თარიღები მალე განახლდებაჯგუფური ტური

ვიეტნამი – კამბოჯა

ვიეტნამი, კამბოჯა · 12 დღე

  • ხანგრძლივობა12 დღე
  • გასვლათბილისი
  • ქვეყნებივიეტნამი, კამბოჯა

ტურის აღწერა

6 დღეში ჩატეული ძველი კამბოჯა დღე 1 (2022 წლის 30 სექტემბერი )

კამბოჯა რაღაცით ღირსეულად დაბერებულ მოხუცს წააგავს. ადამიანს, რომელსაც განვლილი ტკივილი და დიდება სახის თითოეულ ნაოჭზე აქვს ასახული და ამაყად თავაწეული

შეჰყურებს სამყაროს. ქვეყნის გაცნობას მასავით ხანდაზმული აეროპორტით ვიწყებთ.. პნომპენის აეროპორტი 1835 წლის

შემდეგ ემსახურება ვიზიტორებს.

ვბინავდებით ულამაზეს აზიურ სასტუმროში და ვემზადებით

მომდევნო დღეს გასაოცარი ქვეყნის შესაცნობად.

დღე 2 (2022 წლის 1 ოქტომბერი)

ამ დღეს კამბოჯის სამეფო სასახლე კომპლექსის
დათვალიერებით ვიწყებთ, რომელიც 1860 წლიდან დღემდე
მეფის რეზიდენციად და უმნიშვნელოვანეს ტურისტულ
ღირსშესანიშნაობად რჩება. მისი სრული სახელი ურთულესად
გამოითქმის Preah Barom Reacheaveang Chaktomuk Serey
Mongkol. შემდეგი გაჩერება კამბოჯის ეროვნული მუზეუმია,
რომელიც ქვეყნის წამყვან ისტორიული და არქეოლოგიურ
მასალას ინახავს. მუზეუმში განთავსებულია ქხმერული
ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია, მათ შორის
სკულპტურული, ქხმერული კერამიკა, ბრინჯაო და

ეთნოგრაფიული ობიექტები. მისი კოლექცია

მოიცავს 14000-ზე მეტ ნივთს…..

Wat Phnom ბუდისტური ტაძარის მონახულება მზე რომ ზენიტში დააჭერს მაშინ ჯობია. მისი საერთო სიმაღლე 46 მეტრია. პაგოდას ლედი პენის სახელი ეწოდა ხუთი - ერთი ვიშნუს და ოთხი ბუდას ქანდაკების აღმოჩენის შემდეგ. საღამოს ეგრეთ წოდებულ რუსულ ბაზარს ვეწვევით. 1980-იანწლებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის რუსები

გადმოვიდნენ საცხოვრებლად კამბოჯაში. სწორედ ამ ბაზარში ყიდულობდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ნივთებს, როგორც ყალბ/იაფფასიან, ასევე უნიკალურ და რეალურად ძველ ათასგვარხის, ქვის და მეტალის სუვენირებს. მათ შორისაა მინიატურული ბუდა, ხის ჩუქურთმები, ფოთლის ყუთები, აბრეშუმი, ვერცხლის სამკაულები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ასე შემდეგ.

მზის ჩასვლა ყველაზე ლამაზად მთის წვერიდან ან წყლიდან მოჩანს. პნომპენის სიცხით დახმაურით გათანგულები თავს მდინარე ტონლეზე აზიურ ნავში ჩრდილს შევაფარებთ,

ქალაქს აღმა ავუყვებით და დაისს სამი მდინარის: ტონლე საპი, ბასაკი და ტონლეს შესართავში შევხვდებით..

დღე 3 (2022 წლის2 ოქტომბერი)

დღეს მძიმე და ძალიან საინტერესო ადგილას ვიზიტით ვიწყებთ. ვიხილავთ ხმერ რუჯის მართველობის დროს შექმნილ ჩონგ ეკის ბაღს, რომელიც ისტორიაში, 1700-მდე უდანაშაულო მამაკაცის, ქალის და ბავშვების უსასტიკესი მკვლელობის და საფლავის ადგილის სახელით შევიდა.

