logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

მარგა

მარგა

8800₾ ერთ ადამიანზე

14 დღეში ჩატეული ტაილანდი

დღე 1 / 1 აპრილი
საღამოს კატარის ავიახაზებით ჩასვლა ბანკოკის აეროპორტში, ადგილზე სავიზო პროცედურების გავლის შემდეგ დავბინავდებით ბანკოკის ყველაზე ცოცხალ ქუჩაზე

ღამისთევა სასტუმროში:
Prince Palace Hotel – SHA Extra Plus – 5*****
http://www.booking.com/Share-Vy9swZ

დღე 2 / 2 აპრილი
საუზმის შემდეგ ტურს ვიწყებთ ულამაზესი Grand Palace / Golden Buddha / reclining buddha and Wat Pho-ს დათვალიერებით, შემდეგ კი ტუკ-ტუკებით მივდივართ Pier-ისკენ, სადაც უკვე ნავებზე გადავინაცვლებთ და არხის გავლით ჩავალთ Temple of Dawn-ის სანახავად. აქვე, მდინარის პირას შევჩერდებით ლანჩზეც.

შემდეგი გაჩერება ოქროს მთა და მასზე განთავსებული უზარმაზარი მდგომიარე ბუდას ძეგლია. მოვინახულებთ Marble Temple-ს და ბოლოს, ღამის წყლის Ampawa ბაზრობისკენ გადავინაცვლებთ. ამ ტერიტორიაზე ampawa-ში ამბობენ, რომ ყველაზე გემრიელი ადგილობრივი საჭმელი მზადდება. სურვილის შემთხვევაში ვისადილებთ და გვიან ღამე ბაკოკში დავბრუნდებით. იდეალური ღამის კლუბი სპეციალურად ასეთ დაღლილზე  Hangover 2 ბარია, სადაც ბანკოკში საუკეთესო სტრიპტიზ-კლუბი მდებარეობს.
ღამის ცხოვრებას სწორედ ამ ბარში განვაგრძობთ.

ღამისთევა სასტუმროში:
Prince Palace Hotel – SHA Extra Plus – 5*****
http://www.booking.com/Share-Vy9swZ

დღე 3 / 3 აპრილი
საუზმის შემდეგ პირდაპირ the Van to Muang Boran – უძველესი ქალაქისკენ მივდივართ, ეს არის სილამაზის და სრულყოფის დღესასწაული დედამიწაზე – ულამაზესი ქალაქი საოცარი ადგილებით. მთელ დღეს ამ ქალაქის დათვალიერებაში გავატარებთ, საღამოს კი სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ღამის საკრუიზო სადილზე წავიდეთ.

ღამისთევა სასტუმროში:
Prince Palace Hotel – SHA Extra Plus – 5*****
http://www.booking.com/Share-Vy9swZ

 დღე 4 / 4 აპრილი
დილიდან ცნობილი მატარებლის ბაზრისკენ წავალთ. როგორც ამბობენ, იქაური სანახაობა ერთ-ერთ კოლორიტულ გასართობად ითვლება ბანკოკში და ყველა უცხოელი ვიზიტორი ბაზარში მატარებლის ჩავლას ერთხელ მაინც აუცილებლად ესწრება. იქედან პირდაპირ საოცარი კანჩაპურის ქალაქისკენ მივდივართ. ამ დღის სანახავი ობიექტებია:  the tiger cave, dragon head temple, ვნახავთ ულამაზეს saiyoknoi- ს ჩანჩქერებს – გასაოცარი ხიდი მდინარე კვაიზე. დავათვალიერებთ მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ მუზეუმს. მუზეუმში შესვლამდე ავტობუსში ვუყურებთ ფილმს მეორე მსოფლიო ომზე და ტაილანდელების სიკვდილის მაშინდელ ტრადიციაზე – გიდი გვარწმუნებს ძალიან მაგარი ფილმიაო. ღამეს ზედ მდინარეზე  მდებარე უსაყვარლეს სასტუმროში გავატარებთ. გვიან შეგვიძლია საუკეთესო ვისკის ბარში 10 baht-ში კარგად გავერთოთ.

