logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ბრაზილიის ჯგუფური საგზური

ბრაზილიის ჯგუფური საგზური

5900₾ ერთ ადამიანზე

ბრაზილიის ჯგუფური საგზური ყოველ კვირა დღეს!

ბრაზილია ყოველთვის ასოცირდება დაუსრულებელ ამაზონის ჯუნგლებთან, საუცხოო სანაპიროებთან, რიო დე ჟანეიროსთან, კარნავალთან და სამბასთან. ეს ყოველივე სწორია, თუმცა, სინამდვილეში ბრაზილია უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე ქვეყანაა.

კვირა

  • ტრანსფერი
  • სასტუმროში განთავსება

ჩასვლა რიო დე ჟანეიროს აეროპორტში. ტრანსფერი და არჩეული კატეგორიის სასტუმროში განთავსება.

ორშაბათი

  • საუზმე
  • ერთდღიანი საექსკურსიო ტური რომლიც მოიცავს შაქრისთავასა და კორკოვადოს მთების მონახულებას (ხანგრძლივობა 8 საათი)

სასტუმროს დატოვება და Cosme Velho-ს სადგურში წასვლა საიდანაც ტიჟუკის ტყის გავლით მოხდება  კორკოვადოს მთაზე ასვლა (748 მ სიმაღლეზე).  მატარებლით მგზავრობას სჭირდება 20 წუთი. მშვენიერი შესაძლებლობაა უფრო ახლოდან დაათვალიეროთ ტყის მდიდარი ტროპიკული მცენარეები და ისიამოვნოთ პლაჟების და ქალაქის ულამაზესი ხედით. კორკოვადოს მთაზე ჩამოსვლა და საფეხმავლო გზით კიბეების ავლით ქრისტეს ქანდაკებამდე მისვლა. თვალწარმტაცი ხედების ტკბობის და შეფასების შემდეგ მატარებლით უკან დაბრუნება. ტურის გაგრძელება რიოს ცნობილ სანაპიროებზე რის შემდეგაც მოხდება   შაქრისთავა მთაზე ასვლა (390 მ სიმაღლე).  შაქრისტავა მთის მონახულების შემდეგ გუანაბარის უბის გავლით გასეირნება და ფლამენგოს პარკის გავლით ცენტრამდე მისვლა. ქალაქის ცენტრში მოხდება ბიზნეს ცენტრის და სხვა ატრაქციონების მონახულება როგორიცაა : Candelaria Church, Saint Sebastian Cathedral, Lapa Arches, Municipal Theatre, National Library, Fine Arts Museum.  ასევე გაჩერება მოხდება რესტორანთან Confeitaria Colombo რომელიც გაიხსნა 1894 წელს და ბრაზილიის ისტორიის ნაწილია. ასევე  მოხდება სამბადრომის გავლა ეს არის ცნობილი რიოს კარნავალის (მოედანი)ჩატარების – აღლუმის ადგილი.

შენიშვნა:  იშვიათ შემთხვევაში თუ  მატარებელი არ იმუშავებს გადაადგილება მოხდება ქალაქის ადმინისტრაციის მიერ დამოწმებული ფურგონებით Largo do Machado-ს პარკინგიდან.

სამშაბათი

  • საუზმე
  • თავისუფალი დღე

სურვილისამებრ შესაძლებელია მოცემული ექსკურსიების დამატება:

1) ერთდღიანი ტური პეტროპოლისში – Serra dos Órgãos-სა და  ბრაზილიის ატლანტიკური ტყის გავლით მოხდება პეტროპოლიში მისვლა რომლიც ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობს. საზაფხულო ტაძრისა და საკათედრო ტაძრის მონახულება ასევე ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერება როგორიცაა კრისტალის სასახლე Santos Dumont-ის სახლმუზეუმი, ძველ სასახლეებსა და მომხიბლავ მოედნებს.

2) 6 საათიანი ექსკურსია – ოლიმპიური ბულვარი მოიცავს რიოს ხელოვნების მუზეუმსა და „Museum of Tomorrow“

3) ღამის რიო დე ჟანეირო – ფოლკლორისა და კარნავალის შოუზე დასწრება სადაც მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილი მოეცკვავეები და სამბას ბენდები. მთლიანობაში ეს იქნება ბრაზილიის ფოლკლორისა და კარნავალის შესანიშნავი ჩვენება.

ოთხშაბათი

  • საუზმე
  • ტრანსფერი აეროპორტში
  • შიდა ფრენა იგუასუმდე
  • სასტუმროში განთავსება
  • ექსკურსია ბრაზილიის ჩანჩქერები იგუასუს ეროვნულ პარკებში (ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთი)

დილით გასვლა რიო დე ჟანეიროდან და ფრენა იგუასუმდე. ჩასვლა და ტრანსფერი სასტუმრომდე.

