ტაო-კლარჯეთი
მონატრებულ და ისტორიულ ტაო-კლარჯეთში სამოგზაუროდ გეპატიჟებით, საიდანაც ემოციების, სიამაყის, ამავდროულად სევდის და მონატრების გარეშე ვერ დაბრუნდებით, და კიდევ მოისურვებთ მეორედ-მესამედ მოგზაურობას, შემოგვიერთდი
რატომ გუდ თრეველი?
– ჩვენ გვაქვს 15 წლიანი გამოცდილება ტაო-კლარჯეთის ტურებზე
– ჩვენ გვაქვს გამოცემული ასეთი საინტერესო -> ტაო-კლარჯეთის გზამკვლევი / კატალოგი
– ჩვენ გვყავს მრავალწლიანი გამოცდილების მძღოლები (უშუალოდ ტაო-კლარჯეთის გზებზე)
– ჯგუფის შემთხვევაში შეგვიძლია დაგიგეგმოთ სასურველი თარიღზე სასურველი შინაარსის (3-4-5 დღიანი) ტური
– ჯგუფზე მოქმედებს სპციალური შეთავაზება/ფასი (რაოდენობიდან გამომდინარე)
2025 წლის გასვლები და ტურის ღირებულება: 500 ლარი
🔸 აპრილი: 25-26-27
🔸 მაისი: 2-3-4, 30-31-1 ივნისი
🔸 ივნისი: 13-14-15 და 27-28-29
🔸 ივლისი: 11-12-13, 18-19-20 და 25-26-27
🔸 აგვისტო: 1-2-3, 22-23-24
🔸 სექტემბერი: 5-6-7 და 26-27-28
🔸 ოქტომბერი: 3-4-5 და 17-18-19 (ხანძთელობა)
I დღე:
06:00 გასვლა თბილისიდან (კარწახის ან ვალეს) საბაჟო პროცედურების გავლა და პირველი დღის სანახავი ისტორიული ძეგლები:
🔹 ქაჯთა ციხე (ვნახულობთ გადასახედიდან)
🔹 ტბეთი
მდინარე იმერხევის სიახლოვეს მდებარეობს სოფელი ტბეთი, მის შუაგულში კი სახელგანთქმული ეკლესიაა აღმართული, მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რომელთაგანაც დღეისათვის მხოლოდ მთავარი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი.გასაკვირი იქნება რომ არ აღვნიშნთ გიორგი ყაზბეგის გასაოცარი სიტყვები “ტბეთის ეკლესიას შეუძლია დაამშვენოს თვით რომი, რომელიც განთქმულია ძველისძველი ტაძრებით. ტბეთის ეკლესია თავის შინაგანის და გარეგანის მშვენიერებით უფრო დიდსა და მაღალს გრძნობას აღძრავს კაცის გულში, ვიდრე სვეტიცხოველი მცხეთისა.” მეცნიერების ვარაუდით ტბეთში „ ღვთისმშობლის საფლავი „ არსებობდა რაზეც მისი ისტორიული წარწერაც კი მიგვანიშნებს. ტებითის სიდიადეს მისი მიახლოებისას აღვიქვამთ და ვნახავთ, რომ აქ მცხოვრები ხალხის, მათი დაკარგული სარწმუნოების და ცივილიზაციის ნაშთია.
🔹 ხანძთა
ტაო კლარჯეთის ერთ-ერთი უდიდესი მონასტერთაგანია, რომელიც მე 8 საუკუნეში მოღვაწე ბერი გრიგოლ ხანძთელის და მისი თანამოძმეების წყალობით აშენდა. ხანძთა ერთადერთია კლარჯეთის შემორჩენილ ეკლესიებში, რომელიც ჩახაზული ჯვრის გეგმაზეა აგებული. ეკლესიის დანახვისას განსაკუთრებულ ყურადღებას გუმბათი მიიქცევს, იგი თავისი აგებულობით ბრწყინვალედ აგვირგვინებს შნობას, ასევე ყველაზე უჩვეულო სახურავი, რომელიც ნახევრად გაშლილი ქოლგის ფორმით გამოირაჩევა. მე-8 მე-10 საუკუენში ხანძთის მონასტერი იყო ქართული განათლებისა და ნწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი სადაც დაიწერა „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“, საბა იშხნელის და მრავალი სხვა მოღვაწის ცხოვრება.
