აღმოაჩინე ეგვიპტური ცივილიზაცია
აღმოაჩინე ნამდვილი ეგვიპტე ჩვენთან ერთად
ტური მეტად საინტერესოა, რადგან მეგზურობას ისტორიკოს გიორგი კალანდია გაგვიწევს, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ისტორიების მოყოლით დაუვიწყარს გახდის თქვენს მოგზაურობას.
9 დღის განმავლობაში ვიმოგზაურებთ: კაიროში, ალექსანდრიაში და 5*-იანი კრუიზით 3 დღის განმავლობაში ლუქსორსა და ასუანში. ტურის შინაარსი:
1 დღე – 25 აპრილი / კაირო
ჩასვლა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, სადაც დაგვხვდება ტრანსფერი და გავემგზავრებით სასტუმროსკენ. განვთავსდებით ნომრებში და ღამისთევა კაიროს 5* სასტუმროში.
კვება: საუზმე და ვახშამი რესტორანში
2 დღე – 26 აპრილი / კაირო
სასტუმროში საუზმის შემდეგ, დილის 08:30-ზე გავემგზავრებით ექსკურსიაზე გიზას დიდებული პირამიდების მოსანახულებლად: – ხეოფსის, ხეფრენისა და მიკერინის პირამიდების მიმართულებით. ხეოფსის პირამიდა ყველაზე კოლოსალური აკლდამაა, რაც კი ოდესმე აუგიათ. შემდგომ მოვინახულებთ სფინქსს – მონუმენტურ სკულპტურას, რომელსაც იცავს მეფე ხეფრენის სახის მქონე ლეგენდარული ლომი. მოგვიანებით ვეწვევით პარფიუმისა და პაპირუსის ფაბრიკებს.
შემდგომ გავემგზავრებით პირამიდების რაიონში არსებულ რესტორანში, სადაც გვიმასპინძლებენ ეგვიპტური კერძებით (შვედური მაგიდა), წყალი და უალკოჰოლო სასმელები (ნატურალური წვენები დამატებით საფასურის გადახდის შემთხვევაში).
შემდგომ ვესტუმრებით ეგვიპტის მუზეუმს, სადაც ფარაონთა ისტორიის ამსახველი 120 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. მათ შემადგენლობაში შედის ფარაონ ტუტანხამონის კოლექციაც.
მუზეუმიდან დაბრუნების შემდეგ, სასტუმროში მცირედი დასვენების შემდეგ გვექნება ჯგუფის უკეთ გაცნობითი ვახშამი ტრადიციულ, ეგვიპტურ რესტორანში, ფოლკლორის თანხლებით.
დაბრუნება და ღამისთევა კაიროს 5* სასტუმროში.
კვება: საუზმე და ვახშამი რესტორანში
3 დღე – 27 აპრილი / კაირო – ასუანი
სასტუმროში საუზმის შემდეგ, დილის 08:00 საათზე ადგილობრივი გიდი გაგვიძღვება ძველი კაიროსკენ, სადაც ძველი ქრისტიანული ტაძრებისა და კოპტიკის მუზეუმის ხილვის შესაძლებლობა გვექნება.
შემდეგ დავათვალიერებთ ძველი ეგვიპტის გამორჩეულ და უძველეს ბაზრობას – ხას ელ ხალილს. მოგვიანებით დავბრუნდებით სასტუმროში, სადაც მცირე ხნით მოვისვენებთ, შემდეგ კი გავემგზავრებით რკინიგზის სადგურისკენ. ასუანისკენ მიმავალ გზაზე გვექნება მატარებელში გამოძინების საშუალება.
კვება: საუზმე /ვახშამი მატარბელში
4 დღე – 28 აპრილი / ასუანი – კრუიზი
ასუანში ჩავალთ დილის 09:25-ზე, შემდგომ კი დავიწყებთ ექსურსიას – მაღალი კაშხლისა და ფილეს ტაძრის მოსანახულებლად. ფილეს ეკლესია მდინარე ნილოსის გვრიგვინის მარგალიტია, რომელიც აღმართულია აგილკლიის კუნძულზე, ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში. ეს ლეგენდარული ადგილი დაარსდა ძვ.წ. 690 წელს ისიდას – განკურნებისა და ჯადოსნობის ეგვიპტური ღვთაების საპატივცემულოდ.
ექსკურსიის დასრულების შემდეგ გავემგზავრებით ნილოსისკენ მიმავალ 5* – ვარსკვლავიან კრუიზზე, სადაც გავივლით რეგისტრაციას და დავბინავდებით გემზე, ღამისთევა გემზე.
