
სვანეთის 4 დღიანი ტური
საქართველო · 4 დღე / 3 ღამე





- ხანგრძლივობა4 დღე / 3 ღამე
- გასვლათბილისიდან
- ქვეყნებისაქართველო
ტურის აღწერა
სვანეთის 4 დღიანი ტური 735 ლარად გოგა ჩანადირის მეგზურობით!
მოგზაურობის პერიოდი 15 - 18 აგვისტო
მარშრუტი:
⏩ 1-ლი დღე
ენგურჰესი, ლატალის იონა წინასწარმეტყველის ტაძარი
ლენჯერი და მთავარანგელოზის ტაძარი
დაბინავება მესტიაში
⏩ მე-2 დღე
დილით ადრე ქორულდის ტბები, დაბრუნება სასტუმროში და საუზმე, მესტიის მუზეუმი, ჰეშკილის ქოხები, მიხეილ ხერგიანის მუზეუმი
ღამისთევა მესტიაში
⏩ მე-3 დღე
საუზმის შემდეგ გამგზავრება უშგულში
ხეს წმინდა ბარბარეს ტაძარი, უშგულის სოფლების დათვალიერება
დაბინავება უშგულის სასტუმროში
⏩ მე-4 დღე
ლამარიას ტაძარი, გამომგზავრება თბილისში ზაგაროს ულამაზესი უღელტეხილის გავლით.
სრული ტურის ღირებულება – 735 ლარი
ღირებულებაში შედის:
⤿ ტრანპორტირება მიკროავტობუსით (პროფესიონალი მძღოლით);
⤿ განთავსება მესტიის სასტუმროში https://www.facebook.com/profile.php?id=61591001766545
⤿ განთავსება უშგულის სასტუმროში https://www.facebook.com/villalileo.ge
⤿ კვება (მესტიაში საუზმე) უშგულში (საუზმე და ვახშამი)
⤿ პროფესიონალი გიდის გოგა ჩანადირის მეგზურობა
დამატებითი ინფორმაცია:
ღირებულებაში არ შედის:
• მესტიაში საღამოს კვება
• მუზეუმების მოსაკრებელი და ქორულდის ტბაზე ასასვლელი დელიკების ფასი:
მესტიის მუზეუმის ხარჯია 10₾
მიხეილ ხერგიანის 5₾
ენგურჰესის 10₾
ქორულდის ტბები (250 ლარი 6 კაციანი დელიკა)
• რეკომენდირებულია სხვა პირად სამოსთან ერთად იქონიოთ, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი, მთაში გადასაადგილებლად კომფორტული ფეხსაცმელი, მზის ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები;
• ჩარიცხული თანხა, ტურამდე 7 დღით ადრე არ ბრუნდება.



