თარიღები მალე განახლდებაჯგუფური ტური

კლასიკური იტალიის ჯგუფური ტური

იტალია · 8 დღე

ფოტო: David Köhler, Matteo del Piano, Spencer Davis, Joseph Quam / Unsplash

  • ხანგრძლივობა8 დღე
  • გასვლათბილისიდან
  • ქვეყნებიიტალია

ტურის აღწერა

🇮🇹 “კლასიკური იტალია”- 8 დღიანი ჯგუფური ტური 🇮🇹

► რომი - (ნეაპოლი, პომპეი) – (პიზა) - მონტეკატინი-ტერმე - (სიენა- სან-ჯიმინიანო) - ფლორენცია - ვენეტოს რეგიონი - ვენეცია - რომი

► პერიოდი: მოცემული ტური იწყება ყოველ კვირა დღეს, შესაბამისად საგზური შეგვიძლია დაგიგეგმოთ თქვენთვის სასურველ პერიოდზე.

არა ცენტრალური განთავსების სასტუმროთი - 1200 ლარი

ცენტრალური განთავსების სასტუმროთი - 1700 ლარი

👉 კვირა

ჩასვლა რომის აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში. მიმოხილვითი ექსკურსია: ნავონას მოედანი, პანთეონი, ვენეციის მოედანი, კოლიზეუმი, რომაული ფორუმები. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია - „ღამის რომი“, ღამე სასტუმროში.

👉 ორშაბათი

საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ნეაპოლი-პომპეის ექსკურსია. თავისუფალი დრო, ღამე სასტუმროში.

👉 სამშაბათი

საუზმე სასტუმროში. ვატიკანის მუზეუმის ტური მეგზურით. წმინდა პეტრეს ტაძრის მონახულება. გამგზავრება ტოსკანის რეგიონის მიმართულებით. სურვილისამებრ ჩატარდება დამატებითი ექსკურსია ისტორიულ ქალაქ პიზაში. განთავსება სასტუმროში მონტეკატინი-ტერმეს ტერიტორიაზე. ღამისთევა სასტუმროში.

👉 ოთხშაბათი

საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო მონტეკატინი-ტერმეში. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია სიენა-სან ჯიმილიანოში. დაბრუნება სასტუმროში მონტეკატინი-ტერმეში. ღამისთევა.

👉 ხუთშაბათი

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ფლორენციაში. ფლორენციის ისტორიული ცენტრის ღირსშესანიშნაობების მიმოხილვითი ტური მეგზურით. თავისუფალი დრო. სურვილისამებრ დამატებითი ექსკურსია უფიცის გალერეაში. დღის მეორე ნახევარში ტრანსფერი ვენეტოს რეგიონში. განთავსება ვენეტოს რეგიონში მდებარე სასტუმროში და ღამისთევა.

👉 პარასკევი

საუზმე სასტუმროში, ტრანსფერი ვენეციაში - “ქალაქი წყალზე ”, ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია. ღამისთევა ვენეციის მიმდებარე სასტუმროში ან გამგზავრება რომში ავტობუსით ან მატარებლით. ღამისთევა ვენეციის ან რომის სასტუმროში.

👉 შაბათი

საუზმე სასტუმროში. შესაძლებელია სურვილისამებრ ექსკურსია: „ნემის მარწყვის ქალაქი - ნემის ტბა - კასტელ განდოლფო“. ღამისთევა რომში.

👉 კვირა

საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი რომის აეროპორტში.

ღირებულებაში შედის:

🔹 სასტუმროში განთავსება

🔹 საუზმე

🔹 შიდა გადაადგილება

🔹 დაზღვევა

🔹 ტრანსფერები

🔹 გიდის მომსახურება

🔹 ვენეციის ექსკურსია

🔹 ფლორენციის ექსკურსია

🔹 რომის ექსკურსია
ღირებულებაში არ შედის:
ავიაბილეთები, რომლის ფასიც დამოკიდებულია თქვენს სასურველ პერიოდზე
დამატებით ექსკურსიები

► დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში, შეგიძლია მოინახულო: (ნეაპოლი, პომპეი), (პიზა), (სიენა-სან ჯიმილიანო)

წაიკითხეთ ბლოგში

ახლა აქტიური და მალე განახლებადი ტურები

იტალიის ტურები →
თარიღები მალე განახლდებაჩამწერეთ