logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ტოსკანის ჯგუფური ტური

ტოსკანის ჯგუფური ტური

5550₾ ერთ ადამიანზე
🇮🇹 ნახეთ რა ქალაქები შევარჩიეთ? სად ვიცხოვრებთ ტოსკანაში და რა შინაარსის ტური გვექნება?! 🤔 🥰
🍷 სიენა 🧀 სან-ჯიმინიანო 🥓 პიზა 🍋 ლუკა 🍕 ფლორენცია 🍇 მონტეპულჩანო 🍝 ბოლონია ☕ ვერონა 🍧 გარდას ტბა 🍮 სირმიონე 🫒 ვალდორკა 🌏 რეგიონები: ტოსკანა, ემილია რომანა და ლომბარდია
🤗 აი, რა ხდება ჩვენს 8 დღიან ტურში: ვიცხოვრებთ ტოსკანას შუაგულში მდებარე ულამაზეს ვილაში, დავაგემოვნებთ უგემრიელეს პასტას, სპაგეტს, ღვინოს, ყავას, ნაყინს… ფრენა გვაქვს თურქეთის ავიახაზებით თბილისიდან (20 კგ. ბარგით), ტურს ეყოლება გამყოლი/ორგანიზატორი, ხოლო მეგზურობას გაგვიწევს დამხვედრი – ქართველი გიდი/მეგზური, მოგზაურობის პერიოდი 3 – 10 ოქტომბერი, შემოგვიერთდი 🤗

3 ოქტომბერი / ორშაბათი / ჩასვლა ბოლონიაში
ადგილობრივი დროით 10:00-ზე ვიქნებით ბოლონიის აეროპორტში, სადაც დაგვხვდება ჩვენი პარტნიორი/წარმომადგენელი და გავემგზავრებით (ტრანსფერი) სასტუმროში. დავტოვებთ ჩანთებს და გვექნება დრო სასტუმროს სიახლოვეს გემრიელი იტალიური ყავა / პიცის დასაგემოვნებლად, ხოლო 14:00 საათზე სასტუმროს ნომრებში შევბარგდებით.

ცოტაოდენს დავისვენებთ და საღამოხანს გვექნება ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია.

ღამისთევა ბოლონიის სასტუმროში
კვება: საუზმე

4 ოქტომბერი / სამშაბათი / ვერონა – გარდას ტბა – სირმიონე
სასტუმროში საუზმის შემდეგ 09:00-ზე გავემგზავრებით (170 კმ. 1სთ და 50 წთ), სირმიონის მიმართულებით რომელსაც ხშირად “გარდას ტბის მარგალიტს” უწოდებენ. გზად, გარდას ტბის პირას გავჩერდებით ლამაზ ადგილზე ფოტოების გადასაღებად.

მოემზადეთ – სირმიონი არის ჯადოსნური ადგილი, რომელიც ყველა მოგზაურს ხიბლავს და ნუსხავს. მოვინახულებთ: მე-13 საუკუნის სკალიგერის ციხეს (როკა სკალიგერა), სწორედ აქედან იშლება გარდას ტბის ულამაზესი ხედები. დავათვალიერებთ სირმიონის ისტორიულ ცენტრს, ვისეირნებთ კაფეებით, სანაყინეებით და ბუტიკური მაღაზიებით გაფორმებულ ვიწრო ქვაფენილის ქუჩებში. ქუჩები კი ისეა დაგეგმარებული, რომ თითქმის ყოველ ნაბიჯზე გარდას ტბის განსაცვიფრებელი ხედებით დატკბობა შეგვეძლება. გვექნება თავისუფალი დრო სადილისთვის, ხოლო 15:00 საათზე შევიკრიბებით მითითებულ ადგილას და გავემგზავრებით ვერონას მიმართულებით.

სირმიონიდან ვერონამდე (40 კმ. სავალი გზა – 35 წთ), სანახავი ადგილების ჩამონათვალი: ვერონა დი არენა, ჯულიეტას სახლი, ვერონას უძველესი მოედანი Piazza delle Erbe, ტორე დეი ლამბერტი – 84 მეტრის სიმაღლის შუასაუკუნეების კოშკი… გვექნება თავისუფალი დრო მაღაზიებისთვის, სასეირნოდ თუ სავახშმოდ,
ხოლო 20:00-ზე შევიკრიბებით დანიშნულების ადგილას ბოლონიაში გასამგზავრებლად (145 კმ. 1სთ და 30 წთ).

დაბრუნება და ღამისთევა ბოლონიის სასტუმროში
კვება: საუზმე

5 ოქტომბერი / ხუთხშაბათი / ბოლონიაფლორენცია
სასტუმროში საუზმის შემდეგ დავტოვებთ ნომრებს და 09:00-ზე გავემგზავრებით (120 კმ. 1სთ და 50 წთ) ფლორენციის მიმართულებით. გვექნება ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია და მოვინახულებთ: ფლორენციის საკათედრო ტაძარს (Duomo di Firenze), პონტე ვეკიოს ხიდს, სანტა კროჩეს ეკლესიას, ვესტუმრებით სან ლორენცოს ბაზარს, გავისეირნებთ Piazza della Repubblica-ს მოედანზე, რომელიც ფლორენციის ისტორიული ცენტრის გულია გარშემორტყმული კაფეებითა და მაღაზიებით.

