ამჟამად არ არის აქტიურიინდივიდუალური ტური

ბალი – ღმერთების კუნძული

ინდონეზია · 12 დღე

  • ხანგრძლივობა12 დღე
  • გასვლათბილისიდან
  • ქვეყნებიინდონეზია

ტურის აღწერა

სწორედ ის დროა, როცა უნდა დაისვენო, აღიდგინო ძალები, დასახო სამომავლო გეგმები დაიტენობუნების ენერგიით, იმოგზაურო შეიცნო ახალი და გამორჩეული სამყარო და ამასთანავე იზრუნო საკუთარ თავზე. “საშუალება მიეცით მზეს რომ შეგეხოთ, შეიგრძენით მისი სითბო. საშუალება მიეცით ნიავს, რომარა მხოლოდ ჩაგიქროლოთ, არამედ გაიაროს კიდეც თქვენში, რათა თქვენი გული განბანოს. უსმინეთბულბულს უფრო ღრმად. მიაყურადეთ ხეებს, მუსიკას, რომელიც თქვენს გარშემოა. მიაყურადეთ ყველაფერს, უცქირეთ ყველაფერს, შეეხეთ ყველაფერს ისეთი ყურადღებით, ისეთი მგრძნობელობით, რომიქცეთ ყურებად, როცა რამეს უსმენთ, იქცეთ თვალებად, როცა რამეს უცქერთ, იქცეთ შეხებად, როცა რამესეხებით. თანაც ისე რომ გრძნობის რომელიმე ერთ ორგანოზე არ გაიჭედოთ და ყოველი გრძნობა ერთგრძნობად გაერთიანდეს. ყველა გრძნობის ორგანო ერთ სრულ მიმღებლობად იქცეს.” ოშო

სად შეიძლება ამ ყველაფრის ერთდროულად მიღწევა, თუ არა ღვთაებრივ კუნძულ ბალიზე.

დღე 1

ვიწყებთ 12 დღიან ჯადოსნურ თავგადასავალს ღმერთების კუნძულზე - ბალი, სადაც მოხვედრისთანავე, პირველ რიგში, უნდა შეეცადო კონცენტრირდე დროზე, ყოველი წამი მარადისობად აქციო და აღიქვა, რომშენ ზუსტად იმ დროს და იმ წამს ხარ იქ, სადაც უნდა იყო და ბედნიერება სხეულის ყოველი წერტილით ნათლად შეიგრძნო.

ხანგრძლივი ფრენისგან გამოწვეული დაღლილობა ეგრევე დაგავიწყდებათ როგორც კი ამ ჯადოსნურ მიწაზე ფეხს დაადგმათ და ჩაისუნთქვთ, მაგრამ სრული რელაქსაციისთვის ადგილობრივი Balinese massage მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრში კეთდება და ეს ცენტრი ჩვენთან ძალიან ახლოს მდებარეობს. მიეცი შენ თავს ფუფუნების საშუალება და განმუხტე სხეული ყოველგვარი უარყოფითი ზეგავლენისგან.

https://bodyworksbali.com/ / https://www.facebKi. Shiatsu + Massageto Head Suites & Studios

https://www.booking.com/Share-lA4Ti2w_wcB

დღე 2

დილით მზეს ვასწრებთ ადგომას. შუაგულ უბუდში მაგიური ხე დგას. ‘Bayan Ancient tree’ ამ ხესადგილობრივები ძალაუფლების და სიბრძნის ხეს უწოდებენ. ოდითგანვე მათი წინაპრები აქ მოდიოდნენ, ეხებოდნენ ხეს და მისგან საოცარ ენერგიას იღებდნენ. ამ ტურში ჩვენც დიდი ოდენობით ენერგიაგვჭირდება. ამიტომ ტურის დასაწყისში სწორედ ამ ხისგან გადმოსული მადლით ავივსებით, ჩავიფიქრებთსურვილებს, გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს და გავაგრძელებთ გზას მომდევნო აღმოჩენებისკენ.

