იდუმალებით მოცული ჰიმალაის სამეფო
ერთ ადამიანზე




დამახასიათებელი მკაცრი ბუნებით, რომელსაც კლდოვანი წარმონაქმნები, ვიწრო კანიონები და მაღალმთიანი ვაკეები მუდამ დათოვლილ მთის მწვერვალებთან ერთად არაამქვეყნიურ ერთიან ლანდშაფტს უქმნის.
ადმინისტრაციულად მუსტანგი ნეპალს დაექვემდებარა , თუმცა დღემდე სრულად ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ხელშეუხებლად შენარჩუნებულია რეალური ტიბეტური ტრადიციები. ქვემო მუსტანგში მოგზაურობა სხადასხვა ნებართვების საფუძველზე მეტ- ნაკლებად შესაძლებელი იყო მეოცე საუკუნის ბოლოდან, თუმცა, ზემო მუსტანგი, იქ სადაც ჩვენი ტური წაგიყვანთ, 1991 წლიდან სრულად დაიხურა უცხოელებისთვის და მხოლოდ 2022 წლის დასაწყისში, მეფის დადგენილების საფუძველზე, უამრავი ნებართვით, თუმცა მაინც გახდა შესაძლებელი წელიწადში 200-მა ტურისტმა მოინახულოს იქაურობა.
სამეფო მკაცრი და ბუდისტურია, გასაოცარი ბუნებით და ავთენტური ტიბეტური ტაძრებით.
სამეფო მკაცრი და ბუდისტურია, გასაოცარი ბუნებით და ავთენტური ტიბეტური ტაძრებით.

თუკი საკუთარ თავთან ჰარმონიის დამყარების გზას ეძებ, აუცილებლად ნეპალს უნდა ეწვიო. აზიის ამ ნაწილში ფეხის დადგმისთანავე იგრძნობ მეგობრულ ატმოსფეროს და სულიერ სიმშვიდეს.
მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, საოცარი ძეგლები, რელიგიული თავისებურებები და მომაჯადოვებელი გარემო, მაგიური ჰიმალაების მთის ძალა – ყველაფერი ერთად გხვდება ამ ქვეყანაში და რაღაც საოცარ, განსხვავებულ, ჰარმონიულ ქაოსს გიქმნის გონებაში. ერთ ტურში გაერთიანებული თითქოს ახლო, მაგრამ სრულიად განსხვავებული გარემო კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ და დასამახსოვრებელს გახდის თქვენს ამ მოგზაურობას. (ტური დაყოფილია ორ ნაწილად, თქვენთვის მაქსიმალურად მორგებულ სურვილებზე, დროზე და სანახაობების რაოდენობაზე. მოგზაურებს, ვისაც სურთ მხოლოდ ნეპალის ნაწილი ნახონ, საშუალება ექნებათ მეცხრე დღეს დაბრუნდნენ საქართველოში, ხოლო ვისაც სრული ტურის – ნეპალის და ზემო მუსტანგის დათვალიერების დრო და საშუალება ექნება, მეთექვსმეტე დღეს ერთად დავბრუნდებით სამშობლოში).

