ამჟამად არ არის აქტიურიჯგუფური ტური

დიდებული მიანმარი

მიანმარი, ტაილანდი · 14 დღე

  • ხანგრძლივობა14 დღე
  • გასვლათბილისიდან
  • ქვეყნებიმიანმარი, ტაილანდი

ტურის აღწერა

ამქვეყნად ისეთი არაფერია, რაც ჩვენს იდუმალებით აღსავსე სამყაროში არ შეიძლება მოხდეს, წარმოსახვა უნდა გადააქციო ოცნებად, რომელსაც შემდეგ მიზნად დაისახავ. სწორედ ეს არისარსი ბედნიერების და ძალა წინსვლის. მიანმარის მიწა საუკუნეების საიდუმლოს ინახავს, იქ მცხოვრები თითოეული ადამიანი გმირია თავის ქვეყნის, 2021 წლის 1 თებერვალს ბირმაში მორიგი სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყნის სამოქალაქო ლიდერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ონსან სუჩი დააპატიმრეს, რის შემდეგაც კიდევ უფრო გართულდა ქვეყანაში შესვლა, უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობდა. ოცნება ულამაზესი და ერთ დროს აზიის უმდიდრესი ქვეყნის ხილვაზე ყოველ დღე თითქოს ფერს კარგავდა, და უფერულდებოდა. ერთ წელში უკვე მეორედ მივდივართ ამ საოცარ მიწაზე და მჯერა ეს მოგზაურობა საოცრად შთამბეჭდავი იქნება.

1 დღე – ფრენა: თბილისი - ბანკოკი-იანგონი

2 დღე: იანგონის ქალაქის ტური

3 დღე: იანგონი - ბაგო - კიაკტიო

4 დღე: კიაკტიო - ბაგო - იანგონი

5 დღე – იანგონი - ჰეჰო - პინდაია - ნუანგ შვე

6 დღე – ინლეს ტბა - ინდეინი - ნიაუნგ შვე (ნავით მოგზაურობა)

7 დღე – ნიაუნგ შვე - ტაუნგ გვი - მვეთავ კაკუ

8 დღე – ნიუანგ შვე - მონთ პოპა - ბაგანი

9 დღე: ბაგანის ქალაქის ტური, ნავით აისის და დაისის ყურება, საჰაერო ბურთით სეირნობა (დამატებითი ღირებულება)

10 დღე: ბაგანი-მანდალაი

11 დღე: მანდალაი-მინგუნი (ნავით)

12 დღე – მანდალაი-ამარაპურა – ინვა – საგაინგი

13 დღე – საღამოს ფრენა მანდალაი-ბანგკოკი

14 დღე – ფრენა ბანgკოკიდან თბილისის მიმართულებით

დღე 1 – ფრენა თბილისი - დოჰა - ბანკოკი - იანგონი.

გავემგზავრებით საქართველოდან კატარის ავიახაზებითბანკოკამდე. იქიდან, სპეც რეისით ბანკოკი-იანგონი საღამოს 9 საათზე ჩავალთ მიანმარის დედაქალაქში, დავბინავდებით სასტუმროში და მოვემზადებით საოცარი 12 დღის გასატარებლად.