დედამიწის ყველა ჩანჩქერი თავისებურად უნიკალური და ლამაზია. ‘Leke Leke waterfall’ - ჩანჩქერი, რომელიც ბედუგულის მიდამოებში მდებარეობს მაინც ყველაზე გამორჩეულია. ამბობენ, ჩანჩქერის ყოველიწვეთი სიყვარულს და ბედნიერებას აფრქვევსო. შემდეგი გაჩერება Beratan Lake temple- ია. მთებში ჩაფლულიეს წმინდა ტბა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტორზე. Uluh Danu Beratan ტაძარი კი პირდაპირწყალზეა გაშენებული. ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე წმინდაა ბალიზე მცხოვრებთათვის. აქ გაზრდილმარწყვს კი მთელს კუნძულზე ყველაზე გემრიელი გემო აქვს. შემდეგ ბალიზე ჩამომსვლელების მთავარჰაილაითს, იგივე Bali Handara Gate-ს მივადგებით ფოტოების გადასაღებად. ამ კარიბჭეს მორწმუნეთათვისსიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან იგი სხვა სამყაროში გადასასვლელ კარად ითვლება. ლანჩამდედარჩენილ დროს ადგილობრივი შოკოლადის დაგემოვნებაში და ტბის გარშემო ყვავილების ბაღში სეირნობით გავიყვანთ. ლანჩისთვის იდეალური ადგილი PonDaNu რესტორანი რომელიც ზედ ტბის პირას მდებარეობს და სანამ შეკვეთას მოგიტანენ შეგიძლიათ წყალზე ნავით გაისეირნოთ. ამბობენ, ადრე აქიდუმალი ქალღმერთი პიერი ცხოვრობდაო. თავად სასადილო დარბაზიც სამეფო ხომალდს გავს დასამზარეულოც საუკეთესო ადგილობრივი კერძებითაა დატვირთული- ახალი, ცხარე და რა თქმა უნდა უგემრიელესი! შებინდებისას უბუდის ცენტრში დავბრუნდებით. აქ არის სამეფო სასახლე, ლოტოსის ტაძარიდა ულამაზესი ვიწრო ქუჩები. სამოსის გამოცვლის გარეშე საღამოს კიდევ ერთ ჯადოსნურ ადგილს - Merlin’s ვეწვევით. ეს არის მოლეკულური რესტორანი, საოცარი კონცეფციით. კრისტალები და მოლეკულურისამზარეულო დაუვიწყარი გამოცდილებაა. ალბათ იმედი გაქვთ, რომ თქვენ აირჩევთ საკვებს. არ გამოვა! აქყველაფერი პირიქითაა. საკვები თავად გირჩევთ თქვენ. თითის რეცეპტორების მიხედვით სპეციალურიდანადგარი თავად ხვდება თქვენს სულიერ მდგომარეობას და იმ წუთის კულინარიულ მოთხოვნებს, არჩევსთქვენზე მორგებულ მენუს და გთავაზობთ მას. თუ სიტყვაზე ვენდობით, ჯერ არჩევანით არცერთი გურმანიარ დარჩენილა იმედგაცრუებული. გვიან ღამით დავასრულებთ გრძელ საექსკურსიო დღეს და მოვემზადებით ჯადოსნური სამყაროს კიდევ ერთ ლამაზ დღესთან შესახვედრად. ღამისთევა HotelTjampuhan Spa https://www.booking.com/Share-m5GvUS

დღე 3

ბევრი ადამიანი იღბალს თუ უიღბლობას ბედისწერას აბრალებს, თუმცა არსებობს კარმა, რომლისგაწმენდაც აუცილებელია. ჩვენი ბალიზე მოგზაურობის უმნიშვნელოვანესი დღე სისხამ დილით, ისევ 6 საათზე იწყება. სავსე მთვარის დადგომამდე, ყველა ადგილობრივი განწმენდის ცერემონიას ატარებს. ჩვენ მათთან ერთად დავესწრებით და გავივლით სხეულის, სულის და კარმის გაწმენდის რიტუალს. გავცემთსაუკეთესო ემოციებს სამყაროსადმი მადლიერების ნიშნად და უკანაც იგივეს ჩავუთქვამთ - თუ გინდა კარგიშემოვიდეს შენში ფართოდ უნდა გააღო სულის კარი და ირწმუნო კეთილი მომავლის. სამყაროსგან მიიღებიგივეს, რასაც თავად გასცემ. Tirta Empul-ის ტაძარში - Dadong Lulu ცერემონიის (იგივე განწმენდის ცერემონიის) გავლის შემდეგ პირდაპირ ბრინჯის მინდვრებისკენ გავემართებით. კინტამანის მთიან რეგიონში შეფენილი ბრინჯის პლანტაციები, იქვე მიმობნეული ღია კაფეები, ალბათ ერთ-ერთი ულამაზესია, რაც თვალმა შეიძლება დედამიწაზე ნახოს. ყავის დასალევად იქ ჩამომჯდარ მოგზაურს თავი ღრუბლებში ჰგონია. ეს ხედი გპირდებით, არასდროს დაგავიწყდებათ. იქვე ტბის პირასაა ბათურის ვულკანი, რომლის ლავაც ერთი ხელის შეხებით დნება შენს თვალწინ.