იგუასუ – ჩანჩქერების კომპლექსი მდინარე იგუასუზე, არგენტინისა და ბრაზილიის საზღვარზე მდებარეობს. 4 კილომეტრის სიგრძის კლდიდან 275 ინდივიდუალური ჩანჩქერი ეშვება.

დღის ბოლოსკენ ბრაზილიის ჩანჩქერის მონახულება. იგუასუს ეროვნული პარკის გავლით ბრაზილიის ჩანჩქერამდე ეს არის ფეხით სასიარულო გზა რომელსაც ძალიან ახლოს მიყავხართ „Devil’s Throat” (ეგრეთწოდებული ეშმაკის ხახა).

ხუთშაბათი

  • საუზმე
  • ექსკურსია არგენტინის ჩანჩქერები იგუასუს ეროვნულ პარკებში (ხანგრძლივობა  6 საათი)

სასტუმროდან გასვლა და Tancredo Neves ხიდის გავლით იგუასუს მდინარეზე მისვლა რომელიც მთავრდება არგენტინისა და ბრაზილიის საზღვრით. არგენტინაში ყოფნის პერიოდში  ტური გრძელდება არგენტინული იგუასუს ეროვნულ პარკში. ვიზიტორების ცენტრში გაჩერება და ჩანჩქერებისა და ეკოლოგიური ჯუნგლების მონახულება.

პარასკევი

  • საუზმე
  • ტრანსფერი იგუასუს სასტუმროდან აეროპორტამდე
  • შიდა ფრენა იგუასუდან სალვადორში
  • ტრანსფერი სალვადორის აეროპორტიდან სასტუმროში

შიდა ფრენის შემდეგ (იგუასუ – სალვადორი) ტრანსფერი და სასტუმროსი განთავსება. თავისუფალი დრო.

შაბათი

  • საუზმე; ლანჩი
  • საექსკურსიო ტური სალვადორში (ხანგრძლივობა 6 საათი)

სალვადორში – ბრაზილიის მოსახლეობის მხრივ სიდიდით მესამე ქალაქი. მდებარეობს ბრაზილიის  ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. აღსანიშნავია, რომ სალვადორის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შავკანიანია და ისტორიულ წარსულში განიცდიდა რასობრივ დისკრიმინაციასა და სეგრეგაციას. თუმცა სალვადორი მაინც ითვლება ბრაზილიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრად და ტურისტულ ატრაქციად. ქალაქთან დაკავშირებული არიან ისეთი ადამიანები, როგორებიცაა ჟორჟი ამადუ, ცნობილი ბრაზილიელი მწერალი, მუსიკოსი ჟილბერტუ ჟილი და სუპერმოდელი ადრიანა ლიმა.  ქალაქის ისტორიული ცენტრი თავისი კოლონიური არქიტექტურით იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. ექსკურსიის დროს ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების მონახულება.

თავისუფალი დრო

სურვილისამებრ შესაძლებელია საღამოს შოუს და ვახშმის დამატება ტრადიციულ რესტორანში.

კვირა

  • საუზმე
  • ტრანსფერი აეროპორტში

ტრანსფერი სასტუმროდან სალვადორის აეროპორტში.

ტური იწყება ყოველ კვირა დღეს, სასურველი პერიოდი თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ!
ღირებულება: 5900 ლარი ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში.
სასტუმროს კატეგორიის შემთხვევაში – კომფორტი ფასი იქნება 6600 ლარი

ტურის მენეჯერი: ანა მელაძე
ტელ:. (032) 2 300 700 (შიდა ნომერი 206)

ჩვენთან მუდამ სეზონია
მის:ქუჩიშვილის N12 ვერა – http://bit.ly/2IstVN3
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
www.goodtravel.ge

  • გამგზავრება
    თბილისი, რიო
  • გამგზავრების დრო
    ყოველ კვირა დღეს
  • ღირებულებაში შედის
    ტრანსფერები; სასტუმროში განთავსება - საშუალო კლასი: რიო დე ჟანეირო (3 ღამე 3* სასტუმროში); იგუასუ (2 ღამე 3* სასტუმრო); სალვადორი ( 2 ღამე 4* სასტუმროში ); შიდა ფრენები: რიო იგუასუ და იგუასუ სალვადორი; კვება: საუზმე, ლანჩი; დაზღვევა; გიდის მომსახურება (ინგლისური ენა); ტრანსპორტით მომსახურება; პროგრამით გათვალისწინებული ექსკურსიები

ქვეყნის შესახებ