logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ჰიმალაის სამეფო -ზემო მუსტანგი ფერად ნეპალთან ერთად

ჰიმალაის სამეფო -ზემო მუსტანგი ფერად ნეპალთან ერთად

7450₾ ერთ ადამიანზე

იდუმალებით მოცული ჰიმალაის სამეფო -ზემო მუსტანგი ფერად ნეპალთან ერთად

პერიოდი : 2024 წლის 7 ოქტომბერი -16 ოქტომბერი

ნეპალზე ფიქრისას  თვალწინ უსაშველოდ მაღალი მთები, ულამაზესი ბუნება და განსხვავებული ფერადი კულტურა წარმოგიდგება. თოვლიანი მწვერვალების სამეფო – ჰიმალაების სამშობლო, ადგილი, სადაც მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალი მწვერვალიდან 8 მდებარეობს.

თუკი საკუთარ თავთან ჰარმონიის დამყარების გზას ეძებ, აუცილებლად ნეპალს უნდა ეწვიო. აზიის ამ ნაწილში ფეხის დადგმისთანავე იგრძნობ მეგობრულ ატმოსფეროს და სულიერ სიმშვიდეს.

მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, საოცარი ძეგლები, რელიგიული თავისებურებები და მომაჯადოვებელი გარემო, მაგიური ჰიმალაების მთის ძალა – ყველაფერი ერთად გხვდება ამ ქვეყანაში და რაღაც საოცარ, განსხვავებულ, ჰარმონიულ ქაოსს გიქმნის გონებაში. ერთ ტურში გაერთიანებული თითქოს ახლო, მაგრამ სრულიად განსხვავებული გარემო კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ და დასამახსოვრებელს გახდის თქვენს ამ მოგზაურობას.

დღე 1

დილის რეისით სამხრეთ აზიაში, პირდაპირ ჰიმალაის გულში ჩავფრინდებით.

მცირედი დასვენების შემდეგ, ქვეყნის გაცნობას ნეპალის დედაქალაქით ვიწყებთ. 723 წელს რაჯა გუნაკამადევას მიერ დაარსებული ქალაქი კატმანდუ დღემდე ქვეყნის მთავარი სავაჭრო და განვითარების ცენტრია. მოძრავი, ანტიკური არქიტექტურის და ინდუისტურ ბუდისტური ტაძრების ერთობლობა ერთი შეხედვით საოცრად ქაოსური შეიძლება მოგეჩვენოს, თუმცა აქაური სიმშვიდე და ჰარმონია მთელი დარჩენილი ცხოვრება გაგყვებათ.

მოვინახულებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, Boudhnath Stupa-ს ტაძარს. უდიდესი სფერული სტუპა და პილგრიმი ბუდისტების მსოფლიო დონის მნიშვნელოვანი სალოცავი ადგილი, ბუდანათის სტუპა შეკრულია თეთრი გუმბათით და ბუდას სამყაროს თვალით. 1950 წელს ტიბეტელი ლტოლვილები დასახლდნენ ძეგლის გარშემო და მას შემდეგ ტაძარი მნიშნველოვან ბუდისტურ ადგილად იქცა. მისი არქიტექტურა და სულიერი გარემო უცებ ნუსხავს და ატყვევებს ვიზიტორებს და ერთ- ერთი საყვარელი ადგილია მოგზაურთათვის.

კატმანდუდან 5კმ-ში, მდინარე ბაგმათის სანაპიროზე აგებულ ინდუისტურ ტაძრის კომპლექსი ულამაზესი სანახავია. პაშუპატინათის (Pashupatinath) ტაძარი ნეპალში კიდევ ერთი იუნესკოს მსოფლიო კულტურული ძეგლია, რომელიც აერთიანებს აშრამებს, ტაძრებს, წმინდა სალოცავებს და კრემაციის ადგილს. უფალი შივას სადიდებლად აგებულ ამ ტაძარში დღემდე ყოველ დილით კრემაცია ტარდება, ბაღმატის მდინარე ნეპალს ჭრის და ინდოეთში წმინდა მდინარე განგას უერთდება, ორივე მდინარე უმაღლეს იდეოლოგიურ დატვირთვას ფლობს ჰინდუს რელიგიაში.