Pura Segara Ulun Danu Batur- არის საიდუმლო ტაძარი ტბის ძირას. იქაურობა ისეთი მყუდროა, რომ წამით თავს სრულად მარტოდ, მაგრამ ამავდროულად ყველაფრით სავსეს გაგრძნობინებთ დედამიწაზე. უბუდიდანსაათნახევრის სავალზე ჯადოსნურ ტყედ წოდებული მაიმუნების საოცარი თავშესაფარია. ქურდბაცაცამაიმუნები ადგილობრივ გამყიდველებს ხელს უშლიან ვაჭრობაში. ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუმცა იქაურობა იმდენად ლამაზი და განსხვავებულია, ვფიქრობ, აუცილებელ სანახავ ადგილებს შორისერთ-ერთი საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს უბუდის მხარეში.

გინახავთ ალმოკიდებული მზე როგორ ჩადის ოკეანეში? ვისაც გინახავთ, გვერწმუნეთ, საიან ჰაუსისმიდამოდან ამ სანახაობას სულ სხვა ხიბლი და სილამაზე აქვს. მზის ჩასვლის შემდეგ კი სურვილისამებრბგერით თერაპიას დავესწრებით Chi Pyramid-ში. (დამატებითი ღირებულება Chi Pyramid Soundhealing $20 ერთადამიანზე)

Hotel Tjampuhan Spa https://www.booking.com/Share-m5GvUS

დღე 4

ამ ტურში დილის ძილი არავის უწერია, გამთენიის 5:30 საათზე უკვე Pura Penataran Agung Lempuyang-ისტაძრისკენ მივქრივართ. მისი ანგელოზის კარიბჭისკენ გადაღებული ფოტო სარკის ეფექტით, მგონი ყველა ბალიზე ნამყოფი მოგზაურის ალბომშია. ეს არის წმინდა ადგილი ბალის მცხოვრებთათვის, სადაც სავსემთვარობის რიტუალები იმართება. ტირტა განგას სამეფო სასახლემდე გზად კობრების ხეივნად წოდებული ბილიკები უნდა გავიაროთ. აქაურობას ადგილობრივთათვის წარმოსახვითი დატვირთვა აქვს. უწყვეტი გზასაკუთარი თავის ძიებას, შემეცნებას ასახავს, ხოლო კობრები ის ეჭვებია, რომელიც გვაწუხებს ცხოვრების გზაზე და ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში. შემდეგი გაჩერება Taman Ujung-ია, იგივე ვენეციური სტილის წყლის სასახლე, ულამაზესი ადგილი, რომელთან შელევაც ყველას გაგვიჭირდება, რაც უფრო დიდხანს სეირნობ სასახლის გარშემო, მით უფრო გეუფლება დაუძლეველი სურვილი კიდევ უფრო დიდხანსგაჩერდე იქ. დადგა დრო კიდევ ერთი სასწაული სანაპიროს Virgin Beach, Karangasem, - იგივე თეთრი სანაპიროს აღმოსაჩენად. მზის ჩასვლას იქვე ჩამოვარდნილი ქოქოსის წვენით ხელში საოცარი კაფიდან ანსულაც ოკეანის ტალღებიდან დაველოდებით. შემდეგ გზას ცნობილი ზღვის საფარის პარკის გავლით ქალაქსანურისკენ განვაგრძობთ. ღამისთევა: Holiday Inn Bali Sanur

https://www.ihg.com/…/hotels/us/en/bali/dpsbs/hoteldetail

დღე 5

დილას უკვე ტრადიციად ქცეულ მზის ამოსვლისას - 6 საათზე ვიწყებთ.

