logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ექსპედიცია ეთიოპიაში

ექსპედიცია ეთიოპიაში

14700₾ ერთ ადამიანზე

ექსპედიცია ეთიოპიაში
კომბინირებული ტური ისტორიული + ტომობრივი + დანაკილის უდაბნო და საფარი ტური

ეთიოპია ითვლება ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო ტურისტულ მიმართულებად მთელს აფრიკაში. ჯერ კიდევ მეფე სოლომონამდე დასახლებული 3000 წელზე ადრეული ნამოსახლარები, უძველესი ტომები, ფლორის და ფაუნის ბიომრავალფეროვნება, რომელთაგან უმეტესი ნაწილი ენდემურია, საოცარი კულტურული და რელიგიური უძველესი ძეგლები, უმდიდრესი მუსიკალური მემკვიდრეობა, უძველესი ყავის კულტურა, ხელოვნების უიშვიათესი დარგები, უმდიდრესი და ნაირფეროვანი სამზარეულო – ეს ყველაფერი იმის პირობაა, რომ ეთიოპია ყველა ტიპის მოგზაურისთვის სასურველი მიმართულება იყოს.

ვნახავთ მსოფლიოს მეოთხე უძველეს ისლამურ წმინდა ქალაქს, ოკუპირებულ, მაგრამ სრულად უსაფრთხო საჰარას ქალაქს უკიდურეს სამხრეთით, 800 წლის წინანდელ წარმოუდგენელი სილამაზის ლალიბელასა დაგერალტას ნასახლარებს და კლდოვან ტაძრებს, აქვა გონდარის ბრწყინვალე მე-17 საუკუნის დროინდელ ციხესიმაგრეეებს და დედამიწაზე აღმოჩენილ ყველაზე ძველ ადამიანის სამარხებს. მზის და ფირუზისფერი ნაზავი, თვალისთვის ბოლომდე აღუქმელი სილამაზე, სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი, რომლის ტბებშიც მაღალი ტემპერატურის გამო გაზის უზარმაზარი საბადოებია – დანაკილის უდაბნო, ჩვენიტურის ნაწილია. ზეციერმა სამოთხის მთების მსგავსი დედამიწაზეც თუ გააკეთა ეს აუცილებლად სიმიენისადა ბეილის ულამაზესი მთებია. წარმოიდგინეთ დაისი და აისი ისეთ ადგილას, საიდანაც ხელისგულივით ათას ფერში მოელვარე ჰორიზონტი ჩანს. ვულკანურ მთებში მცხოვრები ძუძმწოვრების და ფრინველების სახეობების ძირითადი ნაწილი დედამიწაზე სხვაგან არსად გვხვდება.

14 დღეში ტურის ფარგლებში საოცარი სინთეზით მოვივლით ჩრდილოეთ და სამხრეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ეთიოპიას. ამ ტურის უნიკალურობა სწორედ ქვეყნის ოთხი მხრის სრულ განსხვავებულობაში მდგომარეობს.

ყავა – ენერგიის მომცემი ძალა და არომატი, რომელიც ახალ გაღვიძებულზე ერთ-ერთი ყველაზე სასურველია. თანამედროვე სამყაროს შეიძლება არც არაფერი შეეტყო ამ მაცოცხლებელი სითხის შესახებ, რომ არა აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვეყანა ეთიოპია. ქვეყანა, რომლის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, მდიდარი ისტორია და ბიომრავალფეროვნება შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცხრა ძეგლში – უფრო მეტში ვიდრე აფრიკის ნებისმიერ სხვა ქვეყანას აქვს.

ტურის ჰაილაითები
დანაკილის უდაბნო- ერთ-ერთი ყველაზე ცხელი, მშრალი და დაბალი ადგილი პლანეტაზე. მარილის ტბები, ლავის ტბები, ვულკანები და ნეონის მჟავე წყაროები. მსგავსი პეიზაჟები დედამიწაზე სხვაგან არსადგვხვდება. Danakil-ის სიშორე მის ექსტრემალურ კლიმატთან და გასაოცარ ვიზუალთან ერთად აქცევს მასპლანეტის ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილად.