ღამისთევა სასტუმროში:
U Inchantree Kanchanaburi – SHA Plus Certified – 4****
http://www.booking.com/Share-GuEUsq

დღე 5 / 5 აპრილი
დილიდან პატაიასკენ მივდივართ, ვათვალიერებთ Nong Noochcheck-ს. შემდეგ ლანჩზე  Mermaid café – ში ვჩერდებით. დღის მეორე ნახევარში შეგვიძლია სანაპიროზე დავისვენოთ ან მსურველები საკრუიზო ტურში წავიდნენ ახლომახლო კუნძულების დასათვალიერებლად.    საღამოს ყველა ტრანსგენდერების შოუს სანახავად და ტაილანდური ბუფეტის დასაგემოვნებლად მივდივართ – ‘ladyboy show’.

ღამისთევა სასტურმოში:
Blackwoods Hotel Pattaya – 5*****
http://www.booking.com/Share-xeZNft

დღე 6 / 6 აპრილი
საუზმის შემდეგ ქალაქ Ayudhya-ში მივდივართ. ამ ქალაქში უძველესი ძეგლები და სანახაობები არ ილევა. აქვე გადავიღებთ ტრადიციულ სამოსში ძალიან სასაცილო ფოტოებს.  შემდეგ გზას ვაგრძელებთ Van to Lopburi-ისკენ და ჩავდივართ მაიმუნების ქალაქში. აქ ადამიანებზე მეტი მაიმუნი ცხოვრობს და ძალიან საინტერესო სანახავია. შემდეგი გაჩერება ქალაქი Sukothai, სადაც ღამეს ვათევთ და გვიან საღამოს ბარბექიუ-ფართით და ბევრი ლუდით შევექცევთ.

ღამისთევა სასტუმროში:
Tharaburi Resort – 4****
http://www.booking.com/Share-NeIkxm

7 დღე / 7 აპრილი
დილას ქალაქ სოხოტაის ისტორიული პარკის დათვალიერებით ვიწყებთ. შემდეგ მივდივართ ადგილზე, რომელიც ცოტა ტურისტმა თუ იცის – მოტალაში, სპილოების საავადმყოფოში. ეს მსოფლიოში პირველი სპეციალიზებული სპილოების საავადმყოფოა. გვექნება საშუალება პროტეზიან სპილოებს ხორთუმი დავფხანოთ და სასუსნაოები ვაჭამოთ.   საღამოს ჩიანგ მეიში ჩავალთ. მისვლისთანავე გვექნება ველქამ-ფართი ტაილანდელ ბებიებთან, რომლებიც მხარეში ყველაზე ცნობილ კერძ Khao Soy-ს გაგვასინჯებენ. გვიან გავალთ ჩიანგ მეის ღამის ბაზარში. იქაურობა ითვლება მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ღამის გასართობ სავაჭრო ადგილად. გვჯერა, ამ შანსს ხელიდან არავინ გავუშვებთ. ღამეს მეფის მოქმედი დაცვის წევრის ოჯახში არსებულ ტაილანდურ რესტორანში და კარაოკეზე გავაგრძელებთ.

ღამისთევა სასტუმროში:
Siripanna Villa Resort & Spa Chiang Mai – SHA Extra Plus – 5*****
http://www.booking.com/Share-INroB7

დღე 8 / 8 აპრილი
დილას  see Doi Suthep Temple/Doi Inthananon National Park-ის დათვალიერებით ვიწყებთ. შემდეგ გვაქვს სპილოების საფარი-ტური და მათი ქემფინგი. გვიან ღამით, აუცილებლად, ისევ ღამის ბაზარში წავალთ.

ღამისთევა სასტუმროში:
Siripanna Villa Resort & Spa Chiang Mai – SHA Extra Plus – 5*****
http://www.booking.com/Share-INroB7

დღე 9 / 9 აპრილი
საუზმის შემდეგ ჩიანგ მეისკენ გავემართებით. ვნახავთ მთელს მსოფლიოში სილამაზით განთქმულ თეთრ ტაძარს, შემდგომ – ლურჯ  ტაძარს. დავათვალიერებთ Baan Dam მუზეუმს, სხვაგვარად   ცნობილს, როგორც შავი სახლი.  საღამოს გავალთ ბუსთლეს ღამის ბაზარში  და ღამეს სასტუმროში გავათენებთ.

