მიმართულება · 11 ტური

იაპონიის ტურები

ტოკიო, კიოტო, ნარა, ოსაკა და ფუჯი — 8–10 დღიანი ჯგუფური ტურები ქართველი გიდით: გაზაფხულზე საკურას ყვავილობის დროს და შემოდგომაზე.

აქტიური ტურები 1

რეგისტრაცია ღიაა — თარიღები და ფასი ზუსტია.

თარიღები მალე განახლდება 7

ამ ტურებს ხელახლა ვაწყობთ. წინასწარ ჩაეწერეთ და ახალ თარიღებს პირველი თქვენ გაიგებთ.

არააქტიური ტურები 3

ეს ტურები ამჟამად არ იგეგმება. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიტოვეთ ნომერი — ჯგუფის შეკრებისას დაგიკავშირდებით.

რატომ იაპონია ჯგუფთან ერთად

იაპონია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და საინტერესო ქვეყანაა, მაგრამ პირველი მოგზაურობისთვის რთულიც: ვიზა, გრძელი ფრენა, ძვირი სასტუმროები და უცხო ენა. ჯგუფურ ტურში ამ ყველაფერს ჩვენ ვაგვარებთ — თქვენ კი ქართველ გიდთან ერთად მოგზაურობთ და მხოლოდ შთაბეჭდილებებზე ფიქრობთ.

მარშრუტი

ჩვენი ტურების უმეტესობა „ოქროს მარშრუტს“ მიჰყვება:

  • ტოკიო — შიბუიას გადასასვლელი, ასაკუსას სალოცავი, თანამედროვე უბნები და ჰაჩიკოს ქანდაკება;
  • კამაკურა — დიდი ბუდას ბრინჯაოს ქანდაკება;
  • კიოტო — ოქროს პავილიონი, ფუშიმი ინარის ათასობით წითელი კარიბჭე და გეიშების უბანი გიონი;
  • ნარა — თავისუფლად მოსიარულე ირმები და უძველესი ტაძრები;
  • ოსაკა — ციხე-სიმაგრე და ქუჩის საჭმლის დედაქალაქი.

ზოგ ტურში ემატება ჰაკონე და ფუჯის მთა ან ჰიმეჯის ციხე.

როგორ აირჩიოთ

მოგზაურობამდე გაეცანით სტატიებს იაპონური სამზარეულო და იაპონური კულტურა და ტრადიციები.

ხშირი კითხვები

საჭიროა თუ არა ვიზა იაპონიაში?

დიახ, საქართველოს მოქალაქეებს იაპონიაში ვიზა სჭირდებათ. ჯგუფურ ტურებში ვიზის გაფორმება ფასშია და დოკუმენტების მომზადებაში ჩვენ დაგეხმარებით. ამიტომ ადგილი ჯობს წინასწარ, ტურამდე რამდენიმე თვით ადრე დაჯავშნოთ.

როდის ყვავის საკურა?

ტოკიოსა და კიოტოში საკურა ჩვეულებრივ მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე ყვავის — ზუსტი თარიღი ყოველ წელს ამინდზეა დამოკიდებული. ჩვენი გაზაფხულის ტურები სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა. შემოდგომაზე, ნოემბერში, კი ფოთოლცვენის დროა — ეს სეზონიც ძალიან ლამაზია.

რა შედის იაპონიის ჯგუფური ტურის ფასში?

როგორც წესი, ავიაბილეთი თბილისიდან, სასტუმრო საუზმით, ვიზა, სამოგზაურო დაზღვევა, ექსკურსიები და ქართველი გიდი. ზუსტი ჩამონათვალი თითოეული ტურის გვერდზეა.

რით განსხვავდება „ეკონომ საგზური“ ჩვეულებრივი ტურისგან?

ეკონომ საგზური მოკლეა (8 დღე) და უფრო ხელმისაწვდომი ფასი აქვს. 10 დღიან ტურებში მეტი ქალაქი და ექსკურსია შედის — მაგალითად, ჰიმეჯის ციხე ან ჰაკონე და ფუჯის მთა.

იაპონური ენის ცოდნა საჭიროა?

არა. ჯგუფს მთელი ტურის განმავლობაში ქართველი გიდი ახლავს, რომელიც ყველაფერში დაგეხმარებათ — მეტროდან რესტორნამდე.

წაიკითხეთ ბლოგში

ყველა სტატია →

გსურთ სხვა თარიღზე ან ინდივიდუალურად?

მარშრუტს თქვენს თარიღებზე და ბიუჯეტზე დაგიგეგმავთ — ოჯახისთვის, მეგობრებისთვის ან კორპორატიული ჯგუფისთვის.

შეუკვეთეთ ტური