გვექნება თავისუფალი დრო სადილისთვის, ან/და დამოუკიდებლად სასეირნოდ, ხოლო 19:00 საათზე შევიკრიბებით მითითებულ ადგილას და გავემგზავრებით (50 კმ. 50 წთ) ტავერნა დი ბიბიანოში, რომელიც მდებარეობს სიენასა და სან ჯიმინიანოს შუაში, გამოირჩევა თავისი ადგილმდებარეობით, სიმყუდროვით და ნამდვილი ტოსკანური – ულამაზესი ხედებით.

ნომრებში განთავსების შემდგომ გვექნება ტიპიური, იტალიური ვახშამი (ამავე ტერიტორიაზე არსებულ რესტორანში) გემრიელი კერძებისა და ჭიქა ღვინის თანხლებით.

ღამისთევა ტავერნა დი ბიბიანოში
კვება: საუზმე და ვახშამი

6 ოქტომბერი / პარასკევი / ფლორენცია – თავისუფალი დღე
დილით ლამაზი ხედების ფონზე, სასიამოვნო გარემოში გვექნება საუზმე, ხოლო საუზმის შემდგომ შეთავაზების სამი ვარიანტიდან შეგიძლია აირჩიო სასურველი:
1. დარჩე და ისიამოვნო სიმშვიდე-სილამაზეში მდებარე ტავერნა დიბიბიანოში
2. მოიწყო კულინარიული მასტერკლასი და შენი ხელით დაამზადო (და მიირთვა) პასტა „ტალიატელე“ და დესერტი „ტირამისუ“ (დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში)
3. წავიდეთ ფლორენციაში, სადაც გვექნება თავისუფალი დღე მუზეუმების (უფიცის გალერეა, გალერეა აკადემია) ან/და სასეირნოდ და საყიდლებისათვის. ეს ვარიანტი ითვალისწინებს ტრანსოპორტით მომსახურებას: ფლორენციაში ჩასვლას და უკან დაბრუნებას.

ღამისთევა ტავერნა დი ბიბიანოში
კვება: საუზმე

7 ოქტომბერი / კვირა / პიზა და ლუკა
საუზმის შემდეგ 09:00-ზე გავემგზავრებით (160 კმ. 2სთ. 20 წთ) ლუკას მიმართულებით, გზად ყავის შესვენება, ჩავალთ 11:30-ზე და მოვინახულებთ: Piazza dell’Anfiteatro არის ლუკას ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ულამაზესი მოედანი. ძველი რომაული ამფითეატრის ადგილზე აშენებული მოედანი ოვალური ფორმისაა და გარშემორტყმულია ფერადი შენობებით კაფეებით, მაღაზიებითა და რესტორნებით. Torre Guinigi – ეს არის შუა საუკუნეების კოშკი, სან მარტინოს საკათედრო ტაძარი (დუომო დი ლუკა), ნაპოლეონის მოედანი, Palazzo Pfanner – ულამაზესი ბაროკოს სასახლე, ლუკას ქალაქის კედლები/გალავანი (Le Mura di Lucca).
გვექნება თავისუფალი დრო სადილისთვის ან/და დამოუკიდებლად სასეირნოდ, ხოლო 14:00 საათზე შევიკრიბებით მითითებულ ადგილას და გავემგზავრებით (60 კმ. 1სთ და 20 წთ) პიზას მიმართულებით

პიზაში სანახავი ადგილები: Piazza dei Miracoli, ანუ სასწაულების მოედანი (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და პიზას გულია), პიზის დახრილი კოშკი, პიზის საკათედრო ტაძარი (დუომო დი პიზა), იოანეს ბაპტისტერია, სინოპიის მუზეუმი, კამპოსანტო, გალილეის სახლი, გარიბალდის მოედანი, ქალაქ პიზას მერია.
* მოიცავს პიზის საკათედრო ტაძრის და კამპოსანტოს შესასვლელ ბილეთებს
გვექნება თავისუფალი დრო ვახშმისათვის ხოლო გვიან 21:00 საათზე შევიკრიბებით მითითებულ ადგილას და დავბრუნდებით (100 კმ. 1 სთ და 20 წთ) დი ბიბიანოში.

ღამისთევა ტავერნა დი ბიბიანოში
კვება: საუზმე

 

8 ოქტომბერი / მონტეპულჩიანო და  baccolino (აქვე გზად შეიძლება მარანი ჩავსვ Monte rosola villa / https://www.monterosola.com

 

9 ოქტომბერი / შაბათი / სიენა & სან ჯიმინიანო
საუზმის შემდეგ 09:00-ზე გავემგზავრებით (35 კმ. 35 წთ) ტოსკანის შუაგულში მდებარე ულამაზეს ქალაქ სიენას მიმართულებით, სადაც მოვინახულებთ/ვესტუმრებით: პიაცა დელ კამპოს, „სიხარულის შადრევანი“ (Fonte Gaia) და Palazzo Pubblico, თავისი მაღალი კოშკით Torre del Mangia (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შუა საუკუნეების კოშკი იტალიაში), სიენის ტაძარს (Duomo di Siena).

