logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ტაილანდის ჯგუფური ტური – აიუტაია – ბანგკოკი

ტაილანდის ჯგუფური ტური – აიუტაია – ბანგკოკი

6900₾ ერთ ადამიანზე

ტაილანდის ძველი და ახლანდელი დედაქალაქი აიუტაია -ბანგკოკი
იმოგზაურეთ ჯგუფურ ტურში და მოიანხულეთ ეგზოტიკური ადგილები ჩვენთან ერთად.

მოგზაურობის პერიოდი – 18 – 26 თებერვალი. ( 8 ღამე /9 დღე) ( 3 ღამე ბანგკოკი, 5 ღამე ფხუკეთი);
ტურის ღირებულება – 6900 ლარი;

დღე 1: 18 თებერვალი – ჩასვლა ბანგკოკში/სასტუმროში განთავსება/თავისუფალი დრო
საღამოს ბანგკოკის მონახულება.

დღე 2: 19 თებერვალი – საუზმე სასტუმროში

ექსკურსია  –  აიუტაიაში
ტაილანდის აუცილებლად მოსანახულებელი ღირსშესანიშნაობების სიაში შედის აიუტაი, ქვეყნის ყოფილი დედაქალაქი, რომელიც ბანგკოკიდან ჩრდილოეთით 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ტურის განმავლობაში ეწვევით ვატ იაი ჩაი მონგკონს და ვატ ფრა სი სანფეტს – უმნიშვნელოვანეს მონასტრებს. უკანასკნელი წარმოადგენს ყოფილ საპრეზიდენტო სასახლეს. ვიჰარნ პჰრა მონგოლ ბორპიტჰი, ბუდას უზარმაზარი ბრინჯაოს გამოსახულება, თავდაპირველად მდებარეობდა ღია მოედანზე დიდი სასახლის წინ, მოგვიანებით კი ის მოაქციეს შენობაში, რომლის სახელიცაა ვიჰარნი.
ამის მერე ვესტუმრებით ვატ ჩაი ვატარანამს, რომელიც განლაგებულია მდინარე ჩაო პრაიას სანაპიროზე, კუნძულ სიტის დასავლეთით.  ტურისტებს შორის საკმაოდ გავრცელებულია ტრადიციული ტაილანდური სამოსების ტარება, რათა შეიქმნან შთაბეჭდილება, თითქოს ისინი დაბრუნდნენ აიუტაის ეპოქაში.
ექსკურსიის დასასრული დაბრუნება  სასტუმროში.

დღე 3: 20 თებერვალი – საუმზე სასტუმროში

თავისუფალი დღე  სურვილისამებრ ექსკურია -(მუანგ ბორანი)
ესა არის  ვეებერთელა მუზეუმი ღია ცის ქვეშ. მთლიანი შენობა შესრულებულია ტაილანდის ფორმაში, ამასთან, ნაგებობის რეპლიკები სამჯერაა შემცირებული  ორიგინალების ზომებთან შედარებით. ერთდღიანი ტურის განმავლობაში იმოგზაურებთ უძველეს ქალაქში, სადაც ნახავთ ტაძრებს, სასახლეებს, ძველი ქალაქების ნაშთებს. ტაილანდში უამრავი ისტორიული ადგილია, რომლებიც მიმოფანტულია მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. თქვენ შეგეძლებათ ყველა ძირითადი ისტორიული ღირსშესანიშნაობის ხილვა, რაც შეგიქმნით წარმოდგენას ტაილანდის ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურის შესახებ. აღნიშნული ადგილი მნახველს გაუჩენს მადლიერების გრძნობას ქვეყნის წარსულის, კულტურის, რელიგიისა და ხელოვნების მიმართ.
ექსკურსიის დასასრული დაბრუნება  სასტუმროში.

დღე 4: 21 თებერვალი – დღის ექსკურის ბანგკოკში

ვხვდებით გიდს   სასტუმრის მისაღებში და მივემგზავრებით  საზოგადოებრივი ტრანსპორტით  რატანაკოსინში. ეს ადგილი აგრეთვე ცნობილია „ძველი ქალაქის“ სახელით და აქ მდებარეობს მდიდრულად მორთული ვეებერთელა სასახლე და ვატ პჰოს უზარმაზარი სატაძრო კომპლექსი. სწორედ აქაა განთავსებული სახელგანთქმული ზურმუხტის ბუდა. შემდგომ გაემგზავრებით ვატ პჰოში, რომელიც განთქმულია თავისი მწოლიარე ბუდათი. მერე ვაგრძელებთ გზას ვატ არუნში, რომელსაც ასევე განთიადის ტაძარს უწოდებენ. ეს ბანგკოკის მდინარისპირეთის ერთ-ერთი საგულისხმო ღირსშესანიშნაობაა თავისი დიდებული არქიტექტურისა და ოსტატური შესრულების გამო.
ექსკურსიის დასასრული დაბრუნება  სასტუმროში.
დღის მეორე ნახევარში გამგზავრება ფხუკეტში /განთავსება სასტუმროში/ღამისთვევა.

დღე 5: 22 თებერვალი – საუზმე სასტუმროში – გამგზავრება  კუნძული ფიფიზე

ტრანსფერი სასტუმროდან კომფორტული მიკროავტობუსით. შეხვედრა პიერსზე.
გამგზავრება  გემით ფიფიის კუნძულებისკენ.
ჩასვლა სამახის ყურეში, ტურს ვიწყებთ ნამდვილ ჯუნგლებში შესვლით , რომ ვნახოთ Maya bay  წარმოუდგენელი სილამაზე! სწორედ აქ გადაიღეს ცნობილი ფილმი “პლაჟი”, თვალწარმტაცი ხედების წყალობით. დიდი ხნის განმავლობაში ეს ადგილი საზოგადოებისთვის დახურული იყო.(ყურეში ცურვა აკრძალულია)
შემდეგი ადგილი რასაც მოვინახულებთ  Pi Le Lagoon, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში თავისი წარმოუდგენლად ზურმუხტისფერი და კრისტალურად სუფთა წყლით. ისიამოვნებთ ცურვით ციცაბო კლდეებს შორის, რომლებიც დაფარულია ტროპიკული სიმწვანეში.
ასევე ვნახავთ  Monkey Rock-ს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მართლაც ველური ჯუნგლების მცხოვრებლები და გადაიღოთ საინტერესო სურათები.
ჩამოსვლა ტონ საის ყურეში, ლანჩი პლაჟის რესტორანში განსაცვიფრებელი ხედებით! თავისუფალი დრო სასეირნოდ ფიფი-დონის კუნძულზე.
ბოლო მოსანახულებელი პუნქტი – ბამბუკის კუნძულზე. ეს კუნძული ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ცურვისთვის. განსაცვიფრებელი ცისფერი წყალი, თეთრი ქვიშა, გრძელი ფართო სანაპირო ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს.
გამგზავრება უკან ფხუკეტის კუნძულზე.
ჩამოსვლა პიერზე და ტრანსფერი სასტუმროში.

23 თებერვალი – ზღვაზე დასვენება
24 თებრვალი – ზღვაზე დასვენება
25 თებერვალი – ზღვაზე დასვენება

26 თებერვალი – ტრანსფერი ფხუკეთის სასტუმროდან აეროპორტში, ფრენა ფხუკეთი-ბანგკოკი-ბანგკოკი-თბილისი;

ღირებულებაში შედის:

  • საერთაშორისო ავიაბილეთები თბილისი – ბანგკოკი – თბილისი;
  • შიდა ავიაბილეთები: ბანგკოკი  – ფხუკეტი, ფხუკეტი – ბანკოკი;
  • სრული საექსკურსიო მომსახურება ტრანსპორტით;
  • გამყოლი-მეგზური;
  • ყველა ტრანსფერი;
  • ყველა შესასვლელი ბილეთი;
  • სასტუმროები საუზმით;
  • დაზღვევა;

ღირებულებაში შედის:

  • დამატებითი ექსკურსიები;
  • სადილი, ლანჩი;
  • პირადი ხარჯები;
  • ნებისმიერი სხვა ტურით გაუთვალისწინებელი ხარჯი;
  • ექსკურსიების დროს – ეგრედ წოდებული -‘ჩაი’’

დაუკავშირდით ტურის მენეჯერ სოფოს :

(032) 2 300-700; (შიდა ნომერი 209); მობ: 555 91 21 39;

ან გვესტუმრე მისამართზე:

თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან

ჩვენთან მუდამ სეზონია

www.goodtravel.ge

18 - 26 თებერვალი (8 ღამე /9 დღე)
1
You don't have permission to register