მიმართულება · 7 ტური

ესპანეთის ტურები

მადრიდი, ტოლედო, ანდალუსიის ქალაქები — სევილია, გრანადა, კორდობა — და ბარსელონა: ჯგუფური ტური ქართველი გიდით და ინდივიდუალური მოგზაურობა.

თარიღები მალე განახლდება 2

ამ ტურებს ხელახლა ვაწყობთ. წინასწარ ჩაეწერეთ და ახალ თარიღებს პირველი თქვენ გაიგებთ.

არააქტიური ტურები 5

ეს ტურები ამჟამად არ იგეგმება. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიტოვეთ ნომერი — ჯგუფის შეკრებისას დაგიკავშირდებით.

რატომ ესპანეთი

ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა ევროპაში: მადრიდის სამეფო სასახლე და პრადოს მუზეუმი, შუასაუკუნეების ტოლედო, ანდალუსიის მავრიტანული არქიტექტურა, გაუდის ბარსელონა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები. ამას ემატება ფლამენკო, ტაპასი და პაელია.

ჯგუფური ტური: მადრიდი და ანდალუსია

ესპანეთის 9 დღიანი ჯგუფური ტური ქართველი გიდით: მადრიდი, ტოლედო, კორდობა, სევილია და გრანადა. ფრენა, სასტუმრო და ექსკურსიები ერთ ფასშია. ახალ თარიღებს მალე გამოვაქვეყნებთ — ჩაეწერეთ წინასწარ.

ინდივიდუალური მარშრუტები

მოგზაურობამდე წაიკითხეთ: ესპანეთის მთავარი ღირსშესანიშნაობები და ესპანური სამზარეულო.

ხშირი კითხვები

საჭიროა თუ არა ვიზა ესპანეთში?

ესპანეთი შენგენის ზონის წევრია. საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტით ამჟამად ვიზის გარეშე შეუძლიათ გამგზავრება — 180 დღის განმავლობაში 90 დღემდე.

რომელი მარშრუტი ავირჩიოთ პირველად?

თუ ისტორია და არქიტექტურა გაინტერესებთ, აირჩიეთ მადრიდი და ანდალუსია — სევილია, გრანადას ალჰამბრა და კორდობას მეჩეთ-ტაძარი. თუ ზღვაც გინდათ, ბარსელონა და ვალენსია უკეთესი არჩევანია.

როდის ჯობს ესპანეთში წასვლა?

გაზაფხული (აპრილი–ივნისი) და შემოდგომა (სექტემბერი–ოქტომბერი) საუკეთესოა ექსკურსიებისთვის. ივლისსა და აგვისტოში ანდალუსიაში 40 გრადუსამდე ცხელა — ეს დრო ზღვაზე დასვენებისთვის ჯობს.

რამდენი დღე სჭირდება ესპანეთის ტურს?

ჩვენი ტურები 8–9 დღიანია. ეს საკმარისია მადრიდისა და ანდალუსიისთვის ან ბარსელონას, ვალენსიისა და მადრიდისთვის. ერთი ქალაქისთვის 4–5 დღეც საკმარისია.

შეიძლება ესპანეთის და საფრანგეთის ერთ ტურში შეერთება?

დიახ. მაგალითად, ბარსელონადან კოსტა ბრავასა და საფრანგეთის რივიერაზე — ნიცა, მონაკო და კანი. მარშრუტს თქვენს თარიღებზე დაგიგეგმავთ.

წაიკითხეთ ბლოგში

ყველა სტატია →

გსურთ სხვა თარიღზე ან ინდივიდუალურად?

მარშრუტს თქვენს თარიღებზე და ბიუჯეტზე დაგიგეგმავთ — ოჯახისთვის, მეგობრებისთვის ან კორპორატიული ჯგუფისთვის.

შეუკვეთეთ ტური