რეგისტრაცია ღიააუზბეკეთი
უზბეკეთი · 8 დღე



- ხანგრძლივობა8 დღე
- გასვლათბილისიდან
- ქვეყნებიუზბეკეთი
ტურის აღწერა
ტაშკენტი - სამარყანდი - ბუხარა - ხივა - ურგენჩი - ტაშკენტი
დღე 1: ტაშკენტი
გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ტაშკენტის აეროპორტის გასასვლელშიადგილობრივ კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა და ტრანსფერი სასტუმროში. ნომრებში განთავსება, დასვენების შემდეგ გავემგზავრებით ტრადიციულ რესტორანში სადაც პირველად გავეცნობითუზბეკურ სამზარეულოს.
დღე 2: ტაშკენტი - სამარყანდი
ადრეული საუზმე სასტუმროში, ტრანსფერი ტაშკენტის რკინიგზის სადგურამდე.
გამგზავრება ჩქაროსნული მატარებლით სამარყანდში. სამარყანდში ჩასვლა 09:30, ტრანსფერი სასტუმროში. ქალაქი სამარყანდი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი 2001 წლიდან როგორც კულტურათა გზაჯვარედინზე აშენებული ქალაქი. სამარყანდი ყოველთვის ითვლებოდა აბრეშუმის გზის მარგალიტად, მდიდარი ვაჭრები უფრო მეტ დროს ატარებდნენ სამარყანდში, ვიდრე აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე სხვადასხვა ქალაქებში. ცნობილი მოგზაურები მარკო პოლო და იბნ ბატუტააღფრთოვანებულნი იყვნენ სამარყანდის სილამაზით, რაც ნათლად ჩანს მათ გზამკვლევებში. ალექსანდრემაკედონელი და ჩინგიზ ხანი გასაოცარ ლეგენდებსა და ისტორიებს ყვებოდნენ სამარყანდზე. დღის სანახავი ადგილები: რეგისტანის მოედანი, გურ-ემირის სამარხი, ბიბი-ხანუმის მეჩეთი, შახი-ზინდასანსამბლი, ულუგბეკის ობსერვატორია და ხოჯა დანიარის მავზოლეუმი (ასე უწოდებენ მუსლიმები ბიბლიურდანიელ წინასწარმეტყველს) - რომელსაც პატივს სცემენ როგორც მუსლიმები, ასევე ებრაელები და ქრისტიანები. საღამოს კი დავასრულებთ ტრადიციულ რესტორანში სადაც უგემრიელესი ქაბაბი და მწვადიმზადდება.
დღე 3: სამარყანდი - ბუხარა
საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი ბუხარაში. ჩასვლისთანავე განთავსება სასტუმროში დასვენებისთვის. ბუხარა ცენტრალური აზიის წმინდა ქალაქად არის აღიარებული. 1993 წლის 21 დეკემბერს იუნესკომ ბუხარასძველი ნაწილი იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ამ ქალაქის არქიტექტურული ნაგებობები ათასი წლის ისტორიას ითვლის.
დღის ტურის გეგმა: სამანიდების და ჩაშმა აიუბის მავზოლეუმებს, ბოლო-ხაუბის მეჩეთს, კიდობნის ციხეს, პოი-კალიანის კომპლექსს, აბდულაზიზ ხანისა და ულუგბეკის უძველეს მედრესეებს, სავაჭრო გუმბათებს, ასევე გასეირნებას. ლიაბი-ხაუზის მოედნის გასწვრივ, სადაც ხოჯა ნასრედინის ცნობილი ბრინჯაოსქანდაკებაა. მშვენიერი დღე ბუხარაში დასრულდება სადილით ბუხარას ოჯახში მასტერკლასით ბუხარასპილაფის მომზადების შესახებ, რომელიც შედგება ხორცის, ხახვის, ბრინჯის და სანელებლებისგან.
დღე 4: ბუხარა
საუზმის შემდეგ ექსკურსია ბუხარას გარეუბანში. დღის სანახავი ობიექტები: სიტორა-ი-მოჰი-ხოსასსასახლეში გასეირნება, ბაჰაუდდინ ნაკშბანდის მავზოლეუმი, ჩორ-ბაქრის სასაფლაო. გავისერნიებთბუხარას ვიწრო ქუჩებში სადაც გადავიღებთ დაუვიწყარ ფოტოსურათებს. დღის მეორე ნახევარში თავისუფალი დრო.
საღამოს ვახშამი ტრადიციულ რესტორანში სადაც დავაგემოვნებთ უგემრიელეს ადგილობრივ სამზარეულოს.