დილის რეისით სამხრეთ აზიაში, პირდაპირ ჰიმალაის გულში ჩავფრინდებით.
მცირედი დასვენების შემდეგ, ქვეყნის გაცნობას ნეპალის დედაქალაქით ვიწყებთ. 723 წელს რაჯა გუნაკამადევას მიერ დაარსებული ქალაქი კატმანდუ დღემდე ქვეყნის მთავარი სავაჭრო და განვითარების ცენტრია. მოძრავი, ანტიკური არქიტექტურის და ინდუისტურ ბუდისტური ტაძრების ერთობლობა ერთი შეხედვით საოცრად ქაოსური შეიძლება მოგეჩვენოს, თუმცა აქაური სიმშვიდე და ჰარმონია მთელი დარჩენილი ცხოვრება გაგყვებათ.
მოვინახულებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, Boudhnath Stupa-ს ტაძარს. უდიდესი სფერული სტუპა და პილგრიმი ბუდისტების მსოფლიო დონის მნიშვნელოვანი სალოცავი ადგილი, ბუდანათის სტუპა შეკრულია თეთრი გუმბათით და ბუდას სამყაროს თვალით. 1950 წელს ტიბეტელი ლტოლვილები დასახლდნენ ძეგლის გარშემო და მას შემდეგ ტაძარი მნიშნველოვან ბუდისტურ ადგილად იქცა. მისი არქიტექტურა და სულიერი გარემო უცებ ნუსხავს და ატყვევებს ვიზიტორებს და ერთ- ერთი საყვარელი ადგილია მოგზაურთათვის.
კატმანდუდან 5კმ-ში, მდინარე ბაგმათის სანაპიროზე აგებულ ინდუისტურ ტაძრის კომპლექსი ულამაზესი სანახავია. პაშუპატინათის (Pashupatinath) ტაძარი ნეპალში კიდევ ერთი იუნესკოს მსოფლიო კულტურული ძეგლია, რომელიც აერთიანებს აშრამებს, ტაძრებს, წმინდა სალოცავებს და კრემაციის ადგილს. უფალი შივას სადიდებლად აგებულ ამ ტაძარში დღემდე ყოველ დილით კრემაცია ტარდება, ბაღმატის მდინარე ნეპალს ჭრის და ინდოეთში წმინდა მდინარე განგას უერთდება, ორივე მდინარე უმაღლეს იდეოლოგიურ დატვირთვას ფლობს ჰინდუს რელიგიაში.
ღამისთევა კატმანდუში – https://www.booking.com/hotel/np/barahi-kathmandu.en-gb.html Hotel Barahi Kathmandu

ამ დღის გარიჟრაჟი განსაკუთრებული იქნება ტურის ყველა წევრის ცხოვრებაში. ევერესტს თუ გადაუფრენთ, დაკბილული თეთრი მწვერვალების ჰორიზონტამდე უკიდეგანოდ გადაჭიმული ზღვის თავზე მოექცევით. მსგავს პეიზაჟს დედამიწაზე სხვაგან ვერსად ნახავთ – ეს ჰიმალაის 200-მდე მწვერვალია, რომლებსაც ამ დილით ძალიან ახლოდან ნახავთ.
ლუკლა – ასე ჰქვია ერთ-ერთ ყველაზე მოკლე საფრენ ბილიკიან აეროპორტს, საიდანაც ევერესტზე სრულდება ფრენები. ადრენალინი, ემოცია, სიხარული თუ ბედნიერების განცდა ერთად აირევა თითოეული ტურში მონაწილე ადამიანის გონებაში. საათის მანძილზე შამპანიურით ხელში შემოვუფრენთ და ახლო მანძლიდან ნახავთ დედამიწის სახურავს, ჰიმალაის უკლებლივ ყველა მწვერვალს.
საუზმის შემდეგ, ქალაქის ტურს კატმანდუს მშვენებით, უძველესი ბაზრის, ასონსის ინდრა ჩოკის დათვალიერებით ვიწყებთ. აქ შეძენილ სამკაულს, დეკორს, თუ აზიურ სუვენირს, ყოველთვის გამორჩეული ადგილი ექნება თქვენს ნივთებში.
ნეპალის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ნევარის ანტიკურ არქიტექტურულ სტილში აშენებული ქალაქი ბახტაპურია, რომელსაც სხვაგვარად “ცოცხალ მუზეუმსაც“ უწოდებენ. ბახტაპურის დურბარის მოედანი არის ქალაქის ცენტრში მდებარე ადგილი და ნეპალის UNESCO კულტურული ძეგლებიდან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია.იქაურობა სავსეა კულტურული, ისტორიული და უძველესი ძეგლებით. მოჩუქურთმებული ტაძრები სრულად იპყრობს თქვენს გონებას და სხვა არაფერზე გეფიქრებათ.
Swayambhunath Stupa – იგივე მაიმუნების ტაძარი ხეობის პირას, ბორცვის თავზე მდებარეობს. საკულტო სტიუპა ბუდას თვალებით გარშემორტყმული მხიარული მაიმუნების მონუმენტებით და ფერადი დროშებით საოცარ მისტიკას ჰქმნის და ასმაგად ამაღლებს მნახველის განწყობას.
ნეპალი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ცოცხალი ღმერთის ნახვაა შესაძლებელი. ახალგაზრდა ქალღმერთი ლალიდპურში ცხოვრობს. მომწიფების ასაკამდე გოგონას მიწაზე ფეხიც კი არ აქვს დაკარებული, ხელში აყვანილი დაჰყავთ სასახლეში და წელიწადში მხოლოდ ორჯერ, სახალხო რელიგიურ დღესასწაულზე გამოყავთ გარეთ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მისგან დალოცის მიღება, ჩვენ დღეს სწორედ სასახლეში მასთან ვიზიტით დავასრულებთ.
ღამისთევა კატმანდუში – https://www.booking.com/hotel/np/barahi-kathmandu.en-gb.html Hotel Barahi Kathmandu