ღამისთევა კატმანდუში – https://www.booking.com/hotel/np/barahi-kathmandu.en-gb.html Hotel Barahi Kathmandu

დღე 2:

ამ დღის გარიჟრაჟი განსაკუთრებული იქნება ტურის ყველა წევრის ცხოვრებაში. ევერესტს თუ გადაუფრენთ, დაკბილული თეთრი მწვერვალების ჰორიზონტამდე უკიდეგანოდ გადაჭიმული ზღვის თავზე მოექცევით. მსგავს პეიზაჟს დედამიწაზე სხვაგან ვერსად ნახავთ – ეს ჰიმალაის 200-მდე მწვერვალია, რომლებსაც ამ დილით ძალიან ახლოდან ნახავთ.

ლუკლა – ასე ჰქვია ერთ-ერთ ყველაზე მოკლე საფრენ ბილიკიან აეროპორტს, საიდანაც ევერესტზე სრულდება ფრენები. ადრენალინი, ემოცია, სიხარული თუ ბედნიერების განცდა ერთად აირევა თითოეული ტურში მონაწილე ადამიანის გონებაში. საათის მანძილზე შამპანიურით ხელში შემოვუფრენთ და ახლო მანძლიდან ნახავთ დედამიწის სახურავს, ჰიმალაის უკლებლივ ყველა მწვერვალს.

საუზმის შემდეგ, ქალაქის ტურს კატმანდუს მშვენებით, უძველესი ბაზრის, ასონსის ინდრა ჩოკის დათვალიერებით ვიწყებთ. აქ შეძენილ სამკაულს, დეკორს, თუ აზიურ სუვენირს, ყოველთვის გამორჩეული ადგილი ექნება თქვენს ნივთებში.

ნეპალის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ნევარის ანტიკურ არქიტექტურულ სტილში აშენებული ქალაქი ბახტაპურია, რომელსაც სხვაგვარად “ცოცხალ მუზეუმსაც“ უწოდებენ. ბახტაპურის დურბარის მოედანი არის ქალაქის ცენტრში მდებარე ადგილი და ნეპალის UNESCO კულტურული ძეგლებიდან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია.იქაურობა სავსეა კულტურული, ისტორიული და უძველესი ძეგლებით. მოჩუქურთმებული ტაძრები სრულად იპყრობს თქვენს გონებას და სხვა არაფერზე გეფიქრებათ.

Swayambhunath Stupa – იგივე მაიმუნების ტაძარი ხეობის პირას, ბორცვის თავზე მდებარეობს. საკულტო სტიუპა ბუდას თვალებით გარშემორტყმული მხიარული მაიმუნების მონუმენტებით და ფერადი დროშებით საოცარ მისტიკას ჰქმნის და ასმაგად ამაღლებს მნახველის განწყობას.

ნეპალი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ცოცხალი ღმერთის ნახვაა შესაძლებელი. ახალგაზრდა ქალღმერთი ლალიდპურში ცხოვრობს. მომწიფების ასაკამდე გოგონას მიწაზე ფეხიც კი არ აქვს დაკარებული, ხელში აყვანილი დაჰყავთ სასახლეში და წელიწადში მხოლოდ ორჯერ, სახალხო რელიგიურ დღესასწაულზე გამოყავთ გარეთ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მისგან დალოცის მიღება, ჩვენ დღეს სწორედ სასახლეში მასთან ვიზიტით დავასრულებთ.

ღამისთევა კატმანდუში – https://www.booking.com/hotel/np/barahi-kathmandu.en-gb.html Hotel Barahi Kathmandu

დღე 3:

ნამდვილი ნეპალის შეცნობას მისი ავთენტური სოფლებით ვიწყებთ. თოვლიან მთებს შორის ჩაკარგული ჭრელი სოფლები, მომღიმარი ადგილობრივები და სიმშვიდე… ტერაის რეგიონი ცნობილია თავის ბიომრავალფეროვნებით და ველური ბუნებით. 8 ცნობილი ეროვნული პარკიდან 6 სწორედ იქ მდებარეობს.

