ამჟამად არ არის აქტიურიინდივიდუალური ტური

იტალია / საფრანგეთი / ბელგია / ჰოლანდია / გერმანია

იტალია, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, გერმანია · 12 დღე / 11 ღამე

  • ხანგრძლივობა12 დღე / 11 ღამე
  • გასვლათბილისი/ქუთაისი
  • ქვეყნებიიტალია, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, გერმანია

ტურის აღწერა

იტალია - საფრანგეთი - ბელგია - ჰოლანდია - გერმანია

მილანი - (ბერგამო) - სტრასბურგი - პარიზი - ბრიუსელი - ამსტერდამი - (ჰააგა) (ვოლენდამი) - მაინისფრანკფურტი - მიუნხენი - ვერონა - მილანი (12 დღე / 11 ღამე)

აირჩიეთ გამგზავრების თარიღი: 13.11, 27.11, 11.12, 25.12.22, 08.01, 22.01, 05.02, 19.02, 12.03, 26.03.23.

ხორციელდება იგივე შინაარსის 13, 14, 15 და 16 დღიანი ტურები (დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ)

კვირა / მილანი

მილანში ჩაფრენა. აეროპორტში პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება დაფა, წარწერით - „Europe Voyage”. ტრანსფერი და სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

ორშაბათი / მილანი

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

სამშაბათი / სტრასბურგი

საუზმე სასტუმროში. სტრასბურგში გადასვლა. “გაერთიანებული ევროპის დედაქალაქი” განსაცვიფრებლად ლამაზი და შესანიშნავად  შემონახული უძველესი ქალაქია. სტრასბურგისისტორიული ცენტრი მდებარეობს კუნძულზე, რომელსაც წარმოქმნის მდინარე ილე, ის ჩაედინებარეინში. გზად დამატებით მოეწყობა ვიზიტი შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში. სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო ქალაქში გასატარებლად. ღამისთევა სასტუმროში.

ოთხშაბათი / პარიზი

საუზმე სასტუმროში. პარიზში გადასვლა. მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში ავტობუსით, რა დროსაც შეგიძლიათ დატკბეთ ლუვრის, ბასტილიის მოედნის, ოპერის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისა და დედაქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობების ხილვით. ფრაგონარის პარფიუმერულ ფაბრიკაშისტუმრობა. თავისუფალი დრო, სურვილისამებრ მოეწყობა ფაკულტატური ექსკურსია ნოტრ-დამში და ლათინურ კვარტალში. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

ხუთშაბათი / პარიზი

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე, სურვილის შემთხვევაში ექსკურსიები მონმარტრსა დავერსალში  დღის პირველ ნახევარში, ხოლო საღამოს ფაკულტატური ექსკურსია საქვეყნოდ ცნობილ ლუვრის მუზეუმში. დაბრუნება სასტუმროში. შემოგთავაზებენ მულენ რუჟის ან ლიდოს კაბარეში საღამოს შოუზე დასწრებას, გეძლევათ მათ შორის არჩევანის გაკეთების საშუალება. ფაკულტატური ექსკურსია ღამის პარიზში. ღამისთევა სასტუმროში.

პარასკევი / ბრიუსელი

ბრიუსელი - ფლანდრიის კუნძულია, რომელიც ფრანგულენოვანი მოსახლეობითაა დასახლებული. იგი დამპყრობლებისადმი დაუმორჩილებლობის ისტორიული სიმბოლოა. ქალაქს აგებისას გულის ფორმა მისცეს. 1979 წლისათვის ბრიუსელი ათასწლიან ისტორიას ითვლიდა. ბელგიის სამეფოს დედაქალაქში საფეხმავლო მიმოხილვითი ექსკურსიის განმავლობაში თქვენ იხილავთ რატუშუს დაგილდიების სახლს ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს გრან პლასის მოედანზე. ბრიუსელის სიმბოლოდ ქცეულ ბიჭუნას ძეგლს „Manneken Pis“, საბლონის ღვთისმშობლის ტაძარს და ქალაქის ბევრ სხვა ღირსშესანიშნაობას. ღამისთევა ბრიუსელის სასტუმროში. ამსტერდამის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

შაბათი / ამსტერდამი

საუზმე სასტუმროში. მიმოხილვით ექსკურსია ქალაქში (ნავით). ჰააგაში ფაკულტატური ექსკურსიის შემოთავაზება  და ნავით გასეირნება ამსტერდამის არხებზე. დაბრუნება სასტუმროში. ღამისთევა სასტუმროში.

