კამბოჯა და ვიეტნამი: ანგკორ ვატი, პნომპენი და ჰალონგის ყურე

კამბოჯა და ვიეტნამი: ანგკორ ვატი, პნომპენი და ჰალონგის ყურე

კამბოჯა და ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ორი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა და ერთ მოგზაურობაში იდეალურად თავსდება: ერთ მხარეს ანგკორის იდუმალი ტაძრები, მეორე მხარეს ჰალონგის ყურე, ბრინჯის ტერასები და ძველი იმპერიული ქალაქები. ამ გზამკვლევში მოგიყვებით, რა ვნახოთ და როგორ დავგეგმოთ ვიეტნამ-კამბოჯის ჯგუფური ტური.

კამბოჯა მოკლედ

კამბოჯა ესაზღვრება ტაილანდს, ლაოსსა და ვიეტნამს. დედაქალაქი პნომპენია, სახელმწიფო ენა — ქმერული, ძირითადი რელიგია — ბუდიზმი. ადგილობრივი ვალუტა რიელია, თუმცა ტურისტულ ადგილებში აშშ დოლარი ფართოდ მიიღება.

ანგკორ ვატი

ანგკორ ვატი XII საუკუნეში მეფე სურიავარმან II-ის ბრძანებით აშენდა, თავდაპირველად როგორც ინდუისტური ტაძარი, მოგვიანებით კი ბუდისტურ სალოცავად იქცა. ეს მსოფლიოს უდიდესი რელიგიური კომპლექსია და კამბოჯის დროშაზეც არის გამოსახული. საუკეთესო დრო მზის ამოსვლაა, როცა ტაძრის სილუეტი წყალში ირეკლება.

ანგკორ ტომი, ბაიონი და ტა პროჰმი

ანგკორის არქეოლოგიური პარკი მხოლოდ ერთი ტაძარი არ არის:

  • ანგკორ ტომი — ქმერების ძველი სამეფო დედაქალაქი, სამხრეთის კარიბჭით;
  • ბაიონი — ტაძარი, რომლის კოშკებიდან ასობით ქვის სახე გიყურებთ;
  • ტა პროჰმი — ტაძარი, რომელსაც გიგანტური ხეების ფესვები ეხვევა.

ტონლე საპი და კამპონგ ფლუკი

ტონლე საპი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდესი მტკნარი წყლის ტბაა. ნავით ვესტუმრებით კამპონგ ფლუკს — სოფელს, სადაც სახლები მაღალ ბოძებზე დგას, წვიმების სეზონში კი ირგვლივ ყველაფერი წყლით ივსება.

პნომპენი

კამბოჯის დედაქალაქში ვნახულობთ სამეფო სასახლეს, ვერცხლის პაგოდას, რომლის იატაკი ვერცხლის ფილებითაა მოპირკეთებული, ეროვნულ მუზეუმს ქმერული ხელოვნებით და ვატ ფნომს — ტაძარს, რომლის ადგილზეც, ლეგენდის მიხედვით, ქალაქი დაარსდა.

ვიეტნამი: ჰანოი და ჰალონგის ყურე

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ძველი კვარტალი, ჰოან კიემის ტბა და ჰო ში მინის მავზოლეუმი გელოდებათ. იქიდან გზა ჰალონგის ყურისკენ მიდის — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა ათასობით კირქვის კუნძულით. ჩვენს ტურზე ერთ ღამეს სწორედ გემზე ვატარებთ.

ნინ ბინი, ჰოი ანი და ჰუე

  • ნინ ბინი და ტამ კოკი — ნავით სეირნობა ბრინჯის ველებსა და კლდეებს შორის, მუას მღვიმის ხედები;
  • ჰოი ანი — ფარნებით განათებული ძველი სავაჭრო ქალაქი და იაპონური ხიდი;
  • ჰუე — ნგუენების დინასტიის ყოფილი იმპერიული დედაქალაქი და იმპერატორების აკლდამები;
  • დანანგი და ბა ნა ჰილსი — ზღვისპირა ქალაქი და მთის კურორტი ცნობილი ოქროს ხიდით.

როგორ ვმოგზაურობთ

ჩვენი 12 დღიანი ტური მოიცავს Qatar Airways-ის ფრენებს, შიდა ფრენებს, სასტუმროებს, ექსკურსიებს, ვიზებსა და ქართველ მეგზურს. ძველი ტაძრებისა და მსოფლიოს საოცრებების შესახებ ასევე წაიკითხეთ მსოფლიოს ძველი და ახალი საოცრებები, ხოლო ყველა აზიური მიმართულება ნახეთ გვერდზე ტურები აზიაში.

მოგეწონათ მიმართულება?

მოგვწერეთ და ზუსტად ასეთ მოგზაურობას დაგიგეგმავთ — ჯგუფთან ერთად ან ინდივიდუალურად.

შეუკვეთეთ ტური