ამჟამად არ არის აქტიურიჯგუფური ტური

ჯგუფური ტური საბერძნეთში

საბერძნეთი · 6 ღამე – 7 დღე

ფოტო: James Ting / Unsplash

  • ხანგრძლივობა6 ღამე – 7 დღე
  • გასვლათბილისიდან
  • ქვეყნებისაბერძნეთი

ტურის აღწერა

ჯგუფური, ისტორიულ-შემეცნებითი საექსკურსიო ტური. შემოგვიერთდით დაუვიწყარ მოგზაურობაში საბერძნეთის გულში! აღმოაჩინეთ უძველესი საოცრებები, მომხიბლავი სოფლები და თვალწარმტაცი პეიზაჟები!

დღე 1 - ათენში ჩასვლა

ჩვენი მოგზაურობა იწყება ათენში, სადაც უძველესი კულტურა და თანამედროვე ცხოვრება ერწყმის ერთმანეთს.

აკროპოლისი და პლაკა: პირველ რიგში, ვეწვევით აკროპოლისს, რომელიც ათენის სიმბოლო და ბერძნული ცივილიზაციის მარგალიტია. შემდეგ გავისეირნებთ პლაკაში, ათენის უძველეს და ყველაზე ფერად ქუჩებში.

ფსირისა და მონასტირაკას ბაზარი: ვნახავთ ათენის მხატვრულ და კულტურულ სულს ფსირის მრავალფეროვან უბანში და მონასტირაკას რწყილების ბაზარზე.

ერმუს შოპინგ მოლი: შოპინგის მოყვარულებისთვის აუცილებლად მოსანახულებელი ლოკაციაა! ერმუს მოლში ვნახავთ ბრენდულ მაღაზიებს, ბუტიკებს და სუვენირების მაღაზიებს.

დღე 2 - დელფი “მსოფლიოს ჭიპი”

შეიგრძნოთ უძველესი დელფის მაგიური ატმოსფერო

აპოლონის ორაკული: გავეცნობით ამ საოცარ არქეოლოგიურ ადგილს, რომელიც ძველ ბერძნებში ცნობილი იყო როგორც “მსოფლიოს ჭიპი”.

დელფის არქეოლოგიური მუზეუმი: ვნახავთ უძველესი ბერძნული ხელოვნების ნიმუშებს და გავიგებთ მეტი ბერძნული მითოლოგიისა და ისტორიის შესახებ.

არაჩოვა: ეს მყუდრო მთის სოფელი, რომელიც პარნასის ფერდობზე მდებარეობს, გვთავაზობს ულამაზეს ხედებს, ჯანსაღ კლიმატს და ადგილობრივ კულტურას.

დღე 3 - თერმოპილენი და ტრიკალა

გავეცნოთ საბერძნეთის გმირულ წარსულსა და თანამედროვე სილამაზეს:

თერმოპილენი: ადგილი, სადაც მეფე ლეონიდასის 300 სპარტელი გმირულად დაუპირისპირდა ქსერქსესის სპარსულ ჯარს. ვნახავთ მეფე ლეონიდასის დიდ ქანდაკებას.

თერმული წყაროები: ვისიამოვნოთ თერმული წყაროების სამკურნალო აბაზანებით, რომელიც საოცარ რელაქსაციას გვთავაზობს.

დღე 4 – მეტეორას მონასტრები და მეცოვო

ჩრდილოეთ საბერძნეთის საოცრებათა აღმოჩენა

მეტეორას მონასტრები: ეს უნიკალური მონასტრები კლდეებზე ასკეტებმა მე-14 საუკუნეში ააგეს. ისინი “ცაში მცურავი მონასტრები” სახელითაა ცნობილი და ბუნებრივი ფენომენის საოცრებას წარმოადგენს.

მეცოვო: ულამაზესი მთის სოფელი, სადაც შევძლებთ ისიამოვნოთ ადგილობრივი კულტურითა და ბუნებით.

იანინა: უძველეს ქალაქი, რომელიც ცნობილია მეჩეთებით, მონასტრებით და ულამაზესი ტბით. ისეირნებთ ქალაქის გალავნით შემოსაზღვრულ ნაწილში და შეიგრძნობთ მის უნიკალურ ატმოსფეროს.