მეორენაირად იქაურობას მკვლელობის მინდვრებსაც კი ეძახიან. შემდეგ ვეწვევით კამბოჯას ტუოლსლენგის გენოციდის მუზეუმს. ქხმერების რეჟიმის დროს, 1975-79 წლებში, აქაურობა შენიღბული იყოსაშუალო სკოლის სახით, სინამდვილეში კი, უშიშროების ციხის უკან უსასტიკესად ექცეოდნენ იმდროინდელი რეჟიმის მსხვერპლ ადამიანებს.

სიემ რიპის ქალაქამდე გზა ხუთი საათია. დროის გასაყვანად სხვადასხვა მოკლე ვიზიტებით გავჩერდებით სკუონის, იგივე „სპაიდერ ვილის“ სოფელში, სადაც მსურველები უზარმაზარ შემწვარ ობობას დავაგემოვნებთ. სულს მოვითქვამთ ქვის

მთლელების სოფელშიც. აქაურები მკაცრად მისდევენ წინაპართა ცოდნას და სრულიად განსხვავებული სტილით მუშაობენ ქვაზე.

დღე 4 (2022 წლის3 ოქტომბრი)
Sunrise at Sras Srong წყალსაცავია ანგკორის პარკში, რომელიც
მდებარეობს აღმოსავლეთ ბარის სამხრეთით დაბა ნტეიკდეის აღმოსავლეთით. Banteay Kdei ბუდისტური ტაძარი ნიშნავს "პალატების ციტადელს", სხვანაირად "ბერების კელიების ციტადელს", Pre Rup Temple - ტაძრის სახელი შედარებით თანამედროვეა და გულისხმობს "სხეულის გარდასახვას". ძველი კამბოჯელების რწმენით, თუკი ამ ტაძრის შუაგულში მიცვალებულის ფერფლს განათავსებ და პანაშვიდებზე წირვის დროს წრიული მოძრაობით ნეშთიან ჭურჭელს უკლებლივ ყველა დამსწრის მიმართულებით დაატრიალებ, სული გაცისკროვნდება. დავათვალიერებთ ისტბარის (აღმოსავლეთი მებონი), დატასომის და ნეაკპეანის ტაძრებს. მკვლევარების
აზრით, ნეაკპეანი წარმოადგენს ანავატაპტას, მითურ ტბას ჰიმალაის მთებში, რომლის წყალიც წინაპართა რწმენით კურნავს ყველა დაავადებას. შევჩერდებით პრეჰხანის, იგივე "წმინდა
მახვილის" ტაძარში. სახელი სათავეს იღებს ნაგარაჯაიასრი (გამარჯვების წმინდა ქალაქიდან). შევივლით Ta Prouhm

“წინაპარი ბრაჰმას” ტაძრარშიც. აქვეა რაჯავიჰარას მე-12 საუკუნის ბოლოს და მე-13

საუკუნის დასაწყისი ბაიონის სტილში

აშენებული ტაძარი, თავად Siem Reap. აქაურობა ვიზიტორებს თვალს სჭრის მონასტრის შუაში ჩაზრდილი ხის გამო. არ გამოვტოვებთ არც ცნობილ კრავანის ტაძარს და უამრავი ემოციით დახუნძლულები დავბრუნდებით სასტუმროში.

დღე 5 (2022 წლის4 ოქტომბერი)

ამ დღეს ოცნებები ხდება! მზის პირველ სხივს ღმერთი ვიშნუს სადიდელბად აგებულ ანკორ ვატის სატაძრო კომპლექსში

ვხვდებით. 12 კილომეტრი სიგანის კომპლექსი თავის დროზე

ამავე სახელწოდების ქჰმერების დედაქალაქის (ანგკორთომი ნიშნავს “დიდ ქალაქს”) გალავნის

როლსაც ასრულებდა.

ჯაიავარმანის დედაქალაქის ცენტრში ქმერულ ბუდისტური ბაიონის ტაძარი მდებარეობს. აქაურობა 9 მეტრის სიგანის და 70 მეტრის სიგრძის ბუდის ქანდაკებად არის ცნობილი.

ვნახავთ ანგკორის მეფე ჯაიავარმან VII-ის მიერ აგებულ სპილოების ტერასას (ფიმეანაკასი). სწორედ აქედან ადევნებდა თვალს ომიდან დიდებით დაბრუნებული არმიის საზეიმო

მარშს კეთროვანი მეფე.

