
N16 – იაპონიის ჯგუფური ტური (ეკონომ საგზური)
ტოკიო · კამაკურა · კიოტო · არაშიამა · ნარა · ოსაკა



ფოტო: Max Bender / Unsplash
- ხანგრძლივობა8 დღე / 7 ღამე
- თარიღი22–30 ნოემბერი 2026
- გასვლათბილისი
- ქვეყნებიიაპონია
- Qatar Airways
- 7 ღამე სასტუმროში
- ვიზა და დაზღვევა შედის
- შინკანსენი ტოკიო – კიოტო
გასვლის თარიღები
| თარიღი | ფასი | ადგილები | დაჯავშნა |
|---|---|---|---|
| 22–30 ნოემბერი 2026 | 7 850 ₾ | ღიაა | დაჯავშნა |
გსურთ ეს მარშრუტი ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, სხვა თარიღზე? შეუკვეთეთ ინდივიდუალურად →
პროგრამა
8 დღიანი ეკონომ საგზური იაპონიაში: ტოკიოს უბნები, კამაკურას დიდი ბუდა, კიოტოს ტაძრები, არაშიამას ბამბუკის ტყე, ნარას ირმები და ოსაკას ციხე.
დღე 1 · 22-23 ნოემბერი / თბილისი – ტოკიო
22 ნოემბერი გავემგზავრებით თბილისიდან 14:50-ზე, ტოკიოში ვიქნებით ადგილობრივი დროით 11:55-ზე (23 ნოემბერი), დაგვხვდება ტრანსფერი და გავემგზავრებით სასტუმროში. ნომრებში განთავსების და ცოტაოდენი დასვენების შემდეგ მსურველებს შეგვძილია საღამოხანს დავაგემოვნოთ ტრადიციული იაპონური სამზარეულო, ან/და შეგვიძლია გავისეირნოთ აკიჰაბარას „ელექტრონიკის უბანში“, რომელიც ცნობილია მაღაზიებითა და ანიმე–კულტურით.
ღამისთევა სასტუმროში
დღე 2 · 24 ნოემბერი / ტოკიოს ქალაქის საფეხმავლო ექსკურსია
- ტოკიოს კოშკი — ეიფელის კოშკით შთაგონებული ტელეანძა; ცნობილია ღამის განათებით და ტოკიოს პანორამული ხედებით.
- ასაკუსა — ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული უბანი; ინარჩუნებს „ძველი ედოს“ ატმოსფეროს, ტრადიციული ქუჩებითა და სუვენირების მაღაზიებით.
- კამინარიმონი — ასაკუსას სიმბოლო; უზარმაზარი წითელი ფარანი ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო-ლოკაციაა.
- სენსო-ჯი — ტოკიოს უძველესი და ყველაზე პოპულარული ბუდისტური ტაძარი; ცნობილია საკმევლის რიტუალებით და ნაკამისეს სავაჭრო ქუჩით.
- ასაკუსას სალოცავი — მშვიდი შინტოისტური სალოცავი სენსო-ჯის გვერდით; განსაკუთრებით ცნობილია სანჯა მაცურის ფესტივალით.
- შინჯუკუ — ტოკიოს ყველაზე ენერგიული რაიონი; ცნობილია ცათამბჯენებით, უზარმაზარი მიწისქვეშა სავაჭრო სივრცეებით, ნეონებით და ღამის ცხოვრებით.
ღამისთევა ტოკიოში
დღე 3 · 25 ნოემბერი / კამაკურა
- ცურუგაოკა ჰაჩიმანგუ — კამაკურას მთავარი შინტოისტური კომპლექსი; ცნობილია ტრადიციული კარიბჭეებით, ტბორებით და სამურაების ეპოქის ისტორიით.
- კოტოკუ-ინი — აქ მდებარეობს კამაკურას ცნობილი დიდი ბრინჯაოს ბუდა (დაიბუცუ); უნიკალურია იმით, რომ ღია ცის ქვეშ დგას.
- ჰასე-დერა — ულამაზესი ბუდისტური ტაძარი ბაღებითა და ზღვის ხედებით; ცნობილია კანონის მრავალმკლავიანი ქანდაკებით და ჰორტენზიების სეზონით.
- კომაჩი-დორი — კამაკურას მთავარი ტურისტული ქუჩა; სავსეა ქუჩის საკვებით, სუვენირების მაღაზიებით და ტრადიციული იაპონური ტკბილეულით.
ღამისთევა ტოკიოში
დღე 4 · 26 ნოემბერი / ტოკიოს საფეხმავლო ექსკურსია
- გინზა — ტოკიოს ყველაზე ელეგანტური სავაჭრო უბანი; ცნობილია ლუქს-ბრენდებით, თანამედროვე არქიტექტურით და დახვეწილი ატმოსფეროთი.
- ტოკიოს კოშკი — ეიფელის კოშკით შთაგონებული ტელეანძა; ცნობილია ღამის განათებით და ტოკიოს პანორამული ხედებით.
- ციფრული ხელოვნების მუზეუმი — ცნობილია სინათლის ინსტალაციებით, მოძრავი პროექციებით და სრულად განსახვავებული გამოცდილებით.
- ტაკეშიტას ქუჩა — ახალგაზრდული მოდისა და ქუჩის კულტურის ცენტრი; ცნობილია ფერადი კაფეებითა და ექსტრავაგანტური სტილით.
- შიბუია — ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი უბანი; ცნობილია ნეონებით, შოპინგით და ახალგაზრდული ენერგიით.
- შიბუიას გადასასვლელი — მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქვეითთა გადასასვლელი; ერთდროულად ასობით ადამიანი კვეთს ქუჩას.