ღამისთევა: PARKROYAL Yangon https://www.booking.com/Share-y4ArOSI

დღე 2: Yangon Gem-Shwe Dagon Pagoda - China Town

საუკუნეების მანძილზე ძლევამოსილი სახელმწიფოები იბრძვიან მიანმარის მიწაზე ბატონობისთვის. ამისერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული ძვირფასი ქვების უზარმაზარი მარაგია. სწორედ ძვირფასეულობის მუზეუმის დათვალიერებით ვიწყებთ ქალაქის ექსკურსიას, ამ საცავში დღემდე ინახება ინგლისის დედოფლის რამოდენიმე პირადი ძვირფასეულობა. იანგონიდან ისე ვერ წამოხვალ, მთავარ ღირსშესანიშნაობას - შვედაგონის პაგოდას რომ არ ესტუმრო. შვედაგონის, იგივე ოქროს დრაკონის პაგოდა არის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი მიანმარში, სადაც გადმოცემით უფლისწულ გაუტამას ნაწილები და სხვა წმინდა რელიკვიები ინახება. რადიარდ კიპლინგი თავის წიგნში ჰყვება 1889 წლის ბირმაშივიზიტზე და შვედაგონის თვალისმომჭრელ ოქროს სტუპაზე, რომელიც მზეზე ათასფერად ბრწყინავს. 2600 წელზე ადრე აშენებული შვედაგონის პაგოდა მსოფლიოში უძველეს ბუდისტურ სტუპად ითვლება. საღამოს ულამაზეს კანდაუ გიშის მხარეს ვესტუმრებით, სადაც კანდაუგიის ტბასთან ნაციონალური შოუს კერძოწარმოდგენასაც დავესწრებით.

ღამისთევა: PARKROYAL Yangon https://www.booking.com/Share-y4ArOSI

დღე 3: იანგონი – ბაგო – ოქროს კლდე

იანგონიდან 4 საათის გზაზე ულამაზესი ოქროს კლდის პაგოდა მდებარეობს. მონის შტატში, კიმპუნისსაბაზო ბანაკში ჩასვლისთანავე მაღალი გამავლობის თავახდილ მანქანებზე გადავსხდებით და პირდაპირ„გოლდენ როკ ჰილის“ სადგურამდე მივალთ. პაგოდა 2500 წელზე მეტია მთა კიაიქტიოს წვერის 3615 მეტრის სიმაღლიდან დამრეცად დაჰყურებს დედამიწას, თითქოს არაფერი აკავებს დაგორებისგან, მაგრამ ამ მხარეში უძლიერესმა მიწისძვრებმაც კი ძვრა ვერ უყვეს მის სიმტკიცეს. ლეგინდის მიხედვით, პაგოდისთვის საკუთარი თმის ღერები თავად ბუდას შეუწირავს და სწორედ მის სახელზეა აქაურობა აშენებული. ოქროს კლდის პაგოდა აღიარებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ საოცრებად.

ღამისთევა მონთ კაიკტიოს საბაზო ბანაკში

დღე 4: კიაკიტო-ბაგო-იანგონი

უძველესი ქალაქი ბაგო ადრე მიანმარის სატახტო დედაქალაქი იყო. აქაურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეთოთხმეტე საუკუნიდან ხდება, როდესაც ბუდისტი ბერი დამმაზედი მართავდა. სწორედამ პერიოდიდან ბაგო გადაიქცა აზიის კომერციის ფაქტიურად მთავარ ცენტრად.

ვნახავთ ტაძრებს

  • Shwethalyaung Buddha, რომელიც არის 180 ფუტი სიგრძისა და 53 ფუტის სიმაღლის მწოლიარე ბუდასქანდაკება.
  • Shwemawdaw Pagoda, რომლის სიმაღლეა 376 ფუტი და მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ ბაგოს გარეთაც კი.
  • Kyaik Pun Pagoda, რომელიც აშენდა 1476 წელს და შედგება ოთხი 100 ფუტიანი ბუდას ქანდაკებისგან.
  • 1556 წელს აშენებული კანბავზათადის სასახლე, ბაგოს თავდაპირველი სამეფო რეზიდენცია.

თუ დრო და სურვილი გვექნება, დავაფასებთ მეორე მსოფლიო იმის მოკავშირეთა სასაფლაოს. გვიან დავბრუნდებით იანგონში.