ნამდვილი ნეპალის შეცნობას მისი ავთენტური სოფლებით ვიწყებთ. თოვლიან მთებს შორის ჩაკარგული ჭრელი სოფლები, მომღიმარი ადგილობრივები და სიმშვიდე… ტერაის რეგიონი ცნობილია თავის ბიომრავალფეროვნებით და ველური ბუნებით. 8 ცნობილი ეროვნული პარკიდან 6 სწორედ იქ მდებარეობს.
თრიშულზე, იგივე თეთრ მდინარეზე რაფტინგი ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იქნება თქვენი ნეპალური თავგადასავლიდან. წარმოიდგინეთ, გრძელი მდინარე, ფართე ნაპირებით და ულამაზესი პეიზაჟებით. ეს ემოცია სრულად დაგავიწყებთ დაღლას .
ღამისთევა – https://www.booking.com/Share-2R3KmK Green Park Chitwan

ეს დღე სამოთხეა ეკო მოგზაურებისთვის, თუკი ეტრფი ფლორა და ფაუნას, მსოფლიოში საუკეთესო ადგილას ხარ მოხვედრილი. ერთ დღიანი ტური ჩიტვანის ეროვნულ პარკში! სამოთხე აზიაში!
1973 წელს დაარსებული ჩიტვანის ეროვნული პარკი, პირველი ოფიციალური ნაკრძალია ნეპალში, იქაურობა იმდენად ავთენტური და მრავალფეროვანია, რომ იუნესკომ მას 1984 წელს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიანიჭა.
გამთენიიდან ჯუნგლებში რბოლას ყველგანმავალი ჯიპებით დავიწყებთ. ახლო მანძილიდან ვნახავთ მარტორქებს, ირმებს, სპილოებს, ნიანგებს და თუ გაგვიმართლებს, შესაძლოა უიშვიათეს ბენგალური ვეფხვსაც მოვკრათ თვალი.
დღის მეორე ნაწილს მდინარე რაპტიზე კანოეთი მოგზაურობით განვაგრძობთ. დედამიწის ამ ნაწილში ბუნების ხმები სულ სხვანაირად ისმინება. ყურს თუ მიუგდებთ, მათ ენას ისწავლით. საოცარი პეიზაჟები, სრულად კონტრასტული, მთელი გზის მანძილზე ენაცვლება ერთმანეთს. ულამაზესი და უიშვიათესი ფრინველების გუნდი მუდმივად თან სდევს მგზავრს. აქ განცდილი რამოდენიმე საათი კიდევ უფრო მეტ კავშირს დაგამყარებინებთ ბუნებასთან და გაგიფერადებთ ემოციებს.
გადაშენების პირას მყოფი აზიური სპილოების დაცვა და გამრავლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა, რაც ჩიტვანის ნაციონალურ პარკის კონსერვაციის ცენტრს აკისრია. დღის მეორე ნახევარში ვეწვევით ცენტრს და თავად გავეცნობით პროგრამებს, რომლებიც ეხმარება აზიური გიგანტების დაცვას და ხელმეორედ მოშენებას.
დღეს ადგილობრივი თარუს ტომის ნაციონალური ცეკვების ყურებით დავასრულებთ. მუსიკით გადმოცემული ჩიტვანის ტომის კულტურული ისტორია საოცრად ლამაზი და შთამბეჭდავი სანახავია.
ღამისთევა – https://www.booking.com/Share-2R3KmK Green Park Chitwan