დღის პირველ ნახევარში შემოვივლით სუორპრატს და სამხრეთ და ჩრდილოეთ კლეანგს, ვნახავთ ვიქტორიას კარიბჭეს და თომანონის ტაძარს. მზე რომ ზენიტიდან გადავა, წავალთ პნომ დეისბორცვის თავზე მდებარე ბანტეისრეის ტაძრის დასათვალიერებლად. ბანტეი სამრეს წითელი ქვიშით ნაგები ტაძარი, რომელიც უძველეს ინდო-ჩინურ ადგილობრივ ტომ სამრეს ეკუთვნოდა, თავისი არქიტექტურული ფორმებით განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვე მკვლევართათვის. საღამოს პალმების სოფელში შევივლით. აქაურები

განსაკუთრებული წესით თიხაში ურევენ პალმის შაქარს და ამზადებენ საოცარ კერამიკულ ნივთებს. როგორც ამბობენ, ამ ბაზრიდან ხელცარიელი ჯერ ტურისტი არ წამოსულაო.

დღე 6 (5 ოქტომბერი 2022)
სიემ რეაპიდან დაახლოებით 13 კილომეტრში მდებარეობს ულამაზესი არქეოლოგიური ქალაიქიRolous Group. ოდესღაც ეს იყო ჰარიჰარალაიას ადგილი, ქხმერული იმპერიის პირველი დედაქალაქი ტონლე საპი (ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პირველ დედაქალაქად ინდრაპურას ასახელებენ). ვიეტნამში გამგზავრებამდე ვნახავთ ბანტეი პრეი ნოკორას, ბაკონგის, პრეჰ კო და ლოლეის ტაძრებს. საინტერესოა ბენგმელეას მონახულებაც, რომელიც თავის დროზე ინდუისტურ ტაძრად აშენდა და შემდეგ მოჩუქურთმდა როგორც ბუდისტური მონასტერი. კამბოჯასთან დამშვიდობებას მცურავ სოფელ ჩონგკნეასში (Tonle Sap Lake ან დიდი
ტბა) დავასრულებთ. იქ მომდინარე წყალი წელიწადში ორჯერ მიმართულებას და კალაპოტს იცვლის. თუკი მშრალ სეზონზე
მდინარე მეკონგისკენ მიედინება, წვიმების დროს მისი კალაპოტი 2700 კვ.კმ-დან 16000 კვ.კმ-მდე ფართოვდება და

ნაპირზე აღმა იწყებს დინებას. ვინაიდან თანამედროვე კამბოჯელების ცხოვრებაში

წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იქაურობას

ადგილობრივები დღემდე საკრალულად მიიჩნევენ და უდიდესი პატივისცემით ეპყრობიან სოფლის მაცხოვრებლებს.

დღე 7 ( 6 ოქტომბერი )

( მეექვსე დღის საღამოს გვაქვს ფრენა კამბოჯადან ვიეტნამში)

ჰოჩიმინი – დელტა მეკონგი

ამ დღეს გარიჟრაჟზე, დილის 7 საათზე ვიწყებთ,, თუმცა ეს ადგომა შრომის ნაყოფიერების გაზრდის მაგივრად, გემოს რეცეპტორების დაკმაყოფილებას ეთმობა. მდინარე მეკონგს

მოტორიანი ნავით ჯერ აღმა ავუყვებით, და ვნახავთ ყველაზე დემოკრატიული რელიგიის ტაძარ კაოდაის. აქ მორწმუნეები მონოთეისტური მრწამსით ერთიანდებიან. მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთად შეკრეს ყველა რელიგიის მთავარი ცნებები, მოარგეს სიკეთის არსს და ჩამოაყალიბეს ახალი სარწმუნოება. გავისეირნებთ ხეხილის ბაღებში, გავეცნობით ადგილობრივ ხელნაკეთ ნივთებს, დავაგემოვნებთ ტროპიკულ ხილს, ნატურალური ყვავილის თაფლს, ბრინჯის არაყს. მოვუსმენთ ადგილობრივი მსახიობების ჩრდილოეთ ვიეტნამურ ფოლკლორულ სიმღერებს, ვისადილებთ ადგილობრივი სამზარეულოს ყველაზე განსხვავებული კერძებით,. ამბობენ