ღამისთევა: PARKROYAL Yangon https://www.booking.com/Share-y4ArOSI

დღე 5: იანგონი – ჰეჰო – პინდაია – ნიაუნგ შვე

ჰეჰოდან დასავლეთით, ტაუნგიის რაიონში, ტბა ბოტოლოკეს ნაპირზე პატარა, ლამაზი ქალაქი პინდაიაშიმდებარეობს. აქაურობა ცნობილია თავისი კირქვის გამოქვაბულებით. მისი მიმზიდველი ტბისპირაგარემოთი და ადგილობრივი, ტრადიციული შანის ქაღალდის ქოლგებით, ბორცვებში ჩაძირულგამოქვაბულებს შორის 8000-მდე მარმარილოს, ბრინჯაოს და თაბაშირისგან გაკეთებული ბუდის ქანდაკებისმიგნება შეგიძლიათ. თითოეული ფიგურა დაფარულია სუფთა ოქროს ფირფიტებით და მზეზე საოცარ სანახაობას ჰქმნის. ამ სანახაობის გვირგვინია გამოქვაბულის შესასვლელთან მდგარი 15 მეტრი სიმაღლისShwe U Min Pagoda.

გვიან ღამე ჩავალთ ნიაუნგ შვეში და ღამისთევა: Inle Lake View Resort & Spahttps://www.booking.com/Share-UGOaglY

დღე 6: ინლის ტბა - ინდეინი

(გასეირნება ნავით) მიანმარზე ოცნებას როცა შეუდგები, იქ მოხვედრის ერთერთი მიზეზი ინლეს ტბაა. სისხამ დილით მოტორიანი ნავით სწორედ ინლესკენ გავემგზავრებით. წყალზე მოფენილ სოფლებში, ინტასგულღია ხალხი ცხოვრობს. ტბის პირი ადგილობრივებს ბამბუკის ჯოხებით გაუმაგრებიათ და ზედულამაზესი ბაღები აქვთ გაშენებული. აუცილებლად დავესწრებით მოგზაურების და ფოტოგრაფებისმთავარ სანახაობას, ნიჩბოსანი მეთევზეების ბადის გაშლის და თევზაობის რიტუალს. კუნძულის შუაგულშიNgaHpeChaung მონასტერია, რომელმაც სახელი არამარტო ბუდას ათობით გამოსახულებით, არამედ „მფრინავი კატებით“ გაითქვა. იქვეა ოქროს ფირფიტებით დაფარული ხუთი სხვადასხვა ზომის ბუდასქანდაკება, რომლის სახეებიც სრულად განსხვავდება დანარჩენი ბუდის ცნობილი ნაკეთობებისგან. ვისაც მოგზაურობის დროს სუვენირების შეძენა უყვარს, სოფელ ინპავხონესთან, ჩეროტოს ქარხანაში ვიზიტი იქნება სამოთხე. აქ წარმოუდგენლად დაბალ ფასად შეგვიძლია ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთები და საოცარი ქსოვილები შევიძინოთ. აქვე მზადდება ტიპიური ბირმული სიგარები და თამბაქოს არომატისნელსაცხებლები. გემით დავუყვებით მდინარეს და ტბის გავლით სოფელ ინდეინამდე ჩავაღწევთ. იქაური გარემო ძველ დროში გაბრუნებს და თითქოს თვალწინ კადრებად ჩაგირბენს მიანმარის გადასულ დროთა დიდება. მე-16 საუკუნით დათარიღებული პაგოდების დანგრეული წვერები წარუშლელ შთაბეჭდილებასუტოვებს მნახველს. ადგილობრივ ბაზარში დღემდე უამრავი ძველი ნივთის შეძენაა შესაძლებელი. აქხალხი ძველი ბირმული ტრადიციული სამოსით Inthar კაბებით დადის. დღის დასასრულს გვექნება ადგილობრივი კულინარიული მასტერკლასი უხუცეს მზარეულებთან ერთად.

