თარიღები მალე განახლდებაჯგუფური ტური

თუშეთის 4 დღიანი ტური მარიამობას გოგა ჩანადირის მეგზურობით

საქართველო · 4 დღე / 3 ღამე

  • ხანგრძლივობა4 დღე / 3 ღამე
  • გასვლათბილისიდან
  • ქვეყნებისაქართველო

ტურის აღწერა

თუშეთის 4 დღიანი ჯგუფური ტური მარიამობას, გოგა ჩანადირის მეგზურობით 💜

ისეთი ლამაზია თუშეთი, ისეთი ზღაპრული და ისეთი შთამბეჭდავი, ერთხელ მაინც აუცილებლად რომ უნდა იმოგზაურო, რათა მოინუსხო და შეგიყვარდეს ისე, რომ მთელი ცხოვრება გაგყვეს იქიდან წამოღებული განცდები და ემოციები 🤗🥰

მხოლოდ ერთი თარიღზე გვაქვს ჩანიშნული თუშეთის 4 დღიანი ჯგუფური ტური, რათქმა უნდა, გათვალისწინებული პროფესიონალი მძღოლები “რთულ გზაზე” სამოგზაუროდ.

მოგზაურობის პერიოდი: 27 - 30 აგვისტო (4 დღე / 3 ღამე), დარჩენილია 2 ადგილი
ასევე გვაქვს 3 დღიანი თუშეთის რამდენიმე თარიღზე ადგილი, რომლის დეტალებსაც გაეცნობით აქ - https://goodtravel.ge/tour-item/tusheti/

მარშრუტი:
⏩ 1 დღე – აბანოს უღელტეხილი, ომალო ვიზიტორთა ცენტრი, სოფელი შენაქო, სოფელი დიკლო, ძველი დიკლოს ციხეები. დაბრუნება და ღამისთევა ომალოში

⏩ 2 დღე – ქუე, ნიამორების გადმოსახედი, დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი, ღამისთევა ომალოში

⏩ 3 დღე – ბოჭორნა, დოჭუ, ილიურთა, ჯვარბოსელი, ვერხოვანი. დაბრუნება და ღამისთევა ომალოში

⏩ 4 დღე – კესელოს ციხეები, დაბრუნება თბილისში
სრული ტურის ღირებულება – 835 ლარი

ღირებულებაში შედის:
⤿ ტრანპორტირება კომფორტული Mistubishi Delica-თი (პროფესიონალი მძღოლით);
⤿ განთავსება საოჯახო სასტუმროში;
⤿ ორჯერადი კვება, საუზმე-ვახშამი;
⤿ გოგა ჩანადირის მეგზურობა
დამატებითი ინფორმაცია:
• მგზავრობა მაღალი გამავლობის ავტომობილით (გამოცდილი და სანდო მძღოლით);
• განთავსება თუშური ტრადიციული ტიპის სასტუმრო სახლში;
• კვების რაციონში გათვალისწინებულია ადგილობრივი კერძების დაგემოვნება – ხინკალი, კოტორი, ხავიწი და სხვა;
• პირველი დღის სადილი უმჯობესია წამოიღოთ თბილისიდან, მეორე და მესამე დღის სადილი შესაძლებელია თუშეთში შეუკვეთოთ (გაითვალისწინეთ, რომ თუშური ტრადიციის თანახმად ღორის ხორცის პროდუქტების ატანა არ შეიძლება);
• ფეხით სავალი მონაკვეთები: ფარსმა (400 მ., 20-30 წთ.); გირევი (1 კმ., 30-40 წთ.); კვავლო (400 მ., 20-30 წთ.); დოჭუ (400 მ., 20-30 წთ.);
• რეკომენდირებულია სხვა პირად სამოსთან ერთად იქონიოთ, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი, მთაში გადასაადგილებლად კომფორტული ფეხსაცმელი, მზის ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები;
• ჩარიცხული თანხა, ტურამდე 7 დღით ადრე არ ბრუნდება.

წაიკითხეთ ბლოგში

ახლა აქტიური და მალე განახლებადი ტურები

ყველა →
თარიღები მალე განახლდებაჩამწერეთ