ამჟამად არ არის აქტიურიჯგუფური ტური

იაპონიის ჯგუფური ტური გოგა ჩანადირთან ერთად – ნოემბერი N8

იაპონია · 10 დღიანი

ფოტო: Lucas Calloch, Lyndon Li, Rafael Hoyos Weht, Kishor / Unsplash

  • ხანგრძლივობა10 დღიანი
  • გასვლათბილისიდან
  • ქვეყნებიიაპონია

ტურის აღწერა

რიგით მერვე ჯგუფური ტური ნოემბერში, გოგა ჩანადირის მეგზურობით, შემოგვიერთდი ამომავალი მზის ქვეყანაში, ჯგუფურ ტურში სამოგზაუროდ. გაითვალისწინეთ ადგილები ლიმიტირებულია.

ტურის მოკლე აღწერა

2 ნოემბერი / გამგზავრება თბილისიდან 14:55 სთ-ზე, დოჰაში ვიქნებით 17:05-ზე, დიდი გადაჯდომის გამო, გამოვიყენებთ შესაძლებლობას და გავალთ დოჰაში, გვექნება თავისუფალი დრო/საღამო ქალაქში სასეირნოდ, შემდგომ დავისვენ-გამოვიძინებთ სასტუმროში, ხოლო 08:40-ზე გავემგზავრებით დოჰადან ტოკიოში, ჩასვლისთანავე (01:00 სთ-ზე) დაგვხდება ტრანსფერი, მიგვიყვანს სასტუმროში.

4 ნოემბერი / ტოკიო, ქალაქის საფეხმავლო ექსკურსია: გინზა, ტოკიოს კოშკი, ინსტალაციების ინოვაციურ მუზეუმი, ტოკიოს კოშკი, საღამოხანს კი შიბუიაზე გადავინაცვლებთ (ცნობილი გზაჯვარედინი და ჰაჩიქოს ქანდაკება), ვახშამი

5 ნოემბერი / კამაკურა: დიდი ბუდა, ენგკაკუ-ჯის ტაძარი, ცურუგაოკა ჰაჩიმანგუს სალოცავი, ჰასე-დერას ტაძარი, ჰოკოკუ-ჯი ტაძარი

6 ნოემბერი / ტოკიო - ქალაქის ექსკურსია: 634 მეტრი სიმაღლის ტოკიოს სამაუწყებლო ტელეანძა, ასაკუსას უბანი, სენსო-ჯის ტაძარი და თავისუფალი საღამო

7 ნოემბერი / ჰაკონე, აშის ტბა და კრუიზი: ჰაკონეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი, ოვაკუდანის ველი,  ჯინჯას სალოცავი, აშის ტბა (აშინოკო):

8 ნოემბერი / ტოკიო - კიოტო (სწრაფი მატარებლით ჩასვლა), სასტუმრო, ქალაქის ექსკურსია: კიომიძუ-დერა, ნინენზაკა და სანენზაკას ქუჩები, გიონის უბანი, იასაკას სალოცავი, ჰანამიკოჯის ქუჩა

9 ნოემბერი / კიოტო - ქალაქის ექსკურსია: ნიშიკის ბაზარი, ნიჯოს ციხე, კინკაკუ-ჯი

10 ნოემბერი / ოსაკა: ქალაქ ოსაკას საფეხმავლო ექსკურსია, ოსაკას ციხე, ნიშინომარუს ბაღები და ცნობილი, დოტონბორი, ცნობილი - უგემრიელეს ქუჩის საკვებით

11 ნოემბერი / კიოტო - ბამბუკების ტყე და ნარა: ნარას პარკი თავისუფლად მოსეირნე ირმებით, ტოდაი-ჯი ტაძარი, კოფუკუ- ჯის ხუთსართულიანი ტაძრი, კასუგა ტაიშას სალოცავი, ბუდას უზარმაზარი ბრინჯაოს ქანდაკება

