ამჟამად არ არის აქტიურიჯგუფური ტური

ტიბეტი და ჩნეთი

ჩინეთი · 15 დღე

  • ხანგრძლივობა15 დღე
  • გასვლათბილისი / თბილიი
  • ქვეყნებიჩინეთი

ტურის აღწერა

ორი უდიდესი ცივილიზაცია ერთად - ტიბეტი და ჩინეთი ერთი ტურის ფარგლებში

ტიბეტზე ფიქრს დიდხანს გავურბოდი, არ ვიყავი თითქოს მზად უკან დასაბრუნებლად, იმისთვის, რომ ტიბეტში მოგზაურობა გაბედო სულიერ მზადყოფნასთან ერთად კიდევ ბევრი სხვა ემოციური წინაღობაუნდა დაძლიო. ტიბეტი ეს ის მიწაა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ უნდა შეძლო და ნახო. მოხვედრა არცთუ ისე მარტივია და უამრავ ძალისხმებას, ემოციების დალაგებას, სულიერ თუ ფიზიკურ მზაობას მოითხოვს, თუკი დამგზავრებას გადაწყვეტთ უნდა იყოთ მზად იმ წესებისთვის, რომელთა დამორჩილებაც ტურის მანძილზე აუცილებლად მოგიწევთ. ტიბეტი ემოციურად იმდენად დიდი და განსხვავებულია, ტური მინდოდასულ სხვა ფორმით, კონტრასტებით გამომეძერწა. ორ კვირაში ერთად მოვივლით და გავითავისებთ ჩინურდა ტიბეტურ კულტურას. დავათვალიერებთ ორივე ქვეყნის უდიდეს საგანძურებს და ტურის ბოლო დღეებს სამყაროს ყველაზე საყვარელი ცხოველის პანდების სამშობლოში გავატარებთ.

ტურის ჰაილაითები

  • პოტალას სასახლე: დალაი ლამას ზამთრის რეზიდენცია.
  • ჯოხანგის ტაძარი: ბუდისტების სულიერი ცენტრი ტიბეტში.
  • სერას მონასტერი: ტიბეტის “დიდი სამი” გელუგის მონასტრიდან ერთ-ერთი, ბუდისტური ნებისყოფისწვრთნის საერთაშორისო ცენტრი.
  • სოფელი დადონგი: ტრადიციული ტიბეტური სოფელი.
  • ნამცოს ტბა: ეს არის “ზეციური ტბა”, რომელიც არის ტიბეტის ოთხი წმინდა ტბიდან ერთ-ერთი და ასევე უმაღლესი მარილი-ტბა.
  • მთა ევერესტი- ყველაზე მაღალი მთა მსოფლიოში.
  • ცის რკინიგზის მატარებლით მოგზაურობა.
  • სიჩუანის რეგიონი- ერთადერთი პანდების მოშენების და გამრავლების ცენტრი მსოფლიოში.
  • ლეშანი გიგანტური ბუდა.
  • ჩინეთის დიდი კედელი, ადგილი რომელიც ამბობენ მთვარიდანაც მოსჩანს.
  • ზეციური სასახლე „მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაციის არქიტექტურული შედევრი“.
  • პეკინის საზაფხულო რეზიდენცია-ერთ-ერთი ყველაზე გრძელი დერეფნის და ულამაზესი არქიტექტურის მქონე ძეგლი მთელს მსოფლიოში.
  • აკრძალული ქალაქი- მეორე მსგავსი მაშტაბის მუზეუმად ქცეული ძეგლი ძნელად გასახსენებელიაცივილურ სამყაროში.

დღე 1

შუადღის რეისით ჩვენი თვითმფრინავი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დაეშვება. სასტუმროში დაბინავების შემდეგ, საფეხმავლო ტურით მოვივლით ცენტრალური უბნის ისტორიულ ნაწილს, ვნახავთ არქიტექტორულნაგებობებს, ხუთუნებს და მოშიებულზე ადგილობრივ, ეგზოტიკურ “სნექებს” დავაგემოვნებთ. გაითვალისწინეთ: ჩინეთი სამ მილიონზე მეტი კერძის სამშობლოდ ითვლება და კულინარიული ხელოვნებაზენიტში ყავთ ადგილობრივ მზარეულებს აყვანილი. მათი არ გასინჯვა ნამდვილი დანაშაულია.

