
ესპანეთის სამი სამეფო ერთ ტურში
ესპანეთი · 8 დღე / 7 ღამე





- ხანგრძლივობა8 დღე / 7 ღამე
- გასვლათბილისი/ქუთაისი
- ქვეყნებიესპანეთი
ტურის აღწერა
8 დღის განმავლობაში მოინახულებთ: ბარსელონა, ვალენსია, ლორეტ დე მარი, მადრიდი, პენისკოლა, სარაგოსა, ტოლედო
ტურის ხანგრძლივობა - 8 დღე / 7ღამე
1 დღე: ბარსელონა
დახვედრა აეროპორტში. ტრანსფერი და განთავსება ბარსელონას სასტუმროში. თავისუფალი დრო.
2 დღე ბარსელონა
საუზმე. თავისუფალი დრო. ღამისთევა
3 დღე – ბარსელონა - სარაგოსა - მადრიდი
საუზმე. მიმოხილვითი ექსკურსია ბარსელონაში, რომლის დროსაც ნახავთ: ანტონიო გაუდის ცნობილ შედევრებს (საგრადა ფამილია, მილა და ბატლოს სახლები, ასევე პასეო გრაცია, კატალონიის მოედნები, მონტჟუიკის მთა, ოლიმპიური სოფლები. 13:00 საათზე- გამგზავრება მადრიდში. გზად იქნება საფეხმავლო ექსკურსია სარაგოსას ცენტრში. დაბინავება მადრიდის სასტუმროში.
4 დღე მადრიდი - ტოლედო
საუზმე. ექსკურსია ტოლედოს ძველი ცენტრის, საკათედრო ტაძრის და სინაგოგას მონახულებით. სადილი. თავისუფალი დრო. სურვილისამებრ შესაძლებელია ექსკურსიის შეძენა პრადოს მუზეუმში ან სეგოვიაში, ფლამენკოს შოუზე დასწრება. ღამისთევა სასტუმროში.
5 დღე მადრიდი
საუზმე. ესპანეთის დედაქალაქის მადრიდის მიმოხილვითი ექსკურსია. თქვენ ნახავთ კოლუმბის და ესპანეთის მოედნებს, რეკოლეტასის და კასტელიანოს ბულვარებს, პასეო პრადოს, „ლას ვენტას“ მონუმენტური არენას, დებოტის ტაძარი, სან-ფრანცისკო გრანდეს და ატოჩას სადგურს. თავისუფალი დრო. სურვილისამებრ დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში - ექსკურსია ესკორიალში და დაღუპულთა ხეობაში, მეფეთა სასახლეში. საფეხმავლო ექსკურსია ძველ მადრიდში: პუერტა დელ სოლის მოედანი, პლასა მაიორი და დე ლა ვილია, საოპერო თეატრი, პლასა ორიენტე, საბატინის ბაღები, გრან ვიას ქუჩა. ვახშამი. ღამისთევა სასტუმროში.
6 დღე მადრიდი - ვალენსია
საუზმე. გამგზავრება ვალენსიაში - “პაელიის“ და ციტრუსის სამშობლობში. გაცნობა ვალენსიის საზოგადოების დედაქალაქთან Lladro*-ს ცნობილი ქარხნის მონახულებით, სადაც წარდგენილია საუკეთესო კომპოზიციები და ნამუშევრები, იხილავთ მათი შექმნის პროცესსაც. ვახშამი და ღამისთევა.
7 დღე პენისკოლა - კოსტა ბრავა
საუზმე. გამგზავრება კოსტა ბრავას სანაპიროზე. გაჩერება მშვენიერი პანისკოლას მონახულებისათვის, შუასაუკუნეების ქალაქი სანაპიროზე მისი გასაოცარი კასტელ დე პაპა - ლუნას ტაძრის მონახულებით. ლორეტ დე მარის სასტუმროში განთავსება. ვახშამი. საღამოს გასეირნება ლორეტ დე მარის ტერიტორიაზე. ღამისთევა სასტუმროში.
ყურადღება! ნოემბრიდან მარტის თვემდე პენისკოლაში გაჩერება შესაძლოა ჩანაცვლებული იყოს მეცნიერებისა და ხელოვნების ქალაქ ვალენსიაზე, (გარე დათვალიერება, შესასვლელი ბილეთების გარეშე). ლიადროს ქარხნის დახურვის შემთხვევაში, შესაძლოა მისი ჩანაცვლება კერამიკის ან ხელოვნების მუზეუმზე (კომპანიის სურვილისამებრ).
8 დღე აეროპორტი
საუზმე. ჯგუფური ტრანსფერი აეროპორტში (დამოკიდებულია ფრენის დროზე, შესაძლებელია ტრანსფერი რეისზე მიბმული შატლით ან ავტობუსით ბარსელონას გავლით). ტურის დასასრული
ტური იწყება ყოველ პარასკევს!
ტურის ღირებულება
3* სასტუმროები
1735 ლარი
ივლისსა და აგვისტოში 1890 ლარი
4* სასტუმროები
1990 ლარი
ივლისსა და აგვისტოში 2195 ლარი
ფასში შედის
- ტრანსფერი
- სასტუმროში განთავსება 7 ღამე
- საუზმე
- სადილი ან ვახშამი
- მგზავრობა კომფორტული ავტობუსით
- ექსკურსიები რუსულენოვანი გიდის თანხლებით
- შესასვლელი ბილეთები, რომლებიც აღნიშნულია ვარსკვლავით*
- სამოგზაურო დაზღვევა
ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთები, რომლის ფასიც დამოკიდებულია თქვენთვის სასურველ პერიოდზე.
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი”