12 ნოემბერი / კიოტო - თავისუფალი დღე კიოტოში, გადასვლა ტოკიოში და გამოფრენა 23:30 სთ-ზე

13 ნოემბერი / ტოკიო - თბილისში ვიქნებით 13:25 სთ-ზე

ტურის სრული აღწერა

2-3 ნოემბერი / თბილისიდან გავემგზავრებით 14:55 სთ-ზე, ჩავალთ ტოკიოში ჰენედას აეროპორტში 01:10 საათზე (3 ნოემბერს), დაგვხვდება ტრანსფერი და გავემგზავრებით სასტუმროში, დავბინავდებით, დავისვენ/გამოვიძინებთ და მოვემზადებით მეორე დღის - ქალაქ ტოკიოს საინტერესო ექსკურსიისათვის.

4 ნოემბერი / დღე 1 / ტოკიო - ქალაქის ექსკურსია

სასტუმროში საუზმის შემდეგ ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო უბანს – გინზასGinza მიმართულებით გავისეირნებთ, რომელიც ცნობილია თავისი ძვირადღირებული მაღაზიებით / ბუტიკებით, ასევე ცნობილი კვების ობიექტებით, რესტორნებით და ღამის ცხოვრებით.

შემდეგ გზას განვაგრძობთ და შევჩერდებით 333 მეტრი სიმაღლის ტოკიოს კოშკთან, რომელიც იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ღირსშესანიშნაობაა, ასევე ტოკიოს ომის შემდგომი აღორძინებისა და მოდერნიზაციის სიმბოლოა. პარიზში ეიფელის კოშკის მოდელის მიხედვით ტოკიოს კოშკი არის როგორც საკომუნიკაციო, ასევე სადამკვირვებლო და გვთავაზობს ქალაქის პანორამულ ხედებს.

კოშკის შემდეგ კი ვესტუმრებით ინსტალაციების ინოვაციურ მუზეუმს, რომელიც ცნობილიათავისი ჩაძირული და ინტერაქტიული ციფრული ხელოვნების ინსტალაციებით, რომელიც ხიბლავს ყველა ასაკის აუდიტორიას.

გავისეირნებთ ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალ და ენერგიულ უბან შიბუიაში, რომელიც ცნობილია სავაჭრო, კვების ობიექტებით და ღამის ცხოვრებით. შიბუია არის ტოკიოს საუკეთესო კლუბების სახლი, როგორიცაა WOMB და Sound Museum Vision, სადაც შეგიძლია იცეკვოთ მთელი ღამის განმავლობაში.

შიბუიაზე  ვეწვევით ცნობილ ჰაჩიკოს ქანდაკებას, პატივი ერთგული ძაღლისადმი, რომელიც ყოველდღე ელოდებოდა პატრონს შიბუიას სადგურზე. ეს არის პოპულარული შეხვედრის ადგილი და ერთგულების სიმბოლო.

გადავკვეთავთ მსოფლიოში ყველაზე დატვირთულ ქვეითთა გადასასვლელს (გზაჯვარედინს), სადაც ერთდროულად ასობით ადამიანი კვეთს ყველა მიმართულებით, აქ შექმნილი „ქაოსი“ კი ძალზედ საინტერესო სანახავია.

საღამოხანს გვექნება ვახშამი, ადგილობრივ, ტრადიციულ სუშიროს რესტორანში უგემრიელესი სუშის დასაგემოვნებლად

დაბრუნება და ღამისთევა ტოკიოში

5 ნოემბერი / დღე 2 / კამაკურა

ამ დღეს გვექნება გასვლითი ექსკურსია ისტორიული და უძველესი ტაძრების ქალაქ კამაკურაში, რომელიც მდებარეობს კანაგავას პრეფექტურაში, ტოკიოს სამხრეთით. კამაკურა ცნობილიათავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, ულამაზესი ტაძრებითა და ბუნებრივი პეიზაჟებით და პოპულარული ადგილია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. ქალაქში არის მრავალი ტაძარი, სალოცავი და ისტორიული ადგილი, რომლებიც ასახავს იაპონიის კულტურულ და რელიგიურ ისტორიას.