დღე 2

ამ დღეს, დილიდან მსოფლიო ტურიზმის სავიზიტო ბარათის, ჩინეთის დიდი კედლის სანახავად გავემართებით. აქაურობა 2000-ზე მეტ წელს ითვლის და ცინის იმპერიის დროიდან დღემდე ნომერ პირველ სანახაობად არის მიჩნეული მთელს ჩინეთში. დიდი კედელი იცით როგორია? გრძელზე გრძელი, ცოტა ბრაზიანი და სიმშვიდე დაკარგული. ათასი რჯულის ტურისტი უთავბოლოდ, განუწყვეტლივ დახეტიალობსზედ და თითქოს არ აცდიან კედელს, რომ თავის ათასწლეულებს გამცდარ ისტორიას ჩაუღმავდეს. ისტორია კი იცოცხლე, დიდი და საინტერესო აქვს: ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით, 200 წელს იმპერატორცინ შიჰუანდიმ, მომთაბარე ტომთაგან ქვეყნის დასაცავად ბრინჯის ფაფის და კირის ნარევით გამაგრებულიქვა-ღორღით დიდი კედლის მშენებლობა დაიწყო. როგორც ამბობენ, კედლის თავდაპირველი სიგრძე 21,196 მეტრს შეადგენდა, მაგრამ ქვეყნის ჩრდილოეთიდან დაწყებული ეს კედელი საუკუნეების მანძილზეინგრეოდა, მიწას ჩაჰქონდა და საბოლოოდ სიმბოლურად, ნაფლეთების სახითღაა შემორჩა. ძველად ჩინელებს ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ ნაგებობისადმი. ცინის დინასტიის ჟამთაღმწერლებიძალაუფლების დამხობის მთავარ მიზეზად კედლის გაუთაველბად მშენებლობის პეიროდში მძიმე პირობების გამო მილიონობით ადამიანის დაღუპვას და აქედან გამოწვეულ მუდმივ აჯანყებებსასახელებენ, თუმცა თანამედროვე ჩინეთი ძალიან ამაყობს „მიწის დრაკონით“ (ჩინეთის კედლის ხალხში გავრცელებული მეტსახელი).

შემდეგი გაჩერება იმპერატორის საზაფხულო რეზიდენცია იქნება. პეკინის ზაფხულის სასახლის ამბავი რაღაცნაირად გლამურულად მეჩვენება და განსაკუთრებულად მომწონს. სასახლის მშენებლობა ბაღის შექმნით დაიწყო, რომლის გაშენება იმპერატორმა ციან-ლუნსმა ბრძანა და ნაგებობასთან ერთადკუნმინხუს ტბის ხელოვნურად შექმნაც მოითხოვა. როგორს სჩანს, ადგილზე დიდხანს იფიქრა, რადგანმდებარეობად დღეგრძელობის ბორცვი ამოირჩია. (ადგილი, სადაც ჩინელებს დღემდე სჯერათ რომუკურნებელი სენისგანაც განიკურნებიან). სასახლე ისეა აგებული, რომ სამივე მხრიდან ტბა ეკვრის, კომპლექსი მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ სასახლეს, ბაღებს და სხვა კლასიკურ არქიტექტურულ სტილში ნაგებ სტრუქტურებს. გარკვეულ დროს, სასახლე წარმოადგენდა ქალი იმპერატორის, ცისისსაზაფხულო რეზიდენციას, რომელმაც მის რეკონსტრუქციასა და გაფართოებაში 30 მლნ თეილი ვერცხლიდახარჯა, ეტყობა არც იმპერატორის სტატუსმა უშველა ქალს და მისმა მფლანგველმა ბუნებამ აქაც იჩინათავი

შემდეგ წავალთ ტექნოლოგიების მუზეუმში და გავეცნობით უახლეს მსოფლიო მიღწევებს.

