
მაროკო: მარაქეშიდან ტანჟერამდე
მარაქეში · საჰარა · ფესი · შეფშაუენი · ტანჟერი



- ხანგრძლივობა7 დღე
- გასვლათბილისი
- ქვეყნებიმაროკო
- ღამე საჰარის ბანაკში
- 4★ სასტუმროები
- ქართველი გამყოლი
- ლურჯი ქალაქი შეფშაუენი
ტურის აღწერა
აი, რა გელოდებათ მაროკოს ჯგუფურ ტურში
- შეფშაუენი — მაროკოს ლურჯი ქალაქი
- უარზაზატი — „მაროკოს ჰოლივუდი“ და ატლას სტუდიო
- იფრანი — „მაროკოს შვეიცარია“
- ფესის მედინა — UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის უძველესი ქალაქი
- საჰარას უდაბნო — 4×4 ჯიპ-ტური და ღამისთევა უდაბნოს ბანაკში
- ატლასის მთები — მაროკოს ყველაზე შთამბეჭდავი მთიანი პეიზაჟები
- თოდრას კანიონი — 300-მეტრიანი კლდეებით გარშემორტყმული ბუნების საოცრება
- აიტ ბენ ჰადუ — UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კასბა
- ტანჟერი — ქალაქი, სადაც ევროპა და აფრიკა ერთმანეთს ხვდება
- მაჟორელის ბაღი — ივ სენ ლორანის შთაგონების ადგილი
- აქლემებით გასეირნება — მზის ჩასვლა საჰარას ოქროსფერ დიუნებზე
- მაროკოს სამზარეულო — აღმოსავლური არომატებისა და გემოების აღმოჩენა
- ბერბერული სოფლები — მაროკოს უძველესი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გაცნობა
7 დღიანი მოგზაურობის შინაარსი ასეთია
დღე 1 · 7 ოქტომბერი
ჩასვლა მარაქეშში, ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში, ცოტაოდენი დასვენების შემდეგ გვექნება ქალაქის ექსკურსია, და ვახშამი ტრადიციულ მაროკოულ რიადში (სურვილის შემთხვევაში). ღამისთევა მარაქეშში
დღე 2 · 8 ოქტომბერი: მარაქეში → აიტ ბენ ჰადუ → უარზაზატი
საუზმის შემდეგ მოვინახულებთ მაჟორელის ბაღს / ბაჰაიას სასახლეს, შემდგომ კი გავემგზავრებით სამხრეთისკენ ატლასის მთების გავლით ,,მაროკანულ ჰოლივუდში” - აიტ ბენ ჰადუში, სადაც გვექნება ექსკურსია ადგილობრივი გიდის თანხლებით. საღამოხანს გავემგზავრებით უარზაზატის მიმართულებით, ტაურირთის ქასბა (გარედან დათვალიერება) და ქალაქის პანორამული ხედები. ღამისთევა უარზაზატში
დღე 3 · 9 ოქტომბერი: უარზაზატი → დადესის ხეობა → თოდრას კანიონი → მერზუგა
საუზმის შემდეგ მოვინახულებთ ატლას სტუდიოს, შემდეგ კი გზას განვაგრძობთ საჰარისკენ, გზად მაროკოს ყველაზე შთამბეჭდავი პეიზაჟები გველოდება: დადესის ხეობის ხედები და თოდრას კანიონი (მოკლე გასეირნება). საღამოხანს კი 4x4 ჯიპებით გადავაადგილდებით უდაბნოს ბანაკში, სადაც ტრადიციული მაროკოული ვახშამი და ბერბერული მუსიკა გველოდება.
აქლემებით გასეირნება მზის ჩასვლის საყურებლად (სურვილის შემთხვევაში)
ღამისთევა მერზუგას უდაბნოს ბანაკში Sunny Luxury Camp (ტენტი)
დღე 4 · 10 ოქტომბერი: მერზუგა → მიდელტი → იფრანი → ფესი
საუზმის შემდეგ 2 საათიანი ჯიპ ტური ბერბერულ სოფლებში (სურვილის შემთხვევაში), შემდეგ კი გავემგზავრებით ფესის მიმართულებით და გზად მოვინახულებთ: ზიზის ხეობას, მიდელტის და იფრანს — „მაროკოს შვეიცარიას“. საღამოს ჩასვლა და ღამისთევა ფესში
დღე 5 · 11 ოქტომბერი: ფესი → შეფშაუენი
საუზმის შემდეგ ადგილობრივ გიდთან ერთად დავათვალიერებთ ფესის ისტორიულ ნაწილს: ფესის მედინას — UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობა, ალ-ყარაუინის უნივერსიტეტს (გარედან), კერამიკის საამქროს, მედინას და ბაზრებს. შემდეგ გავემგზავრებით შეფშაუენის მიმართულებით, ჩასვლა და ღამისთევა შეფშაუენში.
დღე 6 · 12 ოქტომბერი: შეფშაუენი → ტანჟერი
საუზმის შემდეგ ქალაქ შეფშაუენის საფეხმავლო ექსკურსია, ხოლო შუადღეს გავემგზავრებით ტანჟერის მიმართულებით, გზად გავჩერდებით ადგილზე, კაპ სპარტელი - სადაც ატლანტის ოკეანეს და ხმელთაშუა ზღვის შეერთების ადგილია. ჩასვლა (სურვილისამებრ გასეირნება მედინაში) და ღამისთევა ტანჟერში
დღე 7 · 13 ოქტომბერი: ტანჟერი
საუზმის შემდეგ ტრანსფერი ტანჟერის აეროპორტში და გამოფრენა
ფასში შედის
- ავიაბილეთები: ჩასვლა მარაქეშში, წამოსვლა ტანჟერიდან
- 4★ სასტუმროები საუზმით
- ტრანსფერები და კომფორტული ავტობუსი მთელი ტურის განმავლობაში
- ადგილობრივი გიდი და ქართულენოვანი გამყოლი
- სამოგზაურო დაზღვევა
- ბილეთები: მაჟორელის ბაღი ან ბაჰაიას სასახლე, ატლას სტუდიო, კაპ სპარტელი
ფასში არ შედის
- სავიზო მოსაკრებელი — 150 €
- „თიფი“ მძღოლისა და გიდისთვის
- სურვილისამებრ: აქლემებით გასეირნება ან ჯიპ-ტური (20–25 €), ვახშამი (40 €)
წაიკითხეთ ბლოგში




