logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ინდოეთის ოქროს სამკუთხედი

ინდოეთის ოქროს სამკუთხედი

ერთ ადამიანზე

მოინახულეთ ცოცხალი ისტორიით, მდიდარი კულტურით და თვალწარმტაცი პეიზაჟებით სავსე ქალაქები, ინდოეთის ოქროს
სამკუთხედი: დელი, აგრა, ჯაიპური.

ჯგუფური ტურ-პაკეტი: 7 დღე/6 ღამე

აირჩიე სასურველი თარიღი:

  1. 2024 წლის 16, 13, 30 ნოემბერი
  2. 2024 წლის 7 დეკემბერი
  3. 2025 წლის 11, 18, 25 იანვარი
  4. 2025 წლის 1, 8, 15, 22 თებერვალი
  5. 2025 წლის 1, 8, 15, 22, 28 მარტი
  6. 2025 წლის 5, 12, 19, 26 აპრილი

ღირებულება: 2955 ლარიდან ერთ პერსონაზე

ტურის დეტალები:

შაბათი/დღე 1: ჩასვლა დელიში (by International flight 6E 1808 @ 0700 Hrs) – აგრა (205კმ/04სთ)

  • დელიში ჩასვლა Indigo Airlines-ის საერთაშორისო რეისით 6E 1808. დელის ახალ
    აეროპორტში (ტერმინალი 3) პასპორტ კონტროლის გავლისა და ბარგის მიღების შემდეგ, შეხვდებით ჩვენი კომპანიის წარმომადგენელს.
  • ტრადიციული “Swagat”’-ის (მისალმება) შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ მძღოლთან და
    გიდთან შეხვედრაში.
  • შეხვედრის შემდეგ გავემგზავრებით აგრაში. გზად ვესტუმრებით აქშარდამის ტაძრის კომპლექსს და მივირთმევთ ინდურ საუზმეს. შემდეგ გავაგრძელებთ მგზავრობას აგრაში და მივალთ სასტუმროში განსათავსებლად.
  • დარჩენილი დღე თავისუფალია სასურველი აქტივობებისთვის / დამატებითი ექსკურსიებისათვის

აქშარდამის ტაძარი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ჰინდუსური ტაძარი, რომელიც შესულია გინესის რეკორდების წიგნში. შენობის პერიმეტრზე განთავსებულია 148 სპილოს ფიგურა. ტაძრის გარე ნაწილი დაფარულია ვარდისფერი ქვებით, რაც სიყვარულის სიმბოლოა, ხოლო შიდა ნაწილი დაფარულია თეთრი მარმარილოთი, როგორც სიწმინდისა და აბსოლუტის
ნიშანი. ტაძარში ნავით შეგიძლიათ გაისეირნოთ.
საღამოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის, სურვილისამებრ ვესტუმრებით სიქანდარას – აქბარის სამარხს.

Kalakriti თეატრის შოუ – სურვილისამებრ (მოჰაბატ-ეტაჯი) აგრაში 
საგა მოგვითხრობს ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას სამეფო წყვილის შესახებ, კოსტიუმირებული შოუ, განსაკუთრებული სიმღერები და ცეკვები.

ფასში შედის აუდიო თარჯიმანი რუსულად.
შოუს ხანგრძლივობა არის 80 წუთი.

კვირა/დღე 2: აგრა

  • საუზმის შემდეგ, 08:30 საათზე გავემგზავრებით Mughal-ის იმპერიის დედაქალაქში. აგრა კვლავ იზიდავს სილამაზის მაძიებლებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რათა ისიამოვნონ დაუვიწყარი ტაჯ მაჰალით.
  • ტაჯ მაჰალი აშენდა დიდი მუღალეთის იმპერატორის შაჰ ჯახანის მიერ თავისი საყვარელი ცოლის, უმტაზის ხსოვნისთვის. სასახლე 20,000 ხელოსნის მიერ 22 წლის განმავლობაში შენდებოდა. ყვავილის ორნამენტი დამზადებული იასპით,
    აგატით, მალახიტით, ოპალით, ობსიდიანითა და მშვენიერი მარგალიტით არაჩვეულებრივად ერწყმის სასახლის სიმეტრიას.
    შემდეგი დანიშნულების ადგილი აგრას ციხესიმაგრეა, რომელიც 1565 წელს იმპერატორ აკბარის მიერ აშენდა, როგორც არმიის ციხე. ციხესიმაგრის უზარმაზარი კედლები ინახავს მშვენიერ არქიტექტურულ ნამუშევრებს – ინდურ და
    მუსლიმური ოსტატების შედევრებს.
  • სადილის შემდეგ ვესტუმრებით Itimad-ud-Daula-ს – Mirza Ghiyas Beg (იტიმად-უდდაულა) პატარა ელეგანტურ პარკ-კაფლს.
    შემდეგ, მოინახულებთ მარმარილოს სახელოსნოს, სადაც ავეჯი და სუვენირები მზადდება ნახევრად ძვირფასი ქვებით. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომ იხილოთ ოსტატების სამუშაო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გადაეცემოდა
    თაობიდან თაობას.
  • ვესტუმრებით მეჰტაბ ბაღს, მშვენიერ ბაღს იამუნას / ტაჯ მაჰალის ხედით
  • დავბრუნდებით სასტუმროში და ვივახშმებთ

ორშაბათი/დღე 3

  • აგრა – ფატეპურ-სიკრი – აბჰანერი – ჯაიპური (250 კმ/5 საათი მგზავრობა)
  • საუზმის შემდეგ, 08:30 საათზე, გავემგზავრებით ჯაიპურში, ვეწვევით “Ghost city-ს” ფატეპურ-სიკრის. ქალაქი, რომელიც აშენდა წითელი ქვიშაქვის უდაბნოს ტერიტორიაზე იმპერატორ აკბარის მიერ.
  • შემდეგ ვეწვევით აბჰანერს, სადაც გაეცნობით – ჩანდ ბაორს, რომელიც აშენდა VII საუკუნეში. ჩანდ ბაორი არის საოცარი ნაგებობა, შედგება ათასობით საფეხურისგან, რომელიც სიღრმისკენ ეშვება და ძალიან ძნელია დაიჯერო, რომ ეს უზარმაზარი და მშვენიერი ნაგებობა მხოლოდ ჭა არის ადამიანების წყლით მომარაგებისთვის. აქ თქვენ მოინახულებთ ჰარშიტა მატას ტაძარს (ბედნიერების
    ქალღმერთი), რომელიც Medieval ინდური არქიტექტურით არის აშენებული.
  • ტურის შემდეგ, გავემგზავრებით ჯაიპურისკენ, ლეგენდარული “ვარდისფერი ქალაქისკენ”, რომელიც არის რაჯასტანის დედაქალაქი, ის ააგო მაჰარაჯა ჯაი სინგ II-მ ყვითელ ფერში, თუმცა XIX საუკუნის შუა პერიოდში, ინგლისის პრინცი
    ალბერტის მოსვლის პატივსაცემად, ყველა შენობა გადაიღება ვარდისფერ ფერში. ჯაიპურის ქვიან ქუჩებში გასეირნება შეგიქმნით ბევრ სასიამოვნო მომენტს. გაივლით courtyards-ის ქვეშ ვიწრო კარების მახლობლად, რომლებიც სიკეთისა და
    იღბლის სიმბოლოდ არის აღიარებული.
  • საღამოს დავბრუნდებით ჯაიპურის სასტუმროში