დღე 3 და 4

მეწამული „აკრძალული ქალაქი” მინის და ცინის დინასტიების დროს, 1420-1912 წლებში ააგეს და საუკუნეების მანძილზე იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა. ამ ადგილს ყოველწლიურად საშუალოდ თექვსმეტი მილიონი ტურისტი სტუმრობს და უკლებლივ ყველას თავბრუ ეხვევა სასახლისგრაციოზულობით. შემდეგ, თიენთანისკენ - „ცის ტაძრისკენ“ გადავინაცვლებთ. „მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაციის არქიტექტურული შედევრი“ - ესეთი ჩანაწერითაა იუნესკოს სიაში პეკინის „ცისტაძარი“ შეტანილი. ადგილი, სადაც საუკუნეების მანძილზე ზამთრის დადგომისთანავე მინის და ცინის იმპერიის მმართველები ოჯახებით მოსავლის ღმერთის საპატივცემულოდ ლოცულობდნენ. ეს იყოერთგვარი გარანტია მოსახლეობისთვის, რომ მომდევნო წელი ნაყოფიერი და წარმატებული ექნებოდათ. ტრადიციულ ჩაის ცერემონიაზე ადგილობრივ ოჯახს ვეწვევით, ფეხით მოვივლით პეკინის უძველეს უბნებს. საღამოს კი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მატარებლით ტიბეტის მიწისკენ გავემგზავრებით. „გზამსოფლიოს სახურავისკენ“ ესე ეწოდება ჩინგაი-ტიბეტის 1000 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალს, რომლის ასაშენებლად მაო ძედუნის მთავრობამ 35 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, მშენებლობა წარმოუდგენლად მძიმე პირობებში 5 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღლა 5072 მეტრზე ზღვის დონიდან მდებარე მაგისტრალად ითვლება. წარმოიდგინეთ რეალურად გზა, რომელიც ცაზე გადის… საოცარი პეიზაჟები 44 საათის მანძილზე ენაცვლება მონუსხული მგზავრის თვალის არეალს, მიუხედავად მაღალი სიმაღლისა (ძირითადი ნაწილი მგზავრობის 4000 მეტრზე ზევით გვიწევს) მატარებელში ყველაპირობაა შექმნილი კომფორტული მგზავრობისთვის, ორ კაციანი ნომრები აღჭურვილია იდენტურიმიკროკლიმატით რაც ჩვეულებრივ სიმაღლეზე გვაქვს ადამიანებს, ყველა ფანჯარა სპეციალური მზისგან დამცავი მასალისგანაა შემინული, რათა მაღალმთიანი რეგიონის მწველმა მზემ არ შეაწუხოს ადამიანები, ყველგან კიდია ჟანგბადის ბალონები, რადგან ხშირია სიმაღლის აუტანლობით გამოწვეული დისკომფორტი, რეისს რამოდენიმე ექიმი აუცილებლად მიჰყვება. ასევე თითოეული კარები იკეტება ავტომატურად დასრულად ჰერმეტულად, სიმაღლის ცვლილებისგან გონებაარეულ მგზავრს მაინცდამაინც გადახტომა რომ არმოუნდეს შუა გზაზე. განტვირთვისთვის ვაგონებს შიგნით კაფეები და სარელაქსაციო სივრცეებიც აქვთ მოწყობილი.

დღე 5

შეწვდით სამყაროს სახურავს - სწორედ ამ ფრაზით შეიძლება ტიბეტის აღთქმულ მიწაზე ტურის დაწყება, მას შემდეგ რაც ტანგულას 5068 მეტრიანი უღელტეხილი მატარებლით გადავჭერით, აკლიმატიზაციისთვისდა აზრზე მოსასვლელად აუცილებელია ერთი თავისუფალი დღის აღება. ტიბეტის ავტონომიური მხარე დედამიწაზე ყველაზე მაღალ რეგიონად ითვლება. მონპა, ტამანგი, ქიანგ, შერპა, ჰანი და სხვა ეთნიკური ჯგუფები წარმოადგენენ ძირძველ ტიბეტელ ხალხს და მათთვის სამშობლო და რელიგია ერთნაირ მტკიცესიწმინდეს წარმოადგენს, აქაურები თითქოს მართლაც ყველაზე ახლოს არიან ღმერთთან, უახლოესი დღეების მანძილზე ტურის ყველა მონაწილე იგრძნობს ამ მიწის აურას და ხალხის ძლიერ სულს, შეუძლებელია სხვაგან სადმე მსგავსი ემოცია და სულიერი სიძლიერე იგრძნოს მოგზაურმა როგორც ტიბეტის მიწაზე.