ბალიზე ყოფნის მეხუთე დილა ოცნებების რეალობად ქცევის დღედ გამოგვიცხადებია! სწორედ საპორტო ქალაქიდან მივდივართ დედამიწის სამოთხად წოდებულ ნუსა პენიდაზე. ადგილი, რომელმაც სახელი წარმოუდგენელი სილამაზის, თუმცა ყველაზე საშიში სანაპიროებით გაითქვა. გვექნება სამანქანო ტური კუნძულის ყველა წერტილში და ვნახავთ: 1000 კუნძულის ხედს; ბრილიანტის სანაპიროს; ხის სახლებს; (ცნობილი დრაკონის თათი); გატეხილ სანაპიროს; ანგელოზის საქანელას. გვიან საღამოს გემით დავბრუნდებით სასტუმროში.

დღე 6

ხშირად წარმოსახვაში ოცნებას ფერი აქვს და ეს ფერი ვარდისფერია. გიოცნებიათ ვარდისფერ სანაპიროზე? ან იქნებ ზღაპრული დრაკონების არსებობის ჯერ კიდევ გჯერათ. თუ თქვენ ჩვენს ტურშიგამოგვყვებით, ორივეს სინამდვილეს კიდევ უფრო მეტად ირწმუნებთ. გამთენიის ფრენა ოცნებისმხარისკენ. ჩვენ მომდევნო დღეებს კუნძულ კომოდოზე გავატარებთ. კომოდოს კუნძულებისგან შემდგარი ეროვნული პარკი წარმოადგენს სისტემათა ქსელს, სადაც მოხვედრა და გადაადგილება მხოლოდ წყლით არის შესაძლებელი. Labuombaggio-ში ჩასვლისთანავე (ქალაქი ყველაზე განიერი ტროტუარებით) ჩავჯდებითნავში და სამი დღით თავგადასავლების საძიებლად საოცარ მოგზაურობაში გავემგზავრებით. პირველი დღეგაცნობითი გვექნება: კომოდოს ეროვნული პარკი დაცულია და იქ მხოლოდ საექსკურსიო კატარღებსუშვებენ. სწორედ ასეთი ჩქაროსნული ნავით შემოვივლით პატარა კუნძულებს - Kelor, Manjarite, Kalong. ღამისთევა გემზე, უკომფორტულეს პატარა ნომერში.

დღე 7

ეს დღე ჩვენს მოგზაურობაში ყველაზე დატვირთული დღის სტატუსს თამამად იმსახურებს! დილით მოვინახულებთ ცნობილ Padar-ის კუნძულს, კუნძულზე გასავლელად სულ რაღაც 100 ნაბიჯია საჭირო, რომ საოცარი სანახაობის მხილველი გახდე, კუნძულის ორი ნაწილი სავსეა საოცარი ფერის გიგანტურიხვლიკებით და გარეული გველებით. რა თქმა უნდა, თქვენ ჩვენ მათთან ახლოსაც არ მიგიყვანთ.

დადგა დრო საოცარი სანაპიროს სანახავად. თუკი თქვენ აქამადე მხოლოდ ფოტოებზე გაქვთ ნანახი ვარდისფერი სანაპირო, ამ დღეს საკუთარი თვალით ნახავთ და ხელით შეეხებით იმ საოცარ ქვიშას რაც ამნაპირზეა - PINK BEACH ამ დღეს თქვენ მთელი დიდებულებით წარგიდგებათ. სწორედ ამ სანაპიროდან არის შესაძლებელი ყველაზე ცნობილი ‘სნორქლინგით’ დაკავდეთ. წყლის ქვეშ ნანახი ცოცხალი სამყაროერთ-ერთი წარუშლელი ემოცია იქნება თქვენს ცხოვრებაში. ამ დღეს მოვინახულებთ სანაპიროზე მცხოვრებ გიგანტურ კუებს. ისინი ამ კუნძულზე მცხოვრები ყველაზე უწყინარი ვეებერთელა რეპტილიები არიან. ღამისთევა გემზე.

დღე 8

დილიდან Kanawa-ს კუნძულების დათვალიერებით გავიყვანთ დღეს. დღის მეორე ნახევარში კი ფრენით უკან ბალიზე დავბრუნდებით. რამოდენიმე დღე შედარებითი განტვირთვის და სულიერი ჰარმონიის ბალანსის აღდგენისთვის გვექნება.

ულუვატუ - ადგილი, საიდანაც თვალუწვდენელი კლდეები, ლივლივა სანაპირო და ჯადოსნური მზისჩასვლაა. ულუვატუს მხარე სერფერებისთვისაც ნამდვილი სამოთხეა.