ბრინჯის ველებისა და ჰიმალაის მწვერვალების ხედები – ეს ის გზაა, რომელსაც ეთნო ქალაქ ბანდიპურამდე ჩავყევართ. მე-18 საუკუნის დროინდელი პატარა ქალაქი სულ 10 .000 მოსახლისგან შედგება და მისი სრულად დათვალიერება ფეხითაც შეიძლება. სახლების არქიტექტურა ტიპური და სახასიათოა ნევარელი (Newar) ხალხისთვის, აქაურები თავს ყველაზე ძველ ნეპალელებად თვლიან. შენობების განმასხვავებელი და უნიკალური დეტალებია ფერადი და ხეში გამოკვეთილი აივნები და ფიქალით გადახურული სახურავები, რომლებიც ქუჩის რაღაც ნაწილსაც ქოლგებივით ეფინება.
გვიან საღამოს ჩავალთ პოხარაში.
ღამისთევა – –https://www.booking.com/Share-SSOq1aZ Sunshine Resort Pokhara

პოხარადან სადღაც 11 კილომეტრში მთებით გარშემორტყმული სოფელი სარანგკოტია. აქაური აისი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნურია რაც კი შეიძლება ნახო ცხოვრებაში.
დილით მზის ამოსვლას ზღვის დონიდან 1599 მეტრზე სოფლის წვერში აგებულ ხედების კოშკიდან შევხედავთ. წარმოიდგინეთ, ანაპურნას და მანასლუს მთათა სისტემის ერთად დანახვა მაშინ, როცა დედამიწას მზის პირველი სხივი შეეხება.
შემდეგ, მსურველებს შეუძლიათ პარაპლანით დაშვება. ციდან დანახული პოხარას რაიონი განსაკუთრებით შთაბეჭდილებას მოახდენს თითოეულ მონაწილეზე.
ნავებით გავისეირნებთ ულამაზეს ფევას ტბაზე. წყლის ანარეკლიდან მომზირალი ანაპურნას ქედი ნამდვილად შესძლებს თქვენს გაოცებას. გადავალთ შუაგულში მდებარე მონასტერშიც. სარანკოტას მიდამოებში ყველაზე ბევრი ტიბეტური დასახლებების და ბუდისტური კულტურის ძეგლების ნახვაა შესაძლებელი.
ეკო ტურიზმს დევის ჩანჩქერზე ვიზიტით განვაგრძობთ. ის ასევე ცნობილია, როგორც პატალე ჩანგო. ეს ჩანჩქერი სათავეს იღებს ფევას ტბიდან და ქრება მიწისქვეშეთში.
დევის ჩანჩქერის მახლობლად მდებარე გუფტესვორის მღვიმე რთული გამოქვაბულების სისტემაა, რომელსაც ჰინდუს რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აქ არის შივას ყველაზე მნიშვნელოვანი სახლი. ადგილი წმინდაა და მასში ჩასვლა მხოლოდ ფეხშიშველაა დაშვებული.
ავალთ მსოფლიო მშვიდობის სტუპაზეც: გორაკზე მდებარე ეს სტუპა გთავაზობთ პანორამულ ხედებს ქალაქ პოხარას, ფევას ტბასა და ანაპურნას ქედზე. აქაურობა მსოფლიოში მშვიდობის და ჰარმონიის საწყის წერტილად ითვლება.
დღის ბოლოს მთის საერთაშორისო მუზეუმს ვეწვევევით. მუზეუმში განთავსებული უნიკალური მასალა სრულად გიყვება ჰიმალაის მთების, ალპინიზმის და კულტურის ისტორიას და ამბებს ყველა იმ მთასვლელის, რომლებმაც სხვადასხვა დროს დიდებით დაიპყრეს მთიანი მწვერვალები.
ღამისთევა – https://www.booking.com/Share-SSOq1aZ Sunshine Resort Pokhara