დღე 6

ტიბეტის გაცნობას თითქმის 4100 მეტრზე მდებარე პოტალას სასახლით ვიწყებთ, ლამაზი მამაკაცი ღმერთის სახელობის მთა ავალოკიტეშვარას საპატივცემულოდ 637 წელს ტიბეტელმა მეფემ საყვარელ ქალს პოტალას სასახლე აუშენა, პოტალა იგივე შებრალების ღმერთი სრულად წარმოაჩენს თავისღირსებებს იქაურობაში. დროთა მანძილზე სასახლე დალაი ლამების რეზიდენცია გადაიქცა, მეთოთხმეტე დალაი ლამას ამბოხების და გაქცევის შემდეგ კი იქაურობა მუზეუმად იქცა, 10 000 სამლოცველოსგან და 1500დარბაზისგან შემდგარი სასახლე მთის სამ ბორცვზე მდებარეობს, რომელიც სიმბოლურად ტიბეტის სამმფარველ სულს გამოხატავს. აქ ნახავთ მეხუთედან მეცამეტე დალაი ლამას ნეშთის სრულად ოქროშიჩასმულ ქანდაკებებს, მოხვედრა არც თუ ისე მარტივია, შენობა წითელ და თეთრ ნაწილად იყოფა, წითელ ნაწილში მხოლდ 1 ოთახის დათვალიერება შეუძლია ვიზიტორებს, ხოლო მეორეში ცამეტის, სტუმრებისოდენობა მკაცრად კონტროლდება და შესვლა მხოლოდ სპეციალური, წინასწარ გამოწერილინებართვებითაა შესაძლებელი, რომელთაც კონკრეტულ პასპორტებზე თვეებით ადრე გასცემს ჩინეთის მთავრობა. ფოტო/ვიდეო გადაღება, რა თქმა უნდა, იკრძალება და ისჯება კანონით. შემდეგ მოვინახულებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, ბუდიზმის სულიერ ცენტრს ლჰასაში ჯოხანგის ტაძარს, ტაძრის გვერდზე მდებარე ბახორის ქუჩა სავსეა პილიგრიმი მომლოცველებით და ქუჩის მოვაჭრეებით, აქ შეძენილი ტიბეტური სიმბოლიკის სუვენირები საუკეთესოა მთელს აზიაში.

დღე 7

ლჰასასთან ახლოს მდებარეობს სოფელი დადონგი, ეს არის ერთ- ერთი ყველაზე ავთენტური დასახლება მთელს ტიბეტში, ვეწვევით ადგილობრივ ოჯახს გავეცნობით მათ ტრადიციებს, სოფელთან ახლოს მდებარეობს ტიბეტის უდიდესი გელუგის სერას მონასტერი, 1419 წელს ტიბეტელმა ბერებმა ერთ-ერთუმაღლეს პლატოზე ააშენეს ტაძარი, სადაც მშობლებს სულ პატარა შვილები მიყავდათ და ტოვებდნენ, ყოველდღე 3 სააათზე იწყება ბერებს შორის ნებისყოფის და წვრთნის გამოსამუშავებელი დებატები, მორჩილება, ღვთის შიში და განათლება ეს არის ის სამი მთავარი თვისება, რომელსაც ყველა მორწმუნე ტიბეტელი ასწავლის თავის ახალ თაობას. წვრთნის დროს ერთი მორჩილი ბერი უწყვეტ რეჟიმში უსვავსკითხვას მეორეს და არცერთმა გარემო გამღიზიანებელმა არ უნდა გაუფანტოს მას ყურადღება, ვიზიტორთათვის პროცესის ყურება ძალიან შთამბეჭდავია.