🔹 დოლისყანა
მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, თანამედროვე სოფელ ჰამამლიში. სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ მთავარი ტაძარია შემორჩენილი. მონასტერი მეფე სუმბატმა ააგო, მანვე შეამკო სამხრეთ ფასადი, გუმბათის ყელი და გარე პერანგი.
ეკლესიის წახნაგზე შემორჩენილია მეფის გამოსახულება წარწერით „ქრისტე, ადიდენ მეფე ჩვუენი სუმბატძ. ტაძარში თავს იჩენს ახალი დროის ხუროთმოძღვრული ელემენტები-გუმბათის დეკორატიული თაღნარი, სარკმლის თავზე არსებული „მარაოები“,, მოჩუქურთმებული თავსართები და სხვა, ასევე ის გამოირჩევა რელიეფის სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. მეცნიერთა ნაწილის თქმით ეკლესია მთავარანგელოზთა სახელობის იყო, ნაწილის თქმით კი წმ. სტეფანეს სახელზე აიგო.
გვიან საღამოს ჩავდივართ მთებში ჩაფლული პარხლის ხეობაში მდებარე სასტუმროში (იუსუფელის სიახლოვეს)
დაბინავება და ვახშამი
II დღე:
სასტუმროში საუზმის შემნდეგ სანახავი ისტორიული ძეგლები:
🔹ოთხთას სამონასტრო კომპლექსი
მე-10 საუკუნის ოთხთა ეკლესიის მონასტერი ართვისის ვილაიეთშია. სამნავიანი ბაზილიკა სოფელ თეკალიასთან, მდინარე ჭოროხის ხეობაში მდებარეობს. ოთხთა ეკლესია პარხლის ეკლესიასთან ერთად გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია. ადგილობრივი მოსახლეობის ნაამბობით, იშხნის, ოშკისა და ხახულის შემდეგ ეს მეთხე შესანიშნავი ეკლესიაა და სახელიც ამიტომ ეწოდა. ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს, რომ აქ მცხოვრებნი გამაჰმადიანებული ქართველები არიან, თუცა ისინი ერიდებიან ტაძარს, რადგან იქ დამკვიდრებულნი ყველა გადასახლებული ყოფილა. ტაძარში ვნახავთ სიონის წარწერას, ოთხთა ეკლესია გაიგივებულია ბიბლიურ სიონთან, რომელიც არის „ სახლი ღმრთისა“.
🔹 ოშკი
ოშკი ქართული არქიტექტურის ვეფხისტყაოსანი და საეკლესიო ხუროთმოძღვრების მარგალიტი, რომელსაც უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის რელიეფის სიმდიდრით. ოშკის ტაძარში აღგვაფრთოვანებს მისი სვეტებიანი გალერეა თავისი ულამაზესი ჭერით, რვაწახნაგა სვეტი, რომელიც გამორჩეულია გაფორმების მაღალი დონით, მისი ყველაზე განსხვავებული გუმბათი, თაღნარი და კამარები. ოშკი ოთხ დიდ კათედრალთაგან (სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი) პირველია. მდებარეობა გახლავთ (ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზრუმში) მისი სახელი კი უკავშირდება შუა ადგილს.
🔹 ხახულის ღვთისმშობლის ტაძარი
შუა საუკუნეების მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში, ამჟამინდელ სოფელ ბაღბაღშის ტერიტორიაზე მდეობარეობს. ტაძარში ახლა მოქმედებს მეჩეთი. დაარსა დავით მესამე კურაპალატმა მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში. ხახულის მონასტრის დიდი გუმბათოვანი ეკლესია, გეგმით ჯვრისებრი წაგრძელებული ნაგებობაა, ტაძარი გამოირჩევა მდიდრული ჩუქრუთმებით. სწორედ აქ ვნახავთ არწივის საყოველთაო განთქმულ ჰორელიეფურ გამოსახულებას, რომელიც სარკმლის თაღებს შუაა ჩასმული. ხახულში ასევე გამორჩეულია სამხრეთ ფასადზე განთავსებული შუა კარის შემკულობა, სადაც გამოსახულია “ჯვრის ამაღლების სცენა“. კარი დატვირთულია სხვადასხვა სიმბოლოებით, როგორიცაა აღდგომის სიმბოლო, ალექსანდრე მაკედონელის ამაღლების კომპოზიცია და კიდე სხვა მნიშვნელოვანი ფიგურებით. ხახულში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები, ამიტომაც ის მდიდარი იყო ბიბლიოთეკით, თუმცა ოსმალეთის დაპყრობის შემდეგ ის მოწყდა სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.
