logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

სამხრეთ იტალიის მარგალიტები

სამხრეთ იტალიის მარგალიტები

ერთ ადამიანზე
🇮🇹 სამხრეთ იტალიის მარგალიტები 🍕
ნეაპოლი → კასერტას სამეფო → კუძნული კაპრი → პომპეი → სორენტო → (პოზიტანო) → ამალფი → რაველო → ნეაპოლი
I დღე | 7 მაისი: თბილისი & ნეაპოლი
ფრენა გვაქვს თბილისიდან, ნეაპოლის აეროპორტში დაგხვდება ტრანსფერი და მიგვიყვანს სასტუმროში. ნომრებში განვთავსდებით, ცოტაოდენს დავისვენებთ და საღამოხანს გვექნება ქალაქ ნეაპოლის გაცნობითი ხასიათის ექსკურსია (საფეხმავლო). თავისუფალი დრო / საღამო (ღამისთევა ნეაპოლში)
II დღე | 8 მაისი: ნეაპოლი & კაზერტას სამეფო
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით კაზერტას მიმართულებით.
კაზერტას სამეფო სასახლე (Reggia di Caserta) ერთ-ერთი უდიდესი და შთამბეჭდავი ბაროკოს სტილის სასახლეა ევროპაში, რომელლიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ხშირად მას „იტალიურ ვერსალს“ უწოდებენ.
დავათვალიერებთ სასახლეს და ვისეირნებთ ულამაზეს ბაღებში, ხოლო გვიან საღამოხანს დავბრუნდებით ნეაპოლში. თავისუფალი დრო ქალაქში სასეირნოდ, ან/და საყიდლებზე სასიარულოდ (ღამისთევა ნეაპოლში)
III დღე | 9 მაისი: ნეაპოლი & კუნძული კაპრი
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით პორტში კუნძულ კაპრიზე გემით გასამგზავრებლად. მთელ დღეს გავატარებთ და საღამოხანს დავბრუნდებით ნეაპოლის სასტუმროში
IV დღე | 10 მაისი: პომპეი & სორენტო
სასტურმოში საუზმის შემდეგ მოგვაკითხავს ტრანსფერი / ტრანსპორტი და გავემგზავრებით ქალაქ პომპეის ექსკურსიაზე, სადაც გავატარებთ დღის პირველ ნახევარს, ხოლო შემდგომ პომპეიდან იგივე ტრანსფერი/ტრანსპორტით გავემგზავრებით სასტუმროში (სორენტოს რეგიონში)
V დღე | 11 მაისი: სორენტო (პოზიტანო სრუვილის შემთხვევაში)
გვაქვს ორი ვარიანტი:
N1 : დილაადრიან წავიდეთ გემით ულამაზეს პოზიტანოში, გავატაროთ მთელი დღე და საღამოხანს დავბრუნდეთ სორენტოში სასეირნოდ (ამ შემთხვევაში, სორენტოსთვის გვექნება ცოტა დრო დათმობილი, თუმცა 13 მაისის დღის პირველი ნახევარიც შეგვიძლია დავუთმოთ სორენტოს)
N2 ვარიანტი: სასტურმოში საუზმის შემდეგ ქალაქ სორენტოს საფეხმავლო / მიმოხილვითი ექსკურსია: გავისერინებთ სორენტოს მთავარი მოედან ტასოზე (Piazza Tasso), რომელიც სავსეა კაფეებით, რესტორნებითა და პატარა მაღაზიებით, რომელიც ასევე იდეალური ადგილია დასასვენებლად და იტალიური ესპრესოს დასაგემოვნებლად.
სორენტო გამოირჩევა თავისი ვიწრო ქუჩებით, ლამაზი მაღაზიებით, სადაც აუცილებლად უნდა გასინჯო/შეიძინო ადგილობრივი ლიქიორი. ვესტუმრებით ფრანჩესკოს მონასტერს (შუასაუკუნეების ულამაზესი მონასტერი), სადაც ხშირად ტარდება კულტურული ღონისძიებები და ქორწილებიც კი.
დავტკბებით სორენტოს პანორამული ხედებით (ასევე მზის ჩასვლის საყურებლად), საიდანაც იშლება ხედი ნეაპოლის ყურეზე, ვეზუვის ვულკანზე და კაპრის კუნძულზე.
თავისუფალი საღამო (ღამისთევა სორენტოს რეგიონში)
VI დღე | 12 მაისი: სორენტო & ამალფი & რაველო
სასტურმოში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ამალფის მიმართულებით. დღის პირველ ნახევარს დავუთმობთ ამალფის ულამაზეს ხედებზე ფოტოსესიას და ქალაქში სეირნობას, ხოლო დღის მეორე ნახევარში რაველოს ვესტუმრებით, საღამოხანს კი ამალფიდან სორენტოში გამოვემგზავრებით.
ღამისთევა სორენტოს რეგიონში
VII დღე | 13 მაისი:
სასტურმოში საუზმის შემდეგ თავისუფალი დღე / დრო სორენტოში 15:00 საათამდე, შემდეგ კი მოგვაკითხავს ტრანსფერი / ტრანსპორტი და
გავეშურებით ნეაპოლის აეროპორტში თბილისში გამოსაფრენად 20:40.
ტურის ღირებულება შეადგენს 4850 ლარს და შედის:
🔸ფრენა თბილისიდან თურქეთის ავიახაზებით
🔸ჩასაბარებელი 20კგ. ბარგი და 8კგ. ხელბარგი
🔸3 ღამე ნეაპოლის სასტუმროში განთავსება
🔸3 ღამე სორენტოს რეგიონში სასტუმროში განთავსება
🔸6 საუზმე
🔸ტრანსფერი ნეაპოლის აეროპორტიდან ნეაპოლის სასტუმრომდე
🔸ტრანსფერი სორენტოს სასტუმროდან ნეაპოლის აეროპორტამდე
🔸საფეხმავლო ექსკურსია ქალაქ ნეაპოლში
🔸ტრანსპორტირება ნეაპოლის სასტუმროდან პომპეიში და პომპეიდან სორენტოს სასტუმროში
🔸საფეხმავლო ექსკურსია ქალაქ სორენტოში
🔸მატარებელი (ან ავტობუსი) ნეაპოლი – კაზერტა – ნეაპოლი
🔸კაზერტას სამეფოში შესასვლელი ბილეთები
🔸პომპეიში შესასვლელი ბილეთები
🔸 გემი/ფერი: ნეაპოლი – კუნძული კაპრი – ნეაპოლი
🔸საბაგირო/ავტობუსი: კუნძულ კაპრიზე გადაადგილებისას
🔸ავტობუსი: სორენტო – ამალფი – სორენტო
🔸ავტობუსი: ამალფი – რაველო – ამალფი
🔸გამყოლი/გიდის მომსახურება მთელი მოგზაურობის განმავლობაში
🔸სამოგზაურო დაზღვევა
 ღირებულებაში არ შედის
1) ქალაქის მოსაკრებელი (ეგრეთ წოდებული CITY TAX), რომელსაც იხდით ადგილზე, სასტუმროში
2) გემით მგზავრობა სორენტო-პოზიტანო-სორენტო
დასაჯავშნად მხოლოდ 550 ლარია საჭირო, თანხის გადახდა შესაძლებელია 3 ნაწილად
ტურის დასაჯავშნად ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:☎️ (032) 2 300-700; 555 262531 ნინი შაიშმელაშვილი
გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ ✈️
ტურისტული კომპანია გუდ თრეველი – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️

ქვეყნის შესახებ

Sorry, the comment form is closed at this time.