თრიშულზე, იგივე თეთრ მდინარეზე რაფტინგი ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იქნება თქვენი ნეპალური თავგადასავლიდან. წარმოიდგინეთ, გრძელი მდინარე, ფართე ნაპირებით და ულამაზესი პეიზაჟებით. ეს ემოცია სრულად დაგავიწყებთ დაღლას .

ღამისთევა – https://www.booking.com/Share-2R3KmK Green Park Chitwan

დღე 4:

ეს დღე სამოთხეა ეკო მოგზაურებისთვის, თუკი ეტრფი ფლორა და ფაუნას, მსოფლიოში საუკეთესო ადგილას ხარ მოხვედრილი. ერთ დღიანი ტური ჩიტვანის ეროვნულ პარკში! სამოთხე აზიაში!

1973 წელს დაარსებული ჩიტვანის ეროვნული პარკი, პირველი ოფიციალური ნაკრძალია ნეპალში, იქაურობა იმდენად ავთენტური და მრავალფეროვანია, რომ იუნესკომ მას 1984 წელს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიანიჭა.

გამთენიიდან ჯუნგლებში რბოლას ყველგანმავალი ჯიპებით დავიწყებთ. ახლო მანძილიდან ვნახავთ მარტორქებს, ირმებს, სპილოებს, ნიანგებს და თუ გაგვიმართლებს, შესაძლოა უიშვიათეს ბენგალური ვეფხვსაც მოვკრათ თვალი.

დღის მეორე ნაწილს მდინარე რაპტიზე კანოეთი მოგზაურობით განვაგრძობთ. დედამიწის ამ ნაწილში ბუნების ხმები სულ სხვანაირად ისმინება. ყურს თუ მიუგდებთ, მათ ენას ისწავლით. საოცარი პეიზაჟები, სრულად კონტრასტული, მთელი გზის მანძილზე ენაცვლება ერთმანეთს. ულამაზესი და უიშვიათესი ფრინველების გუნდი მუდმივად თან სდევს მგზავრს. აქ განცდილი რამოდენიმე საათი კიდევ უფრო მეტ კავშირს დაგამყარებინებთ ბუნებასთან და გაგიფერადებთ ემოციებს.

გადაშენების პირას მყოფი აზიური სპილოების დაცვა და გამრავლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა, რაც ჩიტვანის ნაციონალურ პარკის კონსერვაციის ცენტრს აკისრია. დღის მეორე ნახევარში ვეწვევით ცენტრს და თავად გავეცნობით პროგრამებს, რომლებიც ეხმარება აზიური გიგანტების დაცვას და ხელმეორედ მოშენებას.

დღეს ადგილობრივი თარუს ტომის ნაციონალური ცეკვების ყურებით დავასრულებთ. მუსიკით გადმოცემული ჩიტვანის ტომის კულტურული ისტორია საოცრად ლამაზი და შთამბეჭდავი სანახავია.

ღამისთევა – https://www.booking.com/Share-2R3KmK Green Park Chitwan

დღე 5:

ბრინჯის ველებისა და ჰიმალაის მწვერვალების ხედები – ეს ის გზაა, რომელსაც ეთნო ქალაქ ბანდიპურამდე ჩავყევართ. მე-18 საუკუნის დროინდელი პატარა ქალაქი სულ 10 .000 მოსახლისგან შედგება და მისი სრულად დათვალიერება ფეხითაც შეიძლება. სახლების არქიტექტურა ტიპური და სახასიათოა ნევარელი (Newar) ხალხისთვის, აქაურები თავს ყველაზე ძველ ნეპალელებად თვლიან. შენობების განმასხვავებელი და უნიკალური დეტალებია ფერადი და ხეში გამოკვეთილი აივნები და ფიქალით გადახურული სახურავები, რომლებიც ქუჩის რაღაც ნაწილსაც ქოლგებივით ეფინება.

გვიან საღამოს ჩავალთ პოხარაში.

ღამისთევა – –https://www.booking.com/Share-SSOq1aZ Sunshine Resort Pokhara

დღე 6:

პოხარადან სადღაც 11 კილომეტრში მთებით გარშემორტყმული სოფელი სარანგკოტია. აქაური აისი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნურია რაც კი შეიძლება ნახო ცხოვრებაში.

