შრი-ლანკა
ერთ ადამიანზე

ტურის თარიღები 2-10 დეკემბერი
• 3 ღამე სიგირია
• 1 ღამე ქანდი
• 1 ღამე ელლა
• 1 ღამე იალა
• 2 ღამე ოკეანის სანაპირო



ჩასვლისთანავე ტრანსფერი უძველეს ქალაქ სიგირიაში. ღამეს ჯუნგლებში, საოცარ სასტუმროში გავატარებთ, წარმოიდგინეთ სიმწვანე, უზარმაზარ ფოთლებიანი ხეები და ბუნების ხმები, ბედნიერება ესეთი ნატურალური არასდროს ყოფილა… მსგავსი გარემო ყველაზე მეტად გვაახლოვებს ჩვენს საწყის მესთან…


შრი ლანკის დათვალიერებას მისი სავიზიტო ბარათად ცნობილი სიგირიას მთაზე ასვლით ვიწყებთ, Sigiriya lion rock“- ადგილი, სადაც კლდოვან სამოსახლოებში ჯერ კიდევ 20 000 წლის წინ მეზოლითური პერიოდის ხანაშიც ცხოვრობდნენ ადამიანები. ამბობენ ამ გამოქვაბულებში გამოკეტილი ბუდისტები ყველაზე ახლოს არიან ბუდასთანო… თურმე აქაური ძეგლების სრულად დასათვალიერებლად თვეც არ ყოფნის მოგზაურს.
ამ დღესვე დავათვალიერებთ „Dambulla temple“-ს . ეს არის ზღვის დონიდან 1118 მეტრზე აშენებული მღვიმის კომპელქსი უძველესი ფერწერული ნამუშევრებით. მათ შორის ყველაზე ძველი ჩვენ წელთ აღრიცხვამდე მე -2 საუკუნითაა დათარიღებული.
იდეალურ რელაქსაციას მსურველები აიურვედას საოცარი სამკურნალო მასაჟით დაასრულებენ. აიურვედა როგორც მეცნიერება სულის ერთიანობის სხეულთან ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღირცხვამდე მეხუთე საუკუნეში ინდოეთის მთებიდან იღებს სათავეს, მისი მკურნალი თვისებები აერთიანებს ფიზიკური ჯანმრთელობის სინთეზს სულიერ სიმშვიდესთან. შრი ლანკა , ბოლო ორმოცდაათი წელია ითვლება საუკეთესო ადგილად აიურვედას მასაჟისთვის.


რა შეიძლება იყოს იმაზე ლამაზი ვიდრე მზის ამოსვლის ველურ ბუნებაში ხილვა, გარიჟრაჟზე მინარეას ნაციონალურ პარკში გარეული სპილოების კვალდაკვალ ჯიპებით გავეშურებით, ბუნებაში ტბისა და მდინარეების პირას უამრავ გარეულ სპილოს შევხვდებით. საფარი ტურის დადებითი ემოცია დიდხანს გაგყვებათ ემოციურ საგზლად.
მომდევნო აქტივობა ეკო-ტური „Hiriwadunna village Safari“ იქნება , ვისეირნებთ ბალახის კალათებით ჰირივადუნას ტბაზე, ასევე, გავისეირნებთ კატამარნით და სურვილისამებრ ვითევზავებთ ჯოხებით ადგილობრივებთან ერთად. ვეწვევით ფერმერების სახლებს და დავაგემოვნებთ ლოტოსის ფოთლებზე მორთმეულ ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოს შედევრებს.


კანდისკენ გზად ვეწვევით აბრეშუმის და ტრადიციული სარის ცნობილ მარღაზიას. სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ საოცარი ხარისხის აბრეშუმის ნაჭრები, შარფები, მამაკაცისა და ქალის ნატურალური მასალის სამოსი, ტრადიციული შრი ლანკური სტილით აბრეშუმით ნახატი ნამუშევრები, ნატურალური ტყავისა და ხის აქსესუარები და სხვა ათასი საინტერესო ნივთი.
დავათვალიერებთ სხვადასხვა ბუდისტურ ტაძრებს, მათ შორის, აუცილებლად ვნახავთ ბუდისტურ თეთრ ტაძარს, სადაც გადმოცემისამებრ ბუდას კბილი ინახება. ავალთ ულამაზეს ტბაზე და არწივის გადმოსახედიდან გადმოვხედავთ ზღაპრად ქცეულ ქალაქს.
დავესწრებით შრი ლანკურ ნაციონალური ცეკვის კონცერტს, ეს ცეკვა სრულად განსხვავდება მანამდე ნანახ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ შესრულებებისგან, ცხოველების და სხვადასხვა გმირების ფორმებ გადაცმული ოსტატები საოცარ ილეთებს აკეთებენ ცეცხლთან.
შემდეგ ვახშმად ჰელგას ფოლის, ქალბატონ ჰელგას ვესტუმრებით. შანელის მოდელმა მიატოვა ყველაფერი და შრი ლანკელ გენერალს გამოყვა ცოლად. ოჯახმა სასტუმროს ბიზნესი წამოიწყო შუაგულ ჯუნგლებში და თითოეული კვადრატული მეტრი ხელოვნების ნიმუშად აქცია. სხვადასხვა დროს აქაურობას სტუმრობდნენ ინგლისის დედოფალი, პრინცი, ამერიკის პრეზიდენტები და ბევრი ცნობილი ადამიანი. ეს ქალი და სასტუმრო უამრავი მოგზაურის ინსპირაციის წყაროად იქცა.


