მაროკოს ღირსშესანიშნაობები: მარაქეში, საჰარა, ფესი და შეფშაუენი

მაროკოს ღირსშესანიშნაობები: მარაქეში, საჰარა, ფესი და შეფშაუენი

მაროკო აფრიკისა და ევროპის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანაა: ხმაურიანი ბაზრები, ატლასის მთები, საჰარას ოქროსფერი დიუნები და ლურჯად შეღებილი ქალაქები. ამ სტატიაში შევკრიბეთ მაროკოს მთავარი ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც ჩვენი მაროკოს ჯგუფური ტურის დროს ვნახულობთ.

მაროკო მოკლედ

მაროკო ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაშია და ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაზე გადის. დედაქალაქი რაბატია, უდიდესი ქალაქი კი კასაბლანკა. სახელმწიფო ენებია არაბული და ამაზიღური (ბერბერული), ფართოდ გამოიყენება ფრანგულიც. ვალუტა — მაროკოული დირჰამი.

მარაქეში

მარაქეში მაროკოს ყველაზე ფერადი ქალაქია:

  • ჯემაა ელ-ფნა — მთავარი მოედანი, რომელიც საღამოს ღია ცის ქვეშ რესტორნად და თეატრად იქცევა;
  • კუტუბიას მეჩეთი — ქალაქის სიმბოლო, რომლის მინარეთი შორიდანაც ჩანს;
  • მაჟორელის ბაღი — ლურჯი ვილა და კაქტუსების ბაღი, რომელიც ივ სენ ლორანს ეკუთვნოდა;
  • ბაჰიას სასახლე და მედინას ვიწრო ქუჩები სუვენირებითა და სანელებლებით.

აიტ ბენ ჰადუ და უარზაზატი

აიტ ბენ ჰადუ თიხის ციხე-სოფელია (ქსარი) ატლასის მთების სამხრეთით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, სადაც ათეულობით ცნობილი ფილმი გადაიღეს. მეზობელ უარზაზატს „მაროკოს ჰოლივუდს“ უწოდებენ — აქ ატლას სტუდიოს დეკორაციებს შორის გაისეირნებთ.

დადესის ხეობა და თოდრას კანიონი

გზა საჰარისკენ მაროკოს ყველაზე შთამბეჭდავ პეიზაჟებზე გადის: დადესის ხეობის კლაკნილი გზები და თოდრას კანიონი, რომლის ვიწრო გასასვლელს ასეულობით მეტრის სიმაღლის კლდეები ქმნის.

საჰარა — ღამე უდაბნოში

მერზუგასთან იწყება ერგ შების დიუნები — საჰარას ის ნაწილი, რომელსაც ფოტოებიდან იცნობთ. მზის ჩასვლისას აქლემებით გასეირნება, ტრადიციული ვახშამი ბერბერული მუსიკით და ღამე უდაბნოს ბანაკში ტურის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ნაწილია.

ფესი

ფესის ძველი მედინა (ფეს ელ-ბალი) იუნესკოს ძეგლი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ურბანული სივრცეა, სადაც მანქანები არ მოძრაობს. აქვეა ალ-ყარაუინი — IX საუკუნეში დაარსებული სასწავლებელი, და ცნობილი ტყავის საღებავი სახელოსნოები, რომლებსაც სახურავებიდან დაათვალიერებთ.

იფრანი — „მაროკოს შვეიცარია“

ატლასის მთებში მდებარე იფრანი ევროპული ქალაქის იერით გაოცებთ: ალპური სახლები, ნაძვნარები და ზამთარში თოვლიც კი.

შეფშაუენი — ლურჯი ქალაქი

რიფის მთებში ჩაკარგული შეფშაუენი მთლიანად ლურჯ ფერებშია შეღებილი: კიბეები, კარები და ქუჩები. ეს მაროკოს ყველაზე ფოტოგენური ადგილია.

ტანჟერი და კაპ სპარტელი

ტანჟერი ევროპასთან ყველაზე ახლოს მდებარე მაროკოული ქალაქია. მის მახლობლად კაპ სპარტელის შუქურასთან ატლანტის ოკეანე და ხმელთაშუა ზღვა ერთმანეთს ხვდება.

როგორ ვმოგზაურობთ

ჩვენი 7 დღიანი ტური მარაქეშიდან ტანჟერამდე მიდის: 4★ სასტუმროები, კომფორტული ავტობუსი, ადგილობრივი გიდი და ქართველი გამყოლი. უფრო ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ნახეთ 12 დღიანი მაროკო, ხოლო ყველა აფრიკული მიმართულება — გვერდზე ტურები აფრიკაში.

მოგეწონათ მიმართულება?

მოგვწერეთ და ზუსტად ასეთ მოგზაურობას დაგიგეგმავთ — ჯგუფთან ერთად ან ინდივიდუალურად.

შეუკვეთეთ ტური