დილით მზის ამოსვლას ზღვის დონიდან 1599 მეტრზე სოფლის წვერში აგებულ ხედების კოშკიდან შევხედავთ. წარმოიდგინეთ, ანაპურნას და მანასლუს მთათა სისტემის ერთად დანახვა მაშინ, როცა დედამიწას მზის პირველი სხივი შეეხება.

შემდეგ, მსურველებს შეუძლიათ პარაპლანით დაშვება. ციდან დანახული პოხარას რაიონი განსაკუთრებით შთაბეჭდილებას მოახდენს თითოეულ მონაწილეზე.

ნავებით გავისეირნებთ ულამაზეს ფევას ტბაზე. წყლის ანარეკლიდან მომზირალი ანაპურნას ქედი ნამდვილად შესძლებს თქვენს გაოცებას. გადავალთ შუაგულში მდებარე მონასტერშიც. სარანკოტას მიდამოებში ყველაზე ბევრი ტიბეტური დასახლებების და ბუდისტური კულტურის ძეგლების ნახვაა შესაძლებელი.

ეკო ტურიზმს დევის ჩანჩქერზე ვიზიტით განვაგრძობთ. ის ასევე ცნობილია, როგორც პატალე ჩანგო. ეს ჩანჩქერი სათავეს იღებს ფევას ტბიდან და ქრება მიწისქვეშეთში.

დევის ჩანჩქერის მახლობლად მდებარე გუფტესვორის მღვიმე რთული გამოქვაბულების სისტემაა, რომელსაც ჰინდუს რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აქ არის შივას ყველაზე მნიშვნელოვანი სახლი. ადგილი წმინდაა და მასში ჩასვლა მხოლოდ ფეხშიშველაა დაშვებული.

ავალთ მსოფლიო მშვიდობის სტუპაზეც: გორაკზე მდებარე ეს სტუპა გთავაზობთ პანორამულ ხედებს ქალაქ პოხარას, ფევას ტბასა და ანაპურნას ქედზე. აქაურობა მსოფლიოში მშვიდობის და ჰარმონიის საწყის წერტილად ითვლება.

დღის ბოლოს მთის საერთაშორისო მუზეუმს ვეწვევევით. მუზეუმში განთავსებული უნიკალური მასალა სრულად გიყვება ჰიმალაის მთების, ალპინიზმის და კულტურის ისტორიას და ამბებს ყველა იმ მთასვლელის, რომლებმაც სხვადასხვა დროს დიდებით დაიპყრეს მთიანი მწვერვალები.

ღამისთევა – https://www.booking.com/Share-SSOq1aZ Sunshine Resort Pokhara

დღე 7:

თუ გინდა, რეალურად უცხო კულტურას ეზიარო, ადგილობრივ ხალხს უნდა ესტუმრო. დილას სწორედ პოხარის სოფელში, ოჯახში ვიზიტით ვიწყებთ. ვნახავთ მათ ყოველდღიურ ყოფას, ვისაუბრებთ, გავეცნობით ადგილობრივ კულინარიის თავისებურებებს და შემდეგ გავემგზავრებით სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას – ავსტრალიურ ქემფში. ორი საათის მანძილზე ულამაზესი ტყეების, ტერასიანი მინდვრების და საოცარი ფერადი სოფლების გავლით ღრუბლებს ზევით ავსტრალიურ ქემფში ავალთ. სიცივეში ჩაი დაგილევით? აი, წვეთ-წვეთად რომ იზოგავთ სანუკვარ სითხეს, ორგანიზმში ჩასულ თითოეულ ყლუპს ყურს ადევნებთ და შეიგრძნობთ. ზუსტად ესეთია ბედნიერება სუფევს ავსტრალიურ ბანაკში. იქ მიღებულ ემოციებს იზოგავ, რომ უცებ არ გაგიქრეს სადმე და არ გამოგელიოს. ხარბად ისუნთქავ ჰიმალაებიდან ჩამოქროლილ ჰაერს და ფიქრობ, რა ბედნიერი ხარ რომ იმ წუთას, სწორედ იქ ხარ, სადაც სამყარო ასეთ სილამაზეს გთავაზობს. აქაური დაისი და აისი ანაპურნას და მანჩჰაპუჩჰრეს ( თევზის კუდის ) მთების ფონზე ერთერთი ულამაზესია მთელს დედამიწაზე,