კვირა / (ვოლენდამი - ზაანსე სხანსი)

საუზმე სასტუმროში. სასტუმროში თავისუფალი დროის გატარება ან დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში მოეწყობა ექსკურსია ვოლენდამისა და ზაანსე სხანსის ქალაქებში. ზაანის სანაპიროს ხუთი წისქვილი ამშვენებს. ისინი იმ დროს გვაგონებს, როცა ზაანის პროდუქტიულობაქარის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული. ზაანსე სხანსი - ღია ცისქვეშ არსებული ეთნოგრაფიული მუზეუმია, სადაც გლეხები საუკუნოვანი ტრადიციების დაცვით ცხოვრობენ: ისინი ატარებენ ხალხურშესამოსელებს და გამოჭრილ კლომპებს (ხის ფეხსაცმელებს), ტრადიციული ტექნოლოგიების მიხედვით ამზადებენ ყველს. შესანიშნავად შემონახული შენობები მე-17-მე-18 საუკუნეებისჰოლანდიური ცხოვრების ნათელი მაგალითია. სპეციფიკური სახლები, ისტორიული ვერფები დაქარის წისქვილები ყოველწლიურად ასობით ათას ტურისტს იზიდავს. დღესდღეობით ვოლენდამი ეთნოგრაფიულ ტურისტულ ცენტრადაა ცნობილი, იგი „ნამდვილი ჰოლანდიის“ სიმბოლოა. იქყოველწლიურად 2 მილიონამდე მოგზაური და თავგადასავლების მაძიებელი ჩადის საგამოფენოვიტრინების მსგავსად მორთული პატარა ეროვნული სახლების, ძველი ეკლესიების, მყუდრო რომანტიკული ქუჩაბანდების, ლამაზი არხების, ასაწევი ხიდებისა და ცნობილი ადგილობრივინავსადგურის დასათვალიერებლად. ამ ნავსაყუდელში შეხვდებით პრაქტიკულად ყველა ტიპისთევზსაჭერ ბოტს და იახტას. მაინის ფრანკფურტში გადასვლა. ქალაქში გასეირნება თანმხლებ ჯგუფთან ერთად. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

ორშაბათი / მაინის ფრანკფურტი - მიუნჰენი

საუზმე სასტუმროში. ისტორიული ცენტრის დათვალიერება თანმხლებ ჯგუფთან ერთად. მიუნჰენშიგადასვლა. ისტორიული ცენტრის დათვალიერება თანმხლებ ჯგუფთან ერთად. თავისუფალი დრო. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

სამშაბათი / (ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრე) - ვერონა

საუზმე სასტუმროში. ფიუსენში გადასვლა. ქალაქში თავისუფალი დროის გატარება. ფაკულტატურად მოეწყობა მგზავრობა ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრისკენ. მასზე საუბრობენ, როგორც ცხადადახდენილ ოცნებაზე, ზღაპრულ სიმაგრეზე, რომელიც განლაგდა ბავარიის ალპების დათოვლილმწვრერვალებს შორის. თითქოს ძვლისგან გამოკვეთილი ნაგებობა უფრო ნატვრას ჰგავს, ვიდრერეალობას. ის ადამიანთა მიერ აღმართულ შენობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულოა. ციხე-სიმაგრე განთქმულია არა მხოლოდ თავისი ისტორიით, არამედ იმითიც, რომ ის გახდა უოლტდისნეის მულტფილმ - „მძინარე მზეთუნახავში“ ნაჩვენები ციხე-სიმაგრის პროტოტიპი. ვერონასკენმიმავალ გზაზე ავსტრიის ქალაქ ინსბურკის მონახულების შესაძლებლობა. ვერონაში გადასვლა. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

ოთხშაბათი / ვერონა - (ვენეცია)

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დროის გატარება ვერონას ცენტრში. ფაკულტატურად დაორგანიზდება ექსკურსია ქ. ვენეციაში. დამატებით გეძლევათ გონდოლებზე გასეირნებისა დადიდი არხის მონახულების შესაძლებლობა. მილანში გადასვლა. მილანის მიმდებარე ტერიტორიაზეარსებულს სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

ხუთშაბათი / მილანი

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.