ღამისთევა 5* ვილაში ულუვატუს სანაპიროზე. ვილა, ულუვატუს რაიონი

დღე 9

განტვირთვა სჭირდება როგორც სხეულს, ისე გონებას და სულს. დამღლელი, მაგრამ შთაბეჭდილებებითსავსე ექსკურსიების შემდეგ კი ეს ყველაფერი აუცილებელია.

საოცარი სპა პროცედურები კიდევ უფრო გასაოცარი ხედების ფონზე გველოდება Istana-ს სპა ცენტრში, სადაც ზღვის წყლის გამაჯანსაღებელი კონტრასტული ჭავლის პროცედურები, საუნები და ათასგვარი სხვა სხეულის საამებელი პროცედურები დაგვხვდება. შუადღეზე იოგის ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი თამუნალომიძე ჩაგიტარებთ გაკვეთილებს, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ ეტყვით სამყაროს მადლობას, რომ სწორედ აქ და ამ წამს ხართ მოხვედრილები. თუ ფიზიკურად რამე გაწუხებთ: სახსრები, შინაგანიორგანოები, ხერხემალი ან ნებისმიერი სხვა რამ, ეს იმას ნიშნავს რომ სადღაც ენერგეტიკული არხიგაიჭედა, ენერგია აღარ გაედინება თავის არხში და სადღაც სხვაგან ეძებს გასასვლელს და იმიტომ გვტკივა, რომ ორგანიზმის სწორი ფუნქციონირება დაირღვა და საჭიროა მისი შველა. მიზეზები სხვადასხვაა: ბლოკები, დოგმები, ფსიქო-მენტალური პრობლემები, არასწორი და არაჯანმრთელი ცხოვრების წესი. ამყველაფერში გასარკვევად თამუნა თქვენთვის ძალღონეს და მონდომებას არ დაიშურებს.

ღამისთევა 5* ვილაში ულუვატუს სანაპიროზე. ვილა, ულუვატუს რაიონი

დღე 10

დააკვირდით თქვენს ირგვლივ გარემოს, დააკვირდით ადამიანებს, ვისთანაც დროის უმეტეს ნაწილსატარებთ. რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი თქვენზე? რთულია დააკავშიროთ, მაგრამ პირდაპირაისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ყველაფერი გროვდება და სხეულს აწვება ტვირთად. ისე რომ თუ ვერცვლით გარემოს თქვენს ირგვლივ, შეცვალეთ თქვენი თავი. მზის ამოსვლას Nyang Nyang-ის ველურ სანაპიროზე იოგითა და მედიტაციით შევხვდებით. შემდეგ გვექნება თავისუფალი დრო დასვენების და საკუთარი თავის კიდევ უფრო შემეცნებისთვის. მზის ჩასვლის ნახვას კი იქვე კლდის პირას შეფენილრესტორნის ტერასიდან გირჩევთ, იქვე მოგიმზადებენ საუკეთესო ზღვის პროდუქტებს მთელს სანაპიროზე.

დღე 11

თავისუფალი დღე - იოგა, მზე, ზღვა და ქათქათა ქვიშა თქვენს განკარგულებაშია.

“ყოველთვის ეცადე დაინახო საკუთარი თავი არა ისეთი როგორიც ხარ, არამედ ის, ვინც შეგიძლია გახდე. “- ისეირნეთ ბევრი, ისუნთქეთ თავისუფლებით გაჟღენთილი ჰაერი, მოუსმინეთ ბუნებას ან თუნდაც წადითსაშოპინგოდ - ბალის კუნძული მთელს დედამიწაზე განთქმულია საუკეთესო და უცხო სუვენირებით. გირჩევთ მზის ჩასვლა სიყვარულის აივანზე Mana Uluwatu Restaurant & Bar-დან ნახოთ. ემოციები ერთადერთია, რომელიც სულ ჩვენთან რჩება და არასდროს გვტოვებს, სიცოცხლის ბოლომდე უნდავეცადოთ, რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია დავიგროვოთ საგზლად.