კამაკურაში მოვინახულებთ

  • ცურუგაოკა ჰაჩიმანგუს სალოცავს: – ეს მთავარი შინტოს სალოცავი ეძღვნება ჰაჩიმანს, სამურაების მფარველ ღვთაებას. სალოცავის ტერიტორიაზე ვნახავთ ხიდებს და ისტორიულ ნაგებობებს;

ენგაკუ-ჯის ტაძარი

  • გამოჩენილი ზენის ბუდისტური ტაძარი, დიდი ზარით და ლამაზი ბაღებით, ასახავს ზენ ბუდიზმის სტილსა და პრინციპებს, რომელიც დაარსდა 1282 წელს.

დიდი ბუდა (დაიბუცუ)

ჰასე- დერას ტაძარში მდებარე მასიური ბრინჯაოს ქანდაკება დაახლოებით 13,35 მეტრზე სიმაღლისაა, რომელიც აშენდა 1252 წელს და არის კამაკურას საკულტო სიმბოლო და მთავარი ღირსშესანიშნაობა.

  • ჰასე-დერას ტაძარი: – ცნობილია Kannon-ის (მოწყალების ქალღმერთის) დიდი ქანდაკებით, ულამაზესი ბაღებითა და კამაკურას პანორამული ხედებით. მოიცავს ულამაზეს ბაღს და მუზეუმს ბუდისტური არტეფაქტებით.
  • ჰოკოკუ-ჯი ტაძარი (ბამბუკის ტაძარი): – ტაძარს ასევე აქვს ტრადიციული ჩაის სახლი, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი ბამბუკის ტყის ხედით

საღამოხანს დაბრუნება ტოკიოში და თავისუფალი დრო / საღამო

ღამისთევა ტოკიოში

6 ნოემბერი / დღე 3 / ტოკიო

სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით (მეტრო/ავტობუსი) 634 მეტრი სიმაღლის ტოკიოს სამაუწყებლო ტელეანძაზე (tokyo skytree) ასასვლელად, რომელიც არის ყველაზე მაღალი  ნაგებობა იაპონიაში და სიმაღლით მეორე მსოფლიოში, საიდანაც გვექნება საშუალება დავტკბეთ ტოკიოს პანორამული ხედებით.

გზას ლამაზი ადგილებით ცნობილ უბან ასაკუსაში განვაგრძობთ, რომელიც ცნობილია ასევე მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, ისტორიული ადგილებით და ცოცხალი უბნებით. ასაკუსა პოპულარული და საყვარელი ადგილია ისეთი ტურისტებისთვის, რომლებიც ცდილობენ შეიგრძნონ ტრადიციული იაპონური კულტურა.

შემდეგ კი ვესტუმრებით სენსო-ჯის ტაძარს, რომელიც ტოკიოს უძველესი და ყველაზე ცნობილი ბუდისტური ტაძარია, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს. სენსო-ჯისტაძრის გვერდით მდებარეობს შინტოს სალოცავი, რომელიც ცნობილია ყოველწლიური Sanja Matsuri ფესტივალით.

საფეხმავლო ექსკურსიას განვაგრძობთ უენოს პარკის მიმართულებით, რომელიც ცნობილია ალუბლის ყვავილებით, მრავალი მუზეუმითა და კულტურული დაწესებულებით. აქვეა უენოს ზოოპარკი, სადაც მრავალფეროვანი ცხოველი ცხოვრობს, მათ შორის გიგანტური პანდები. გზად პარკში შესვლამდე კი გავივლით Ameya-Yokocho Market (Ameyoko): ხმაურიანი ბაზრის ქუჩას, რომელიც ცნობილია მრავალფეროვანი ტანსაცმელისა და აქსესუარების მაღაზიებით.