ისტორია და რელიგია – გადმოცემის მიხედვით ეთიოპიის ქვეყანა და ბიბლიური ნოეს შვილიშვილის ეთიოპიის დაბადება ერთ დროს მოხდა. სახელსაც და მის ძირძველ ქრისტიანულ საწყისსაც ამ ამბავს უკავშირებენ. დღემდე ეთიოპიის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ქრისტიანია. ტურის მანძილზე მოვივლით ისეთ უნიკალურ რელიგური ძეგლებს, რომლის მსგავსიც დედამიწაზე სხვაგან არ გვხვდება.

დავათვალიერებთ იუნესკოს მემკვიდრეობის 17 მთავარ ისტორიულ და რელიგიურ ძეგლს, ვეწვევით აფრიკულ იერუსალიმს – ლალიბელას და მის კლდეში ნაკვეთ ეკლესიებს. აქსუმი – ქრისტიანობის აკვანი, უძველესი ძეგლებით და სტელებით, რომელიც დღევანდელ ცათამბჯენებს საოცრად ჩამოჰგავს, ვეწვევითგონდარს, ეთიოპიის პირველ დედაქალაქს, რომელიც ახალი ეპოქის სიმბოლოდ ითვლება დადღესდღეობით სრული ქალაქი იუენსკოს დაცვის ქვეშაა. ერთად გავეცნობით ბაჰირ დარის, სადაც ზედტანას ტბაზე სირიელი ბერების მიერ აშენებული მონასტრებია.

ტურის ფარგლებში ვეწვევით უნიკალურ ეთნო სოფლებს და გავიცნობთ ადგილობრივი ტომის წარმომადგენლებს. ჟურნალმა National Geographic-მა 225000 ადამიანით დასახლებულ ომოს ველის ხეობას, სადაც 9 მთავარი და ბევრი პატარა ტომი ცხოვრობს “აფრიკის ბოლო საზღვარი” უწოდა. საუკუნეებმა ვერაფერი დააკლო და შეუცვალა ხეობას. ჩვენ გარდავიქმენით, სახე ვიცვალეთ, ისინი კი დღემდე საუბრობენ საკუთარ უძველეს ენაზე, ატარებენ რიტუალებს, რომელიც მხოლოდ იმ ადგილას ტარდება, აცვამენ და იღებებიან ისე რომ სრულად იდენტიფიცირდებიან გარე სამყაროსთან. ტურის მანძილზე მათთან ერთად გავატარებთ დღეს, ჩავერთვებით საღამოს რიტუალებში, მოვისმენთ უხუცესების საუბრებს, რომელიც რეალურად დაგვაფიქრებს სამყაროს სახეცვლილებაზე. აქ აღმოჩენილი ადამიანის ნეშტი 2.5 მილიონი წლით თარიღდება.

ვნახავთ ვულკანური წარმოშობის ბორცვებზე დასახლებულ სოფლებს, ტერასიან მინდვრებს, ანთროპომორფულ საფლავის მარკერებს, ანდროკის გრავიურებს, რომლებიც 5000 წელზე მეტითთარიღდება.

ვეწვევით ომოს, ნეჩ სარის ეროვნულ პარკებს, რომელიც გარშემორტყმულია ტბებით და ტყეებით. ვნახავთ70-ზე მეტი დასახელების ენდემურ ძუძუმწოვარ ცხოველს, ნიანგებით სავსე სანაპიროებს და მსოფლიოში ყველაზე იშვიათ ნეჩისარის ჩიტის საოცარ ბუდეებს.