5 დღე – 29 აპრილი / ნილოსის კრუიზი – კომ-ომბო – ედფუ
ვისაუზმებთ გემზე, დავიწყებთ მოძრაობას ნილოსის მიმართულებით დილის 11 სთ-ზე. შემდეგი დანიშნულების ადგილია კომ ომბოს ტაძარი, რომელიც აგებულია ძვ.წ. 180 წელს პტოლემეების დინასტიის მიერ რომაელთა შემოსევის დროს. ამ სალოცავის გამორჩეულობა და ღირსშესანიშნაობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მდებარეობს მდინარის ნაპირზე ედფუსა და ასუანს შორის.
შუადღეზე კომ ომბოს ტაძარის მონახულების შემდეგ მოინახულებთ ედფუს სალოცავს, რომელიც ყველაზე შთამბეჭდავია ნილოსის ტაძრებს შორის ლუქსორ-ასუანის ტერიტორიულ მონაკვეთზე.
ქალაქი ედფუ მდებარეობს ასუანის ჩრდილოეთით 60 კმ-ის დაშორებით, ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, ზემო ეგვიპტეში. ის დააფუძნეს პტოლემეების მმართველობის ხანაში ძვ.წ. 237-57 წლების ინტერვალში.
ღამისთევა 5* ნილოსის კრუიზზე
კვება: საუზმე / სადილი და ვახშამი.
6 დღე – 30 აპრილი / ლუქსორის ტაძარი – კარნაკის სატაძრო კომპლექსი
ვისაუზმებთ გემზე, დილის 8 სთ-ზე, შემდეგ კი გვექნება ტრანსფერი ავტობუსით გიდთან ერთად ლუქსორის ტაძრის მოსანახულებლად. ის აგებულია ნუბიიდან ჩამოტანილი ქვიშაქვის ბლოკებით, ნაგებობა გარემოცულია თიხაბეტონის კედლებით, რაც ამქვეყნიური სამყაროსა და ღმერთების წმინდა სამეფოს განცალკავების სიმბოლოა. ეს სალოცავი წარმოაჩენს ახალი სამეფოს პერიოდში ცნობილი სატაძრო არქიტექტურის მრავალ მახასიათებელს.
შემდეგ ვეწვევით კარნაკის სატაძრო კომპლექსს (სიტყვა „კარნაკი“ არაბულიდან ითარგმნება, როგორც „გამაგრებული სოფელი“), რომელიც თარიღდება ძვ.წ. 2055 – ახ.წ. 100 წლებით. ის მიეძღვნა ღვთაებებს – ამუნს, მუტს და ხონსუს. კარნაკის სატაძრო კომპლექსი რელიგიური დანიშნულებით აგებულ სალოცავებს შორის ერთ-ერთი უდიდესია, ძველ ეგვიპტელებს შორის იგი „გამორჩეული ადგილის“ სახელით იყო ცნობილი.
მოგვიანებით დავბრუნდებით გემზე, სადაც გავათევთ ღამეს.
ღამისთევა ნილოსის 5* კრუიზზე/გემზე.
კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი.
7 დღე – 1 მაისი / “მეფეთა ხეობა” და მემნონის კოლოსები
ვისაუზმებთ გემზე და დილის 8 სთ-ზე გავემგზავრებით მეფეთა ხეობის მოსანახულებლად. ერთი შეხედვით, „ხალმწიფეების კარიბჭეთა ხეობა“ მხოლოდ მზის სხივებით გაჯერებული კლდოვანი გრუნტისგან შექმნილ ვრცელ ტერიტორიად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა მთელი ამ მტვრით დაფარულია ეგვიპტის ისტორიაში 63 უმნიშვნელოვანესი ფარაონის სამარხებია. ამ ხეობაში ძვ.წ. 16-11 საუკუნეებში მარხავდნენ უზენაესი ხელისუფლების, მათი ოჯახის წევრებსა და ქონებას. 1979 წელს ეს ადგილი და მასთან ერთად თებანის ნეკროპოლისი და დედოფალ ხოტშეფსუტის ტაძარი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მდინარის ხეობის კირქვის შვერილებზე მოკალათებული უნიკალური მრავალიარუსიანი ნაგებობა წარმოადგენს გასაოცარ სანახაობას.
შემდეგ მოვინახულებთ მემნონის კოლოსებს, რომლებმაც პოპულარობა მოიპოვეს თავიანთი დიდებულებისა და იმ იდუმალი ხმების წყალობით, რომელსაც გამოსცემს ჩრდილოეთის კოლოსი მზის ყოველი ამოსვლისას.
მოგვიანებით გავემგზავრებით რკინიგზის სადგურისკენ. კაიროსკენ მიმავალ მატარებელში მოგვეცემათ გამოძინების შესაძლებლობა.