ღამისთევა ნიუნგ შვეში. La Maison Birmane Boutique Hotel https://www.booking.com/Share-ffBncl

დღე 7: Taung Gyi – Mwetaw Kaku

ამ დღეს მიანმარის ერთ-ერთ მაღალ წერტილში, ზღვის დონიდან 4712 მეტრზე მდებარე ქალაქ Taunggyi -შიგავემგზავრებით. ვიმოგზაურებთ Taung Gyi Market, Mwetaw Kakku და Pa-O სოფლებში ტაუნგიის გარშემო. სოფელ კაკუში მდებარე უძველეს პაგოდებზე ბევრი დაწერილა, ბევრიც თქმულა და ჩვენ ამას ჩვენი თვალით დავათვალიერებთ. ღამისთევა Nyaung Shwe-ში. La Maison Birmane Boutique Hotelhttps://www.booking.com/Share-ffBncl

დღე 8: ნიუანფ შვე-მთა პოპა- ბაგანი

საუზმის შემდეგ, ზღვის დონიდან 657 მეტრზე, წმინდა მთა პოპას თავზე, ვულკანურ მწვერვალზე მდებარე სულების თაყვანისცემის ცენტრში წავალთ. ბუდისტებისთვის ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე საკრალულია, ჩვენ კი აქედან გადაშლილი ხედი თავის წარმოუდგენელი სილამაზის გამო სიცოცხლის ბოლომდეგვემახსოვრება. გავემგზავრებით ქალაქ ბაგანისკენ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გამორჩეული რელიგიური ქალაქი და ბირმას უძველესი დედაქალაქია ბაგანი, რომლის უკიდეგანო მტვრიან ვაკეზემიმოფანტული ჩანს უამრავი ეგზოტიკური ბუდისტური ტაძარი. ბაგანის სამეფოები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნის დასაწყისით თარიღდება, მაგრამ თავის დიდებას 1057 წელს მიაღწია, როდესაც მეფე ანავრაჰტას მიერ ასობით პაგოდა აშენდა. ამ პერიოდს ქალაქის ოქროს ხანასაც უწოდებენ. შვიდი საუკუნის წინ, მდინარე ირრავადი ადიდებულა და წაუღია ქალაქის თავდაპირველი ტერიტორიის თითქმის მესამედი. არც ქურდებმა დააყენეს უკეთესი დღე დიად ტაძრებს. საუკუნეები უკონტროლოდიძარცვებოდა აქაურობა. მიწისძვრებმა ასობით ტაძრისგან მხოლოდ ქვების გროვებიღა დატოვეს. იქაურობა განსაკუთრებით ჯადოსნური აისის და დაისის დროსაა და ჩვენც სწორედ მზის ჩასვლის საყურებლად გავემგზავრებით მთის წვერზე.

ღამისთევა: Heritage Bagan Hotel https://www.booking.com/Share-2apNtq

დღე 9: ბაგანი

ბაგანი, ათასი ტაძრის საოცარი ქალაქი, მზის ამოსვლისას იდუმალ ბურუსში ეხვევა. ამბობენ, აქაური აისი ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახო. დავივლით უამრავ ტაძარს, მაგრამ განსაკუთრებითგამოვყოფ ჯაკატას სცენის ფრესკებით მოხატულ Shwezigon პაგოდას. აუცილებლად მივალთ ჰტილმონისუძველესი თაბაშირის ფიგურებ გამოკვეთილ ტაძარში. არ გამოგვრჩება არც ანანდას და გუბიაუკგიისპაგოდები. ბაგანს აქვს მრავალი არქიტექტურული შედევრი, როგორიცაა Anada Okkyaung-ის მონასტერი XVIII საუკუნის ფრესკებით; მასიური დაჰმაიანგიის ტაძარი, მინგალარ ზედი, ბოლო პაგოდა ბაგანის დინასტიაში და შვესანდაუს პაგოდა. ქალაქს ძალიან საინტერესო Nyaung Oo-ს ცნობილი ბაზარი აქვს. ეს სწორედ ისადგილია, სადაც სანდაკუს ხის ნატურალურ თავის მოვლის საშუალებებს ყიდიან ადგილობრივები. საღამოს სოფელ მინგაბაში ცხენის ურმებით წავალთ და მდინარე ირავადის კრუიზიდან დედამიწაზე ყველაზე ჯადოსნურ დაისს ვუყურებთ.