სამშაბათი/დღე 4: ჯაიპური

  • საუზმის შემდეგ, 08:00 საათზე ვაგრძელებთ ექსკურსიას ამბერ ფორტში, რომელიც მდებარეობს 11 კმ ჩრდილოეთით ჯაიპურიდან. სწორედ იქ იყო, hills of Aravalli, სადაც მდებარეობდა შტატ ჯაიპურის უძველესი დედაქალაქი. ფორტი არის
    სასახლეების, პავილიონების, ბაღებისა და ტაძრების დიდებული კომპლექსი, სადაც გაისეირნებთ სპილოებით.
    მაჰარაჯას აპარტამენტებიდან წვრილი ხეობების შთამბეჭდავი ხედი იშლება.
  • დღის მეორე ნახევარში ქალაქის ტური მოიცავს უნიკალური ჯანტარ-მანტარის ობსერვატორიაში სტუმრობას, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი მზის საათია წარმოდგენილი.
  • ვეწვევით ქალაქის სასახლეს, რომლის მუზეუმებში შეგიძლიათ ნახოთ მუღალების სამოსის, იარაღისა და მინიატურული ფერწერის მშვენიერი კოლექციები. ჰავა მაჰალიდან (ქარის სასახლე) შეგიძლიათ დატკბეთ ლამაზი ხედებით. სასახლის
    ფანჯრის უცნაური რელიეფი და ნაკვეთებზე დატანილი გეომეტრიული ფორმები ჯაიპურის სიმბოლოდ ითვლება.
    ჯაიპური ცნობილია ტექსტილით, ის ასევე არის სამკაულების ცენტრი. ყოველწლიურად აქ იმართება ძვირფასი ქვების და სამკაულების საერთაშორისო გამოფენა. ადგილობრივი პროდუქცია შეგიძლიათ დაათვალიეროთ სამკაულების
    საწარმოო ქარხანაში. ასევე მოინახულებთ ტექსტილის ქარხანას, სადაც გაეცნობით ინდური ტექსტილების მაგიური ხატვის ხელოვნებას. ქალბატონები აქ შეძლებენ მოირგონ ინდური სარი, ხოლო მამაკაცები – ტრადიციულ ინდურ სამოსს
    – კურტას.
  • საღამოს ვეწვევით ბირლას ტაძარს. The Lakshmi Narayana Temple, ეს მშვენიერი ტაძარი მდებარეობს ჯაიპურის მოტი დუნგრის მთის ქვეშ. შენობა მთლიანად მაღალი ხარისხის თეთრი მარმარილოსგან არის აშენებული. ტაძარში რამდენიმე
    განსაკუთრებული სკულპტურაა განთავსებული, როგორებიცაა განეშა და სხვა ინდური ღმერთები. ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ დიდი მოაზროვნეები და ფილოსოფოსები, როგორებიც არიან ბუდა და სოკრატე.
  • საღამოს დავბრუნდებით ჯაიპურის სასტუმროში და ვივახშმებთ.

ოთხშაბათი/დღე 5: ჯაიპური – დელი (260 კმ/5 საათი)

  • საუზმის შემდეგ, გავემართებით დელიში. გზად ვეწვევით Samode Palace or Sahpura Haveli or Fort Neemrana (Palace/Heriatge hotel for lunch to be paid directly ).
  • დელიში ჩასვლის შემდეგ, გავივლით რეგისტრაციას სასტუმროში, დარჩენილი დღე კი თავისუფალია სასურველი აქტივობებისთვის.
  • ვახშამი დელის სასტუმროში.