დღე 8

ლასა-გიანცე-შიგაცე. ტიბეტში ყველა მოგზაურობა ღრუბლებზე გადის, ლჰასადან გამპალას უღელტეხილით(4790მ.) იამდროკ ცომდე (4400მ.) ჩავალთ, ალბათ არაფერია უფრო ლამაზი დედამიწაზე, ვიდრე მუდმივითოვლით დაფარული მთების მზერა, იქაურობა სივრცეში გაყინულ მირაჟს ჰქმნის და წარმოუდენელიძალით ნუსხავს მნახველს. ვეწვევით ქალაქ გიანცეს, პელკორას ცნობილი მონასტერი ერთადერთია დედამიწაზე, სადაც პანჩი ლამას ქადაგებას შეგიძლია რეალურ ცხოვრებაში მოისმინო. იქაური ზარებისჩამორეკვა მორწმუნეების მხოლოდ მიწაზე გართხმულებს შეუძლიათ, ტაძრიდან გამოსული აურა სრულადგაკარგვინებს რეალობის შეგრძნებას. გიანცეს კუმბუმი, იგივე მრავალკარებიანი ბუდისტური ტაძარი თავისთავში სამგანზომილებიან მანდალას გულისხმობს. ეს არის ბმა ბუდისტური რელიგიის კოსმოსსთან, განსხვავდება ყველა სხვა მანდალასგან, რომელიც კვადრატში გამოსახული წრით არის გამოხატული. ადგილობრივების რწმენით კუმბუმი ტაძარში ჩატარებული რიტუალური ლოცვის შემდეგ პილიგრიმი თავად ხდება სამყაროს ბუდისტური აღქმის მონაწილე და რაც მთავარია კიდევ უფრო უახლოვდება გასხივოსნების გზას. ემოციურად თუ სულიერად მეტად გაწმენდილები ღამეს ტიბეტის რიგით მეორე ყველაზე დიდ შიგაცესქალაქში გავათენებთ.

დღე 9

ევერესტის საბაზო ბანაკი. ეს დღე ალბათ ამ ტურის ემოციების კულმინაციაა იქნება. Pang la Pass- ის ტიბეტის ყველაზე მაღალი უღელტეხილის გავლით, რომლის გზაც 5050 მეტრზე ღრუბლებს ზევით გადის რამბუკისმონასტერში ევერესტის საბაზისო ბანაკში ავალთ. გზათ ორ წმინდა ქალაქ ლჰაცესს და შაგარშს გავივლით. ჯომოლუნგმას მრისხანე მთა იშვიათად აჩენს თავის ნათელ მხარეს ვიზიტორებისთვის, ძირითადად ნისლში გახვეული აზიზად დაჰყურებს დედამიწას და იშვიათად ანებივრებს მნახველებს საკუთარი ხილვით. მჯერა, ჩვენ ჯგუფს ამ დღეს იღბალი არ უღალატებს და თქვენი თვალით ნახავთ მსოფლიოსხუთივე უმაღლეს მწვერვალს, ღამეს კი რომბუკის დედამიწაზე ყველაზე მაღლა მდებარე მონასტერშიგაათენებთ, იქაური ბერები წელიწადის 10 თვეს მხოლოდ 2% ჟანგბადის პირობებში, ლოცვასა და მარხვაშიატარებენ.

დღე 10

ევერესტის საბაზო ბანაკი დაბრუნება შიგაცეში. ყველას გვაქვს ცხოვრებაში ისეთი ღამე, რომელიც მთელი ცხოვრება გვემახსოვრება და ყოველ მის გაფიქრებაზე იგივენაირად აგაფორიაქებს, როგორც მოცემულმომენტში განცდილი ემოციების დროს, ABC CAMP- ში ღამისთევა ჯადოსნურ მოგონებად დარჩებათითოეულის მეხსიერებაში, მთავარი აკლიმატიზაციის სირთულეები უკვე სრულა გვექნება გავლილი, თუმცაჯომოლუნგმას ბანაკში თითოეული ნაბიჯის გადადგმა მაინც განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ დილა, როდესაც საკუთარი სარკმლიდან დაინახავთ ევერესტის მთის წვერს, მზის პირველსხივზე იქაურობა კიდევ უფრო დიდებული და არაამქვეყნიურად ლამაზია. იმისთვის, რომ აკლიმატიზაციაავიტანოთ საუზმედ იაკის რძეზე დამზადებული ბაობას ჩაის მივირთმევთ, ამასობაში მზეც ამაყადდაუდგება გვერდით ევერესტს და ჩვენი ბანაკი მომდევნო თავგადასავლისთვის გაემზადება, ეს მთა, მონასტერში გატარებული ღამე და ემოციები სამუდამოდ განსაკუთებულ მოგზაურობად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

დღე 11

შიგაცე - ლასა. ტაშილუმპოს მონასტერი ოფიციალურ პანჩი ლამას რეზიდენციად ითვლება, 1447 წელს აშენებული მონასტრის სახელი ტიბეტურად ნიშნავს „დედამიწის სრული იღბალი და წარმატება თავმოყრილი ამ ადგილას“, სწორედ ამიტომ აქაური ბერების დალოცვას განსაკუთრებული ძალა დაენერგია აქვს. მონასტრის შიგნით განთავსებულია მოოქროვილი მაიტრეია ბუდას (იგივე მომავლის ბუდას) მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკება. მონასტრის კართან ერთ-ერთი პანჩი ლამას საფლავი დაგანძსაცავიც ინახება. გვიან ღამით დავბრუნდებით ლჰასაში.

