სანტორინი

სანტორინის კუნძულს გამოარჩევს წარმოუდგენელი დაისები, საინტერესო არქიტექტურა და გასაოცარი კულტურა. ლეგენდის თანახმად, ის დაკარგული ატლანტიდის მცირე ნაწილია. სანტორინი ტურისტულ მექად ითვლება, იგი მდებარეობს ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში და შედის ციკლადის კუნძულების შემადგენლობაში.
სანტორინი მოკლედ
- სად არის: კიკლადების არქიპელაგი, ეგეოსის ზღვა. ათენიდან დაახლოებით 200 კმ-შია.
- რით არის ცნობილი: თეთრი სახლები ლურჯი გუმბათებით, კალდერა (ჩაძირული ვულკანის კრატერი) და მზის ჩასვლა ოიაში.
- რამდენი დღე: 3–4 დღე. სანტორინი ხშირად ათენთან ან სხვა კუნძულთან, მაგალითად მიკონოსთან, ერთად ინახულება.
- საუკეთესო დრო: მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი. ივლისსა და აგვისტოში კუნძული გადატვირთულია და ფასებიც მაღალია.
სანტორინის ისტორია

თავდაპირველად კუნძულს ერქვა “სტრონგილა”, რაც ითარგმნება, როგორც “მრგვალი”. შემდეგომ ამ ადგილს ეწოდა “კალისტა”, რაც “მშვენიერს” ნიშნავს. მოგვიანებით კუნძულმა შეიძინა ანტესიონის, ლეგენდარული თებეელი გმირის ვაჟის სახელი. გარკვეულ ხანს ის სპარტის მეფის მოვალეობებს ასრულებდა, შემდგომ კი კუნძულზე გადასახლდა. ტოპონიმი სანტორინი წარმოდგება “სანტე ირენესგან”, ეს სახელი კუნძულს დაარქვეს ფრანკებმა მე-12 საუკუნეში.
1487 წლიდან მოყოლებული სანტორინი იმყოფებოდა ვენეციის რესპუბლიკის ძალაუფლების ქვეშ, მე-16 საუკუნის ბოლოს კი იქ ოსმანთა იმპერიის მმართველობა დამყარდა.
დღესდღეობით სანტორინი ფაქტობრივად მოქმედ ვულკანს წარმოადგენს, რომლის კრატერი ჩამალულია ზღვის უფსკრულში. დროდადრო იქ სუსტი მიწისძვრები აღმოცენდება. კუნძულის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს ფარავს ვულკანური ფერფლი.
შავი ვულკანური პლაჟები

სანტორინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეხვდებით შავი ვულკანური ქვიშისგან შექმნილ პლაჟს, რომელსაც კამარი ჰქვია. აკროტირის სიახლოვეს აღმოაჩენთ წითელ სანაპიროს, თქვენს წინაშე მარსის ხედები გადაიშლება.
სანტორინის დედაქალაქია ფირა, ის გაშენებულია 300-მეტრიან ციცაბო კლდეებზე. კუნძულის ჩრდილოეთ კედეში მდებარეობს ია - თეთრი სახლებით სავსე თვალწარმტაცი ქალაქი. ფრიალო ბილიკები ზიგზაგისებურად ეშვება ამუდის ყურესკენ.
კალდერას ვულკანური კრატერი ჩამოყალიბდა 3600 წელზე მეტი ხნის წინ მომხდარი მძლავრი ამოფრქვევის შედეგად, რამაც ფერფლის ქვეშ ჩამარხა ერთ-ერთი უძველესი დასახლება. კრატერის ცენტრში განლაგებულია ორი მცირე კუნძული - ნეა-კამენი და პალეა-კამენი (ძველი და ახალი კამენი).
კამარი

როცა ქალაქ კამარიში მოხვდებით, აუცილებლად შეიხედეთ სამხატვრო გალერეაში, რომლეიც განლაგებულია არგიროს კანავეში - კუნძულის ერთ-ერთ უძველეს მარანში. ღვინის გამოქვაბულთა კედლებს ამშვენებს დიდებული ნახატები, კუთხეებსა და ნიშებში კი განთავსებულია ქანდაკებები.
ფირაში მდებარეობს პრეისტორიული დროის მუზეუმი, იქ ინახება აკროტირის გათხრებისას აღმოჩენილი მონაპოვრები. განსაკუთრებით საგულისხმოა ძვ.წ. მე-17 საუკუნით დათარიღებული გარეთხის ოქროს ფიგურა.
აღსანიშნავია, რომ სკაროსის კლდეზე განლაგებული იყო იმ ხუთ სიმაგრეთაგან ერთ-ერთი, რომლებიც ააგეს კუნძულზე მე-15 საუკუნეში მეკობრეთა თავდასხმების მოსაგერიებლად.
ფირა და ძველი თერა

