
N13: იაპონია ეკონომ საგზური
იაპონია · 8 დღე / 7 ღამე



ფოტო: Denys Nevozhai, Jezael Melgoza, Shigeki Wakabayashi, Alex Knight / Unsplash
- ხანგრძლივობა8 დღე / 7 ღამე
- გასვლათბილისიდან
- ქვეყნებიიაპონია
ტურის აღწერა
მარშრუტი: ტოკიო - კიოტო - კამაკურა - ბამბუკების ტყე - ოსაკა - ნარა
დღე 1 / 14-15 მაისი / თბილისი - ტოკიო
14 მაისს გავემგზავრებით თბილისიდან 14:00-ზე, ტოკიოში ვიქნებით ადგილობრივი დროით 12:25-ზე (15 მაისი), დაგვხვდება ტრანსფერი და გავემგზავრებით სასტუმროში. ნომრებში განთავსების და ცოტაოდენი დასვენების შემდეგ მსურველებს შეგვძილია საღამოხანს დავაგემოვნოთ ტრადიციული იაპონური სამზარეულო, ან/და შეგვიძლია გავისეირნოთ აკიჰაბარას „ელექტრონიკის უბანში“, რომელიც ცნობილია მაღაზიებითა და ანიმე–კულტურით.
ღამისთევა სასტუმროში
დღე 2 / 16 მაისი / ტოკიოს ქალაქის საფეხმავლო ექსკურსია
ნიჰონბაში და გინზას სავაჭრო უბანი, ცუკიჯის ბაზარი, ტოკიოს კოშკი, ციფრული ხელოვნების მუზეუმი, ტაკეშიტას ქუჩა (ჰარაჯუკუ), მეიჯის წმინდა ტაძარი, ომოტესანდოს გამზირი, შიბუიას უბანი, შიბუიას გადასასვლელი, ჰაჩიკოს ძეგლი.
ღამისთევა ტოკიოში
დღე 3 / 17 მაისი / კამაკურა
ენგაკუ-ჯის ტაძარი, ცურუგაოკა ჰაჩიმანგუს შინტოისტური ტაძარი, კოტოკუ-ინის ტაძარი, დიდი ბუდას ბუდისტური ტაძარი, კამაკურას მთავარი ქუჩა, ჰასე დერას ბუდისტური ტაძარი
ღამისთევა ტოკიოში
დღე 4 / 18 მაისი / ტოკიოს საფეხმავლო ექსკურსია
ტოკიოს ტელეანძა, ასაკუსას უბანი, კამინარიმონის კარიბჭე, სენსო-ჯის ტაძარი, ასაკუსას სალოცავი, შინჯუკუს მიწისქვეშა სავაჭრო და გასართობი უბანი
ღამისთევა ტოკიოში
დღე 5 / 19 მაისი / ტოკიო-კიოტო
დილაადრიან სწრაფი მატარებლით გავემგზავრებით ტოკიოდან კიოტოში, სასტუმროში ბარგის დავტოვების შემდგომ ვისადილებთ და შემდგომ გვექნება ქალაქის მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია: კიომიძუ-დერას ტაძარი, კიომიძუ შორო (ზარის სამრეკლო), ნინენზაკა და სანენზაკას ქუჩები, იასაკას სალოცავი, გიონი - გეიშების და გეიკოების უბანი, ჰანამიკოჯის ქუჩა (ხის მაჩიას სახლები)
ღამისთევა კიოტოში
დღე 6 / 20 მაისი / ოსაკა და ნარა
ოსაკა: უმედას „სქაი ბილდინგი“, ოსაკას ციხე, დოტონბორის ცნობილი ქუჩა
ნარა: ტოდაი-ჯი ტაძარი და დიდი ბუდა, ნარას ირმების პარკი
ღამისთევა კიოტოში
დღე 7 / 21 მაისი / არაშიამას ბამბუკების ტყე და კიოტოს საფეხმავლო ექსკურსია
არაშიისამას ბამბუკების ტყე და ტენრიუ-ჯის ტაძარი
კიოტო: კინკაკუ-ჯი (ოქროს პავილიონი), ნიჯოს ციხე-სიმაგრე, კიოტოს საიმპერატორო სასახლე, ნიშიკის ბაზარი, იასაკას სალოცავი
ღამისთევა კიოტოში
დღე 8 / 22 მაისი / კიოტო - ტოკიო და გამოფრენა
თავისუფალი დრო დღის პირველი ნახევარში 13:00 საათამდე, სწრაფი მატარებლით გადასვლა ტოკიოს აეროპორტისკენ, ფრენა ტოკიოდან 22:25-ზე, თბილისში ვიქნებით 23 მაისს 12:40-ზე
მოგზაურობის პერიოდი: 14 - 23 მაისი
სრული საგზურის ღირებულება შეადგენს 7500 ლარს და ღირებულებაში შედის
ფრენა: კატარის ავიახაზებით: თბილისი - დოჰა - ტოკიო და ტოკიო - დოჰა - თბილისი
ბარგი: 7კგ. ხელბარგი და 25კგ. ჩასაბარებელი ბარგი
განთავსება 15 - 22 მაისი: 4 ღამე ტოკიოში და 3 ღამე კიოტოში
საუზმე
ტრანსფერები
ტოკიოს აეროპორტიდან სასტუმრომდე
ტოკიოს სასტუმროდან ტოკიოს სადგურამდე
კიოტოს სადგურიდან კიოტოს სასტუმრომდე
კიოტოს სასტუმროდან კიოტოს სადგურამდე
ბილეთები
ციფრული ხელოვნების მუზეუმი
ტოკიოს „სქაითრი“
ნიჯოს ციხე
ოსაკას ციხე სიმაგრე
ტოდაი-ჯის ტაძარი და დიდი ბუდა
კინკაკუ-ჯი
კოტოკუ-ინის ტაძარი (დიდი ბუდა)
დიდი ბუდას შიგნით შესვლა
ჰასე დერას ტაძარი
ენგაკუ-ჯის ტაძარი
კიომიძუ დერას ტაძარი
ტენრიუ-ჯი ტაძარი
ავტობუსი / მეტრო / მატარებელი
სწრაფი მატარებელი (შინკანსენი) - ტოკიო-კიოტო
გასვლითი ექსკურსიების დროს გამოყენებული ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი
შიდა ექსკურსიების დროს გამოყენებული ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი
სწრაფი მატარებელი (შინკანსენი) - კიოტო-ტოკიოს აეროპორტი
სხვადასხვა
სამოგზაურო დაზღვევა
სავიზო მომსახურება
სეუკას ბარათი
ქალაქის მოსაკრებელი (ტოკიოსა და კიოტოში)
მეგზური / გიდი: ნინო გლოველი
მოქმედი გიდი საქართველოში, ცხოვრობდა 2 წელი იაპონიაში და კარგად იცნობს იაპონურ კულტურას და ისტორიას