თუ გინდა, რეალურად უცხო კულტურას ეზიარო, ადგილობრივ ხალხს უნდა ესტუმრო. დილას სწორედ პოხარის სოფელში, ოჯახში ვიზიტით ვიწყებთ. ვნახავთ მათ ყოველდღიურ ყოფას, ვისაუბრებთ, გავეცნობით ადგილობრივ კულინარიის თავისებურებებს და შემდეგ გავემგზავრებით სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას – ავსტრალიურ ქემფში. ორი საათის მანძილზე ულამაზესი ტყეების, ტერასიანი მინდვრების და საოცარი ფერადი სოფლების გავლით ღრუბლებს ზევით ავსტრალიურ ქემფში ავალთ. სიცივეში ჩაი დაგილევით? აი, წვეთ-წვეთად რომ იზოგავთ სანუკვარ სითხეს, ორგანიზმში ჩასულ თითოეულ ყლუპს ყურს ადევნებთ და შეიგრძნობთ. ზუსტად ესეთია ბედნიერება სუფევს ავსტრალიურ ბანაკში. იქ მიღებულ ემოციებს იზოგავ, რომ უცებ არ გაგიქრეს სადმე და არ გამოგელიოს. ხარბად ისუნთქავ ჰიმალაებიდან ჩამოქროლილ ჰაერს და ფიქრობ, რა ბედნიერი ხარ რომ იმ წუთას, სწორედ იქ ხარ, სადაც სამყარო ასეთ სილამაზეს გთავაზობს. აქაური დაისი და აისი ანაპურნას და მანჩჰაპუჩჰრეს ( თევზის კუდის ) მთების ფონზე ერთერთი ულამაზესია მთელს დედამიწაზე,
ღამისთევა ავსტრალიურ ბანაკში https://www.tripadvisor.com/Attraction_Review-g293891…

ნეპალში ყოფნის მერვე დილას სამოთხეში გაიღვიძებთ. გარშემო უამრავი ჩიტის ყურისმომჭრლი ჭიკჭიკი, მზის სხივებით გაფერადებული დიადი მთები და ნეპალური ყავა მათ ფონზე…
დავეშვებით ულამაზეს სოფელ კანდესკენ . დასახლება ანაპურნას ქედთან მდებარეობს და გზა მუდამ მწვანე ტყეებზე გადის. ტრადიციული სოფლები სავსეა ტიბეტელი მოსახლეობით. სანამ ტიბეტში მოგზაურობის სურვილს აიხდენთ, აქაური სუვენირების შეძენა და ადგილობრივებთან ურთიერთობა საოცრად საინტერესო და ბევრის მომცემია მოგზაურთათვის. ( ჯგუფის ნაწილი, რომელიც ტურის მხოლოდ ნეპალის ნაწილს ესწრება დაბრუნდება კატმანდუში, დაისვენებს სასტუმროში https://www.booking.com/hotel/np/barahi-kathmandu.en-gb.html Hotel Barahi Kathmandu და მომდევნო მეცხრე დღის გამთენიას გადაფრინდება საქართველოში). აკრძალულ სამოფოზე მეოცნებე მოგზაურებისთვის კი, სრულიად უნიკალური მოგზაურობა იწყება ზედა მუსტანგში.
ღამისთევა – –https://www.booking.com/Share-SSOq1aZ Sunshine Resort Pokhara

ჰიმალაის მთებში ჩაკარგული გზა , დათოვლილი მწვერვალები, მწვანეში ჩაფლული ბილიკები, რომელიც ჩანჩქარებს შორის მიიკლაკნება, თერმული აუზები, ამ ყველაფრის ფონზე ინდუისტური ფერადი მონატრები თითქოს ბუნებაში თავისით ამოიზარდა და დროთა მანძილზე შეერწყა აქაურო ლანდშაფტსო – ეს საოცარი გზა აკრძალულ სამეფო მუსტანგამდე აგიყვანთ. შემხვედრი ბუნება ერთდოულად მოწიწებას, აღფრთოვანებას და ამოუცნობ შიშს იწვევს მოგზაურში. გავივლით ნეპალში ყველაზე გრძელ დაკიდულ ხიდზე (Bunjy Jump), დავისვენებთ სასწაული სამკურნალი თვისებებით განთქმულ თერმული წყლის – Rupse Falls – ის ძირში, ღამეს კი, ტატუ პანიში, ზემო მუსტანგის პირველ ტიბეტურ სოფელში გავათევთ, რომლის წყლებიც ცნობილია,როგორც ყველაზე კონცენტრირებული სასარგებლო მინერალური ნაზავი მსოფლიოში.
ღამისთევა – Natural Spring Resort, Tatopani – https://www.facebook.com/hotelnaturalspring Oms

მეოცე საუკუნეში ნეპალის მთავრობა მკაცრად აკონტროლებდა მუსტანგის სამეფოში ვიზიტორების შესვლას. ალბათ, სწორედ ეს გახდა მთავარი პირობა იმისა, რომ აქაური ბუნება არაამქვეყნიურად ლამაზია და ძეგლები სრულიად უნიკალურია. მუსტანგის სახელწოდება მომდინარეობს ტიბეტური სიტყვიდან, რომელიც „სურვილების ველს“ ნიშნავს.
დავტოვებთ ულამაზეს სოფელ ტატო პანის და ღრმა ხეობების, თვალუწვდენელი სალი კლდეების გავლით გავემგზავრებით უძველეს დასახლება კაგბენამდე. ამ დღეს გავივლით დედამიწაზე ყველაზე ღრმა ხეობას – ანდა გალჩის, ვნახავთ უნიკალური ჯიშის ულამაზეს ვაშლის ბაღებს, შევივლით თაკალას სოფელში, სადაც უძველესი წესით კლდეზე დაკიდული სკებიდან მოიპოვებენ თაფლს. ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ტრადიციაა მეფუტკრეობაში,, თუმცა ამ თაფლის დაგემოვნება თავის უნიკალური სამკურნალო თვისებების გამო უამრავი ადამიანის ოცნებაა. ვახშმად ცხელ ჩაის სწორედ ამ თაფლით დავიტკბობთ.
ღამისთევა – Red House Kagbeni , Kagbeni – https://www.redhouselodge.com/