- ჰაჩიკოს ქანდაკება — ერთგული ძაღლის სიმბოლო; ტოკიოში ყველაზე პოპულარული შეხვედრის ადგილი.
ღამისთევა ტოკიოში
დღე 5 · 27 ნოემბერი / ტოკიო-კიოტო
დილაადრიან სწრაფი მატარებლით გავემგზავრებით ტოკიოდან კიოტოში, სასტუმროში ბარგის დავტოვების შემდგომ ვისადილებთ და შემდგომ გვექნება ქალაქის მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია: კიომიძუ-დერას ტაძარი, კიომიძუ შორო (ზარის სამრეკლო), ნინენზაკა და სანენზაკას ქუჩები, იასაკას სალოცავი, გიონი – გეიშების და გეიკოების უბანი, ჰანამიკოჯის ქუჩა (ხის მაჩიას სახლები)
ღამისთევა კიოტოში
დღე 6 · 28 ნოემბერი / არაშიამას ბამბუკების ტყე და ნარა - ირმების პარკი
- არაშიამას ბამბუკის ტყე — ბამბუკის მაღალი კორომებით ცნობილი საფეხმავლო ბილიკი; ქმნის მშვიდ და თითქმის ჯადოსნურ ატმოსფეროს.
- ტენრიუ-ჯი — ზენ-ბუდისტური ტაძარი UNESCO-ს სიაში; ცნობილია ულამაზესი იაპონური ბაღებითა და არაშიამას ხედებით.
- ნარას პარკი — ცნობილი თავისუფლად მოსიარულე ირმებით; ირმები ქალაქის სიმბოლოდ და წმინდა არსებებად მიიჩნევა.
- ტოდაი-ჯი — იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუდისტური ტაძარი; ისტორიულად ძლიერი ბუდისტური ცენტრი იყო.
- დიდი ბუდას დარბაზი — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხის ტაძრის ნაგებობა; შიგნით განთავსებულია გიგანტური ბრინჯაოს ბუდას ქანდაკება.
ღამისთევა კიოტოში
დღე 7 · 29 ნოემბერი / თავისუფალი დღე კიოტოში
- კიოტო — თავისუფალი დღე ძველი იაპონიის ატმოსფეროში; ჩაის სახლები, შოპინგი და მშვიდი გასეირნება ისტორიულ ქუჩებში.
ღამისთევა კიოტოში
დღე 8 · 30 ნოემბერი / კიოტო – ოსაკა და გამოფრენა
- ოსაკას ციხე — ოსაკას მთავარი ისტორიული სიმბოლო; ცნობილია სამურაების ეპოქის ისტორიით და ქალაქის პანორამული ხედებით.
- ოსაკას ციხის პარკი — ფართო მწვანე სივრცე ციხის გარშემო; პოპულარულია ბაღებში, არხების პირას და საკურების სეზონზე გასეირნებისთვის.
სწრაფი მატარებლით გადასვლა ოსაკას აეროპორტისკენ, ფრენა ოსაკადან 17:55-ზე, თბილისში ვიქნებით 1 დეკემბერს 13:20 ზე
ფასში შედის
- ფრენა Qatar Airways-ით: თბილისი – დოჰა – ტოკიო და ოსაკა – დოჰა – თბილისი
- 25 კგ ჩასაბარებელი ბარგი და 7 კგ ხელბარგი
- სასტუმრო საუზმით: 4 ღამე ტოკიოში, 3 ღამე კიოტოში
- ყველა ტრანსფერი: აეროპორტი, სასტუმროები, სადგურები
- სწრაფი მატარებელი (შინკანსენი) ტოკიო – კიოტო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ექსკურსიებზე
- შესასვლელი ბილეთები: ციფრული ხელოვნების მუზეუმი, ტოკიოს სქაითრი, ნიჯოს ციხე, ოსაკას ციხე, ტოდაი-ჯი, კინკაკუ-ჯი, კოტოკუ-ინი, ჰასე-დერა, ენგაკუ-ჯი, კიომიძუ-დერა, ტენრიუ-ჯი
- სამოგზაურო დაზღვევა და სავიზო მომსახურება
- Suica ბარათი და ქალაქის მოსაკრებელი (ტოკიო, კიოტო)
ხშირი კითხვები
რა შედის ფასში?
ფრენა Qatar Airways-ით: თბილისი – დოჰა – ტოკიო და ოსაკა – დოჰა – თბილისი; 25 კგ ჩასაბარებელი ბარგი და 7 კგ ხელბარგი; სასტუმრო საუზმით: 4 ღამე ტოკიოში, 3 ღამე კიოტოში; ყველა ტრანსფერი: აეროპორტი, სასტუმროები, სადგურები; სწრაფი მატარებელი (შინკანსენი) ტოკიო – კიოტო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ექსკურსიებზე; შესასვლელი ბილეთები: ციფრული ხელოვნების მუზეუმი, ტოკიოს სქაითრი, ნიჯოს ციხე, ოსაკას ციხე, ტოდაი-ჯი, კინკაკუ-ჯი, კოტოკუ-ინი, ჰასე-დერა, ენგაკუ-ჯი, კიომიძუ-დერა, ტენრიუ-ჯი; სამოგზაურო დაზღვევა და სავიზო მომსახურება; Suica ბარათი და ქალაქის მოსაკრებელი (ტოკიო, კიოტო).
ვიზა მჭირდება?
სავიზო მომსახურება ფასში შედის — საბუთებს ჩვენ ვამზადებთ.
მარტო მოვდივარ, რა ღირს?
ერთადგილიანი ნომერი — დამატებით 1 680 ₾.