შემდეგ მეტრო/ავტობუსით გავემგზავრებით ცნობილ, მრავალფეროვან, ენერგიულ და(სადგურის) მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრების

უბან შინჯუკუში. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ავიდეთ ტოკიოს მეტროპოლიტენისმთავრობის შენობის 45-ე სართულზე, საიდანაც ტოკიოს განსაცვიფრებელი პანორამული ხედები მოსჩანს, ამბობენ ნათელ დღეებში ფუჯის მთაც კი შეგიძლიათ ნახოთო.

გვექნება თავისუფალი დრო / საღამო / ღამისთევა ტოკიოში

7 ნოემბერი / დღე 4 / ჰაკონე და აშის ტბა

ჰაკონე, ეს არის პოპულარული საკურორტო ქალაქი, რომელიც მდებარეობს კანაგავას პრეფექტურაში, ცნობილი თავისი ცხელი წყლებით, ბუნებრივი სილამაზითა და კულტურული ღირსშესანიშნაობებით, რას ვნახავთ/გავაკეთებთ ჰაკონეში:

  • ჰაკონეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი: აქ ვნახავთ მთელს მსოფლიოში ცნობილი მხატვრების მიერ წარმოდგენილ თანამედროვე და თანამედროვე სკულპტურების უზარმაზარ კოლექციას, ულამაზეს ბაღებს და პეიზაჟებს.
  • ოვაკუდანის ველი: ვულკანური ველი აქტიური გეოთერმული აქტივობით და გოგირდის წყლები.
  • ჰაკონეს საბაგიროდან დავტკბებით ხეობისა და ფუჯის მთის განსაცვიფრებელი ხედებით.
  • მსურველებს შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ გოგირდის ცხელ წყაროებში მოხარშული Kurotamago კურო-ტამაგო, ეს აქაურობისთვის პოპულაურლი, აუცილებლად დასაგემოვნებელი შავი კვერცხებია, რომელსაც წყაროს წყლების სიცხეში ორთქლზე ადუღებენ, რაც მოხარშვის შემდეგ, მას მისთვის დამახასიათებელ სუფთა-შავ ნაჭუჭს აძლევს. ასეთი ლეგენდაა: – ერთ კვერცს მაინც თუ მიირთმევ, სიცოცხლე შვიდი წლით გაგიხანგრძლივდებაო.
  • ჰაკონე-ჯინჯას სალოცავი: მდებარეობს აშის ტბის სანაპიროზე, აშენებულია აშის ტბის ნაპირზე 1260 წელზე მეტი ხნის ისტორიით და ცნობილია თავისი საკულტო ტორიის კარიბჭით, რომელიც ტბაზე ცურავს. სწორედ ამ ადგილიდან იშლება ულამაზესი ხედები და გვექნება შესაძლებლობა საოცარი ფოტოსესიის მოსაწყობად.
  • აშის ტბა (აშინოკო): ვულკანური აქტივობის შედეგად წარმოქმნილი თვალწარმტაცი ტბა, ნათელ დღეებში გვთავაზობს მთა ფუჯის ულამაზეს ხედებს.
  • კრუიზი: საბრძოლო ხომალდებით შთაგონებული (ან ტრადიციული) ინტერიერით გაფორმებული გემით გვექნება კრუიზი აშის ტბაზე, და გვექნება შესაძლებლობა დავტკბეთ მთაფუჯის შესანიშნავი ხედით, რომელიც ირეკლება ტბის სუფთა ზედაპირზე და ტბის მიმდებარე ულამაზეს ბუნებაზე.