ჯადოსნური ტურის ჩატარებას 15 დღემდე დროს მოვანდომებთ – ჩრდილოეთიდან სამხრეთით და დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაჭიმული ეთიოპია

დღე 1: ადის აბება
მარადიული გაზაფხულის ქალაქი-ასე უწოდებენ ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებას ზომიერი კლიმატის, მდიდარი მცენარეული საფარის და მჩქეფარე ხასიათის გამო. ქალაქი ზღვის დონიდან 2400 მეტრზემდებარეობს და ულან ბატორის შემდეგ სიმაღლით მსოფლიოში მეორე დედაქალაქად ითვლება.

ჩასვლისშემდეგ დავისვენებთ და მოვემზადებით ეთიოპიურ თავგადასავალთან შესახვედრად. იხილეთ ლინკიhttps://youtu.be/Lh1zUFGhnKI

დღე 2: დედაქალაქის ტური
დღეს ქალაქის არქიტექტურის და მუზემუების გაცნობით ვიწყებთ. ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმშიდავათვალიერებთ ლუსის 3,6 მილიონი წლის წინანდელ უნიკალურ ნაშთებს, რომლის ჩონჩხიც გასულსაუკუნეში, სულ ცოტა ხნის წინ, 1974 წელს აღმოაჩინეს. ტურს ადის აბებას უნივესიტეტის ეთნოლოგიურმუზეუმში განვაგრძობთ, რათა წინასწარი ხედვა შევიქმნათ, ეთიოპიის სხვადასხვა ხალხის კულტურის დაისტორიის შესახებ. აუცილებლად ვნახავთ უნიკალური ფრესკებით მოჭედილ სამების საკათედრო ტაძარს. მზის ჩასვლას 3200 მეტრი სიმაღლის ენტოტოს მთის წვერიდან მეტროპოლიის პანორამული ხედის ჭვრეტითდავასრულებთ.

თავად დედაქალაქის სახელი ადგილობრივ ენაზე ‘ახალ ყვავილს’ ნიშნავს და სიმაღლით მესამედედაქალაქად ითვლება მსოფლიოში. იგი ითვლება თანამედროვე აფრიკის უდიდეს ქალაქად 10 მილიონზემეტი მოსახლით და კონტინენტის მთავარ დიპლომატიურ ცენტრად. იხილეთ ლინკი https://youtu.be/2IlRDPhuN-c

დღე 3: ადის-აბება – სემრა – დალოლი (დედამიწის დაკარგული წერტილი)
დილიდან ფრენა დედამიწის ყველაზე დაკარგული წერტილის აფარას რეგიონისკენ, საიდანაც ჯიპებით პირდაპირ დანაკილის უდაბნოსკენ გავეშურებით. Danakil Depression, იგივე ყვითელ უდაბნომდე გზად აფდერის ტბასთან შევჩერდებით. ამ ტბის სილამაზის გადმოცემა სიტყვიერად შეუძლებელია. მარილით სრულად გაჯერებულ ტბას საოცარი ფირუზის ფერი დაკრავს და ასამდე მარტო წყალქვეშა ნაკადებითიკვებება. მას მეორე სახელად ჯულიეტი შერჩა, რომელიც იტალიელი მკვლევარის ჯუზეპე მარია ჯულიეტის საპატივცემულოდ შეარქვეს, თუმცა იგივე ჯულიეტი ადგილობრივებმა ამ ტბის სამხრეთ-დასავლეთით მოკლეს. იქვეა ეგოგის ტბა, რომელიც მსოფლიოსთვის აღმოჩენილი მხოლოდ გასული საუკუნის 20 წლების ბოლოს გახდა. შემდეგ უკვე პოლიციის ესკორტის თანხლებით ბერჰალეს რეგიონის გავლით ჰამედელაში გავემგზავრებით.

პასპორტის მიხედვით მოხდება ჩვენი მგზავრების იდენტიფიცირება და აფარ რეგიონის ნებართვების გაცემის შემდეგ დალოლისკენ გამგზავრება. გავივლით აქლემების ქარავნებს, რომელებიც ყოველდღიურად მარილის ტბიდან სემრამდე მარილს ეზიდება.

