თარიღები მალე განახლდებაჯგუფური ტური

N15 – იაპონია: ოქროს მარშრუტი

ტოკიო · კამაკურა · კიოტო · ნარა · ჰიმეჯი · ოსაკა

  • ხანგრძლივობა10 დღიანი
  • გასვლათბილისი
  • მეგზურიგოგა ჩანადირი
  • ქვეყნებიიაპონია
  • Qatar Airways
  • 9 ღამე სასტუმროში
  • ვიზა შედის
  • შინკანსენი
  • მეგზური გოგა ჩანადირი

ტურის აღწერა

დაუვიწყარი 10 დღიანი მოგზაურობა იაპონიის ყველაზე გამორჩეულ ქალაქებში, სადაც თანამედროვე მეგაპოლისები, უძველესი ტაძრები, სამუაების ისტორია და უნიკალური ბუნება ერთიანდება.

აღმოაჩენთ ტოკიოს ენერგიულ უბნებს, კიოტოს ტრადიციულ ქუჩებსა და ოქროს პავილიონს, გეიშების ისტორიულ უბნებსა და ტრადიციულ ჩაის სახლებს, კამაკურას დიდ ბუდას,

ჰაკონეს ვულკანურ პეიზაჟებსა და ფუჯის ხედებს, ნარას ირმებს და ოსაკას ისტორიულ ციხეს, ბამბუკის ტყეებს, ტორის კარიბჭეებს, ჩაის სახლებს …

დღე 1 · 3-4 ნოემბერი: თბილისი – ტოკიო

3 ნოემბერი ფრენა თბილისიდან 14:50-სთ-ზე, ტოკიოში ვიქნებით 11:55წთ-ზე ადგილობრივი დროით (4 ნოემბერს) ტრანსფერი და სასტუმროში განთავსება. სურვილის შემთხვევაში საღამოს ტოკიოს საფეხმავლო ექსკურსია

ღამისთევა ტოკიოში

დღე 2 · 5 ნოემბერი: ტოკიოს ქალაქის საფეხმავლო ექსკურსია

  • ტოკიოს კოშკი — ეიფელის კოშკით შთაგონებული ტელეანძა; ცნობილია ღამის განათებითდა ტოკიოს პანორამული ხედებით.
  • ასაკუსა— ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული უბანი; ინარჩუნებს „ძველი ედოს“ ატმოსფეროს, ტრადიციული ქუჩებითა და სუვენირების მაღაზიებით.
  • კამინარიმონი— ასაკუსას სიმბოლო; უზარმაზარი წითელი ფარანი ტოკიოს ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო-ლოკაციაა.
  • სენსო-ჯი— ტოკიოს უძველესი და ყველაზე პოპულარული ბუდისტური ტაძარი; ცნობილია საკმევლის რიტუალებით და ნაკამისეს სავაჭრო ქუჩით.
  • ასაკუსას სალოცავი — მშვიდი შინტოისტური სალოცავი სენსო-ჯის გვერდით; განსაკუთრებით ცნობილია სანჯა მაცურის ფესტივალით.
  • შინჯუკუ— ტოკიოს ყველაზე ენერგიული რაიონი; ცნობილია ცათამბჯენებით, უზარმაზარი მიწისქვეშა სავაჭრო სივრცეებით, ნეონებით და ღამის ცხოვრებით.

ღამისთევა ტოკიოში

დღე 3 · 6 ნოემბერი: კამაკურა

  • ცურუგაოკა ჰაჩიმანგუ — კამაკურას მთავარი შინტოისტური კომპლექსი; ცნობილია ტრადიციული კარიბჭეებით, ტბორებით და სამურაების ეპოქის ისტორიით.
  • კოტოკუ-ინი— აქ მდებარეობს კამაკურას ცნობილი დიდი ბრინჯაოს ბუდა (დაიბუცუ); უნიკალურია იმით, რომ ღია ცის ქვეშ დგას.
  • ჰასე-დერა— ულამაზესი ბუდისტური ტაძარი ბაღებითა და ზღვის ხედებით; ცნობილია კანონის მრავალმკლავიანი ქანდაკებით და ჰორტენზიების სეზონით.
  • კომაჩი-დორი— კამაკურას მთავარი ტურისტული ქუჩა; სავსეა ქუჩის საკვებით, სუვენირების მაღაზიებით და ტრადიციული იაპონური ტკბილეულით.
    ღამისთევა ტოკიოში