ვიეტნამელი მზარეულები აზიური გემოების ჯადოქრები არიანო. დღის მეორე ნახევარი ვიეტნამში ყველაზე ცნობილ ქალაქს-ჰო ჩი მინს ეძღვნება. იქაურობის გაცნობას ძველი კოლონიალური კვარტლის Dong Khoi Qui-ს გავლით ვიწყებთ. გავივლით

ვიეტნამური ოპერის თეატრის შენობას, ჩამოღვენთილ

ღვთისმშობლის ტაძარს, აზიაში ყველაზე ძველ

საფოსტო შენობას, ქალაქის სიამაყეს-დამოუკიდებლობის სასახლეს. ბოლოსკენ კი ცნობილ კულინარიულ და სუვენირების სამოთხეს Ngoc Hoang Pagoda-ს, Ben Thanh-ის ბაზრებს მივადგებით. ნაყოფიერი ვაჭრობის შემდეგ დახუნძლულები დავბრუნდებით სასტუმროში.

დღე 8( 7 ოქტომბერი )

ფრენა ჰოჩიმინიდან - დანანგისკენ

დილით მოკლე ფრენის შემდეგ თავს და ნანგის ქალაქში ამოვყოფთ.. ეს დღე და ზოგადად ვიეტნამის სამოთხეა ეკო

ტურისტებისთვის. მთელ დღეს ხედების და ბუნების ცქერაში გავატარებთ,. ვიწყებთ Ba Na Hills-ით. საოცარი მთები, ტყეები და გამჭოლი ლურჯი ცა - აქაურობას მეორენაირად ოთხ სეზონს ეძახიან. მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგიროთი გადავუვლით ვონგნგუეტის გორაკებს, ლინუნგ პაგოდას, ტიჩკაფატდაის, ფრანგული ცხენების ძველ თავლებს, მედიტაციის ბაღს. ღინჰინფონგის მწვერვალით მივალთ

ულამაზეს ლენიმამდე. ამბობენ, დანახული

ისე გახვევს თავბრუს, რომ რეალობის აღქმას

კარგავ და თავი ზღაპარში გგონიაო.

დღის მეორე ნახევარში Ba Na Golden ხიდს დავლაშქრავთ.. ხიდი

მდებარეობს ჩუას მთაზე, ზღვის დონიდან 1487 მეტრის სიმაღლეზე, ღრუბლებზე მაღლა. ხიდი ბოლოს ყვავილების ბაღთან მიგვიყვანს, საიდანაც ქალაქზე ულამაზესი პანორამული ხედი იშლება.

დღე 9 ( 8 ოქტომბერი)

ქალაქები: და ნანგ, ჰოი ან, მი სონ

გამგზავრება უინესკოს დაცვის ქვეშ მყოფ საპორტო ქალაქ

ჰოიანში. ამ დღის მოსანახულებელი ღირსშესანიშნაობების სია იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ნაწილს შევეხებით. ათობით ბუდისტური ტაძრის შუაგულში აღმოსავლეთ აზიური სიმკაცრით დგას იაპონური ხიდი, აქვეა ფუკკიენის პაგოდა

და ულამაზესი ბაღები. შუადღის მზე რომ

გადავა, ნავებით ლოტოსებით სავსე მდინარე ტუბონზე გავისეირნებთ,. ვივახშმებთ ადგილობრივი მდინარის ნობათით და ბედნიერების ჰორმონით გაძეძგილები დავბრუნდებით ჰოი ანში.

დღე 10 – (9 ოქტომბერი) DA NANG -HUE - ჰანოი

ამ დღეს ვიეტნამის მწვერვალები უნდა დავიბპყროთ,.

დილაუთენია გავემართებით ჰუესკენ(HUE).

უღელტეხილის გადავლით მივდივართ. ჰუეში.

ნგუენის დინასტიის საიმპერატორო ქალაქს ვესტუმრებით,

ჰან ვაის პირველი

დავდებთ პატივს ტუდუკის საფლავსაც. არც დონხანის საფლავი დაგვავიწყდება და ბოლოს საკრუიზო გემით წყალში მდგარი შვიდსართულიანი პაგოდა ტიენ-მუს სანახავად გავეშურებით. შებინდებისას Dong Ba Market- ში სუვენირების შესყიდვით შევიქცევთ თავს. გვიან ღამე გავფრინდებით ქალაქ ჰანოისკენ.