ღამისთევა: Heritage Bagan Hotel https://www.booking.com/Share-2apNtq

დღე 10: ბაგანი - მანდალაი

იდეალური იქნება ამ დღის საჰაერო ბურთზე ფრენით დაწყება. ამბობენ, ციდან დანახულ ბაგანის ტაძრებსვერასდროს დაივიწყებ ცხოვრებაშიო. ბაგანშის არქეოლოგიურ ნაწილში, 2005 წლის 10 აპრილის შემდეგ, ნანმიინტის კოშკი გაახსნეს სპეციალურად იმ ვიზიტორთათვის, ვისაც 2000 ზე მეტი უძველესი ტაძრის ერთპეიზაჟად ხილვა სურს. ხელისგულზე გადაშლილი საოცარი ხედი მნახველს სრულად ატყვევებს სილამაზით. შემდეგი გაჩერება გვექნება მანდალაი, თავის ჩინური ქალაქით და ზაი ჩოს ბაზარით. შებინდებისას ვეწვევით დიდებულ მაჰა მიატ მუ ნი პაგოდას.

ღამისთევა: Ritz Grand Hotel Mandalay https://www.booking.com/Share-23kp5H

დღე 11 – მანდალაი - მინგუნი (ნავით)

უძველესი ტრადიციის თანახმად, ბუდას სიცოცხლის მანძილზე ხუთი მთავარი ხილვა ჰქონია. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ბირმის მიწაზე, მანდალაიში ზმანებია. „პოზა“ რა მდგომარეობაშიც ხილვა ჰქონდა, ზუსტად არის ბუდას იმ ქანდაკებაში გადმოცემული, რომელიც ამჟამად პააგა პაგოდაში ინახება. 3.8 მეტრის სიმაღლის ქანდაკება მთლიანად ოქროს ფირფიტებითაა დაფარული. იქვეა ექვსი ბრინჯაოს ფიგურა, რომელიც ოდესღაც კამბოჯური ანკორ ვატის მცველებად იქნენ აგებული. საუკუნის მანძილზე მოსულმამილიონობით მომლოცველმა მისი სასწაულმოქმედი ძალა ირწმუნა და დღეს ეს სპილოს და ლომის ქანდაკებები სნეულთა მკურნალად ითვლებიან. გზას მინგუნის პაგოდის და ჰსინბიუმეს პაისკენგანვაგრძობთ. 87 ტონიანი მინგუნის ზარი მსოფლიოში ყველაზე დიდ ბრინჯაოს ზარად ითვლება. ვნახავთ გამორჩეული ხის ჩუქურთმებით შემკულ შვენანდაუს მონასტერს, აუცილებლად მივალთ მიანმარის ეროვნულ საგანძურად გამოცხადებულ კეთოდაუს პაგოდაში. აქაურობა ცნობილია ბუდისტური ყველაზე დიდი წიგნის სახელით. მანდალეიში არის ცნობილი ბირმული კერძების რესტორანი, რომელიც, სახელგანთქმულია მთელს მიანმარში თავის განსაკუთრებული სამზარეულოთი.

ღამისთევა: Ritz Grand Hotel Mandalay https://www.booking.com/Share-23kp5H

დღე 12: მანდალაი-ამარაპურა - ინვა - საგაინგი

ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული იქნება სანახაობებით: გავემგზავრებით ამარაპურაში, ვეწვევით მაჰა განდარიონის მონასტერს, დავათვალიერებთ ბუდისტურ უნივერსიტეტს, ვნახავთ გასაოცარ უ ბენისხიდს, აუცილებლად გავივლთ 1.2 სიგრძის ვიწრო ტიის ხიდზე, შევივლით ცნობილ მიანმარული აბრეშუმის და ბამბის ქარხანაში.