🔹 თორთუმის ჩანჩქერი და ტბა
სასტუმროში დაბინავება და ვახშამი.
საუზმე სასტუმროში. მესამე დღეს სანახავი ისტორიული ძეგლები:
იშხნის საეპისკოპოსო ცენტრი ისტორიულ ტაოში მდებარეობს, მდინარე ოლფისის წყლის ტერიტორიაზე, ტაძარი ორნამენტის მრავალფეროვნებით, სიმდიდრითა და თავისი არქიტექტურით უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მან მერვე საუკუნეში შემოსული მურვან ყრუს ლაშქროებებს ვერ გაუძლო და დაინგრა, თუმცა ის მეორედ საბა იშხნელმა აღადგინა და ახლანდელი ტაძარი თვალსაჩინოდ წაგრძელებული ჯვაროვან-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის ჯვრისებრი მოხაზულობა თითქმის მთლიანად იხატება გარედანაც მიწის დონეზე. მას ულამაზესი ასომთავრული წარწერები ამშვენებს, რომლის ავტორებიც გიორგი მეფე და მათი შთამომავლობაა.
საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, სამსართულიანი და რთული კომპოზიციის ტაძარი, რომელიც ეკლესიისგან და მრგვალი გალერეასგან შედგება, დღეს დღეობით ის ციხე-სიმაგრეს უფრო წარმოადგენს ვიდრე ეკლესიას. ბანას გარშემო ლანდშაფტი წარუშლელ შთაბეჭდილებას გვიტოვებს, ასევე, მისი პეიზაჟი, რომელიც პენაკს წააგავს. ბანა დატვირთულია თავისი ისტორიით, რომელიც მოგვითხრობს გამორჩეული მეფეების პერიოდს, როგორიცაა ბაგრატ მეოთხე, თამარ მეფე, გიორგი პირველი და სხვანი, რომლებმაც მისი გადარჩენისთვის იბრძოლეს, თუმცა მე 16 საუკუნიდან ის თურქ ხელისუფლების ძალაუფლებაში მოექცა.
დაბრუნება თბილისში
ტურის სრული ღირებულება: 500 ლარი
ღირებულებაში შედის:
🔹 მგზავრობა მიკროავტობუსით
🔹 პორფესიონალი გიდის მომსახურება
🔹 ღამისთევა კომფორტულ სასტუმროში (მთებში ჩაფლულ პარხალის ხეობაში) https://www.facebook.com/agaraotel/
🔹 ორჯერადი კვება სასტუმროში / საუზმე და ვახშამი
🔹 ჭოროხის უგემრიელესი კალმახების დაგემოვნება
🔹 სამოგზაურო დაზღვევა
* ღირებულებაში არ შედის მხოლოდ თქვენი პირადი ხარჯები
შენიშვნა!
* უამინდობის გამო თუ ვერ მოხერხდა ხანცთაზე ასვლა, ამ შემთხვევაში მოვინახულებთ არტანუჯის ციხეს / შესაძლებელია პარხლის ეკლესიის მონახულება.
* სააგენტო უფლებას იტოვებს ტაო-კლარჯეთის ტერიტორიის გზებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო მოახდინოს ცვლილება ტურის განრიგში.
საჭირო ინფორმაცია:
- გასვლა თბილისიდან: დილის 06:00 სთ (ველოსიპედის ძეგლიდან) დაბრუნება მესამე დღეს, გვიან ღამეს
- საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი ან ID ბარათი (ახალი)
- პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი
- 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ერთ-ერთი მშობლისაგან (როცა ბავშვი ორივე მშობელთან ერთად მგზავრობს, საჭიროა საზღვარზე დაბადების მოწმობის წარდგენა)
ანგარიშსწორების პირობები:
* ტურის დასაჯავშნად საჭიროა 10o ლარი, დანარჩენი თანხა ირიცხება ტურის გასვლამდე 10 დღით ადრე!
* თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში (ერთი კვირით ადრე) თანხა უკან აღარ ბრუნდება, შესაძლებელია თქვენი მხრიდანვე სხვა მგზავრით ჩანაცვლდება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ან/და დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
ტურის მენეჯერი – 557 18 70 54 ეკო (032) 2 300-700;