დღე 5: ბუხარა - ხივა
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ხივაში ყიზილყუმის უდაბნოს გავლით; გზად მშვენიერი უდაბნოს ხედებით დავტკბებით. პირველი გაჩერება გვექნება მდინარე ამუდარიასთან, ჩასვლა ხივაში და განთავსება კომფორტულ სასტუმროში იჩან-კალაში, ტურისთვის იდეალური განლაგებით. აბრეშუმის გზაზე ხივაში ცნობილი ისტორიული იჩან-კალას ციხესიმაგრე, 54 ისტორიული არქიტექტურულიშენობით და 250 ადგილობრივი სახლით. იჩან-კალა პირველი ადგილია რომელიც იუნესკომ შეიყვანათავისი მსოფლიო ძეგლების სიაში უზბეკეთსა და ცენტრალურ აზიაში. გავისეირნებთ იჩან-კალას ციხის ვიწრო ქუჩებში. დღის დასასრულს გვექნება ვახშამი ტრადიცულ ოჯახში.
დღე 6: ხივა
საუზმის შემდეგ საფეხმავლო ტური ხივაში. მოვინახულებთ: იჩან-კალას ციხეს, კალტა მინორისდაუმთავრებელ მინარეთს; მუჰამედ ამინ ხანის მედრესეს; კუნია-არკის ციტადელს, რომელიც შედგება საზაფხულო და ზამთრის მეჩეთებისგან, ჰარემი და აკ-შეიხ-ბობას გადმოსახედი; ჯუმა მეჩეთი 218 უნიკალური ხის სვეტით; მაჰმუდ ფახლავანის მავზოლეუმი ულამაზესი ფირუზისფერი გუმბათებით; 57-მეტრიანი მინარეთი და ისლამ-ხოჯას მედრესე; აკ - მეჩეთი; ანუშ ხანის აბანოები; ალა-ყული-ხანის მედრესე ქარვასლათა და ბაზრით; ტაშ-ხაულის სასახლე და იჩან-კალას ქალაქის კედლები. ამ დღეს გველის ფოლკლორული საღამო ტრადიციული ვახშმით.
დღე 7: ხივა - ურგენჩი - ტაშკენტი
ადრიანი საუზმე სასტუმროს რესტორანში, ტრანსფერი ურგენჩის აეროპორტში ტაშკენტშიგასამგზავრებლად. ჩამოსვლა ტაშკენტში. ტრანსფერი და განსათავსება სასტუმროში და დასვენება. დღის მეორე ნახევარში ტაშკენტის ტური. სანახავი ადგილები: ხასთ-იმამის ანსამბლი, ჩორსუს ბაზარი, თავისი ბრწყინვალე ფირუზისფერი გუმბათებით, რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლი, სიმამაცის მონუმენტი, თემურლენგისა და მუსტაქილიკის მოედნები; გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი - ხელოვნების უნიკალურიექსპოზიციებით. ტაშკენტის ტური დასრულდება ადგილობრივ რესტორანში გამოსამშვიდობებელი ვახშმით.
დღე 8: ტაშკენტი
საუზმე, ტრანსფერი აეროპორტში. გამომგზავრება.
მოგზაურობის პერიოდი 6 - 13 ოქტომბერი
ტურის ღირებულება: 3850 ლარი
ღირებულებაში შედის
- პირდაპირი ფრენა (თბილისი- ტაშკენტი-თბილისი) 20 კგ ბარგითა და ხელბარგით
- სამოგზაურო დაზღვევა
- ქართულენოვანი გამყოლი
- ადგილობრივი კომპანიის ტურისტული მომსახურება
- ადგილობრივი გიდის მომსაურება სრული ტურის განმავლობაში.
- განთავსება ორადგილიან ნომრებში 3* სასტუმროებში
- ყველა გადაადგილება ტურის მარშრუტის მიხედვით ჩვენთვის განკუთვნილი კომფორტული კონდიცირებული ტრანსპორტით.
- ყველა დღე 1.5 ლიტრი მინერალური წყალი ყველა მგზავრისთვის
- ორჯერადი კვება, თავისი კულინარული მასტერკლასებითა და შოუებით ტურის მიხედვით
- ჩქაროსნული მატარებლის ბილეთები (ტაშკენტი-სამარყანდი)
- შიდა ფრენის ბილეთი (ურგენჩი-ტაშკენტი) ბარგიანი.
- ყველა სამუზეუმო მოსაკრებელი.
ფასში არ შედის
ერთ ადგილიანი განთავსება;
ნებისმიერი პირადი ხარჯი;
ალკოჰოლური სასმელი ან კვება რომელიც არ არის ტურში ნახსენები.
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
ახლა აქტიური და მალე განახლებადი ტურები
ყველა →
რეგისტრაცია ღიაა
რეგისტრაცია ღიააახალი წელი ვიეტნამსა და კამბოჯაში
თარიღები მალე განახლდება