განთავსება: ვილა, ულუვატუს რაიონი

დღე 12

ამ დღეების მანძილზე თუ ჩვენ შევძელით თავი ‘ალისას ჯადოსნურ სამყაროში’ გეგრძნოთ, ჩავთვლით, რომმისია შევასრულეთ. ბალი - სამოთხე დედამიწაზე, ჩვენებურად და განსაკუთრებულადდაგათვალიერებინეთ. გვინდა თითოეული ამ ტურში მონაწილე ბედნიერების ემოციით გაჟღენთილი, დასვენებული და სამყაროს თვალსაწიერ გაფართოებული დაბრუნდეს საქართველოში. დამატებითი შეთავაზება და რეკომენდაცია

დღე 13,14

ეს შეთავაზება მისთვისაა ვინც ყველგან სრულყოფილებას ეძებს და ბუნებით მაქსიმალისიტია! ბალიდანსულ რაღაც ბორნით გადასაცურ მანძილზე იმალება ინდონეზიის მშვენება იავა, მორიგი ბუნების სამოთხე და არქიტექტურის სასწაული შუაგულ ოკეანეთში. თუკი ჩვენთან ერთად დამატებით ორი დღის გატარებასგადაწყვეტთ, გპირდებით მზის ამოსვლას პრამბანანის ტაძარში შევხვდებით, ინდუისტური ღმერთების ბრაჰმა, შივა და ვიშნუს სადიდებლად აშენებული ძეგლი 1991 წლის შემდეგ იუნესკოს დაცვის ქვეშ არის შეტანილი და ინდონეზიის სიმბოლოდ და კულტურის მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება. მსოფლიოში უდიდეს ბუდისტური ბორობუდურის ტაძარი ჩვენი მეორე აუცილებლად სანახავი ობიექტია, კომპლექსი მერვე მეცხრა საუკუნის მიჯნაზეა აშენებული და სადღაც მეთოთხმეტე საუკუნეში ინდუისტურ ბუდისტურისამეფოების დაღმასვლის შემდეგ სრულიად გაუკაცრიელდა. ბუნებაში ჩაკარგული და შერწყმული ძეგლი დღემდე მეცნიერების და ისტორიკოსების სადაო თემაა, ვერავინ არკვევს რა ძალებმა ან რაარქიტექტურული სასწაულით მოხდა მისი წვერზე ესე ტერასებად აშენება. აუცილებლად მოვინახულებთრატუ ბოკოს და დიანგის არქეოლოგიურ კომპლექსებსაც. სურვილის შემთხვევაში ვეწვევით წყლის ციხესიმაგრე თამან სარის, სადაც მედიტაციისთვის და სხვადასხვა ვორქშოფებისთვის საუკეთესო გარემოა. იავასთან ახლოს მდებარეობს „Tumpak Sewu“-ს ჩანჩქერი, რომლის სილამაზეც არასდროს დაგავიწყებთ თავს.

ღირებულება ერთ ადამიანზე 8200 ლარი, ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში + საერთაშორისო ავიაბილეთი

ფასი დათვლილია 12 დღიან ტურზე

ღირებულებაში შედის

დაზღვევა;

ყველა ტრანსფერი ტურის მანძლზე;

ყველა საექსკურსიო ბილეთი;

ექსკურსიები;

ნავით ტრანსფერები;

შიდა ფრენა კომოდოში;

შიდა ფრენა ბალიზე;

საექსკურსიო პროგრამა კომოდოზე;

ნავი და ექსკურსია ნუსა პენიდაში;

სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო დღეებში;

ადგილობრივი გიდი;

ქართულენოვანი გამყოლი;

იოგას კერძო ინსტრუქტორი სპეციალურად ჩვენი ჯგუფისთვის;

იოგას და მედიტაციის სეანსები;

უმაღლესი კატეგორიის სასტუმროები და ვილები;

წყალი 1 ბოთლი 1 ადამიანზე დღეში;

გთხოვთ გაითვალისწინეთ!!! ორმხრივი საერთაშორისო ავიაბილეთის ფასი დამოკიდებულია შეძენის პერიოდზე და დამატებით დაითვლება ინდივიდუალურად.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

კომპანია ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ფრენების ადგილზე საათობრივი შეცვლის შემთხვევაში (ბალიზეხშირია ერთი ან მეტი საათით შიდა ფრენებზე შესაძლო ცვლილებები ექსკურსიის დღეების რიგითობაში(კომოდო / ნუსა პენიდა)

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

ახლა აქტიური და მალე განახლებადი ტურები

ყველა →
ამჟამად არ არის აქტიურიგაგზავნა