logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

იტალიის მარგალიტები

იტალიის მარგალიტები

4550₾ ერთ ადამიანზე
ჯგუფური ტურის დროს მოვინახულებთ შემდეგ ქალაქებს: რომი, ვატიკანი, ნეაპოლი, პომპეი, კუნძული კაპრი, სორენტო, პოზიტანო და ულამაზესი ამალფის თავისი სანაპიროებით

4, 5 და 6 ოქტომბერი – რომი
ჩასვლა რომში, დახვედრა აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში. სასტუმროში შესვლამდე ჩანთებს დავტოვებთ  და იქვე სიახლოვეს ვისადილებთ. 14:00-ზე დავბინავდებით ნომრებში და მცირედი დასვენების შემდეგ დავიწყებთ ისტორიული ქალაქი რომის მიმოხილვით ექსკურსიას.

რომი – იტალიის დედაქალაქი, “მარადიული” ქალაქი”, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და რომის იმპერიის დედაქალაქია. ის ყველა ადამიანმა ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ მაინც უნდა ნახოს. რომში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც იტალიის დედაქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურული ძეგლები და კვება, მაშ ასე, ჩამოვთვლით იმ მინიმუმ ღირსშესანიშნაობებს, რომლებსაც 30 მარტიდან 2 აპრილამდე რომში ყოფნისას მოვინახულებთ:
Colosseum
Roman Forum
Palatine Hill
Piazza del Campidoglio / Capitoline Museums
Piazza Venezia / Victor Emmanuel II Monument
Vatican Museums and Sistine Chapel
St. Peter’s Basilica
Castel Sant’ Angelo
Trastevere district
Piazza Navona

Pantheon
Trevi Fountain
Via del Corso / Via Condotti
Piazza di Spagna
Villa Borghese

7 ოქტომბერი: რომი – ნეაპოლი
ქალაქ რომში სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ქალაქ ნეაპოლის მიმართულებით (ტრანსფერი: 2 სთ, 40 წთ). სასტუმროში განთავსება და თავისუფალი დრო ქალაქში სასეირნოდ, მსურველებს შესაძლებლობა ექნება დაესწრონ Naples VS Fiorentina-ს მატჩს (დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში).

რა ვნახოთ ნეაპოლში თავისუფალ დროს?!
ნეაპოლის კათედრალი (დუომო), სანტა კიარას სამონასტრო კომპლექსი და მუზეუმი, პიაცა სან დომენიკო მაგიორე & სანსევეროს სამლოცველო, სან ლორენცო მაგიორეს ბაზილიკა და რომაული ნანგრევები, ნეაპოლის ეროვნული არქეოლოგის მუზეუმი, სამეფო სასახლე, პიაცა დელ პლებისიტო, ანატომიის მუზეუმი, დელოვოს სასახლე

ნეაპოლის მიწიქვეშეთი – ქალაქის ქვეშ მალული ლაბირინთი მდებარეობს ანტიკური გვირაბებით და კატაკომბებით. აქ თეატრის ნანგრევებიცაა, სადაც იმპერატორ ნეროს გამოსაცვლელი ოთახი ჰქონდა. გამოიკვლიეთ ეს გასაოცარი სამყარო.

კაპოდიმონტეს მუზეუმი და პარკი – იტალიის მდიდრულ მუზეუმებს შორის, ეს გამორჩეულია, რადგანაც ტიციანის, ბოტიჩელის, რაფაელის და პერუჯინოს ნამუშევრებს აერთიანებს. დაათვალიერეთ სამეფო აპარტამენტები და შესანიშნავი ბაღი.

სან მარტინოს ეროვნული მუზეუმი და მონასტერი – გასაოცარი ხედები სანტა ლუჩიაზე ვომეროს მთიდან უნდა იხილოთ. ეს მონასტერი მე-14 საუკუნეში დაარსდა და მისი სამუზეუმო ნაწილი უნიკალური ნეაპოლიტანურ ბაროკოს ნიმუშებს წარმოგვიდგენს.

ბოტანიკური ბაღი – იტალიის საუკეთესო ბოტანიკურ ბაღად წოდებული ეს პარკი 1810 წელს გაიხსნა, რაც მას ევროპაში ერთ-ერთ უძველესადაც აქცევს. აქ ბევრი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და ულამაზესი სათბურები.

ღამისთევა ნეაპოლის სასტუმროში

8 ოქტომბერი: ნეაპოლი – კუნძული კაპრი
სასტუმროში საუზმის შემდეგ  გავემგზავრებით პორტის მიმართულებით, საიდანაც დაიწყება ექსკურსია გემით / ფერით იტალიის ულამაზეს და პოპულარულ კუნძულ კაპრიზე.