დაბრუნება და ღამისთევა ტოკიოში

8 ნოემბერი / დღე 5 / ტოკიო – კიოტო, ქალაქის ექსკურსია

ტოკიოს სასტუმროში დილაადრიან, საუზმის შემდეგ გავათავისუფლებთ/დავტოვებთ ნომრებს და წავალთ ტოკიოს სადგურამდე, საიდანაც სწრაფი მატარებლით კიოტოს მიმართულებით გავემგზავრებით და 475 კილომეტრის დასაფარად დაგვჭირდება 2 საათი 12 წუთი. კიოტოს სადგურიდან ტრანსფერი ჩვენს სასტუმრომდე. ნომრებში განთავსების და ცოტაოდენი დასვენების / სადილის შემდეგ გვექნება საფეხმავლო ექსკურსია:

კიომიძუ-დერა – კიომიზუ დერა

ტაძარი განსაკუთრებით ლამაზია ალუბლის ყვავილობისა და შემოდგომის ფოთლების სეზონზე, ტაძრის მთავარი დარბაზის გამოსასვლელიდან კი იშლება კიოტოს ულამაზესი პანორამული ხედები.

  • კიომიძუ-შორო (ზარის სამრეკლო) დაარსდა 778 წელს და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში
  • ნინენზაკა და სანენზაკას ისტორიული მნიშვნელობის და ქვით მოპირკეთებული საცალფეხო ქუჩები, ცნობილი თავისი არქიტექტურით
  • იასაკას სალოცავი: გიონის სამხრეთ ბოლოში მდებარე იასაკას სალოცავი არის მთავარი შინტოსული სალოცავი, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი ფესტივალებით, განსაკუთრებით გიონ მაცური - ივლისში. სალოცავის ტერიტორია დიდია და მოიცავს ულამაზეს ბაღებსა და ისტორიულ ნაგებობებს.
  • გიონის უბანი: ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეიგრძნოთ ძველი კიოტოს ისტორიული ატმოსფერო, შეხვდეთ საღამოხანს ქუჩებში მოკუსკუსე გეიკოს (კიოტოს დიალექტი – გეიშას) დამაიკოს (შეგირდ გეიშას).
  • ჰანამიკოჯის ქუჩა: გიონის გული, ტრადიციული ხის მაჩიას სახლები დღემდე ფუნქციონირებს როგორც რესტორნები, ჩაის სახლები და ექსკლუზიური დაწესებულებები გეიკოს გასართობისთვის. ეს გიონის ყველაზე ცნობილი ქუჩაა და განსაკუთრებით ლამაზი საღამოობით, როცა ლამპიონებია ანთებული.

დაბრუნება და ღამისთევა კიოტოს სასტმროში

9 ნოემბერი / დღე 6 / კიოტო - ქალაქის ექსკურსია

მთელი დღე კიოტოში, ეს არის ქალაქი, რომელიც მდიდარია ისტორიით, კულტურით და ბუნებრივი სილამაზით და მრავალი ატრაქციონებით.

სასტუმროში საუზმის შემდეგ ვესტუმრებით ნიშიკის ბაზარს, რომელიც კიოტოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრადიციული კვების ბაზარია და მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც“კიოტოს სამზარეულოს”.

ბაზარს 400 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, რომელიც მე-14 საუკუნის დასაწყისში დაიწყო როგორც თევზის ბაზარი, შემდგომ კი დროთა განმავლობაში გადაიქცა სრულმასშტაბიანბაზრად საკვები პროდუქტების (ადგილობრივი დელიკატესების) დიდი ასორტიმენტის გამო. აქშეგვიძლია მივირთვათ/ვიყიდოთ: ცოცხალი ზღვის პროდუქტები, ბოსტნეულის მწნილი(ცუკემონო), მაჩა და ჩაის პროდუქტები, იაპონური დანები და ა.შ.

შემდეგი მოსანახულებელი ადგილი – ნიჯოს ციხე, რომელიც კიოტოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა და აღიარებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. 1603 წელს აშენებული ციხე განთქმულია ულამაზესი ბაღებით და შთამბეჭდავი არქიტექტურით, რომელიც კიოტოს რეზიდენციას ემსახურებოდა.