დღე 4 · 7 ნოემბერი: ტოკიოს საფეხმავლო ექსკურსია

  • გინზა— ტოკიოს ყველაზე ელეგანტური სავაჭრო უბანი; ცნობილია ლუქს ბრენდებით, თანამედროვე არქიტექტურით და დახვეწილი ატმოსფეროთი.
  • ტოკიოს კოშკი — ეიფელის კოშკით შთაგონებული ტელეანძა; ცნობილია ღამის განათებითდა ტოკიოს პანორამული ხედებით.
  • ციფრული ხელოვნების მუზეუმი — ცნობილია სინათლის ინსტალაციებით, მოძრავი პროექციებით და სრულად განსახვავებული გამოცდილებით.
  • ტაკეშიტას ქუჩა — ახალგაზრდული მოდისა და ქუჩის კულტურის ცენტრი; ცნობილია ფერადი კაფეებითა და ექსტრავაგანტური სტილით.
  • შიბუია— ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი უბანი; ცნობილია ნეონებით, შოპინგით და ახალგაზრდული ენერგიით
  • შიბუიას გადასასვლელი — მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქვეითთა გადასასვლელი; ერთდროულად ასობით ადამიანი კვეთს ქუჩას
  • ჰაჩიკოს ქანდაკება — ერთგული ძაღლის სიმბოლო; ტოკიოში ყველაზე პოპულარული შეხვედრის ადგილი. ღამისთევა ტოკიოში

დღე 5 · 8 ნოემბერი: ტოკიო – კიოტო

  • ტოკიო— თავისუფალი დღე ქალაქში; შესაძლებელია შოპინგი, კაფეები, მუზეუმები ანბოლო გასეირნება საყვარელ უბნებში.
  • ტოკაიდო შინკანსენი — მსოფლიოში ცნობილი სწრაფი მატარებელი; კომფორტულად დამაღალი სიჩქარით აკავშირებს ტოკიოსა და კიოტს.
  • კიოტო— იაპონიის ისტორიული კულტურული ცენტრი; ცნობილია ტაძრებით, გეიშების უბნებით და ტრადიციული ატმოსფეროთი.

ღამისთევა კიოტოში

დღე 6 · 9 ნოემბერი: კიოტოს ექსკურსია

  • კინკაკუ-ჯი—ცნობილი „ოქროს პავილიონი“ ტბის პირას; მთლიანად ოქროს ფურცლებით დაფარული ტაძარი კიოტოს სიმბოლოა
  • ნიჯოს ციხე- შოგუნების ისტორიული რეზიდენცია; ცნობილია მდიდრული ინტერიერით და„მგალობელი იატაკებით“.
  • ფუშიმი ინარი ტაიშა — ათასობით წითელი ტორის კარიბჭით ცნობილი სალოცავი; ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი იაპონიაში.
  • გიონი - კიოტოს ტრადიციული გეიშების უბანი; ცნობილია ძველი ხის სახლებითა და ავთენტური ატმოსფეროთი
  • იასაკას სალოცავი — გიონის მთავარი შინტოისტური სალოცავი; განსაკუთრებით ლამაზია საღამოს განათებებით.
  • ჰიგაშიამა— ისტორიული უბანი ტრადიციული ქუჩებითა და ჩაის სახლებით; ინარჩუნებს ძველი კიოტოს ხასიათს.
  • ნინენზაკა და სანენზაკა — ქვის საფარიანი ძველი ქუჩები; ცნობილია სუვენირების მაღაზიებით, ჩაის სახლებით და ტრადიციული ხედებით.
  • სტარბაქსის ყავის სახლი უნიკალურ ტრადიციულ იაპონურ მაჩიას შენობაში; აერთიანებს თანამედროვე კაფესა და ძველ კიოტოს სტილს.
  • კიომიძუ-დერა— კიოტოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარი; ცნობილია ხის უზარმაზარი ტერასით და ქალაქის პანორამული ხედებით.
  • იასაკას პაგოდა -  ჰიგაშიამას ხუთსართულიანი სამრეკლო; კიოტოს ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური სიმბოლო.