ხუთშაბათი/დღე 6: დელი

  • საუზმის შემდეგ 09:30-ზე, მოვინახულებთ ქალაქს. დელი არის თანამედროვე ინდოეთის დედაქალაქი. მრავალი დინასტია აყვავდა ამ სამეფო მიწაზე ბოლო სამ ათასწლეულში. მათი მემკვიდრეობა კვლავაც ცოცხალია მრავალი ძეგლის სახით,
    დაწყებული მე-13 საუკუნის ლოდების მავზოლეუმიდან და დასრულებული ბრიტანეთის იმპერიის შენობებით, როგორებიცაა პარლამენტი ან პრეზიდენტის სასახლე.
  • პროგრამაში შედის ტურისტული ადგილების მონახულება – ინდიის კარიბჭე, პრეზიდენტის სასახლე და მთავრობის შენობა, Gurudwara Bangla Sahib, ლოტუსის ტაძარი და Qutub minar.
    ლოტუსის ტაძარი არის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ტაძარი ინდოეთში. იგი აშენებულია ლოტუსის ყვავილის ფორმით და წარმოადგენს ყველაზე დიდ და ულამაზეს ბაჰაის ტაძარს, რომელიც არის ამ რწმენის სიმბოლო მთელ
    მსოფლიოში.
    Qutub mina, რომელიც აშენდა XII-XIV საუკუნეებში, დეკორირებული კალიგრაფიული წარწერით, წარმოადგენს მუსულმანური მმართველობის სიმბოლოს დელიში.
    GURDWARA SRI BANGLA მდებარეობს დელის ქალაქში. იგი აშენდა სრი გური ჰარკრიშანის დელის წმინდა ვიზიტისას.
  • დაბრუნების შემდეგ ვივახშმებთ სასტუმროში

პარასკევი/დღე 7: დელიდან ფრენა – (6E 1807 DEL-TBS 19:20 – 23:35)

  • დილით თავისუფალი დრო.
  • სასტუმროდან გავალთ 12:30 – 13:00 საათისთვის და ვეწვევით სავაჭრო ცენტრებს, Haus Khas Village-ს ან Dilli Haa-ს.
    შემდეგ გავემართებით დელის აეროპორტისკენ.~

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ორმხრივი ავიაბილეთი / თბილისი-დელი-თბილისი (პირდაპირი რეისი ინდიგოს ავიახაზებით);
  • ხელბარგი-7 კგ / ჩასაბარებელი ბარგი-30 კგ;
  • სასტუმროში განთავსება 6 ღამით;
  • კვება – ორჯერადი ( საუზმე და ვახშამი);
  • ტრანსფერები – დახვედრა/გაცილება/შიდა-გადაადგილებები;
  • ინგლისურენოვანი გიდი (იმ შემთხვევაში თუ ტურის ყველა მონაწილის სურვილი იქნება ,შესაძლოა რუსულ ენოვანი გიდით ჩანაცვლება) ;
  • სპილოთი გასეირნება;
  • არქიტექტურულ ძეგლებში შესვლის ბილეთები

ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • პირადი ხარჯები;
  • გიდისა და მძღოლის Tips-ები;
  • სავიზო მოსაკრებელი (37 ევრო).
  • არჩევითი / დამატებითი ექსკურსიები

tips:

  • 2 ევრო თითო ადამიანზე დღეში (ჯამში 10-12 ევრო) მძღოლისა და მისი თანაშემწისთვის
  • 2 ევრო თითო ადამიანზე დღეში (ჯამში 10-12 ევრო) გიდისთვის
  • 1 ევრო თითო ადამიანზე დღეში (5 ევრო ჯამში, ბელბოებისთვის ბარგის მომსახურებაზე / ოფიციანტებისთვის
    ლანჩის დროს)
  • სულ 25 ევრო თითო ადამიანზე
📣გაითვალისწინეთ ფასები ცვალებადია და დაჯავშნამდე გადაამოწმეთ ოპერატორთან.
თქვენთვის სასურველ ქვეყანაში მოგზაურობის სურვილის შემთხვევაში შეგიძლია შეუკვეთოთ ტური ონლაინ: https://goodtravel.ge/order-tours/
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
☎️ (032) 2 300-700; (შიდა ნომერი 202);
📲მობ: 555 170 107 – მარიამი
📍ან გვესტუმრე ახალ მისამართზე:
თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17;
წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ ✈️
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია
1

ქვეყნის შესახებ

Sorry, the comment form is closed at this time.