არ დავივიწყებთ მალ ნუ ოაკ კიუნგი და ნანმიინის საგუშაგო კოშკების მონახულებას. მზე რომ გადავა, მიანმარის რელიგიურ კერა საგაინგში გავემგზავრებით. ეს არის ქალაქი 600-ზე მეტი ბუდისტურიმონასტრით, ფაქტიურად, ქალაქი-უნივერსიტეტი მონაზვნების და ბერებისთვის. სურვილის შემთხვევაში, დავესწრებით მედიტაციის სეანსს. საგანგის გორა ცნობილია მანდალაის სიტის პანორამული ხედით. პაგოდები, როგორიცაა Swan Oo Pon Nya Shin და U Min Thone Sae ზუსტად ამ გორაზე დგას. საღამოს ადგილობრივ ბაზარში ხილის და მიანმარული ტკბილეულზე შევლა მანდალაის ტურის ერთ-ერთი უპირობონაწილია.

ღამისთევა: Ritz Grand Hotel Mandalay https://www.booking.com/Share-23kp5H

დღე 13: ბანკოკი

დილის ფრენა მანდალაიდან ბანკოკის მიმართულებით და თავისუფალი დრო ბანკოკში.

სურვილის შემთხვევაში, ტუკ-ტუკებით შეგვიძლია ულამაზესი Grand Palace/Golden Buddha/reclining buddha and Wat Pho- ს დავათვალიეროთ, შემდეგ ტუკ-ტუკებით მივდივართ Pier-ისკენ, სადაც უკვე ნავებზეგადავინაცვლებთ და არხის გავლით ჩავალთ Temple of Dawn - ის სანახავად. აქვე, მდინარის პირასშევჩერდეთ ლანჩზეც. მოვინახულეოთ marble Temple-ს და ბოლოს, ღამის წყლის Ampawa ბაზრობისკენგადავინაცვლებთ. ამ ტერიტორიაზე, ampawa-ში, ამბობენ, რომ ყველაზე გემრიელი ადგილობრივი საჭმელი მზადდება. ამ დღის სრულად საშოპინგოდ დაგეგმვაც შეიძლება (ტაილანი ცნობილია თავის ბრენდულისამოსით და ტექნიკით), გვიან ღამე კი, Hangover 2 ბარში, 82 სართულზე, შეიძლება საოცარი ტურის წარმატებით დასრულების აღნიშვნა.

ღამისთევა: Casa Nithra https://www.booking.com/Share-bjjETI

დღე 14: დაბრუნება საქართველოში

გამთენიისას ფრენა საქართველოს მიმართულებით.

მოგზაურობის პერიოდი: 2024 წლის 1 - 15 ივნისი

ღირებულება 10300 ლარი, ორ ადგილიან ნომერში ერთ ადამიანზე

ღირებულებაშიი შედის

ორმხრივი ავიაბილეთი თბილისი - ბანკოკი - თბილისი (რეისს ასრულებს კატარის ავიახაზები)

ავიაბილეთი ბანკოკი - იანგონი (რეისს ასრულებს მიანმარის სახელმწიფო ავიახაზები)

ავიაბილეთი: მანდალაი - ბანკოკი (რეისს არსურლებს მიანმარის სამეფო ავიახაზები)

მიანმარის სპეციალური სამხედრო სამსახურის დაზღვევა

პოლიტიკური ლიცენზია ქვეყნის შიდა კულტურული ძეგლების ვიზიტისთვის

სადილი და კულინარიული მასტერკლასი

ტრადიციული სამოსის ქირა ფოტოებისთვის

მიანმარის ქვეყნაში შესვლის ექვსი ნებართვა

მიანმარის ვიზა

კერძო ნაციონალური შოუ

სასტუმროები მიანმარში საუზმით

სასტუმრო ტაილანდში

სრული ტრანსპორტირება საექსკურსიო საათებში ავტობუსით

ყველა ტრანსფერი ტურის განმავლობაში

ადგილობრივი გიდი მიანმარში სრული ტურის განმავლობაში

ქართულენოვანი გამყოლი

ყველა აქტივობის ბილეთი, რაც არის ტურის მიანმარულ ნაწილში აღწერილი

გემით და ნავით ტრანსფერები მიანმარის ტურის განმავლობაში

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

წაიკითხეთ ბლოგში

ახლა აქტიური და მალე განახლებადი ტურები

ტაილანდის ტურები →
ამჟამად არ არის აქტიურიშემატყობინეთ