დღე 5 – ვიკოსის ხეობა და ნაფპაქტოსი

აღმოვაჩინოთ ბუნების საოცრებები და ისტორიული ქალაქები:

ვიკოსის ხეობა: “მსოფლიოში ყველაზე ღრმა ხეობა”, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული, წარმოუდგენელ ხედებს გვთავაზობს.

ნაფპაქტოსი: ეს შუასაუკუნეების ქალაქი თავისი პატარა ვენეციური პორტით, მშვიდი პლაჟებით და აყვავებული მწვანე ლანდშაფტით მოხიბლავს ყველა მნახველს.

დღე 6 - კალავრიტა და რკინიგზა

გამორჩეული მატარებლით მოგზაურობა

ოდონტოტოს რკინიგზა: ამ ისტორიულ მატარებელზე გავივლით ზღაპრული მარშრუტით დიაკოფტოდან კალავრიტამდე, ვოურაიკოს ხეობის გავლით.

კალავრიტა: აქ სავსეა ბუნებრივი სილამაზე, წყლების სიუხვე და სათხილამურო კურორტები. ვისიამოვნებთ ზეთისხილის ტურის პროგრამით და დავაგემოვნებთ ბერძნულ ზეითუნის ზეთს.

დღე 7 - ეპიდავრუსი და ნაფპლიო

ისტორიული და კულტურული ძეგლები

ეპიდავრუსი: ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ცნობილია თავისი უნიკალური თეატრით და მკურნალობის ცენტრით.

ნაფპლიო: საბერძნეთის პირველი დედაქალაქი დამოუკიდებლობის შემდეგ, რომელსაც აქვს სამი ციხე და ვენეციური ქუჩები. ისეირნებთ ამ ულამაზეს ქალაქში, ვეწვევით კომბოლის მუზეუმს და გავიცნობთ მის უნიკალურ ისტორიას.

კორინთის არხი: ეს არხი აკავშირებს ეგეოსსა და იონიის ზღვას, რაც ჩვენი მოგზაურობის დაუვიწყარი დასასრული იქნება.

დამატებითი ხარჯები თითო პირისთვის

აკროპოლისი: €20

ეპიდავრუსი: €12

დელფი: €12

მეტეორა თითოეული მონასტერი: €3

ზეითუნის ზეთის დეგუსტაცია: €15 (გიდი იქნება ინგლისურენოვანი)

მოგზაურებს ადგილზე მოუწევთ გადახდა სასტუმროში შესვლისას:

3 სასტუმრო:*

€4 თითო ოთახზე, თითო ღამეზე

4 სასტუმრო:*

€4 თითო ოთახზე, თითო ღამეზე

5 სასტუმრო:*

€10 თითო ოთახზე, თითო ღამეზე

საბერძნეთი გთავაზობთ დაუვიწყარ თავგადასავლებს, სავსე ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი მარგალიტებით.

აირჩიეთ სასურველი მოგზაურობის პერიოდი (ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან ნომერში):

19 – 26 სექტემბერი - 4115 ლარი

26 – 3 ოქტომბერი - 4196 ლარი

03 – 10 ოქტომბერი - 4105 ლარი

07 – 14 ოქტომბერი - 4180 ლარი

10 – 17 ოქტომბერი - 4095 ლარი

14 – 21 ოქტომბერი - 4220 ლარი

17 – 24 ოქტომბერი - 4180 ლარი

ღირებულებაში შედის

ავიაბილეთები 8კგ. ხელბარგით და 23კგ. ბარგით

თბილისი - ათენი - თბილისი

ტრანსფერები (აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი)

ყველა ჩამოთვლილი ექსკურსია

გიდის მომსახურება

სასტუმროში განთავსება 6 ღამე - 7 დღე

ორჯერადი კვება

დაზღვევა

გამოიკვლიეთ საბერძნეთი და გახდით მისი ზღაპრული ისტორიის ნაწილი!

საბერძნეთი - იქ, სადაც მითები ცოცხლდებიან!

წაიკითხეთ ბლოგში

ახლა აქტიური და მალე განახლებადი ტურები

საბერძნეთის ტურები →
ამჟამად არ არის აქტიურიშემატყობინეთ