პერუ – საიდუმლოებების, ლეგენდებისა და უძველესი კულტურების ქვეყანა
ასეთია ჩვენი საინტერესო და მრავალფეროვანი ჯგუფური ტური პერუში
ლიმა – პარაკასი – ბალესტას კუნძულები – ჰაუკაჩინას ოაზისი – ფრენა ნასკას ხაზებზე – ტიტიკაკას ტბა – კუნძული უროსი – კუნძული ტაკილა – კუსკო – წმინდა ველი – ოლანტაიტამბო – აგუას კალიენტესი – მაჩუ-პიქჩუ – ცისარტყელას მთა – ლიმა
დღე 1 / 12 ივნისი: ლიმა
ჩავფრინდებით ლიმაში, პარტნიონი კომპანიის ტრანსპორტი/ტრანსფერი დაგვხვდება აეროპორტშიდა მიგვიყვანს ჩვენს სასტუმროში ლიმაში. თავისუფალი დრო დასვენებისათვის (ვახშმისთვის), რათა მოვემზადოთ შემდეგი დღის ძალზედ საინტერესო ექსკურსიისათვის.
დღე 2 / 13 ივნისი: პარაკასი და უაკაჩინას ოაზისი
სასტუმროში საუზმის შემდეგ მოგვაკითხავს ტრანსპორტი, ადგილობრივი წარმომადგენლის, გიდის თანხლებით და გავემგზავრებით პარაკასში (ზღვისპირა ადგილი), რომელიც ცნობილია თავისიბიომრავალფეროვნებითა და ბუნებრივი სილამაზით.
პარაკასის ნავსადგურზე ჩასვლისთანავე გადავალთ გემზე და დავიწყებთ ტურს ბალესტასკუნძულებზე. მოგზაურობის დროს გავივლით სან-მარტინის ყურესა და პორტს და შევძლებთვნახოთ იდუმალებით მოცული “CANDELABRO” (არის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი გეოგლიფი პერუში), ქვიშაში დახატული გიგანტური (180 მეტრი სიგრძის – ნასკას ხაზების მსგავსი) ფიგურა, რომელიც მხოლოდ ზღვიდან მოსჩანს.
ბალესტას კუნძულზე ჩასვლისას ვიხილავთ ულამაზეს კლდოვან წარმონაქმნებს და საზღვაოფაუნას, როგორიცაა: ზღვის ლომები, გუანო ფრინველები და ჰუმბოლდტის პინგვინები.
პარაკასის ნავსადგურზე დაბრუნების შემდეგ გადავალთ იკაზე, სადაც ვისადილებთ. ხოლო დღისმეორე ნახევარში ვეწვევით პერუს უდაბნოში დაკარგული ოაზისს – Huacachina Lagoon-ს,რომელიც მდებარეობს ქვიშის დიუნების შუაგულში, პეიზაჟი ცნობილია თავისი ბუნებრივისილამაზით. ტურის დასასრულს კი, გავეშურებით სასტუმროში (იკაში) ღამის გასათევად.
დღე 3 / 14 ივნისი: ნასკას ხაზები
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემართებით მარია რაიშის აეროპორტში, რათა გადავუფრინოთნასკას ხაზებს. პატარა თვითმფრინავები (Cessna) გათვლილია 3-5 მგზავრზე. ფრენა დაახლოებით 35 წუთს გრძელდება, საიდანაც შევძლებთ ვიხილოთ: კონდორი, კოლიბრი, პელიკანი, თუთიყუში,მაიმუნი, ობობა, ვეშაპი, ხვლიკი, და ცნობილი ასტრონავტი. გარდა ამისა, ვიხილავთ ასობით ხაზს,რომელიც გადის უდაბნოში და დიდ გეომეტრიულ ფიგურებს, რომლებიც წააგავს უზარმაზარასაფრენ ბილიკებს.
ფრენის შემდეგ დავბრუნდეთ იკაზე, ავიღებთ ჩანთებს და გავემართებით ქალაქ ლიმას სასტუმროში, ღამისთევა.
დღე 4 / 15 ივნისი: ფრენა ჯულიაკაში
სასტუმროში საუზმის შემდეგ გვექნება თავისუფალი დრო ქალაქ ლიმას დასათვალიერებლად (დამოუკიდებლად). ნაშუადღევს კი მოგვაკითხავს ტრანსფერი სასტუმროში და გავემგზავრებით ლიმას აეროპორტში, საიდანაც გვექნება ფრენა ჯულიაკაში (15.45– 17.20), ჩასვლისთანავე დაგვხვდება ტრანსფერი და მიგვიყვანს ჩვენს სასტუმროში პუნოში, ღამისთევა.