ამ დღეს სამი მწვერვალის უღელტეხილების – დოჟარი ლა 3735მ, ცარანგ ლა 3870 მ. და ლო ლა 3950 მ. გავლით, ზემო მუსტანგის საოცარ სამეფოში ავალთ. სწორედ აქ მდებარეობს ჩორტენი – ბუდიზმის რვა წმინდა ნიშანი. გზად შემხვედრ ძეგლებზე სულ უფრო მკვეთრად ჩნდება ტიბეტური კულტურის კვალი. უძველეს ტაძრებზე ფილიგრანულადაა გამოსახული ბუდისტური ღვთაებები, რომელთაც მოსასხამად ოქროს მანტიები აქვთ მოხვეული, თითქოს ნეტარებას ასხივებენო. ზოგიერთ ხმალმოღერებულ ღვთაებას კი ისეთი მრისხანე გამოხედვა აქვს, შიშის ზარს სცემს და რიდს უჩენს ადგილზე მომლოცველს. ქალაქი ლომანგტანგი გარშემორტყმული ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღირცხვამდე აგებული ტიბეტური გალავნით, სრულ ეიფორიას იწვევს მნახველში და აკარგვინებს აღქმას რეალობასა და ზღაპრულ სამყაროს შორის. უძველესი სოფელი გურუნგი ტანგბეს ვაშლის ბაღებით, ათასწლეულს გადაცილებული ხიდი ჩელეს კალი დანდაკზე, გვირაბი წითელ კლდოვან ბორცვზე, რომლის ბოლოსაც ტიბეტური მონასტერია, ჩუნგსის მღვიმე, სადაც დღესაც ტიბეტელების ტრადიციები პირნათლად სრულდება, ეს ყველაფერი ამ დღის თავგადასავალი და სამუდამო ემოციური საგზალია ჩვენი მოგზაურებისთვის.
ღამისთევა – ლო-მანგტანგში.
Lo Mangthang – https://royalmustangresort.com/about-royal-mustang-resort

მუსტანგის ისტორიული დედაქალაი ლა მანგტანგი ჰიმალაის მთებშია ჩაკარგული. დასავლეთიდან მას გვერდს უმშვენებს მსოფლიოს რიგით მეშვიდე უმაღლესი მწვერვალი დჰაულაგირი-I (8167 მ), აღმოსავლეთიდან კი რიგით მეათე – ანაპურნა-I (8091მ). ეთნიკურად ტიბეტელებთან მონათესავე ერის ავთენტურობა, უამრავი სიმდიდრე და რეალურად, ტიბეტური მონასტრების პირველყოფილი უნიკალური სახე ნეპალის სახელმწიფოს მფარველობით გადარჩა დღემდე. XVIII საუკუნის დამდეგს, როდესაც მუსტანგის საზღვრებთან ძლევამოსილი სახელმწიფოები ჩამოყალიბდა, ლოს მეფე გაემგზავრა ახალგაერთიანებული ნეპალის მეფესთან შესახვედრად. ნეპალმა მფარველობა შესთავაზა მუსტანგის სამეფოს მინიმალური ხარკის სანაცვლოდ და სწორედ ამ ალიანსმა იხნსა ქვეყანა როდესაც, ჩინეთი, მაო ძედუნის ხელმძღვანელობით, ტიბეტში შეიჭრა 1950 წელს. მომდევნო ათწლეულში, ათასობით ბუდისტური ცენტრი დაიხურა ტიბეტში, მაგრამ მუსტანგის საგანძური ხელუხლებელი დარჩა. საოცარი არქიტექტურული ოსტატობით გაბნეული უძველესი მონასტრები მძივებივით არის კოროს უღელტეხილზე განლაგებული. თავად ნამგიალ გომპას და თინხარ გომპას უძველესი ტიბეტური ტაძრები იმდენად შთამბეჭდავია, რომ სრულ ემოციურ შოკს იწვევს ვიზიტორებში.
მუსტანგი ოდითგანვე წარმოადგენდა მნიშვნელოვან გზაჯვარედინს ბუდისტი სწავლულებისა და პილიგრიმებისთვის, რომლებიც ინდოეთი-ჩინეთს შორის მოგზაურობდნენ. რადგან ჩინეთის საზღვარი აკრძალული სამეფოს დედაქალაქიდან ძალიან ახლოსაა, თანაც ულამაზეს ხეობაზე გადის, მზის ჩასვლას სწორედ ამ ორი ქვეყნის გადაკვეთის წერტილთან კორო-ლას საზღვარზე შევხვდებით.
ღამისთევა ლო-მანგტანგში.
ღამისთევა – Lo Mangthang – https://royalmustangresort.com/about-royal-mustang-resort