დღე 12

ნამცოს ტბა. ამ დღეს სამყაროს სახურავს ხელით შეეხებით, ალპური საძოვრებზე უამრავი იაკი ტიბეტურიცხვარია მიმოფანტული, რომლებსაც უზარმაზარი ტიბეტური მასტიფები მწყემსავს. გზას „ზეციურ ტბამდე“იგივე ნამცოს ტბამდე აჰყევხარ. მარილის ტბა დედამიწის ერთ-ერთ უმაღლეს წერტილში მდებარეობს დამისი მისტიური სარკისებრი ზედაპირი თითქოს უხილავ დამაკავშირებელ გზას ჰქმნის ამ და იმ სამყაროს შორის. ტბაში ამოზრდილი კუნძული ტაშს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ვიზუალური სასწაული მიწაზე. აქშეძენილ ტიბეტური ქვების სამკაულებს სულ სხვა ენერგეტიკა და ძალა აქვს.

დღე 13

ლჰასა-ჩენგდუ. ოცნებები ყოველთვის ხდება, მთავარია გულით მოინდომო, ტიბეტის მიწაზე მოგზუაორბაგაფიქრებინებს, რომ ეს სამყარო იმდენად ლამაზია შეუძლებელია რეალური იყოს, დგეხარ და უყურებსამყაროს სახურავს, ამაზე ზევით ჩვენს პლანეტაზე არაფერი არ არის, ტურის დასასრულს გიპყრობს ფიქრი, ნუთუ კიდევ შეიძლება ვნახო სხვა რამ რაც ამ ემოციას გადაფარავს? ზუსტად ესაა ტიბეტში მოგზაურობის ამბავი, ეს გზა და თავგადასავალი ყველაზე მეტად გაახლოვებს ღმერთთან, თითოეული დღე მართლა ცაზე გადის და იქ გატარებული წამიც კი მთელი ცხოვრების მანძილზე გამორჩეულ მოგონებად გაგყვება. ამ დღეს ვასრულებთ ტიბეტურ თავგადასავალს, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ. ფრენა ჩენგდუშიპანდების სამშობლოში.

დღე 14

ჩენგდუ – პანდების გამრავლების ცენტრი – ლეშანი გიგანტური ბუდა 14 მილიონი ადამიანით დასახლებული და 3000 წლის კულტურის მქონე ქალაქი ჩენგდუ სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მიმართულებად არის ჩინეთში აღიარებული, რეგიონს ზოგადად „სამოთხის სამყოფელს“, ხოლო თავად დედაქალაქ ჩენგდუს „ზეციურად მდიდარ ქალაქს უწოდებენ“. გარდა ავთენტური ტიბეტური კულტურისა ეს რეგიონი კიდევ რამოდენიმე ამბის გამოა სახელგანთქმული. რა შეიძლება გაგახსენდესპირველი როდესაც დედამიწაზე ყველაზე საყვარელ ცხოველს იხსენებ?- პანდა! სწორედ სიჩუანის მხარე ითვლება პანდების დაბადების ადგილად, ჩენგდოუდან ხდება პანდების განაწილება მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში, დღესდღეისობით 935 პანდა სწორედ ჩენგდოუს პანდას ცენტრში ცხოვრობს თავისუფლად. ჩვენი ჯგუფი ცენტრის მოსანახულებლათ დილაუთენია გავემგზავრებით, ერთადერთი დროროდესაც უქნარა პანდებს ღვიძავთ და სასაცილოდ მიირთმევენ ბამბუკის ჯოხებს სწორედ დილის პერიოდია, დანარჩენი დრო ძილში და ერთი გვერდიდან მეორეზე გადაკოტრიალებაში ატარებენ. მასშემდეგ რაც მსუნაგების ხილვით გულს ვიჯერებთ და ერთ-ორ სამახსოვრო ფოტოს გადავიღებთ, გეზს პირდაპირ მეზობელ ქალაქ ლეშანისკენ ავიღებთ. ითვლება რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი 71 მეტრი სიმაღლის მჯდომარე ბუდის ქანდაკება სწორედ ამ ქალაქშია. ლეშანის გიგანტური ბუდა არის ყველაზე დიდი მაიტრეაია ბუდას კლდეში ნაკვეთი ქანდაკება. მასში ჩინელმა ხალხმა წარსულის სიბრძნე დაგამძლეობა გამოკვეთეს. ნაშუადღევს კრუიზის გემით ქალაქსაც მოვივლით, აქაურობა ცნობილია უძველესი ტრადიციული ჩინური სასახლეებით, რომელთა ნახვა წყლიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