კინკაკუ-ჯი, ცნობილია როგორც ოქროს პავილიონი და არის კიოტოს ერთ-ერთი ყველაზე  ცნობილი და საკულტო ღირსშესანიშნაობა. ეს არის ზენის ბუდისტური ტაძარი, რომელიც თავდაპირველად აშენდა 1397 წელს შოგუნი აშიკაგა იოშიმიცუს მიერ, როგორც საპენსიო ვილა. პავილიონი ცნობილია განსაცვიფრებელი ზედა ორი სართულით დაფარული ოქროს ფოთლით. პავილიონის არქიტექტურა აერთიანებს შინდენის, სამურაის და ზენის სტილის ელემენტებს, თითოეული სართული წარმოადგენს განსხვავებულ არქიტექტურულ მიდგომას.

კინკაკუ-ჯიში ვიზიტის შემდგომ დავბრუნდებით ჩვენი სასტუმროს სიახლოვეს მდებარე ჰიგაშიამას უბანში, რომელიც არის კიოტოს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიული უბანი და შესანიშნავი ადგილია ტრადიციული ძველი კიოტოს გასაცნობად, სადაც ვიწრო ჩიხები, ხის შენობები და ტრადიციული სავაჭრო მაღაზიები ქმნის ძველი დედაქალაქის წარმოდგენას, სადაც მრავლადაა პატარა მაღაზიები, კაფეები და რესტორნები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ემსახურებიან ტურისტებს, აქ შეგვიძლია შევიძინოთ იაპონური ჭურჭელი, ტკბილეული, ხელნაკეთობები და სხვა სუვენირები.

თავისუალი საღამო და ღამისთევა კიოტოს სასტმროში

10 ნოემბერი / დღე 7 / კიოტო – ოსაკა

სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ოსაკას მიმართულებით, სადაც მოვინახულებთ ოსაკას ციხეს, რომელიც იაპონიისერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, გარშემორტყმული ულამაზესი პარკით. გვექნება შესაძლებლობა დავტკბეთ ქალაქის პანორამული ხედებით, გავისეირნოთ ნიშინომარუს ბაღში, რომელიც განსაკუთრებით განსაცვიფრებელია ალუბლის ყვავილობის სეზონზე, თუმცა, ულამაზესია შემოდგომის ფოთოლცვენის დროს.

ღამისთევა კიოტოს სასტმროში

11 ნოემბერი / 8 დღე / კიოტო: ნარა - ბამბუკების ტყე

სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ბამბუკების ტყეში (იგივე Arashiyama Bamboo Grove), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ზღაპრული და ფოტოგენური ადგილია იაპონიაში. ტყე არარის დიდი, მაგრამ საოცრად შთამბეჭდავია. ბამბუკების უზარმაზარი, სწორ მწკრივებში დადგმული ხეები ისეთ განცდას გიქმნიან, თითქოს ფილმში აღმოჩნდი.

ნაშუადღევს კი გავემგზავრებით ნარაში, რომელიც იაპონიის უძველესი დედაქალაქი, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობით მდიდარი ქალაქია. ნარა ცნობილია თავისი კარგად შემონახული ტაძრებით, სალოცავებითა და ულამაზესი პარკებით.

