თარიღები მალე განახლდებაჯგუფური ტური

N10: გვიანი საკურას ყვავილობა

იაპონია · 10 დღე / 9 ღამე

ფოტო: Kristin Wilson, Zhaoli JIN, Pavlo Klein, Ricky LK / Unsplash

  • ხანგრძლივობა10 დღე / 9 ღამე
  • გასვლათბილისიდან
  • ქვეყნებიიაპონია

ტურის აღწერა

მარშრუტი: ტოკიო - კიოტო - კამაკურა - ჰაკონე - ოსაკა - ნარა

დღე 1 / 7 აპრილი / თბილისი - ტოკიო

გავემგზავრებით თბილისიდან 21:35-ზე, ტოკიოში ვიქნებით ადგილობრივი დროით 19:10-ზე.დაგვხვდება ტრანსფერი და გავემგზავრებით სასტუმროში, დავბინავდებით, დავისვენებთ და მოვემზადებით მეორე დღის - ქალაქ ტოკიოს საინტერესო ექსკურსიისთვის.

ღამისთევა სასტუმროში

დღე 2 / 8 აპრილი / ტოკიოს ქალაქის საფეხმავლო ექსკურსია

ნიჰონბაში და გინზას სავაჭრო უბანი, ცუკიჯის ბაზარი, ტოკიოს კოშკი, ციფრული ხელოვნების მუზეუმი, ტაკეშიტას ქუჩა (ჰარაჯუკუ), მეიჯის წმინდა ტაძარი, ომოტესანდოს გამზირი, შიბუიას უბანი, შიბუიას გადასასვლელი, ჰაჩიკოს ძეგლი

ღამისთევა ტოკიოში

დღე 3 / 9 აპრილი / ჰაკონე

ჰაკონეს ღია ცის მუზეუმი, ჰაკონეს საბაგირო გზა, ოვაკუდანის ხეობა, ჰაკონე-ჯინჯას სალოცავი, აშის ტბადა კრუიზი

ღამისთევა ტოკიოში

დღე 4 / 10 აპრილი / ტოკიოს საფეხმავლო ექსკურსია

ტოკიოს ტელეანძა, ასაკუსას უბანი, კამინარიმონის კარიბჭე, სენსო-ჯის ტაძარი, ასაკუსას სალოცავი, შინჯუკუს მიწისქვეშა სავაჭრო და გასართობი უბანი

ღამისთევა ტოკიოში

დღე 5 / 11 აპრილი / კამაკურა

ენგაკუ-ჯის ტაძარი, ცურუგაოკა ჰაჩიმანგუს შინტოისტური ტაძარი, კოტოკუ-ინის ტაძარი, დიდი ბუდას ბუდისტური ტაძარი, კამაკურას მთავარი ქუჩა, ჰასე დერას ბუდისტური ტაძარი

ღამისთევა ტოკიოში

დღე 6 / 12 აპრილი / ტოკიო-კიოტო

თავისუფალი დღე ტოკიოში, 17:00-ზე ტოკიოდა კიოტოში სწრაფი მატარებლით გადასვლა, სასტუმროში დაბინავება

ღამისთევა კიოტოში

დღე 7 / 13 აპრილი / კიოტოს საფეხმავლო ექსკურსია

ჰიგაშიამას უბანი - ნინენზაკასა და სანენზაკას ქუჩები, სტარბაქსის უნიკალური კაფე, კიომიძუ-დერას ტაძარი და სამრეკლო, იასაკას სალოცავი, ჰანამიკოჯის ქუჩა – გიონის უბანი

ღამისთევა კიოტოში

დღე 8 / 14 აპრილი / ოსაკა და ნარა

ოსაკა: უმედას „სქაი ბილდინგი“ (გარედან), ოსაკას ციხე, ნინომარუს ბაღი, დოტონბორის ცნობილი ქუჩა, შინსაიბაშის სავაჭრო ქუჩა

ნარა: კოფუკუ-ჯი ხუთსართულიანი პაგოდა, ტოდაი-ჯი ტაძარი და დიდი ბუდას დარბაზი, ნარას ირმების პარკი

ღამისთევა კიოტოში

დღე 9 / 15 აპრილი / არაშიამას ბამბუკების ტყე და კიოტოს ექსკურსია

კიოტო: კინკაკუ-ჯი (ოქროს პავილიონი), ნიჯოს ციხე-სიმაგრე, ფუშიმი ინარი (თუ დროში მოესწრო)

არაშიამას ბამბუკების ტყე და ტენრიუ-ჯის ტაძარი

ღამისთევა კიოტოში

დღე 10 / 16 აპრილი / კიოტო - ტოკიო და გამოფრენა

თავისუფალი დრო დღის პირველი ნახევარში 13:00 საათამდე, სწრაფი მატარებლით გადასვლა ტოკიოს აეროპორტისკენ, ფრენა ტოკიოდან  22:25-ზე, თბილისში ვიქნებით 17 აპრილს 15:50-ზე

მოგზაურობის პერიოდი: 7-17 აპრილი

სრული საგზურის ღირებულება შეადგენს 9500 ლარს და ღირებულებაში შედის:

ფრენა კატარის ავიახაზებით: თბილისი - დოჰა - ტოკიო და ტოკიო - დოჰა - თბილისი

ჩასაბარებელი ბარგი 20 კგ და 8 კგ ხელბარგი

სასტუმრო (საუზმით): 5 ღამე ტოკიოში და 4 ღამე კიოტოში

ტრანსფერები

ტოკიოს აეროპორტიდან სასტუმრომდე

ტოკიოს სასტუმროდან ტოკიოს სადგურამდე

კიოტოს სადგურიდან კიოტოს სასტუმრომდე

კიოტოს სასტუმროდან კიოტოს სადგურამდე

დაქირავებული ავტობუსით მომსახურება (10 სთ დღეში)

ტოკიოდან კამაკურაზე და უკან

ტოკიოდან ჰაკონეზე და უკან

კიოტოდან ოსაკასა & ნარა და უკან

კიოტოდან ბამბუკების ტყე, კინკაკუ-ჯი და ნიჯოს ციხე

ბილეთები

ციფრული ხელოვნების მუზეუმი

ჰაკონეს ღია ცისქვეშ მუზეუმი

ტოკიოს „სქაითრი“

ჰაკონეს საბაგირო

აშის ტბის კრუიზი

ნიჯოს ციხე

ოსაკას ციხე სიმაგრე

ტოდაი-ჯის ტაძარი და დიდი ბუდა

კინკაკუ-ჯი

კოტოკუ-ინის ტაძარი (დიდი ბუდა)

დიდი ბუდას შიგნით შესვლა

ჰასე დერას ტაძარი

ენგაკუ-ჯის ტაძარი

კიომიძუ დერას ტაძარი

ავტობუსი / მეტრო / მატარებელი (საზოგადოებრივი ტრანსპორტი)

სწრაფი მატარებელი (შინკანსენი) - ტოკიო-კიოტო

შიდა ექსკურსიების დროს გამოყენებული ყველა ტრანსპორტი

სწრაფი მატარებელი (შინკანსენი) - კიოტო-ტოკიოს აეროპორტი

სხვადასხვა

სამოგზაურო დაზღვევა

სავიზო მომსახურება

სეუკას ბარათი

ქალაქის მოსაკრებელი (ტოკიოსა და კიოტოში)

წაიკითხეთ ბლოგში

ახლა აქტიური და მალე განახლებადი ტურები

იაპონიის ტურები →
თარიღები მალე განახლდებაჩამწერეთ