ღამისთევა ქემფინგის ლოჯებში  https://youtu.be/C3crB69ZCeM

დღე 4: დალოლი–ერტალე, მოწევისმთა / აქტიური ვულკანი
აფრიკის კონტინენტის ყველაზე დაბალი რეგიონი „Danakil Depression“ თავისი წითელი და ყვითელი ცხელიწყლით დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად არის აღიარებული. მისი გულიდან ამოსული მჟავადა მინერალების შემცველობა იმდენად კონცენტრირებული და გაჯერებულია, რომ დედამიწაზე ყველაზე საშიში ადგილის წოდებაც მიენიჭა. იქვეა ცნობილი მარილის აფარის ტბა, საიდანაც ლამის ნახევარი აფრიკა საუკეთესო მარილით მარაგდება.
დალოლის მოქმედი ვულკანი ზუსტად ისეთია, როგორი პეიზაჟიც ოცნებაში შეიძლება დახატო. უცებ წარმოიდგინეთ ვულკანური ლანდშაფტი და მასში ჩაკარგული ერტალესვულკანური ტბა. ყოველ საღამოს შებინდებისას გეიზერი აქტიურდება და ჩვენს თვალწინ საოცარი სანახაობა ამოქმედდება.

ღამისთევა კემპინგში https://youtu.be/tYr43j1kIXU

დღე 5: ერთალე–სემრეაადის-აბება
ეს დღეც ეკო ტურისტის სამოთხეა. წარმოიდგინეთ საუზმე ვულკანის ძირას, შემდეგ გზა ულამაზეს სემრასკენ და უცებ ჰორიზონტზე თითქოს არსაიდან აფრარას ტბა თავის საოცარი ქათქათა ქვიშით. ეს არის ადგილი, რომლის ვიზუალიც ალბათ არასდროს დაგავიწყდებათ. ფრენა ადის აბებამდე და ღამისთევა დედაქალაქში https://youtu.be/SFpSyApMiUQ

დღე 6: ადის-აბება – არბამინჩი (ორმოცი წყაროს ქალაქი)
თუ გიყვართ და გაინტერესებს ეთნოგრაფია, კულტურა და ახალ აღმოჩენებს ესწრაფვი, სამხრეთ ეთიოპია უნდა მოინახულო. ულამაზეს თეთრ ქალაქ სოდოს გავლით არბამინჩში სოფელ დორზესში ჩავალთ. აქ მცხოვრები ხალხი ფუტკრის სკის ფორმის საოცარ სახლებში ცხოვრობს და სახელი განსხვავებული ქსოვილების წარმოებით და მთის ფერდობზე შეფენილი ტერასული მეურნეობით აქვს განთქმული.

ღამისთევა არბამინჩის სასტუმროში https://youtu.be/erlBBLIJqHg;
https://youtu.be/PF2upGJu1Lo

დღე 7: არბამინჩი – ტურმი (ვარდების უდაბნო ქალაქი)
დილას ნავით ჩამოს ტბაზე საფარი ტურით ვიწყებთ. ეს ის ადგილია, რომლის ნაპირზეც აფრიკაში ყველაზე გრძელი და მსუქანი ნიანგები ცხოვრობენ. ზანტი ბრაზიანი ჰიპოპოტამები ნებივრად დასეირნობენ ტბის ზედაპირზე და არნახული რაოდენობის ფრინველი დაფრინავს ტბის თავზე. ძნელად წარმოსადგენია დილის ამაზე ლამაზი ამბით დაწყება.

შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ფერად და ტანის ხატვაში დიდოსტატ ტომ ჰამარს ვეწვევით. სოფლის გარშემო არსებული მცენარეული საფარი უნიკალური ფერების შექმნის საშუალებას იძლევა. სხეულზე მოხატულ დიზაინებს რაიმე განსაკუთრებული რელიგიური დატვირთვა არ აქვს, თუმცა სოფლის მაცხოვრებლები ერთმანეთზე მიბაძვით თითოეული ახალი ნამუშევრის ესთეტიკას კიდევ უფრო აუმჯობესებენ და ხელოვნების დონეზე ჰყავთ აყვანილი. აქ შეხვდებით ყველაზე უცხოდ თიხისგან მოხატულ სხეულს. ჰამერების ტომი აფრიკაში ყველაზე ექსტრავაგანტული ფორმის თმის ვარცხნილობებითაც არის ცობილი. როგორც წესი მათი გამოძერწილი ქუდები სირაქლემას ბუმბულით არისხოლმე შექმნილი https://youtu.be/eW4jtZoKQac

დღე 8: ტურმი-ომოდელტა – ჯიინკა
ეს დღე ნამდვილი სამოთხეა ტომოლოგიით გატაცებული ადამიანებისთვის. ტურმეს რეგიონი კენიას ესაზღვრება. აქ მცხოვრები ტომები მთელი აფრიკის დანარჩენი ტომებისგან გამოირჩევიან ვიზუალური და კულტურული სტილით. ნავით ულამაზეს ომოს მდინარეს როგორც კი გადავჭრით, დასნეჩების ფართე პირიანტომის საცხოვრებელ მიწებს მივადგებით. აქაურებს სხეული სრულად წითლად აქვთ შეღებილი თეთრითიხის ორნამენტებით და ყველა ზრდასრულ მამაკაცს ქვედა ყბის პირსინგი აქვს გაკეთებული.

ეთიოპიაში ჯინკა მაგოს ეროვნულ პარკში კიდევ ერთი გამორჩეული ტომია – დასნეჩები. სანამ შებინდდება სწორედ მათ ვეწვევით. ტომის ძალიან სპეციფიკური ქალიშვილის წინადაცვეთის ტრადიცია ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ცხოვრებაში. დიმის ცერემონიის დროს გოგონას ქორწინებამდე ტომის მამაკაცები თავსყვითელი ტალახით იღებავენ და ახურავთ სირაქლემას შავი ბუმბულის ქუდები, ლეოპარდის ტყავის ქვედაბოლო და ჟირაფის კუდის სამკაული. ორივე ფეხზე ზარები კიდიათ, ხელში ტრადიციული თიხის წითლად შეღებილი პატარა ფარი და შუბი უკავიათ და მეორე ხელში ჯოხი უჭირავთ. ქალებს მაიმუნის ტყავისგან შემოსილი სამოსი აცვიათ, ხელში ხის კოვზი უჭირავთ და გალობით უერთდებიან მამაკაცებს. ცეკვით მიდიან გოგონას ქოხამდე, რომელზეც გოგონას საზეიმო სამოსია გამოკიდული და შემდეგ საჯარო წინდაცვეთის ცერემონიალი ტარდება. გოგონას მამა ხდება ტომის ბელადი და ტომში ყველაზე გავლენიანი მამაკაცი მომდევნო ქალიშვილის დაქალებამდე. https://youtu.be/I3mIysryiZQ

დღე 9: ჯინკა – ადის-აბება
მაგოს ეროვნულ პარკში კიდევ ერთი უცნაური ტრადიციების მქონე მურსის ტომი ცხოვრობს. როდესაც მათი ქალები მომწიფების ასაკს აღწევენ, მათ ქვედა ტუჩს უჭრიან და შიგნით წრიულ თიხის დისკებს უთავსებენ. ტომის მონახულების შემდეგ ჯინკადან ისევ ადის აბაბას მიმართულებით გავფრინდებით. საღამოს საფეხმავლო ტური მარადიულ გაზაფხულის ქალაქში. მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ბმული: https://youtu.be/HMmvtrD7Ns8