  • კოფუკუ- ჯის ხუთსართულიანი ტაძრის კომპლექსი პაგოდით, სიმაღლით მეორე იაპონიაში. ისტორიული ეროვნული საგანძურის მუზეუმია, სადაც განთავსებულია მნიშვნელოვანი ბუდისტური ქანდაკებები და არტეფაქტები.
  • ტოდაი-ჯი ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია და იაპონიისერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარია
  • ბუდას დიდ დარბაზში (დაიბუცუდენში) განთავსებულია ბუდას უზარმაზარი ბრინჯაოს ქანდაკება და ნანდაიმონის კარიბჭე თავისი შთამბეჭდავი მფარველი ქანდაკებებით
  • ნარას პარკი: ნარას ცენტრში მდებარეობს ნარას პარკი, სადაც ათასზე მეტი თავისუფლად მოძრავი ირემი ბინადრობს, რომელთა კვება სპეციალური ირმის კრეკერებით (shika senbei)-იაშესაძლებელი, გაზაფხულზე ალუბლის ყვავილებით ხოლო შემოდგომაზე ფოთლებით.
  • კასუგა ტაიშას სალოცავი: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და მნიშვნელოვანი შინტოს სალოცავია. აქ ნახავთ ასობით ბრინჯაოს და ქვის ფარანს, რომლებიც ანთებულია მხოლოდ ფარნების ფესტივალის დროს, რომელიც იმართება თებერვალსა და აგვისტოში

დაბრუნება და ღამისთევა კიოტოს სასტუმროში

12 ნოემბერი / დღე 9 / კიოტო – ტოკიო

სასტუმროში საუზმის შემდეგ (ჩანთებს დავტოვებთ მიმღებში), გვექნება თავისუფალი დღე, საღამოს კი კიოტოს სადგურიდან გავემგზავრებით ტოკიოში სწრაფი მატარებლით აეროპორტის მიმართულებით. ტურის დასასრული და ფრენა (23:30 სთ-ზე), დაბრუნება სამშობლოში 13 ნოემბერს 13:25 სთ-ზე

მოგზაურობის პერიოდი: 2 ნოემბერი- 12 ნოემბერი

10 დღიანი სრული საგზურის ღირებულება შეადგენს 10 950 ლარს და ღირებულებაში შედის:

  • ფრენა კატარის ავიახაზებით: თბილისი-დოჰა-ტოკიო-დოჰა-თბილისი
  • ჩასაბარებელი ბარგით და ხელბარგი
  • 5 ღამე ტოკიოს და 4 ღამე კიოტოს სასტუმროში განთავსება (საუზმე)
  • სითი ტაქსა (სასტუმროს მოსაკრებელი ტოკიოსა და კიოტოში)

შესასვლელი ბილეთები და გადასახადები

ტოკიოს კოშკი / Tokyo Skytree

ციფრული ხელოვნების მუზეუმი

ღია ცის ქვეშ მუზეუმი ჰაკონეზე

სეუკას სამგზავრო ბარათი

ჰაკონეს საბაგირო

აშის ტბის კრუიზი

ნიჯოს ციხე

ოსაკას ციხესიმაგრე

ტოდაი-ჯი ტაძარი

სწრაფი მატარებელი (შინკანსენი)

ტოკიო-კიოტო და კიოტო-ტოკიო,

შიდა გადაადგილების დროს გამოყენებული ყველა ბილეთი, იქნება ეს მეტრო თუ ავტობუსი (საჭიროების შემთხვევაში)

ტრანსფერები

ტოკიოს აეროპორტიდან სასტუმრომდე

ტოკიოს სასტუმროდან ტოკიოს სადგურამდე

კიოტოს სადგურიდან კიოტოს სასტუმრომდე და უკან

  • დაქირავებული ტრანსპორტი / ავტობუსი ჩვენი ჯგუფისთვის (დღეში 8-9 საათით), გასვლითი ექსკურსიების დროს:

1. ტოკიოდან კამაკურაზე და უკან

2. ტოკიოდან ჰაკონეზე და უკან

3 კიოტოდან ოსაკაში და უკან;

4 კიოტოდან ბამბუკების ტყეში, შემდეგ ნარაში და უკან

  • ვახშამი სუში-რესტორანში
  • მეგზური და ორგანიზატორის გოგა ჩანადირის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • სავიზო მომსახურება

წაიკითხეთ ბლოგში

ახლა აქტიური და მალე განახლებადი ტურები

იაპონიის ტურები →
ამჟამად არ არის აქტიურიშემატყობინეთ