
კაპადოკია / ავტობუსით
თურქეთი · 5 დღე





- ხანგრძლივობა5 დღე
- გასვლათბილისიდან
- ქვეყნებითურქეთი
ტურის აღწერა
მსოფლიოს მერვე საოცრებად მიჩნეული ბუნების უჩვეულო სასწაული; კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქები; წმიდა ნინოსა და წმიდა გიორგის სამშობლო. შემოგვიერთდი 🤗 და აირჩიე სასურველი ვარიანტი:
I დღე
შეკრების ადგილი გვაქვს თბილისი, ველოსიპედის ძეგლის ქვედა მხარეს, ელბაქიძის დაღმართზე და გავდივართ 11 საათზე. გადავალთ სარფის საზღვარზე და გზად გავივლით რიზეს, ტრაპიზონს და სამსუნს.
II დღე
- ჩავდივართ კაპადოკიაში დილის 10-11 საათზე და დავათვალიერებთ:
- ,,ონიქსის სუვენირების მაღაზიას” (სუვენირების ბაზრობას);
- “უჩ ჰისარის” ციხესიმაგრეს - მტრედების ველი (მტრედების ქალაქი);
- განთავსება სასტუმროში, შესვლა ნომრებში 14:00 საათზე. დასვენება/თავისუფალი დრო.
- 19:00 საათზე გვექნება ვახშამი სასტუმროში, ხოლო 20:30 საათზე, სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ ესტუმროთ კლდეში ნაკვეთ ეგზოტიკურ რესტორანს. ე.წ. თურქიშ ნაითზე (Turkish Night), სადაც შეგიძლიათ გაერთოთ და ისიამოვნოთ აღმოსავლური ცეკვების საღამოზე და შოუ პროგრამაზე (ღირებულება 30$ პერსონაზე);
III დღე
დილით, მზის ამოსვლისას გავემგზავრებით სიყვარულის მთაზე, საიდანაც ვუყურებთ საოცარ სანახაობას: ფერადი ბურთების ფრენას გორემეს თავზე (სურვილის მიხედვით შეგიძლიათ გასეირნება საჰაერო ბურთით).
დაბრუნება სასტუმროში / საუზმე.
დღის ექსკურსია
- გორემე - ქალაქი მუზეუმი ღია ცის ქვეშ (ეკლესიების მოლოცვა IX-XIII სს.) აქლემებით გასეირნება და ფოტოსესია ,,კაპადოკიური სოკოების“ ფონზე. (სურვილით, ფასიანია);
- ,,მონქის ხეობა” –მსოფლიოს მე–8 საოცრება, ვულკანური წარმოშობის ძეგლები.
- ,,დევრენთის ხეობა” – ბუნებრივი ძეგლები და პანორამული ხედები;
- ,,ზელვეს ხეობა“ - ადგილი, სადაც სხვა სამყაროა! (ამ ადგილს წითელ პლანეტა მარსს ადარებენ);
- დედოფლის ბაღები - ვულკანური წარმოშობის, ბუნებრივად ფორმირებული “ჯადოსნური ფერიები”;
დაბრუნება სასტუმროში / ვახშამი (შვედური მაგიდა, უგემრიელესი სამზარეულო)
IV დღე
საუზმე სასტუმროში და 12:00 სთ-ზე გასვლა სასტუმროდან. დღის ექსკურსია:
- ,,ტკბილი ტური” (უგემრიელესი თურქული ტკბილეულის დაგემოვნება უფასოდ!) სურვილის შემთხვევაში, შეიძენთ ტკბილეულს, ჩაის, ყავას…
- ვეწვევით ძველ ქალაქ პროკოფიას, წმ.გიორგის ტაძარს და იოანე პროკოფიელის სახლს;
- ვიზიტი წმინდა ნინოს ულამაზეს სოფელ ორთაჰისარში, წმ. ნინოს სახლის და ტაძრის მოლოცვა;
- გამგზავრება წმ. გიორგის სოფელ ჩავუშინში, მოვინახულებთ ადგილს, სადაც გადმოცემის მიხედვით ცხოვრობდა წმ. გიორგი.
- გამგზავრება ქ. ავანოსში-ხელოსნების ულამაზეს ქალაქში. ექსკურსია ”სახალისო სიურპრიზი” (ასურული ნაკეთობების კერამიკული სახელოსნო და ,,შოუ პროგრამა“ თქვენი მონაწილეობით. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ხელით ნაკეთი კერამიკული ნაწარმი და სუვენირები);
- ტურის ბოლოს გამომგზავრება ტრაპიზონის მიმართულებით
V დღე
- დილით ადრე ვეწვევით ტრაპიზონის მცირე აია სოფიას ტაძარს და გავეცნობით ტაძრის ისტორიას.
- შუადღით გავჩერდებით ქემალფაშაში, ,,ისტანბულ ბაზარის” სავაჭრო ცენტრში (დრო 1 საათი და 30 წუთი);
- 15:00 საათზე გადასვლა სარფის საბაჟოზე.
- 23:00 საათზე დაბრუნება თბილისში.
ტურის ღირებულება: 490 ლარი
ღირებულებაში შედის
- მგზავრობა კომფორტული ავტობუსით;
- Wi Fi სასტუმროს ტერიტორიაზე;
- ექსკურსიები ქართულენოვანი (კვალიფიციური) გიდის მომსახურებით, რომელიც შემოგყვებათ ყველა მუზეუმში;
- 2 ღამისთევა 5* სასტუმროში;
- კვება: საუზმე/ვახშამი (შვედური მაგიდა);
- ღია(სეზონური) და დახურული აუზები/ფიტნესი/ ჯაკუზი სასტუმროში;
დამატებით
- კაპადოკიის ტაძრებში და მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები (დაახლოებით 60 - 80 ლარის ექვივალენტი ლირაში, სურვილის მიხედვით);
- საჰაერო ბურთით გაფრენა (ღირებულება ცვალებადია);
- Turkish Night -აღმოსავლური ცეკვების საღამო და შოუ პროგრამა ტკბილი სუფრით და ალკოჰოლური სასმელებით.(30 აშშ დოლარი);
!ტურამდე 7 დღით ადრე ჩარიცხული თანხა არ ბრუნდება!
გარანტირებული თარიღები
- 28 ივნისი - 2 ივლისი
- 05-09 ივლისი
- 12-16 ივლისი
- 19-23 ივლისი
- 26-30 ივლისი
- 04-08 აგვისტო
- 11-15 გვისტო
- 26-30 იგვისტო
- 06-10 სექტემბერი
- 13-17 სექტემებერი
- 20-24 სექტემბერი
- 27 სექტემბერი - 1 ოქტომბერი
- 04-08 ოქტომბერი
- 11-15 ოქტომბერი