უძველეს ფირაში პირველად დასახლდნენ დორიელები ძვ.წ. მე-9 საუკუნეში. დღესდღეობით ქალაქში შემონახულია ელინური, რომაული და ბიზანტიური პერიოდების ნაგებობათა ნაშთები.
კალდერას კიდეში მდებარეობს 1827 წელს აშენებული მართლმადიდებლური ტაძარი. ეს საყდარი განთქმულია თავისი მოზაიკებით, შთამბეჭდავი სამრეკლოთი და ქათქათა თაღებით. იგი შიგნიდან მორთულია ადგილობრივი მხატვრის, ქრისტოფოროს ასიმისას ფრესკებით.
საინტერესოა, რომ სანტორინის კუნძულზე პომიდვრების გადამუშავება დიდი ხნის განმავლობაში ხალხის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, არცაა გასაკვირი, რომ ვლიხადის ყოფილ ტომატის ფაბრიკაში განთავსებულია მუზეუმი.
სანტოზეუმის კულტურულ ცენტრში გამოფენილია საუკეთესო ფრესკათა რეპროდუქციების კოლექცია, რომლებიც აკროტირიში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს.
ფირაში შეხვდებით 1823 წლით დათარიღებული და იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილ სანტორინის კათოლიკურ ტაძარს. ბაროკოს სტილში შესრულებულ საყდარს ამშვენებს მრავალდონიანი კოშკი.
კუნძულის ცენტრში მდებარეობს პირგოსი, რომელიც ერთ დროს სანტორინის დედაქალაქი იყო. აქედან გზას მივყავართ პროფიტის ილიასის (ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც “ილია წინასწრამეტყველი”) მთის მწვერვალისკენ, რომლის სიმაღლე 584 მეტრს შეადგენს. იქ განთავსებულია თანამოსახელე მონასტერი. იქ ინახება სხვადასხვა საეკლესიო რელიქვია, მათ შორის, პატრიარქ გრიგორი V-ის მიტრა და კვერთხი.
წინასწარმეტყველი ილიას მონასტერი

თურქების ბატონობის პერიოდში მონასტერში ფუნქციონირებდა ერთ-ერთი “საიდუმლო სკოლა”, სადაც ისწავლებოდა ბერძნული ენა, ისტორია და კულტურა.
ოია და მზის ჩასვლა
ოია კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე სოფელია და სანტორინის ყველაზე ცნობილი ხედიც სწორედ აქ არის: თეთრი სახლები და ლურჯი გუმბათები კალდერის კლდეზე. ყოველ საღამოს ასობით ადამიანი იკრიბება მზის ჩასვლის სანახავად, ამიტომ კარგი ადგილის დასაკავებლად ერთი საათით ადრე მიდით. ალტერნატივაა ფიროსტეფანი და იმეროვიგლი: იგივე ხედი, ოღონდ ნაკლები ხალხი.
კალდერა და ვულკანი
კალდერა ვულკანის კრატერია, რომელიც ძვ. წ. XVII საუკუნის ამოფრქვევის შემდეგ ზღვამ დაფარა. ფირიდან და ძველი ნავსადგურიდან ნავით შეგიძლიათ ნეა კამენის ვულკანურ კუნძულზე გადახვიდეთ, კრატერამდე ახვიდეთ და პალეა კამენის თბილ წყაროებში იბანაოთ.
აკროტირი — ბერძნული პომპეი
კუნძულის სამხრეთით არის აკროტირის არქეოლოგიური ძეგლი: ბრინჯაოს ხანის ქალაქი, რომელიც ვულკანის ფერფლმა დაფარა და თითქმის ხელუხლებლად შემოინახა. მის გვერდით არის წითელი პლაჟი, რომელსაც წითელი ვულკანური კლდეები აკრავს.
როგორ ჩავიდეთ
სანტორინს საერთაშორისო აეროპორტი აქვს. ათენიდან ფრენა 45 წუთი გრძელდება, ბორნით კი პირეოსიდან 5–8 საათი. სხვა კუნძულებთანაც ბორნები დადის. კუნძულზე გადაადგილებისთვის ავტობუსი, კვადროციკლი ან ქირაობით აღებული მანქანა გამოგადგებათ.
სანტორინი ჩვენთან ერთად
სანტორინზე მოგზაურობას ინდივიდუალურად ვგეგმავთ, ხშირად ათენთან ერთად: ფრენა, სასტუმრო კალდერის ხედით, ტრანსფერები და ბორნის ბილეთები. იხილეთ საბერძნეთის ტურები და წაიკითხეთ ასევე: ათენი და აკროპოლისი, კუნძული კრეტა, მიკონოსი.
მოგეწონათ მიმართულება?
მოგვწერეთ და ზუსტად ასეთ მოგზაურობას დაგიგეგმავთ — ჯგუფთან ერთად ან ინდივიდუალურად.