კუნძული კაპრი ცნობილია პასტელის ფერად შეღებილი სახლებით, ბუნები სილამაზით, კრიალა წყალით და დგემრიელი სამზარეულოთი (გამოირჩევა ასევე შოპინგისთვის განკუთვნილი პუნქტებით).

საღამოხანს დავბრუნდებით ქალაქ ნეაპოლში და გვექნება თავისუფალი საღამო.
ღამისთევა ნეაპოლის სასტუმროში

9 ოქტომბერი: ნეაპოლი – სორენტო – პოზიტანო – ამალფი – ნეაპოლი
სასტუმროში საუზმის შემდეგ ექსკურსია – ხანგრძლივობა 8-10 სთ.

ამალფის სანაპირო – 1997 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც დაუჯერებელი სილამაზის თვალწარმტაცი სანაპირო ზოლი სამხრეთ იტალიაში. ტერიტორია გამოირჩევა საოცარი მრავალფეროვნებით, მეტადრთული რელიეფით, პეიზაჟებით, ფერადფერადი და ლამაზი ქალაქებითა და სოფლებით:

სორენტო – აქ მთა და ზღვა ერთმანეთს ერწყმის, ირგლივ კი ულამაზესი ციტრუსის პლანტაციებია, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ლიმონჩელო. ძველი ქალაქი სორენტო კერამიკის წარმოებითაა ცნობილი.

პოზიტანო – იტალიის ყველაზე ფოტოგენური და დახვეწილი ქალაქია თავისი ულამაზესი ხედებით

ამალფი – ამ სანაპირო ქალაქს კლდეებით გარშემორტყმული მოედნები და პატარა სანაპიროებიაქვს. საფეხმავლო გზებზე სუვენირების მაღაზიები და კაფეებია. აუცილებლად ესტუმრეთ დუომო დიამალფის, მე-9 საუკუნის რომაულ კათოლიკურ საყდარს. ადით კიბეებზე, შეაფასეთ ლამაზი მოზაიკადა ჭერის დეტალები.

დაბრუნება ქალაქ პომპეიში და თავისუფალი საღამო.
ღამისთევა ნეაპოლის სასტუმროში

9 ოქტომბერი: ნეაპოლი – თბილისი
სასტუმროში საუზმის ნომრების დატოვება და თავისუფალი დრო ქალაქში სასეირნოდ / საშოპინგოდ ხოლო საღამოხანს გვექნება ტრანსფერი ნეაპოლის აეროპორტში და დაბრუნება თბილისში.

სრული საგზურის ღირებულება შედგენს 4550 ლარს და შედის:

ფრენის დეტალები:
ავიაკომპანია: თურქეთის ავიახაზები (Turkish Airlines)
20 კგ. ჩასაბარებელი ბარგი
თბილისი – რომი
04:00-ზე ფრენა თბილისის აეროპორტიდან, ჩასვლა ქალაქ რომში 09:35
ნეაპოლი  – თბილისი
19:35 ნეაპოლიდან გამომგზავრება თბილისის მიმართულებით, ჩამოსვლა 04:25-ზე (7 აპრილი).

სასტუმროში განთავსება:
3 ღამე რომის 4* სასტუმროში
4 ღამე ნეაპოლის 4* სასტუმროში

სატრანსპორტო მომსახურება:
ტრანსფერი რომის აეროპორტიდან რომის სასტუმროში (4 ოქტომბერი)
ტრანსფერი რომის სასტუმროდან ნეაპოლის სასტუმროში (7 ოქტომბერი)
ტრანსფერი ნეაპოლის სასტუმროდან ნეაპოლის აეროპორტში (10 ოქტომბერი)
ტრანსპორტი ექსკურსიის დროს – ნეაპოლი – სორენტო – პოზიტანო – ამალფი – ნეაპოლი (9 ოქტომბერი)

ექსკურსიები:
რომი – 3 დღის განმავლობაში ზემოთჩამოთვლილი ღირსშესანიშნაობების მონახულება (საფეხმავლო)
8 საათიანი ექსკურსია: ნეაპოლი – სორენტო – პოზიტანო – ამალფი – ნეაპოლი

ბილეთები:
პომპეიში შესასვლელი ბილეთები
ფერი/გემის ბილეთები კაპრიზე გადაადგილების დროს

სხვადასხვა:
ტურისტული კომპანია გუდ თრეველის გამყოლი/ორგანიზატორის მომსახურება
6 საუზმე სასტუმროში

ღირებულებაში არ შედის:
მატჩზე დასასწრები ბილეთები, პირადი ხარჯები, კვების თანხა (მითითებული კვების გარდა), სითი ტაქსა, რომელსაც ვიხდით ადგილზე – სასტუმროში, საშუალოდ 3-6 ევრო დღეზე.

შესაძლებელია თანხის 2 ნაწილად გადახდა

დაგვიკავშირდი: ☎️ (032) 2 300-700
ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
info@goodtravel.ge