
ამჟამად არ არის აქტიურიჯგუფური ტური
მთიანი აჭარა / 4 დღიანი ტური
საქართველო · 4 დღე / 3 ღამე



ფოტო: Max, Max, Max / Unsplash
- ხანგრძლივობა4 დღე / 3 ღამე
- გასვლათბილისიდან
- ქვეყნებისაქართველო
ტურის აღწერა
მთიანი აჭარის 4 დღიან ტურს გოგა ჩანადირი გაუწევს მეგზურობას
გოგასთან ერთად არაერთხელ გვიმოგზაურია, როგორც ფოტოგრაფის, ასევე მეგზურის სტატუსით, გვერწმუნეთ ეს საქმეც ფოტოგრაფობასავით კარგად გამოსდის 👌
მარშრუტი
- I. დღე – გასვლა თბილისიდან, გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი, გოდერძის უღელტეხილი, მწვანე ტბა, კურორტი ბეშუმი, ალპური ბაღი, ღამისთევა ხიხაძირში.
- II. დღე – თეთრობის მთა, სხალთის ხეობის იაილები (საზაფხულო სადგომები), ხიხანის ციხე, ღამისთევა ხიხაძირში.
- III. დღე – სხალთის მონასტერი, ფურტიოს თამარის თაღოვანი ხიდი, მერისის ხეობა, მერისის ჩამჩქერი, ღამისთევა დიდაჭარაში.
- IV. დღე – ხულო-თაგოს საბაგირო, სოფელი თაგო, დაბრუნება თბილისში.
სრული ტურის ღირებულება: 495 ლარი
ღირებულებაში შედის
- ტრანპორტირება კომფორტული Mistubishi Delica-თი (პროფესიონალი მძღოლით);
- განთავსება;
- ორჯერადი კვება, საუზმე-ვახშამი;
- გიდის მომსახურება;
დაჯავშნე შენთვის სასურველი თარიღები
- 8 - 11 სექტემბერი;
დამატებითი ინფორმაცია
- მგზავრობა მაღალი გამავლობის ავტომობილით (გამოცდილი და სანდო მძღოლით);
- განთავსება საოჯახო სასტუმროში;
- კვების რაციონში გათვალისწინებულია ადგილობრივი კერძების დაგემოვნება – კაიმაღი, ნაღბიბორა, ბორანო და სხვა;• ხიხანის ციხეზე ფეხით სავალი მონაკვეთი 2 კმ. (დაახლოებით 2 სთ. საშუალო სირთულის);
- რეკომენდირებულია სხვა პირად სამოსთან ერთად იქონიოთ, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი, მთაში გადასაადგილებლად კომფორტული ფეხსაცმელი, მზის ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები;
- ჩვენი პრიორიტეტია მომსახურების მაღალი ხარისხი, ტურისტებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და ინფორმირება მაღალკვალიფიციური მეგზურების თანხლებით. ზემო აჭარის მონახულება ჩვენთან ერთად მეტია, ვიდრე მოგზაურობა!
- ცალკეული ჯგუფებისათვის მოთხოვნის შესაბამისად დაგიგეგმავთ ინდივიდუალურ ტურებს სასურველი მიმართულებით.