დღე 5 / 16 ივნისი: ტიტიკაკას ტბა + კუნძული უროსი + კუნძული ტაკილა
სასტუმროში საუზმის შემდეგ გვექნება ტრანსფერი ნავსადგურში, სადაც ჩავჯდებით სწრაფ / მოტორიან ნავში და გავემგზავრებით ტიტიკაკას ტბაზე ყველაზე საინტერესო – მცურავი კუნძულების მიმართულებით.
ვესტუმრებით უროს მცურავი კუნძულებს, გვექნება დრო ხელნაკეთი ნივთების შესაძენად დასურათების გადასაღებად. შემდეგ კი ტურს ვაგრძელებთ ტაკილეს კუნძულზე, გვექნება დრო გავეცნოთ ადგილობრივი ხალხის ცხოვრები წესს და შევიძინოთ მათ მიერ წარმოებული ქსოვილები, აქვე გვექნება სადილი და შემდეგ
დავიწყებთ უკან დაბრუნებას. ნავსადგურში დაგვხდება ტრანსფერი და დავბრუნდებით სასტუმროში პუნოში, ღამისთევა.
დღე 6 / 17 ივნისი: მზის პუნოს მარშრუტი – კუსკო
დილით ადრე სასტუმროში საუზმის შემდეგ გვექნება ტრანსფერი ავტობუსების სადგურამდე კუსკოში გასამგზავრებლად. ეს არის ჯადოსნური მოგზაურობა, რომლის დროსაც ჩვენ გვექნება 5 გაჩერება:ანდაჰუაილილასი და მისი სიქსტის კაპელა, რაქჩის არქეოლოგიური კომპლექსი და ლანჩიტურისტულ რესტორანში.
დღის მეორე ნახევარში გავაგრძელებთ უფრო მოჯადოებული ადგილების მონახულებას, როგორიცაალა რაია და პუკარას ლითიკური მუზეუმი.
დაახლოებით 18:00 საათზე ჩავალთ კუსკოში, სადაც დაგვხვდება ტრანსფერი და მიგვიყვანს ჩვენს სასტუმროში კუსკოში, ღამისთევა.
დღე 7 / 18 ივნისი: ქალაქის ტური კუსკო
დილიდან გვექნება ექსკურსია (ადგილობრივი გიდის თანხლებით) ქალაქ კუსკოში და ოთხმიმდებარე არქეოლოგიურ ობიექტში. ჩვენი ტური დაიწყება კუსკოს ბაზილიკის საკათედროტაძრის მონახულებით, სადაც განთავსებულია ოსტატობის ბრწყინვალე ნიმუშები და ტილოებისკოლექცია, რომელიც ეკუთვნის “კუსკოს სკოლას”. შემდეგ მოვინახულებთ მზის ტაძარს(ქორიკანჩა), რომელიც აშენდა ინკების დროს მათი მთავარი ღვთაებისთვის, მზის ღმერთისთვის.დღეს მასში ინახება ინკას არქიტექტურის შთამბეჭდავი ნიმუშები, ასევე სანტო დომინგოსმონასტერი.
ექსკურსიას გავაგრძელებთ ქალაქის გარეუბანში, ქალაქთან ახლოს მდებარე ოთხი არქეოლოგიურიადგილის მოსანახულებლად. დავიწყებთ შთამბეჭდავი საქსაიჰუამანის მონახულებით, სადაცნახავთ 9 მეტრამდე სიმაღლის ქვებს და 120 ტონა ქვას, რომლებიც წარმოუდგენელი სიზუსტითერწყმის ერთმანეთს. შემდეგ ვნახავთ ინკების საზეიმო ცენტრ ქენქოს, რასაც მოჰყვება პუკაპუკარა, რომელიც, სავარაუდოდ, სამხედრო და ადმინისტრაციული კონტროლის ფუნქციებისშესასრულებლად განკუთვნილი კონსტრუქციაა.
ტურს დავასრულებთ ტამბომაჩაის მონახულებით, სადაც ვნახავთ ინკების წყლის მანიპულირებისუნარების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს. ექსკურსიის ბოლოს დავბრუნდებით ჩვენს სასტუმროში,ღამისთევა კუსკოს სასტუმროში.
დღე 8 / 19 ივნისი: წმინდა ველი + აგუას კალიენტესი
ინკების წმინდა ველი, არქეოლოგიური ნაშთები, პეიზაჟები და წეს-ჩვეულებები.
სასტუმროში საუზმის შემდეგ ვეწვევით სოფელ პისაკს და ადგილობრივების მიერ ხელნაკეთინივთების ბაზარს, ასევე გვექნება დრო გავეცნოთ მაცხოვრებლების ადათ-წესებს. შემდეგ ვიხილავთ მთის წვერზე მდებარე შთამბეჭდავ პისაკის არქეოლოგიურ პარკს, ვიმოგზაურებთ მდინარევილკანოტას მარჯვენა ნაპირის გასწვრივ და წმინდა ველის სხვადასხვა სოფლების გავლით ჩავალთქალაქ ურუბამბამდე, სადაც გვექნება ლანჩი ადგილობრივ რესტორანში.
ხოლო დღის მეორე ნახევარში გვექნება ექსკურსია ოლლანტაიტამბოს ციხესიმაგრისმოსანახულებლად, გავისეირნებთ მის ტიპურ ქუჩებში, ავალთ ციხის მწვერვალზე, საიდანაც მოსჩანს უალამაზესი ხედები.
ოლლანტაიტამბოს კომპლექსის მონახულების შემდეგ მატარებლით წავალთ სოფელ მაჩუ-პიქჩუსკენღამის გასათევად (Aguas Calientes-ში), სადაც გვექნება დრო მოვემზადოთ მომდევნო, ემოციებით დატვირთული დღისათვის
დღე 9 / 20 ივნისი: მაჩუ-პიქჩუს ნაკრძალი
დილით ადრე სასტუმროში საუზმის შემდეგ ადგილობრივი გიდის თანხლებით გავემგზავრებით ავტოსადგურზე, საიდანაც დავიწყებთ ასვლას (30 წუთის სავალი გზა) მაჩუ-პიქჩუს ციტადელთან. შთამბეჭდავი და ემოციებით დატვირთული ტური გაგრძელდება დაახლოებით 2 საათი და 30 წუთი, გვექნება დრო ფოტოების გადასაღებად, შემდეგ კი დავბრუნდებით აგუას კალიენტესში, სადაც გვექნება სადილი ადგილობრივ რესტორანში. შემდეგ კი გადავინაცვლებთ მატარებლის სადგურზე კუსკოში დასაბრუნებლად.
კუსკოში რკინიგზის სადგურზე დაგვხვდება ტრანსფერი და მიგვიყვანს ჩვენს სასტუმროში კუსკოში, ღამისთევა.
დღე 10 / 21 ივნისი: ცისარტყელას მთა
სასტუმროდან დილაადრიან (04:00-04:30 საათის ინტერვალში) გავემგზავრებით სამხრეთით ქალაქკუსიპატაში, სადაც ცოტაოდენს დავისვენებთ, ვისაუზმებთ და შემდეგ განვაგრძობთ მოგზაურობასზევით-ზევით, 1 საათის მგზავრობის შემდეგ მივალთ ვასიპატაში. სწორედ აქედან იწყება ფეხით სავალი გზა 1 საათი და 40 წუთი ცისარტყელას მთამდე.
ცისარტყელას 7 ფერის მთა ცნობილია თავისი ფერადი ფენებით, რომლებიც მინერალებისბუნებრივი რელაქციის შედეგად წარმოიქმნა (5100 მეტრი ზღვის დონიდან).
ფოტოების გადაღების და დასვენების შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ დაღმართზე ჩასვლას იმავებილიკით (1 სთ 30 წთ) ვასიპატამდე, სადაც დაგვხვდება ტრანსპორტი, დავბრუნდებით ისევკუსიპატაში და გვექნება ლანჩი, შემდეგ კი დავბრუნდებით ქალაქ კუსკოში დაახლოებით 18:00 საათზე, ღამისთევა კუსკოში.