ტურის ღირებულება 2550 ლარი / ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში

პროგრამის ღირებულებაში შედის

  • საუზმე;
  • 3*-იან სასტუმროში ცხოვრება;
  • ჯგუფური ტრანსფერი აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტის მიმართულებით (აპტ მალპენსდანყველა რეისის შემთხვევაში);
  • კომფორტული ავტობუსით მომსახურება;
  • ტრანსპორტირებისას რუსულენოვანი ასისტენტის მომსახურება;
  • ექსკურსიები რუსულენოვანი ლიცენზირებული გიდის თანხლებით პარიზში, ბრიუსელსა და ამსტერდამში;
  • მაინის ფრანკფურტსა და მიუნჰენში გასეირნება ჯგუფის თანმხლებთან ერთად.

დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში უზრუნველყოფილია

  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები;
  • ლა სკალას თეატრის მუზეუმის მონახულება - 25 ევრო (შესასვლელი ბილეთის საფასური შედის ღირებულებაში);
  • ექსკურსია დუომოს საკათედრო ტაძარში - 20 ევრო;
  • ბერგამოში გამგზავრება - 50 ევრო
  • ექსკურსია ვერსალში - 55 ევრო (შესასვლელი ბილეთის საფარუსი - 18 ევრო);
  • მულენ-რუჟის კაბარეში ვახშმობა და საღამოს შოუ (ღირებულება დამოკიდებულია შერჩეულპროგრამაზე);
  • ექსკურსია ჰააგაში - 40 ევრო;
  • ექსკურსია ვოლენდამსა და ზაანსე-სხანსში - 70 ევრო;
  • ექსკურსია ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრეში - 55 ევრო (შესასვლელი ბილეთის ღირებულება - 16 ევრო);
  • ექსკურსია ლუვრში გიდის თანხლებით - 45 ევრო (შესასვლელი ბილეთის ღირებულება - 17 ევრო);
  • ექსკურსია ნოტრ-დამსა და ლათინურ კვარტალში - 35 ევრო;
  • ექსკურსია ღამის პარიზში - 30 ევრო;
  • ექსკურსია მონმარტრში - 35 ევრო;
  • ექსკურსია ვენეციაში - 60 ევრო;
  • ვენეციის დიდი არხის მონახულება - 60 ევრო;
  • ნავით მდინარე სენაზე გასეირნება - 15 ევრო;
  • ლიუცერნში სტუმრობა - 10 ევრო;
  • ინსბრუკში სტუმრობა - 10 ევრო.

აუცილებლად გადასახდელი

  • ყურსასმენებით სარგებლობა მთელი მგზავრობის განმავლობაში - 20 ევრო;
  • ნავით ამსტერდამის არხებზე გასეირნება - 10 ევრო;
  • ტურისტული გადასახადი სასტუმროებში 1-დან 5 ევრომდე ერთ ადამიანზე 24 საათში;
  • ამსტერდამში შესვლის გადასახადი - 1,5 ევროდან ერთ ადამიანზე.

4 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვები ტურში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:

  • იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მითითებულია ერთი და იმავე კატეგორიის ორი ან მეტი სასტუმრო, კომპანია „Europe Voyage“ იტოვებს იმ სასტუმროს საბოლოოდ შერჩევის უფლებას, სადაც იცხოვრებს ტურისტი.
  • გამოფენების გამართვის პერიოდში შეიძლება ტურისტების განთავსება ქალაქის შემოგარენში არსებულ სასტურმოებში.
  • ექსკურსიის ჩატარების განრიგი ტექნიკური მიზეზების გამო შეიძლება შეიცვალოს.
  • სახელმწიფო დღესასწაულების შემთხვევაში ზოგიერთი მუზეუმი შეიძლება დაკეტილი იყოს და კომპანია იტოვებს უფლებას, რომ ისინი ალტერნატიული ექსკურსიული პროდუქტებითჩაანაცვლოს.

წაიკითხეთ ბლოგში

ახლა აქტიური და მალე განახლებადი ტურები

იტალიის ტურები →
ამჟამად არ არის აქტიურიგაგზავნა