილია ღირებული ილუსტრირებული ხელნაწერები, აბჯრები, ძველი იარაღი, ფერწერული ტილოები და სკულპტურები. აღნიშნული ნაგებობის ნაწილს წარმოადგენს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია. ამ გოთიკურ სალოცავს გამოარჩევს აზულეჟუს სტილში შესრულებული ინტერიერი. წმინდა ფრანცისკის ეკლეისიის უნიკალური თავისებურებაა არკადა, რომელიც გოთიკური და მავრიტანული ელემენტების ტიპურ ნაზავს წარმოადგენს. მისი...

პარიზი

ეიფელის კოშკი - საფრანგეთის სიმბოლო და პარიზის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა. ეს 320-მეტრიანი მეტალის ნაგებობა აღმართეს 1889 წელს. იმ პერიოდში დედაქალაქში უნდა გამართულიყო პარიზის 100-წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსოფლიო გამოფენა. მთავრობამ გამოაცხადა კონკურსი, არქიტექტურულ ძეგლს უნდა მოეტანა შემოსავალი და საჭიროების შემთხვევაში მარტივი უნდა ყოფილიყო მისი დემონტაჟი. საგულისხმოა, რომ...