დღე 10: ფრენა ლალიბელაში (აფრიკული პეტრა) მეორე იერუსალიმი
ლალიბელაში მოხვედრა წარსულში მოგზაურობას გავს. იქაურობას ‘მსოფლიოს მერვე საოცრებას’ ეძახიან. ლეგენდის მიხედვით, როდესაც იმპერატორმა ლალიბელამ მუსლიმებისგან მიწასთან გასწორებული იერუსალიმი ნახა თავის ქვეყანაში მსგავსის აშენება ბრძანა. ზღვის დონიდან 2500 მეტრზე ტყეში ჩაკარგულ ქალაქის ტაძრები ზღაპარივითაა და არარეალურს ჰგავს. მიწის ზედაპირზე ისინი არ ჩანს, ხოლო ქვეშ კიჯვრის ფორმის 800 წელს მიღწეული მონოლითური ნაგებობები ერთმანეთის მიყოლებით შენს თვალწინ ჩნდება.

დღეს მთლიანად აფრიკული პეტრას დათვალიერებაში გავატარებთ. ვეწვევით ეკლესიების პირველდა მესამე ჯგუფს, ჯამში 14 მონასტერს. შებინდებისას მზე აქაურობას ვარდისფერი გრანიტის საფარის გამოკიდევ უფრო ჯადოსნურს და მომაჯადოებელს ხდის. იხილეთ ბმული https://youtu.be/HBq_zOzhTqw

დღე 11: ლალიბელა – Simien Mountain National Park / აფრიკის სახურავი
ეთიოპიის სილამაზეს და მრავალფეროვნებას დასასრული არ აქვს. ამ დღეს ფართოდ გაშლილი მინდვრების და საოცარი ლანდშაფტის გავლით პირდაპირ აფრიკის სახურავზე სიმიენის მთის ძირას მოვხვდებით. იხილეთ ბმული https://youtu.be/9Eog20HtloI

დღე 12: გასეირნება აფრიკის სახურავზე / Simien Mountain National Park – გონდარი აფრიკის კამელო
Simien Mountains National Park-ი რამდენიმე პლატოსა და უამრავი მდინარის ხეობისგან შედგება. ამ დღეს ვნახავთ ეთიოპიური ბაბუნების ნახირს და ჩავალთ გონდარამდე, სადაც ეთიოპიის ებრაული საზოგადოებადა ცენგოს ტომები ცხოვრობენ. იხილეთ ბმული https://youtu.be/47ZZRjs7iyo

დღე 13: გონდარი – ტბისპირა ქალაქი ბაჰირდარი / პალმის ქალაქი ტანას ტბის სანაპიროზე
მოგზაურობის მეცამეტე დღეს მორიგ ისტორიულ ქალაქ გონდარს ვესტუმრებით. ეთიოპიის იმპერიის პირველი დედაქალაქი გონდარი 1632 წლიდან 236 წლის მანძილზე შენდებოდა. სხვადასხვა იმპერატორმა ქალაქზე განსხვავებული კვალი დატოვა. ვნახავთ ფასილიდასის ულამაზეს სასახლეს, რომელიც ამ მხარეში ნაპოვნ ყველაზე ძველ ძეგლადაა აღიარებული. დავათვალიერებთ ათობით ციხეს. ქალაქს აფრიკულზე მეტად ევროპული იერი გადაკრავს. გონდარში არსებული Debre Berham Selassie (სამების შუქი)-ის ეკლესიის ინტერიერში არსებული ფრესკები, სერაფიმები და ქერუბიმები აღიარებულია აფრიკაში ნაპოვნ რელიგიური მოტივებით შექმნილ ყველაზე დახვეწილ ნამუშევრებად. იხილეთ ბმული https://youtu.be/sZZckaI6zsU

დღე 14: ნავით გასეირნება ტანას ტბაზე – უძველესი მონასტრები
უცებ წარმოიდგინეთ ერთ ტბაში გაბნეული 37 კუნძული, საიდანაც 32 მათგანზე ისტორიული და კულტურული ძეგლებია აგებული. ეთიოპიის ყველაზე დიდ ტბას, რომელსაც სიდიდის გამო მეორენაირად ლურჯ ნილოსსაც ეძახიან, გემით მოვივლით.