დილას ნალიგალეს ცაში გამოკიდული ტაძრით ვიწყებთ. ეს ის ადგილია, რომლის სილამაზე პატარა ბავშვსაც სულს შეუგუბებს. შემდეგ გზას პინაველასკენ ვაგრძელებთ, ბედნიერი სპილოების სამფლობელო; ბავშვთა სახლი მუდამ მომლოდინე თვალებით ხომ წარმოგიდგენიათ? ახლა ეს ყველაფერი სპილოებზე გადმოიტანეთ. პატარა ობოლი სპილოები წლებია მოყავთ პინაველაში, სადაც ზრდიან, ეფერებიან და ანებივრებენ. რამოდენიმე საათის განმავლობაში სურვილისამებრ ვიბანავებთ, დავბანთ და გავუპრიალებთ სპილოებს ხორთუმებს, ვისეირნებთ და ვიპოზიორებთ მათთან ერთად. ლანჩს მდინარის პირას მათი ჭყუმპალაობის ფონზე მივირთმევთ.
აუცილებლად ვნახავთ ქანდის ბოტანიკურ ბაღს, ყველაზე მრავალფეროვანი მწვანე საფარი, გასაოცარი ხეები და ყვავილები გველოდება სამეფო ბაღში. ამბობენ ამაზე ლამაზი და ფერადი ადგილი დედამიწაზე არსად არისო… ვეწვევბით სუნელების ბაღსაც, გავეცნობით ბუნების მიერ ბოძებულ საიდუმლოებებს. სურვილის შემთხვევაში შევიძენთ სხვადასხვა წამლებს და ნელსაცხებლებს.
გზას ცოტა გავიმრუდებთ და შევივლით ქალაქ Ambuluwawa-ში. დავლაშქრავთ ცამდეაწვდილ ოცნების, კოშკს. შემდეგ კი ნუვერა ელიას ჩაის პლანტაციებისკენ გავემართებით. დავათვალიერებთ ჩაის ყველაზე დიდ ფაბრიკას, დავაგემოვნებთ უამრავ სურნელოვან ნაყენს და დავბინავდებით შრი ლანკის შვეიცარიად წოდებულ ქალაქ ნუვერა ელიაში.


„კალიფსო თრეინ“- ესე ქვია მატარებელს, რომელიც ნუვერა ელიადან ელლამდე ცაზე გაკიდულ ბუნებაზე გადის. ეს ხედები, ფერები და ბუნება არასდროს დაგავიწყდებათ. ელლაში ასვლისთანავე ვეწვევით ცხრათაღიან ხიდს ფოტოსესიისთვის. საღამოს კი როცა ცხოველები ყველაზე მეტად აქტიურდებიან ნაციონალური პარკ იალაში ჯიპებით შევალთ. ეს არის დედამიწაზე არსებული სამოთხე, ადგილი, სადაც ოკეანე ერწმყის ველურ ბუნებას. ტროპიკული ხეები, უზარმაზარი ფერადი ყვავილები და სივრცეში დაკარგული გარეული ცხოველები, ფერადზე ფერადი ფარშევანგები და ბუდისტური გარემო, რბოლა ჯიპებით და უამრავი ემოცია. დანახული გახვევს თავბროს და თავი სრულ ზღაპარში გგონია.


თავისუფალი დღეები ინდოეთის ოკეანის პირას.
მზე, ზღვა, ოქროსფერი ქვიშა მთლიანად თქვენს განკარგულებაშია. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით ვეშაპების ტურის აღება ოკეანეში, ცნობილი აიუვერდას მასაჟების გაკეთება, ან სულაც ზღვის პროდუქტების ბაზარში წასვლა და იქაური ნობათის დაგემოვნება.


გამთენიის ფრენა საქართველოს მიმართულებით.

ფასში შესულია:











ტურის ღირებულებაში არ შედის:






• იალას საფარი ტური
• მინარეას საფარი ტური
• ეკო საფარი ტური
• ეკო საფარი ტური სოფელ ჰირივადუნაში
• სიგირიას ლომის კლდე
• ინდუისტური და ბუდისტური ეკლესიები
• პინაველას სპილოთა თავშესაფარი
• ქანდის თეთრი მონასტერი
• ქანდის ღამის კულტურული შოუ
• სამეფო ბოტანიკური ბაღი
• ჩაის ქარხანა და პლანტაციები
• სპილოების ორანჟერია
• სუნელების ბაღი და ინფო ტური
• მატარებლის ტური ნუვერა ელიადან ელამდე
• დამბუელას კომპლექსი
• ნალიგალეს კომპლექსი
• რეპტილიების ცენტრი
• მეთევზეების ყურე
• ამბულუვავას კოშკი

ტურის თანხის გადახდა შესაძლებელია თქვენზე მორგებული გრაფიკით, სრული თანხა დაფარული უნდა იყოს ტურის დაწყებამდე 21 სამუშაო დღით ადრე.
(032) 2 300-700; (შიდა ნომერი 202);
ან გვესტუმრე ახალ მისამართზე:
კითხვების შემთხვევაში (ან დასაჯავშნად) დაგვიკავშირდით:


თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17;
წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ 

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია
-
დანიშნულება
1
ქვეყნის შესახებ
Sorry, the comment form is closed at this time.