იტალიის 10 საუკეთესო სანაპირო კამკამა წყლის პირას

ოტრანტო, აპულია

ოტრანტო - ქალაქი და კომუნაა ლეჩეს პროვინციაში, ნაყოფიერ რეგიონში, რომელიც ერთ დროს ცხენების მრავალფეროვანი ჯიშებით იყო განთქმული. იგი განლაგებულია სალენტოს ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
კუნძულ ბუდელის ვარდისფერი სანაპირო

ზღაპრულმა “Spiaggia Rosa”-მ (ვარდისფერი სანაპირო) ეს სახელი მიიღო ქვიშის ფერის გამო. ის გაჯერებულია მარჯნის ფრაგმენტებით, ნიჟარებითა და გრანიტის წინწკლებით.
სან-ფრუტუოსო, პორტოფინო

ეს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ლამაზი სანაპიროა ლიგურიის რეგიონში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ტიგულიოს ყურეში დასვენებისას.
მონტე არჯენტარიო, ტოსკანა

მონტე არტენჯარიო - ნახევარკუნძულია გროსეტოს პროვინციაში, ტოსკანის რეგიონში. იგი ფლორენციიდან დაალოებით 150 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ტროპეა, კალაბრია

ტროპეა ვიბო-ვალენტინის პროვინციის (კალიბრიის რეგიონი) მუნიციპალიტეტია. წმინდა ევფიმიის ყურეში მდებარე ეს ქალაქი საცურაო ადგილს წარმოადგენს.
ვიარეჯო, ტოსკანა

ვიარეჯო - ქალაქი და კომუნაა ტოსკანის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში. იგი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორეა ლუკას პროვინციაში ( 64 ათასი ადამიანი).
სან ვიტო ლო კოპო, სიცილია

სან ვიტო ლო კოპო - ქალაქი და კომუნაა კუნძულ სიცილიაზე. იგი ტრაპანის პროვინციის ადმინისტრაციული ნაწილია. ეს პლაჟი ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკურია იტალიაში.
ფორტე-დეი-მარმი, ტოსკანა

ფორტე-დეი-მარმი საზღვაო ქალაქი და კომუნაა ლუკას პროვინციაში, ტოსკანის ჩრდილოეთით, რომელიც ცნობილია თავისი გრძელი ქვიშიანი სანაპიროთი.
სანსონეს პლაჟი, ტოსკანა

სანსონე კუნძულ ელბას ერთ-ერთი საუკეთესო პლაჟია. თეთრი კენჭოვანი სანაპირო, რომელსაც შეუძლია დაიკვეხნოს კამკამა წყლით. ის საკმაოდ პოპულარულია და მის ფონზე ათასობით ტურისტი იღებს ფოტოებს.
ჩია ბაია, სარდინია

ჩია ბაია თეთრი ქვიშით, 25 მ-იანი თეთრი დიუნებით და კრისტალურად სუფთა, ფირუზისფერი შეფერილობის მქონე წყლით მოგაგონებთ კარიბის ზღვის იდეალურ პლაჟს.
მოგეწონათ მიმართულება?
მოგვწერეთ და ზუსტად ასეთ მოგზაურობას დაგიგეგმავთ — ჯგუფთან ერთად ან ინდივიდუალურად.