კვება: საუზმე და ლანჩი/ვახშამი მატარებელში
8 დღე – 2 მაისი / ალექსანდრია – კაირო
დილის 06:25-ზე კაიროში ჩავალთ. და ადგილობრივი გიდი გაგვიძღვება ქალაქ ალექსანდრიისკენ, სადაც დაათვალიერებთ კაიტ-ბეიას ციტადელს (შიგნიდან). ეს თვალწარმტაცი სიმაგრე მე-14 საუკუნეში ააგო სულთან კაიტბეიმ ოსმანთა იმპერიის თავდასხმებისგან ალექსანდრიის დასაცავად. მისი ძალისხმევა ამაო გამოდგა, რადგან დამპყრობლებმა 1512 წელს ეგვიპტე ხელში ჩაიგდეს, თუმცა მსოფლიოს 7 საოცრებათაგან ერთ-ერთის – ალექსანდრიის შუქურის ნანგრევებზე დაფუძნებული ციხე დარჩა სტრატეგიულად განლაგებული.
შემდგომ მოვინახულებთ კომ ელ შუქაფას ძველ კატაკომბებს, რომლებიც დღემდე კარგადაა შემონახული. ესაა მიწისქვეშა არქიტექტურული კომპლექსი, სადაც სამ იარუსადაა განლაგებული დიდგვაროვანთა სამარხები. სამწუხაროდ, ორი მათგანი დატბორილია ხმელთაშუა ზღვის წყლებით. 1900 წელს ისინი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, როცა ტვირთასხმული სახედარი მიწისქვეშ ჩავარდა. ვიდრე ადგილობრივები ვირის ამოყვანას ცდილობდნენ, მათ იპოვეს 30 მ-ზე მეტი სიგანის ჭა. კომ ელ შუქაფას კატაკომბები არის დერეფნებისგან შემდგარი რამდენიმე დონიანი ლაბირინთი.
მოგვიანებით მოვიანხულებთ პომპეუსის სვეტს, რომელიც განკერძოებით დგას ალექსანდრიის ცენტრში არსებულ კლდოვან ბორცვზე. მას არაფერი აქვს საერთო რომის კონსულსა და გენერალთან – გაიუს პომპეუსთან, რომელიც რომის სამოქალაქო ომში იულიუს კეისრის მეტოქე იყო. ძვ.წ. 48 წელს ის გამოიქცა ალექსანდრიაში, სადაც იქნა მოკლული ფარაონ პტოლემეუსის მიერ.
მოგვიანებით ვესტუმრებით ალექსანდრიის ბიბლიოთეკას, რომელიც ეგვიპტისა და მთელი მსოფლიოს გამოცანას წარმოადგენს.
დაბრუნება და ღამისთევა კაიროს 5* სასტუმროში.
კვება: საუზმე და სადილი
9 დღე / კაირო – თბილისი
თავისუფალი დღე ქაიროში საყიდლებისათვის ან დასვენებისათვის.
გვიან საღამოს ტრანსფერი კაიროს სასტუმროდან აეროპორტში და გამგზავრება თბილისში.
კვება: საუზმე
მოგზაურობის პერიოდი 25 აპრილი – 3 მაისი
ტურის ღირებულება შეადგენს 5000 ლარს
ღირებულებაში შედის:
ავიაბილეთები: თბილისი – კაირო – თბილისი
3 ღამე კაიროს 5*-იან სასტუმროში განთავსება
3 ღამე 5*-იან საკრუიზო გემზე
2 ღამე – ღამის მატარებელში
ტრანსპორტირება:
ტრანსფერი აეროპორტიდან კაიროს სასტუმროში
ტრანსფერი სასტუმროდან კაიროს აეროპორტში
გემით გადაადგილება
ექსკურსიებზე ავტობუსის მომსახურება
ყველა მუზეუმში შესასვლელი ბილეთი
ისტორიკოსი გიორგი კალანდიას მეგზურობა
გუდ თრეველის ორგანიზატორი / გამყოლის მომსახურება
კვება:
1 ვახშამი ტრადიციულ, ეგვიპტურ რესტორანში, ფოლკლორის თანხლებით
8 საუზმე
4 სადილი
5 ვახშამი
ტურის დასაჯავშნად ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: სოფო ნაცვლიშვილი (032) 2 300-700 შიდა ; მობ:. 555912139
ტურის შეკვეთა შეგიძლია ონლაინ: https://goodtravel.ge/order-tours/
გვესტუმრე ახალ მისამართზე: თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ
ტურისტული კომპანია გუდ თრეველი – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია