თარიღები მალე განახლდებატურები თურქეთში
კაპადოკია, სტამბოლი, ტაო-კლარჯეთი, სუმელა და ტრაპიზონი — 3–5 დღიანი ჯგუფური ტურები თბილისიდან, ქართულენოვანი გიდით.
თარიღები მალე განახლდება 4
ამ ტურებს ხელახლა ვაწყობთ. წინასწარ ჩაეწერეთ და ახალ თარიღებს პირველი თქვენ გაიგებთ.
არააქტიური ტურები 6
ეს ტურები ამჟამად არ იგეგმება. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიტოვეთ ნომერი — ჯგუფის შეკრებისას დაგიკავშირდებით.
ამჟამად არ არის აქტიურიკაპადოკია – ტრაპიზონის 5 დღიანი ჯგუფური ტური
ამჟამად არ არის აქტიურიჯგუფური ტური სტამბოლში
ამჟამად არ არის აქტიურისტამბოლის ჯგუფური ტური
ამჟამად არ არის აქტიურიყარსი – ანისი – აგრი
ამჟამად არ არის აქტიურიჯგუფური ტური სტამბოლში – გიორგი კალანდიასთან ერთად
ამჟამად არ არის აქტიურიკაპადოკია / ტრაბზონი / სუმელას მონასტერი
ასეთი ტური ვერ ვიპოვეთ. შეუკვეთეთ ინდივიდუალური ტური →
კაპადოკია (კაბადოკია)
კაპადოკიის ტური ჩვენი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. 5 დღეში ნახავთ გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმს, მიწისქვეშა ქალაქებს, „ზღაპრულ ბუხრებს“ და გამთენიისას ცაში ასულ ასობით საჰაერო ბურთს. ავტობუსით მივდივართ თბილისიდან, ქართულენოვანი გიდით. დაწვრილებით წაიკითხეთ სტატიაში კაპადოკია: რა ვნახოთ და როდის წავიდეთ.
ტაო-კლარჯეთი — ქართული ტაძრები თურქეთში
ტაო-კლარჯეთის 3 დღიანი ტური ისტორიული საქართველოს გულში მიგიყვანთ: ოშკი, ხახული, იშხანი, პარხალი და თორთუმის ჩანჩქერი. ტაძრების ისტორია წაიკითხეთ აქ. თუ ორივე გინდათ, აირჩიეთ ტაო – კაპადოკიის კომბინირებული ტური.
სუმელა, ტრაპიზონი და უზუნგოლი
მოკლე, 3 დღიანი ტური შავი ზღვის სანაპიროზე: კლდეში ჩაშენებული სუმელას მონასტერი, უზუნგოლის მთის ტბა და ტრაპიზონის ბაზრობა.
სტამბოლი
სტამბოლში ჯგუფური ტურები 5 დღიანია: აია სოფია, ლურჯი მეჩეთი, ტოფკაპის სასახლე, დიდი ბაზარი და ბოსფორზე გასეირნება გემით. ახალ თარიღებს მალე გამოვაქვეყნებთ, მანამდე კი სტამბოლის ტურს ინდივიდუალურად, თქვენს თარიღებზე დაგიგეგმავთ.
ხშირი კითხვები
საჭიროა თუ არა ვიზა ან პასპორტი თურქეთში?
საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში ვიზა არ სჭირდებათ — 180 დღის განმავლობაში 90 დღემდე. საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია როგორც პასპორტით, ასევე პირადობის მოწმობით (ID ბარათით).
როგორ მივდივართ — ავტობუსით თუ თვითმფრინავით?
კაპადოკიის, ტაო-კლარჯეთის და სუმელა–ტრაპიზონის ტურები კომფორტული ავტობუსით მიდის თბილისიდან, სარფის ან ვალეს საბაჟოს გავლით. სტამბოლის ტურში ფრენა შედის.
როდის ჯობს კაპადოკიაში წასვლა?
საუკეთესო დრო აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერია — ამინდი სასიამოვნოა და საჰაერო ბურთები ყველაზე ხშირად ფრენენ. ზამთარში კაპადოკია თოვლით არის დაფარული და ძალიან ლამაზია, თუმცა ცივა.
შედის თუ არა საჰაერო ბურთზე ფრენა კაპადოკიის ტურის ფასში?
არა, საჰაერო ბურთზე ფრენა ფაკულტატიურია და ადგილზე იხდება. ფასი სეზონზეა დამოკიდებული, ფრენა კი ამინდის გამო შეიძლება გადაიდოს. დაჯავშნაში გიდი დაგეხმარებათ.
შეიძლება თუ არა თურქეთის ტური ინდივიდუალურად?
დიახ. სტამბოლს, კაპადოკიას, ანტალიას ან ეგეოსის სანაპიროს ინდივიდუალურად დაგიგეგმავთ — ფრენით, სასტუმროთი და ტრანსფერებით, თქვენს თარიღებზე.
წაიკითხეთ ბლოგში
ყველა სტატია →გსურთ სხვა თარიღზე ან ინდივიდუალურად?
მარშრუტს თქვენს თარიღებზე და ბიუჯეტზე დაგიგეგმავთ — ოჯახისთვის, მეგობრებისთვის ან კორპორატიული ჯგუფისთვის.




