თარიღები მალე განახლდებაჯგუფური ტური

კუბა – ჯგუფური ტური

კუბა · 10 დღე

  • ხანგრძლივობა10 დღე
  • გასვლათბილისიდან
  • ქვეყნებიკუბა

ტურის აღწერა

წარმოგიდგენთ დაუვიწყარ ჯგუფურ ტურს თავისუფლების კუნძულად წოდებულ ფერად კუბაზე

მოინახულეთ საოცარი ჰავანა, ტრინიდადი და ვარადერო.

მოგზაურობის პერიოდი:

🗓️13.05.2026 - 22.05.2026 (10 დღე კუბაზე)

სასტუმროები:

Ⓗ ჰავანა

Iberostar Parque Central★★★★★ (საუზმე)

Ⓗ ტრინიდადი

Iberostar Grand Trinidad ★★★★★(საუზმე)

Ⓗ ვარადერო

Iberostar Selection Varadero★★★★★ (All Inclusive)

ტურის სრული აღწერა

დღე 1:  ჰავანა

ჩასვლა ჰავანაში - 07:20

აეროპორტში დახვედრა და კომფორტული ტრანსფერი სასტუმროში გიდის თანხლებით.

განთავსება Iberostar Parque Central 5*-ში – ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში ჰავანას გულში, რომელიც აერთიანებს კოლონიალურ ელეგანტურობას და თანამედროვე კომფორტს. სასტუმროს ტერასიდან იშლება შთამბეჭდავი ხედები ძველ ჰავანაზე, კაპიტოლიუმსა და ქალაქის ისტორიულ ქუჩებზე.

მისასალმებელი ვახშამი სასტუმროში – კუბური და საერთაშორისო სამზარეულოს გემოები.

დღე 2:  ექსკურსია ჰავანაში

08:00 – საუზმე.

ჰავანას ქალაქის ტური:

ტურის პირველი ნაწილი მოიცავს El Morro – Cabañas-ის სამხედრო და ისტორიული კომპლექსის მონახულებას, საიდანაც ჰავანას ყურესა და ოკეანეზე ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.

სადილი ტრადიციულ კუბურ რესტორანში – ავთენტური გემოებითა და ადგილობრივი ატმოსფეროთი.

შემდეგ – ძველი ჰავანა (Habana Vieja), UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი: საკათედრო ტაძარი, Plaza de Armas, San Francisco de Asis-ის მოედანი – დაუვიწყარი არქიტექტურა, ფერადი ფასადები და ქუჩის მუსიკა.

სიგარების ქარხნის მონახულება და რომის დეგუსტაცია.

საღამოს – თავისუფალი დრო ან ლეგენდარული Tropicana Show (დამატებითი გადასახადით).

დღე 3: თანამედროვე ჰავანა

08:00 – საუზმე.

17:00 – თანამედროვე ჰავანას ტური რეტრო ამერიკული მანქანებით –
ნამდვილი კუბას სიმბოლო.

ვესტუმრებით რევოლუციის მოედანს და ჯონ ლენონის პარკს -
ფოტოების გადასაღები იდეალური ლოკაციები

დღე 4:  15 მაისი

ჰავანა → სიენფუეგოსი → ტრინიდადი

08:00 – საუზმე.

09:00 – გამგზავრება ტრინიდადში.

გზად გაჩერება სიენფუეგოსში – “სამხრეთის მარგალიტში”, ქალაქი ფრანგული არქიტექტურით, ზღვისპირა ბულვარითა და ელეგანტური ატმოსფეროთი. სადილი და ქალაქის დათვალიერება.

ჩასვლა ტრინიდადში, განთავსება Iberostar Gran Trinidad 5*-ში – დახვეწილი სასტუმრო ქალაქის ისტორიულ ცენტრში, რომელიც იდეალურად ერწყმის ავთენტურ კოლონიალურ გარემოს.

ვახშამი სასტუმროში.

თავისუფალი დრო საღამოს გასეირნებისთვის.

დღე 5: ტრინიდადი და კარიბის ზღვა

08:00 – საუზმე.

ტრინიდადის ისტორიული ნაწილის დათვალიერება – ქვის ქუჩები, ფერადი სახლები და ცოცხალი მუსიკა.

ანკონის ნახევარკუნძული კარიბის ზღვის სანაპიროზე: თეთრი ქვიშა, ფირუზისფერი წყალი, სადილი სანაპიროზე და თავისუფალი დრო დასვენებისთვის.

საღამო – თავისუფალი

დღე 6:  ტრინიდადი → ვარადერო

08:00 – საუზმე.

09:00 – გამგზავრება ვარადეროში.

ნიანგების ფერმის მონახულება.

ჩასვლა Iberostar Selection Varadero 5*-ში – ერთ-ერთ საუკეთესო all inclusive კურორტში კუბაში: უსასრულო პლაჟი, ტროპიკული ბაღები, მაღალი დონის სერვისი.

მისასალმებელი ვახშამი à la carte რესტორანში

დღე 7: ვარადერო

08:00 – საუზმე.

საღამო – თავისუფალი დრო: ზღვა, აუზები, სპა და შოუები.

კრუიზი Cruzero del Sol დელფინებთან ცურვა და კუნძული Cayo Blanco- ს მონახულება. შესაძლებელია ექსკურსიის ორგანიზება დამატებითი გადასახადით ვარადეროდან

დღე 8: თავისუფალი დღე ვარადეროში

დღე 9: თავისუფალი დღე ვარადეროში

დასვენება ზღვის პირას, სპა, მასაჟი ან უბრალოდ ტროპიკული სიმშვიდე

დღე 10: გამგზავრება

03:00 – ტრანსფერი ჰავანას აეროპორტში. გამგზავრება თბილისში.

📌 ტურის ღირებულება: 7490 ლარი (2300 ევროს ექვივალენტი შესაბამისი კურსით)
✅ გადახდა შესაძლებელია 4 ნაწილად

✅ ღირებულებაში შედის:

✔️ავიაბილეთები Turkish Airlines ავიახაზებით (2Xბარგით)

✔️სასტუმრო ჰავანაში 3 ღამე

✔️სასტუმრო ვარადეროში 4 ღამე

✔️სასტუმრო ტრინიდადში 2 ღამე

✔️BB-საუზმე ჰავანაში და ტრინიდადში

✔️All Inclusive ვარადეროში

✔️ტურში გაწერილი 3 სადილი, 2 ვახშამი ჰავანა-ტრინიდადში

✔️ტრანსპორტირება

✔️ექსკურსიები და გიდის მომსახურება

✔️შესასვლელი ბილეთები

✔️ჰავანას ქალაქის ტური

✔️ჰავანას ტური ფერადი რეტრო მანქანებით

✔️ექსკურსია სიენფუეგოში

✔️ტრინიდადის ტური

✔️ექსკურსია ანკონის ნახევარკუნძულზე

✔️ექსკურსია ნიანგების ფერმაში

✔️სამოგზაურო დაზღვევა

✔️ვიზა.

ღირებულებაში არ შედის

შოუ Tropicana-ს ბილეთები (100 ევრო) და კრუიზი Cruzero del Sol დელფინებთან ცურვა და კუნძული Cayo Blanco სურვილისამებრ

■ ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში.

■ ფასი ცვალებადია კურსის მიხედვით

ახლა აქტიური და მალე განახლებადი ტურები

ყველა →
თარიღები მალე განახლდებაჩამწერეთ