ღამისთევა კიოტოში

დღე 7 · 10 ნოემბერი: არაშიამას ბამბუკების ტყე და ნარა - ირმების პარკი

  • არაშიამას ბამბუკის ტყე — ბამბუკის მაღალი კორომებით ცნობილი საფეხმავლო ბილიკი; ქმნის მშვიდ და თითქმის ჯადოსნურ ატმოსფეროს.
  • ტენრიუ-ჯი— ზენ-ბუდისტური ტაძარი UNESCO-ს სიაში; ცნობილია ულამაზესი იაპონური ბაღებითა და არაშიამას ხედებით.
  • ნარას პარკი - ცნობილი თავისუფლად მოსიარულე ირმებით; ირმები ქალაქის სიმბოლოდ და წმინდა არსებებად მიიჩნევა.
  • ტოდაი-ჯი— იაპონიის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუდისტური ტაძარი; ისტორიულად ძლიერი ბუდისტური ცენტრი იყო.
  • დიდი ბუდას დარბაზი — მსოფლიოში ერთ - ერთი უდიდესი ხის ტაძრის ნაგებობა; შიგნით განთავსებულია გიგანტური ბრინჯაოს ბუდას ქანდაკება.

ღამისთევა კიოტოში

დღე 8 · 11 ნოემბერი: თავისუფალი დღე კიოტოში

  • კიოტო - თავისუფალი დღე ძველი იაპონიის ატმოსფეროში; ჩაის სახლები, შოპინგი დამშვიდი გასეირნება ისტორიულ ქუჩებში.

ღამისთევა კიოტოში

დღე 9 · 12 ნოემბერი: ქალაქი ჰიმეჯი და ჰიმეჯის ციხე

  • ჰიმეჯი - ისტორიული იაპონური ქალაქი; ცნობილია ქვეყნის ყველაზე შთამბეჭდავი ფეოდალური ციხესიმაგრით.
  • ჰიმეჯის ციხე — იაპონიის ყველაზე ცნობილი და საუკეთესოდ შემონახული სამურაების ეპოქის ციხე; „თეთრი ყანჩის ციხეს“ უწოდებენ ელეგანტური თეთრი არქიტექტურის გამო.
    ღამისთევა კიოტოში

დღე 10 · 13 ნოემბერი: ოსაკას ციხე და გამოფრენა

  • ოსაკას ციხე - ოსაკას მთავარი ისტორიული სიმბოლო; ცნობილია სამურაების ეპოქის ისტორიით და ქალაქის პანორამული ხედებით
  • ოსაკას ციხის პარკი — ფართო მწვანე სივრცე ციხის გარშემო; პოპულარულია ბაღებში, არხების პირას და საკურების სეზონზე გასეირნებისთვის.

ოსაკას მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობა ოსაკა ციხე, პანორამული ხედები ოსაკაზე; ბაღებში და არხის პირას გასეირნება, შემდეგ კი გამგზავრება ოსაკას აეროპორტის მიმართულებით. ტურის დასასრული და ფრენა 17:55 სთ-ზე, დაბრუნება თბილისში  14 ნოემბერს 13:20-ზე

ფასში შედის

  • ფრენა Qatar Airways-ით: თბილისი – დოჰა – ტოკიო და ოსაკა – დოჰა – თბილისი
  • 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი და 8 კგ ხელბარგი
  • სასტუმრო საუზმით: 4 ღამე ტოკიოში, 5 ღამე კიოტოში
  • ყველა ტრანსფერი და დაქირავებული ავტობუსი გასვლით ექსკურსიებზე
  • შინკანსენი ტოკიო – კიოტო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი
  • შესასვლელი ბილეთები: მუზეუმები, ციხეები და ტაძრები პროგრამის მიხედვით
  • სამოგზაურო დაზღვევა, სავიზო მომსახურება, Suica ბარათი, ქალაქის მოსაკრებელი

წაიკითხეთ ბლოგში

ახლა აქტიური და მალე განახლებადი ტურები

იაპონიის ტურები →
თარიღები მალე განახლდებაჩამწერეთ