კრუიზის განმავლობაში დავათვალიერებთ უძველეს ეკლესია-მონასტრებს. ზეგეს ნახევარკუნძულზე ჩაკარგული ურა კიდანე მეჰრეტის მონასტერი ეთიოპიური მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. შიდა კედლები სრულად მოხატულია ბიბლიური სცენებით. ადგილზე ინახება და დათვალიერება შესაძლებელია იმპერატორის დროინდელი ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ჯვრები, გვირგვინები, მე-14 საუკუნის ხელნაწერები და სხვა საეკლესიო ნივთები. ვეწვევით ტანას ტბის განაპირა კუნძულზე მდებარე მეთოთხმეტე საუკუნის აზვა მარიამის პატარა სასწაულმოქმედ ეკლესიასაც, სადაც ისტორიაში ყველაზე ფერადი ბიბლიური სცენებია ასახული და რომლის ბერებიც საოცრად ჭრელბერულ სამოსს ატარებენ.

კრუიზის დროს შევხვდებით ადგილობრივ ტომებს, რომელთაც განსაკუთრებულად წაწვეტებული ლერწმის ნავები ყავთ. ტბა სავსეა ჰიპოპოტამებით და გადამფრენი ფრინველებით. გვიან ფრენა ადის-აბებაში და გამოსამშვიდობებლი ვახშამი ტრადიციულ რესტორანში სხვადასხვა ეთიოპიური დიშანდის ცოცხალი ტრადიციული მუსიკალური შოუთი. იხილეთ ბმული https://youtu.be/un1uA6eFTaE

დღე 15: საქართველო
ყველაფერს აქვს დასასრული და ეს საოცარი თავგადასავალიც ისტორიას ჩაბარდება. დაღლილები, დადებითი ემოციებით გაჯერებულები და საოცრად ბედნიერები ვბრუნდებით საქართველოში.

მოგზაურობის პერიოდი: 7 – 22 დეკემბერი 2023 წელი
ღირებულება ერთ ადამიანზე 14700 ლარი, ორ ადგილიან ნომერში, ერთ ადამიანზე

ფასში შესულია:
საერთაშორისო ორმხრივი ავიაბილეთი;
შიდა ფრენის ოთხი ავიაბილეთი:
1) ADDIS-ABABA/ SEMRA 2) SEMRA /ADDIS ABABA, 3) ADDIS ABABA/LALIBELA 4) BAHIRDAR/ADDIS ABABA;
ვიზა;
სამოგზაურო დაზღვევა;
სამოქალაქო ადგილობრივი დაზღვევა;
სასტუმრო/ლოჯებში განთავსება ორ ადგილიან ნომერში ერთი ადამიანის;
საუზმე და ვახშმები სასტუმროებში;|
სამჯერადი კვება ყველა კემპინგის ღამეში;
ტურის განრიგში გაწერილი ყველა შესასვლელი ბილეთი;
ყველა სოფლის შესასვლელი, ომას ხეობის ტომების საფასური და მთავარი გადასახადები;
ინგლისურენოვანი გიდი;
ქართულ ენოვანი გამყოლი;
სკაუტების მომსახურება ეროვნულ პარკებში;
ეროვნული პარკების გადასახადები;
სამხედრო დაცვა სრული ტურის მანძილზე;
ნავის საფასური და ტანას ტბის მონასტრის და ჩამოს ტბის გადასახადები;
ყველა სახმელეთო ტრანსპორტი 4:4 ზე მანქანებით;
დანაკილის უდაბნოში ჯიპებით მომსახურება;
სპეც პერსონალი დანაკილის უდაბნოში;
ჯარისკაცის (არმიის ძალების) და პოლიციის გაყოლა ერთალეს აქტიურ ვულკანში;
დანაკილის ნებართვები რეგიონალური ტურიზმის დეპარტამენტისგან (წელიწადში გაიცემა მხოლოდ 700 ვიზიტორზე);
სრული ტურის მანძილზე მზარეულის და მისი დამხმარე გუნდის მომსახურება;
1 ბოთლი წყალი დღეში ერთ ადამიანზე;
აქლემები თითოეული ტურისტისთვის ტურში გაწერილი პროგრამის მიხედვით ვულკანის კემპინგის ზონაში;
კემპინგის სრული აღჭურვილობა;
ყველა სახელმწიფო გადასახადი;
ყველა შემოსავლის გადასახადი უცხოელი ტურისტისგან რეგიონალური ხელისუფლებისთვის.