გამოსამშვიდობებელილ ვახშამი შოუს თანხლებით
დღე 11 / 22 ივნისი: ტრანსფერი + ფრენა კუსკოში – ლიმა
საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი აეროპორტში (ფრენა 13.10– 14.45), ჩასვლა ლიმაში, 4 საათიანი მოცდის/ლოდინის შემდგომ კი ლიმადან პირდაპირი ფრენით ჩავალთ მადრიდში
განიხილება ამავე დღეს დაბრუნება მადრიდიდან თბილისში (ან შესაძლოა მეორე დღეს გამოფრენა)
ღირებულებაში შედის:
შიდა ფრენა:
ლიმა – პუნო
კუსკო – ლიმა
ფრენა – ნასკას ხაზებზე
სასტურმოში განთავსება (ასეთში, ან მსგავსი დონის/კატეგორიის):
2 ღამე ლიმა: 5* ALOFT LIMA MIRAFLORES https://rb.gy/wjnv9t
1 ღამე იკა: 5* Vinas Queirolo https://www.hotelvinasqueirolo.com
2 ღამე პუნო: Casa Andina https://rb.gy/g3b4kh
1 ღამე აგუას კალიენტე: inkaterra https://rb.gy/lhas2p
4 ღამე კუსკო: 4* Novotel Cusco https://shorturl.at/xez20
კვება:
10 საუზმე
8 ლანჩი/სადილი
2 ვახშამი: 1 ვახშამი პუნოში ჩასვლის დღეს, 1 გამოსამშვიდობებელი ვახშამი შოუს თანხლებით
ექსკურსიები:
პარაკასში და უაკაჩინაში
ნავი ბალესტას კუნძულის მოსანახულებლად + ბაგი და სენდბორდინგი
ნასკას ხაზების ფრენა
ტიტიკაკას ტბაზე
უროსის კუნძულებზე
ტაკილეს კუნძულზე
ქალაქ კუსკოში
მაჩუ-პიქჩუზე
ცისარტყელას მთაზე
ბილეთები:
ავტობუსი: პუნო – კუსკო
მატარებლი: Vistadome (First Class Superior) – მაჩუ-პიქჩუ – კუსკო
შესასვლელი ბილეთები:
ანდაჰუაილილა
სიქსტეს კაპელა
რაჭის არქეოლოგიური კომპლექსი
პუკარას მუზეუმი
მაჩუ-პიქჩუ
კუსკოს ბაზილიკის ტაძარი
მზის ტაძარი (ქორიკანჩა)
საქსაიჰუმანი
ტამბომაჩაი
ოლლანტაიტამბოს ციხე
ოლლანტაიტამბოს კომპლექსი
ტრანსფერები/ტრანსპორტი:
ლიმას აეროპორტი – სასტუმრო ლიმაში (12 ივნ)
ლიმა – პარაკასი – იკა (13 ივნ)
იკა – ნასკას ფრენა (აეროპორტ) – იკა – ლიმა (14 ივნ)
ლიმა სასტუმროდან – ლიმას ეროპორტში (15 ივნ)
პუნოს აეროპორტიდან – პონუს სასტუმროში (15 ივნ)
პუნოს სასტუმროდან – ნავსადგურამდე (16 ივნ)
მოტირიანი ნავი ტაკილეს კუნძულზე – და უკან (16 ივნ)
ნავსადგურიდან – პუნოს სასტუმრომდე (16 ივნ)
პუნოს სასტუმროდან – ავტოსადგურამდე (17 ივნ)
მინივენი ან/და ავტობუსი: პუნო – კუსკო (17 ივნ)
კუსკოს ექსკურსიის დროს (18 ივნ)
კუსკო – პისაკი – ურუბამა – ოლლანტაიტამბო (19 ივნ)
ოლლანტაიტამბო – აგუას კალიენტესი (19 ივნ)
აგუას კალიენტეს – ავტობუსების სადგური (20 ივნ)
კუსკო – ცისარტყელას მთა – კუსკო (21 ივნ)
კუსკოს სასტუმროდან – კუსკოს აეროპორტში (21 ივნ)
სახვადასხვა:
პირადი ასისტენტის მომსახურება ტურის განმავლობაში
კომფორტული ტრანსპორტით მომსახურება მთელი ტურის განმავლობაში
საქართველოდან გამყოლი/გიდის მომსახურება
სამოგზაურო დაზღვევა
ღირებულებაში არ შედის:
ეგრეთ წოდებული TIP (მძღოლზე და გიდზე)
ფრენა: თბილისი – მადრიდი – თბილისი და მადრიდი – ლიმა – მადრიდი