გვექნება თავისუფალი დრო სიენას ისტორიულ ცენტრში (რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია), ვიწრო ქუჩებში და ხეივნებში სასეირნოდ, ორიგინალურ მაღაზიებში საყიდლებზე სასიარულოდ, უგემრიელესი ნაყის დასაგემოვნებლად და სავახშმოდ. ხოლო გვიან 21:00 საათზე შევიკრიბებით მითითებულ ადგილას და დავბრუნდებით (35 კმ. 35 წთ) დი ბიბიანოში.

სანახავი ადგილები სან ჯიმინიანოში:
Piazza del Duomo (საკათედრო ტაძრის მოედანი), სან ჯიმინიანოს გული, რომელიც გარშემორტყმულია შუა საუკუნეების შენობებით, საიდანაც იშლება ქალაქის კოშკების თვალწარმტაცი ხედები. ტორე გროსას 54 მეტრი სიმაღლის კოშკი, Piazza della Cisterna, ტოტრუმ-ის მუზეუმი, მსურველებს შეუძლიათ შესვლა/ნახვა დამატებითი ღირებულების გადასახადის შემთხვევში.
ღამისთევა ტავერნა დი ბიბიანოში
კვება: საუზმე

10 ოქტომბერი / ოთხშაბათი / საუზმის შემდეგ ნომრების გათავისუფლება. 10:30-ზე გავემგზავრებით ბოლონიის აეროპორტის მიმართულებით. 14:55-ზე გვექნება ფრენა (ადგილობრივი დროით) საქართველოს მიმართულებით. თბილისში ვიქნებით 3 აპრილს 04:30-ზე

კვება: საუზმე

ღირებულება შეადგენს 5550 ლარს, და შედის:
🔸ფრენა თბილისიდან თურქეთის ავიახაზებით ჩასაბარებელი 20კგ. ბარგი და 8კგ. ხელბარგი
🔸2 ღამე ბოლონიის სასტუმროში განთავსება https://www.albergocentralebologna.it/
🔸5 ღამე ტოსკანას გულში მდებარე ტავერნა დი ბიბიანოში https://www.tavernadibibbiano.it/en/
🔸საუზმე
🔸დახვედრა / ტრანსფერი აეროპორტში და ბოლონიის სასტუმროში მიყვანა
🔸ქალაქებს შორის გადაადგილება კომფორტული მინივენით
🔸ტავერნა დი დიბიბიანოდან ბოლონიის აეროპორტში ჩაყვანა / ტრანსფერი
🔸იტალიაში დამხვედრი, ქართველი გიდი / მეგზურის მომსახურება მთელი ტურის განმავლობაში
🔸კომპანიიდან გამყოლ-ორგანიზატორის მომსახურება
🔸ფლორენციის ტაძარში, სანტა კროჩეში შესასვლელი ბილეთები
🔸პიზას ტაძარი, ბაპტისტერია, სინოპიის მუზეუმი, კამპოსანტო შესასვლელი ბილეთები
🔸სირმიონი / სკალიგერის ციხეზე ასასვლელი ბილეთები
🔸სიენას ტაძარში შესასვლელი ბილეთები
🔸დელ ოპერას მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
🔸სან ბერნარდინოს ორატორიაში შესასვლელი ბილეთები
🔸სიენას არქეოლოგიურ მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
🔸სიენას ბიბლიოთეკა პიკოლომინში შესასვლელი ბილეთები
🔸ქალაქის მოსაკრებელი (city tax)
🔸სამოგზაურო დაზღვევა

☝️ შენიშვნა:
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტურის განმავლობაში თავისუფალ დროს დამატებითი კვების საფასურს იხდით დამოუკიდებლად, ტურის ღირებულებაში შესული კვების რაოდენობა/დეტალები კი ჩამონათვალშია 🤗
* დრო გათვლილია მთელი სიზუსტით, თუმცა შესაძლებელია შეიცვალოს ჩვენდა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო
* დამატებითი გადასახდელი არ გვაქვს, ყველაფერი შეყვანილია ტურის ჩამონათვალში (თქვენი სურვილით თუ შეხვალთ სხვა მუზეუმში, მხოლოდ ამას გადაიხდით)

კითხვების შემთხვევაში (ან დასაჯავშნად) დაგვიკავშირდით:
☎️ (032) 2 300-700
📲 მობ:555 30 88 11
📍ან გვესტუმრე ახალ მისამართზე:
თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17;
წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ ✈️
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
1

ქვეყნის შესახებ

Sorry, the comment form is closed at this time.