მსოფლიოში ცნობილია სიჩუანური სამზარეულო, სახელგანთქმულ ჰოთ ფოთს დააგემოვნებთ უანგჩენგლაომა კინტაის ქუჩაზე, სულმა წაგძლიათ Shizilou და Tanyutou რესტორნების ქსელი სწორედ ის ადგილია, სადაც უგემრიელეს და სახელგანთქმულ სიჩუანურ ლაფშას და სხვა უამრავ ადგილობრივ კულინარიულ შედევრს გასინჯავთ.

დღე 15

თავისუფალი დღე და დაბრუნება საქართველოში. შოპინგი ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რაცგანტვირთვისთვის მოუფიქრებიათ და განსაკუთრებით სასიამოვნოა შოპინგი ისეთ ქალაქში, როგორიცჩანგდუა. ორიგინალურ სუვენირებს, აქსესუარებს სამოსს თუ ფეხსაცმელს აქაურ სავაჭრო ცენტრებში ძალიან დაბალ ფასად შეიძენთ. შუ ბროკადი ჩინურ ტრადიციული ყველაზე ცნობილი სამოსის და ფეხსაცმლის ბრენდი სწორედ სიჩუანურია, მხოლოდ იმპერატორები ატარებდნენ ბროკადს და ბრენდისისტორია 2000 წელზე მეტს ითვლის. Zongfu Road, Chunxi Road-ზე გასვლა და მისი ღამის ბაზრობებზე თავისდაკარგვა წინა საღამოსაც შეგიძლიათ. მჯერა, ეს მოგზაურობა იქნება იმდენად ემოციური დადასამახსოვრებელი, რომ საქართველოში დაბრუნებულიც კიდევ დიდხანს ისაუბრებთ მასზე. ტურში გატარებული დღეების არცერთი წამი არასდროს დაგავიწყდებათ და ცხოვრების ბოლომდე გამორჩეულ მოგონებად გაგყვებათ.

მოგზაურობის პერიოდი 27 აპრილი - 12 მაისი

ტურის ღირებულება 12900 ლარი, ორ ადგილიან ნომერში, ერთ ადამიანზე

გთხოვთ გაითვალისწინეთ

ტიბეტის ტურზე რეგისტრაცია დასრულდება 30 სექტემბერს.

ტურში ადგილი დადასტურდება პირველადი 500$ გადახდის შემდეგ.

ტურში მონაწილეთა მაქსიმალური ოდენობა 16 ადამიანი.

ტურში მონაწილეობის მსურველმა უნდა გაიაროს ინდივიდუალური გასაუბრება.

ტურში მონაწილეობის მსურველემა უნდა გაიაროს კარდიოლოგთან კონსულტაცია და მოგვაწოდოსჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.

ტურის დაწყებამდე 10 დღით ადრე მონაწილემ უნდა შეწყვიტოს ალკოჰოლური სასმელის მიღება.

მგზავრმა უნდა დაიწყოს ვიტამინების კოპლექსის მიღება ტურის დაწყებამდე 2 კვირით ადრე და არშეწყვიტოს სრული ტურის განმავლობაში.

ტურში გადახდილი თანხა არ ნაზღაურდება თქვენი მხრიდან პირობის დარღვევის (ტურში ნებისმიერი მიზეზით წამოუსვლელობის შემთხვევაში).

მონაწილე ვალდებულია სექტემბრის ბოლოს ტურში მონაწილეობის დადასტურების შემდეგ იმოგზაუროს იმავე პასპორტით რაზეც გაიცემა ნებართვა (ანუ, მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოცვალოს პასპორტი. სურვილის შემთხვევაში სექტემბრის ბოლომდე, მანამ სანამ ნებართვები გაიცემა მის პასპორტზე).

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

ახლა აქტიური და მალე განახლებადი ტურები

ყველა →
ამჟამად არ არის აქტიურიშემატყობინეთ