1960-იან წლებში მუსტანგი, თავის სტრატეგიული მდებარეობის გამო, უნებლიეთ სრულად ჩართული აღმოჩნდა ჩინეთ-ამერიკის ცივ ომში. ნეპალის მთავრობა იძულებული გახდა, სრულად ჩაეკეტა და მკაცრად ეკონტროლებინა უცხოელთან შემოსვლა რეგიონში. სწორედ აქედან იწყება მუსტანგის, როგორც აკრძალული სამეფოს მოხსენიება.
მუსტანგის იზოლაციას გარესამყაროსგან ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე არასტუმართმოყვარე რელიეფიც უწყობს ხელს. ოთხსართულიანი სამეფო სასახლე აბსოლუტურად განსხვავებული არქიტექტურითაა ნაგები. სასახლის დათვალიერების შემდეგ, ტიბეტური ბუდიზმის ყველაზე ცნობილ, მუკტინათის ტაძრისკენ გავემგზავრებით. გზა ულამაზესი პეიზაჟების ფონზე გადის, თუმცა ბუნება მაინც პირქუში და მკაცრია. მუსტანგის ხეობებსა და კანიონებში გზად უამრავი უძველესი ტაძარი და სასახლე გვხვდება, თითოეული მათთაგანს კი თავისი ღვთაება ჰყავს. ყველა ძეგლი პოტენციური იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ნაგებობაა, თუმცა ამდენი აკრძალვების, არასტაბილური კლიმატისა და ნიადაგის გამო, ძეგლების დაცვა წარმოუდგენლად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. უმოქმედობის გამო კი, დიდი შანსია, მალე სრულად განადგურდნენ. მუკტინათის ტაძარი ორივე, ბუდიზმის და ინდუიზმის რელიგიაში, სასწაულმოქმედ ადგილად არის აღიარებული და გარშემო უზარმაზარი ენერგია ტრიალებს.
ღამეს სწორედ ტაძრის ახლოს, ასეთ მაგიურ ადგილას გავატარებთ.
ღამისთევა – Muktinath – https://hotelgrandshambala.com/

მუსტანგი სახელგანთქმულია იდუმალი „ცის გამოქვაბულებით“. მუკტინათიდან პოხარამდე გზად ორ საოცარ ქალაქს, ჯომსომს და მარფას მოვინახულებთ. ჰიმალაის მწვერვალებს შორის მოქცეული ქალაქები უნიკალურ კლუტურულ მემკვიდრეობას ინახავენ და მათი დათვალიერებისთვის დრო არასდროს არის საკმარისი. ქალაქი მარფი გურმანების ნეპალურ სამოთხედაც არის წოდებული. აქ დამზადებულ ბრენდის, ამბობენ, უნიკალური გემო და არომატი აქვსო.
დღის მეორე ნახევარში განდაკის ხეობის დაკლაკნილი გზით პოხარაში დავბრუნდებით. საოცარი დუმბას ტბასთან ახლოს გადაჭიმული ჯომსოს ადგილობრივი ნაწარმის ბაზარი დღის მეორე ნახევარში ცოცხლდება და გვიან ღამემდე არ ასვენებს ვიზიტორის გულს და ჯიბეს. აქ შეძენილი სუვენირები საპატიო ადგილის დაიკავებს თქვენს ოჯახურ მუზეუმში.
ღამისთევა – https://www.booking.com/Share-SSOq1aZ Sunshine Resort Pokhara

პოხარადან ულამაზესი სოფლების გავლით კატმანდუში ჩავალთ, მომდევნო მე-16 დღის გამთენიას კი დავბრუნდებით საქართველოში .
ნეპალი – ეს ის ქვეყანაა, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მოხვდე, თუმცა, ამბობენ, რომ ნეპალში ადამიანები არასოდეს ჩადიან ერთხელ და აუცილებლად ბრუნდებიან უკან.

















მუსტანგის სამეფოს დამატების შემთხვევაში


















-
დანიშნულება
1
ქვეყნის შესახებ
Sorry, the comment form is closed at this time.