ღამისთევა ავსტრალიურ ბანაკში https://www.tripadvisor.com/Attraction_Review-g293891

დღე 8:

ნეპალში ყოფნის მერვე დილას სამოთხეში გაიღვიძებთ. გარშემო უამრავი ჩიტის ყურისმომჭრლი ჭიკჭიკი, მზის სხივებით გაფერადებული დიადი მთები და ნეპალური ყავა მათ ფონზე…

დავეშვებით ულამაზეს სოფელ კანდესკენ . დასახლება ანაპურნას ქედთან მდებარეობს და გზა მუდამ მწვანე ტყეებზე გადის. ტრადიციული სოფლები სავსეა ტიბეტელი მოსახლეობით. სანამ ტიბეტში მოგზაურობის სურვილს აიხდენთ, აქაური სუვენირების შეძენა და ადგილობრივებთან ურთიერთობა საოცრად საინტერესო და ბევრის მომცემია მოგზაურთათვის. ( ჯგუფის ნაწილი, რომელიც ტურის მხოლოდ ნეპალის ნაწილს ესწრება დაბრუნდება კატმანდუში, დაისვენებს სასტუმროში https://www.booking.com/hotel/np/barahi-kathmandu.en-gb.html Hotel Barahi Kathmandu და მომდევნო მეცხრე დღის გამთენიას გადაფრინდება საქართველოში).

ღირებულება 1 ადამიანზე 9 დღიანი ნეპალის ტურის აღების შემთხვევაში – 7450 ლარი

ფასში შესულია:

  • ორმხრივი საერთაშორისო ავიაბილეთი;
  • ვიზა;
  • დაზღვევა;
  • ყველა ტრანსფერი;
  • ყველა საექსკურსიო ბილეთი;
  • ჯიპ-ტური ჩიტვანის ნაციონალურ პარკში;
  • სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში კონდიცირებული მიკროავტობუსით;
  • მთის გიდი პოხარაში;
  • ადგილობრივი გიდი;
  • ქართულენოვანი გამყოლი;
  • 5* სასტუმროები საუზმით;ავით მომსახურება პოხარას ტბაზე;
  • რაფტინგი თეთრ მდინარეზე ( სრული საჭირო აღჭურვილობით);
  • ავსტრალიურ ქემფში განთავსება კარვის ტიპის სასტუმროში საუზმით;

ფასში არ შედის:

  • ”თიფი“ ერთ ადამიანზე ნეპალის ტურის განმავლობაში 80 $
  • ევერესტის მთების გარშემო სპეც რეისით ფრენა- დამატებითი ღირებულება 350$;
  • პარაგლაიდინგი პოხარას ქედიდან – დამატებითი ღირებულება 160$;
  • ნებისმიერი პირადი და სხვა ხარჯი რაც არ არის ტურში ნახსენები;
  • სადილი ვახშმები, რომელიც არ არის ტურის პროგრამაში ნახსენები;
  • მობილურის ინტერნეტ ბარათი 20$

ერთ ადგილიანი განთავსება ნომერში ( single room ) მარტო განთავსების სურვილის შემთხვევაში მხოლოდ ნეპალის 9 დღიან ტურის ღირებულებას ემატება 850 დოლარი

ტურზე ადგილის დადასტურება ხდება პირველადი 500$ ჩარიცხვის შემდეგ, თქვენი მხრიდან ნებისმიერი მიზეზით პირობის დარღვევის შემთხვევაში ( ტურში ვერ წამოსვლის, თანხის დროულად ვერ დაფარვის) გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.

ტურის თანხის გადახდა შესაძლებელია თქვენზე მორგებული გრაფიკით, სრული თანხა დაფარული უნდა იყოს ტურის დაწყებამდე 21 სამუშაო დღით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ:

☎️(032) 2 300-700; (შიდა ნომერი 304);

📍ან გვესტუმრე ახალ მისამართზე:
თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17;
წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ ✈️
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია
1

ქვეყნის შესახებ

Sorry, the comment form is closed at this time.