ფასი არ მოიცავს:
ერთ ადგილიან განთავსებას ნომერში (სურვილის შემთხვევაში ტურს ემატება 1250 $)
კამერის და დრონის შეტანის ნებართვის გადასახადებს
ალკოჰოლური ან სხვა გამაგრილებელი სასმელი
პირადი ხარჯები
სურვილის შემთხვევაში ინტერნეტ მობილურის პაკეტს 40$
თიფს 80$ თითო ვიზიტორისგან

მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სასურველია ყველა მონაწილეს ჰქონდეს გაკეთებული ყვითელი ცხელების აცრა. აცრა კეთდებასაბურთალოს ცხელების ცენტრში და იცავს ორგანიზმს მთელი ცხოვრების მანძილზე. უსაფრთხოა ჩვილიბავშვებისთვისაც.

გთხოვთ, ექსპედიციის განმავლობაში თან იქონიეთ თხელი გრძელ მკლავიანი და გრძელტოტიანი სამოსი, ფეხზე ჩაიცვით წყალგამძლე (ტალახამტანი) მყარ ძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, არ დაგრჩეთ მზისსათვალე, მზისგან დამცავი ქუდი და მზისგან დამცავი საცხი.

მარშრუტი შეიძლება შეიცვალოს საგანგებო სიტუაციის, უამინდობის, პოლიტიკური ან სოციალურიპრობლემების შემთხვევაში, თუმცა ტურის განრიგი შესრულდება სრულად.

აუცილებელია თან იქონიოთ მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები.

არ გჭირდებათ მალარიის საწინააღმდეგო აბები!

აუცილებელია ტურის დღეებში სრულად დაემორჩილოთ ადგილობრივ გამყოლს. მისი ნებართვის გარეშებაზის ან ტრანსპორტის დატოვება აკრძალულია.

რეკომენდებულია არ მიიღოთ ალკოჰოლი საფარი ტურის განმავლობაში.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ:
ტურზე ადგილის დადასტურება ხდება პირველადი 500$ შემოტანის შემდეგ, თქვენი მხრიდან ტურისგაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.

ტურის ღირებულება არ იცვლება 15 სექტემბრის ჩათვლით. 15 სექტემბრიდან ღირებულება დაკორექტირდება ავიაბილეთების ინდივიდუალურად დათვლილი საფასურის მიხედვით.

ავიაბილეთების სრული თანხა 2100$ უნდა იყოს გადახდილი ტურის დადასტურებიდან 20 სამუშაო დღეში

დანარჩენი თანხის გადანაწილება შესაძლებელია თქვენზე მორგებული გრაფიკით

სრული თანხა უნდა იყოს დაფარული 2023 წლის 15 ნოემბრამდე

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 
ტურის მენეჯერი ნათია იმესაშვილი: ☎️ (032) 2 300-700; (შიდა ნომერი 303); მობ: 555308811

ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
You don't have permission to register