The Legend Boutique River Resort in Chiang Rai – 4****
https://www.thelegend-chiangrai.com

დღე 10 / 10 აპრილი
ერთდღიანი ტური ოქროს სამკუთხედად წოდებულ ტაილანდურ-ჩინურ სოფლებისკენ, სადაც გავიცნობთ გრძელკისერა ქალებს და დავათვალიერებთ მათ საცხოვრის გარემოს.

ღამისთევა სასტუმროში:
The Legend Boutique River Resort in Chiang Rai – 4****
http://www.booking.com/Share-jGV3mh

დღე 11 / 11 აპრილი
ფრენა ფხუკეთის მიმართულებით და თავისუფალი დრო სასტუმროში, რომელიც საუკეთესოა პატონგის სანაპიროზე.

ღამისთევა სასტუმროში:
Patong Paragon Resort & Spa SHA Extra Plus – 5*****
http://www.booking.com/Share-EntZab

დღე 12 / 12 აპრილი
ტური ჯეიმს ბონდის კუნძულებზე, შემდეგ კი ვიზიტი Phangnanational park -ში.  საღამოს – თავისუფალი დრო.

ღამისთევა სასტუმროში:
Patong Paragon Resort & Spa SHA Extra Plus – 5*****
http://www.booking.com/Share-EntZab

დღე 13 / 13 აპრილი
ფიფის კუნძულები ან სხვაგვარად Chiew Larn Lake Khao Sok National Park

ღამისთევა სასტუმროში:
Patong Paragon Resort & Spa SHA Extra Plus – 5*****
http://www.booking.com/Share-EntZab

დღე 14 / 14 აპრილი
ტრანსფერი ფხუკეთის სასტუმროდან აეროპორტში, ფრენა ფხუკეთი-ბანგკოკი, ტრანსფერი ბანგკოკის აეროპორტიდან ბანკოკის სასტუმრომდე, თავისუფალი დრო.

ღამისთევა სასტუმროში:
Prince Palace Hotel – SHA Extra Plus – 5*****
http://www.booking.com/Share-Vy9swZ

დღე 15 /  15 აპრილი
შუადღის ტრანსფერი და ფრენა საქართველოს მიმართულებით. ჩამოვდივართ 16-ში გვიან ღამით, 17 აპრილის გამთენიას.

რა შედის ფასში:

  • საერთაშორისო ავიაბილეთები თბილისი – ბანგკოკი – თბილისი
  • შიდა ავიაბილეთები: ჩიანგ რაი – ფხუკეთი, ფხუკეთი – ბანკოკი
  • სრული საექსკურსიო მომსახურება ტრანსპორტით
  • გიდი
  • ყველა ტრანსფერი
  • სასტუმროები საუზმით
  • ყველა ექსკურსიის და აქტივობის ბილეთები, რაც არ არის ცალკე შეთავაზებად გამოყოფილი
  • ტაილანდური კოვიდ დაზღვევა
  • წყალი 1 ბოთლი დღეში და სველი ხელსახოცები
  • ტუკ-ტუკის ტური ბანკოკში
  • ნავის ტური ბანკოკის გარშემო
  • ტაილანდი – ლაოსი – მიანმარის საზღვრის ნებართვები და ტური
  • ტაილანდ-პასის დამზადება და საფასური
  • სპილოების ბანაობის ნებართვა
  • ტაილანდური ახალი წლის დახვედრა

რა არ შედის ტურის ღირებულებაში:

  • საერთაშორისო გადაფრენა (700$-დან)
  • ვიზა – ვიღებთ ადგილზე 60$
  • კოვიდ-ტესტირება
  • სადილი, ლანჩი
  • პირადი ხარჯები
  • ნებისმიერი სხვა ტურით გაუთვალისწინებელი ხარჯი

ტურის დეტალებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:
ტურის მენეჯერი: ნინი შაიშმელაშვილი
2 -300 -700;  577 133 003
nini@goodtravel.ge

ქვეყნის შესახებ

You don't have permission to register