დღე 11 ( 10 ოქტომბერი ) ჰა ნოი

დილით ჰანოის გაცნობას ლიტერატურული ტაძრით ვიწყებთ,. შემეგ ვნახავთ ერთი სვეტის პაგოდას და საკმაო დროს დავუთმობთ Tran Quoc Pagoda-ს. ეს არის უძველესი (1400 წლის) პაგოდა. ვიეტნამის დედაქალაქში, დღის მეორე ნახევარში ცნობილ ჰოანკიემშის ტბაზე დაწნული ნავებით გავისეირნებთ. ამ დღეს აუცილებლად სანახავია Ngoc Son Temple, წმინდა იოსების ეკლესიაც დაძველ ქალაქში ცნობილი

რკინიგზის სადგური. გვიან ღამე ვიეტნამელების წყლის თოჯინების შოუს დავესწრებით და მორიგი დღის ემოციებით გაჯერებულები დავბრუნდებით სასტუმროში გამოსაძინებლად. მომდევნო დღეკიდევ უფრო ჯადოსნური გველოდება.

დღე 12 – ( 11 ოქტომბერი ) HOA LU & TAM COC

დღეს მზის ამოსვლასთან ერთად ვიწყებთ. ნინ ბინში ჩავდივართ და ნავით მდინარე ტამ კოკის ცნობილი მღვიმე-

ქვაბულების დასათვალიერებლად გავყვებით,. ნაშუადღევს მოვინახულებთ ვიეტნამში სილამაზით მეორე Bich Dong Pagoda (ყველაზე ლამაზად Huong pagoda აქვთ აღიარებული). გზას დინის დედაქალაქ ჰოალუშისკენ ვაგრძელებთ. ეს ის ქალაქია, სადაც მე-10-მე-11 საუკუნეებში, ვიეტნამის ყველაზე ძლევამოსილი დალე დინასტიები მმართველობდნენ, ამ ქალაქის წმინდა ტაძრები აშენდამე-17 საუკუნეში. ციხე-

სიმაგრეში შემორჩენილია სამეფო ტახტის კვარცხლბეკი,

ბრინჯაოს დოლები და რელიგიური საგნები, ასევე, იმპერატორების ქანდაკებები.

დღე 13 – ( 12 ოქტომბერი ) TRANG AN – MUA CAVE

დღეს ვიეტნამური სოფლების და მღვიმეების ტური გვექნება.

ვნახავთ ყველაზე ლამაზ პანორამულ ხედიან ჰანგ მუას მღვიმეს ტრანგანპიერ - ტრინის ტაძარს - ბნელ მღვიმეს - ნათელ მღვიმეს - ნაურუუს მღვიმეს - ტრანის ტაძარს - ბაგიოტის

გამოქვაბულს - სეოს მღვიმეს - სონდუონგის გამოქვაბულს - ფუხონგის ტაძარს - ხონგის გამოქვაბულს- ბაო Hieu Pagoda-ს. ვიცი, დავიღლებით, მაგრამ მომდევნო დღეს კრუიზზე დავისვენებთ!

დღე 14 – ( 12 ოქტომბერი) NINH BINH - HA LONG

ამ დღისთვის სიტყვები ზედმეტია

ჰალონგში ჩასვლის შემდეგ

11.30 - 12.15 მივდივართ ჰონგაის საერთაშორისო ნავსადგურში. 12.30 - 13.00 გემზე ადგილობრივი სასმელებით და ბედნიერებით გაბრუებულები ბაიტულონგის ყურისკენ მივცურავთ;

13.00 - 14.30 ლანჩი Bai Tu Long-ში საოცარი ხედების ფონზე;

15.30 - 15.45 ვიზიტი Thien Canh Son-ის მღვიმე, იგივე დამალული მღვიმე;

15.45 - 17.30 დასვენება თეთრ ქვიშიან Hon Co Island-ზე;

17.30 დაბრუნება ნავში - კრუიზი ყურეში;

18.30 ღამისთევა Cong Do-ს ტერიტორიაზე; 19.30 - 21.00 საზეიმო ვახშამი ბორტზე;

21.00 - 23.00 სუფთა ჰაერი და ღამისთევა გემზე.

დღე 15 – ( 13 ოქტომბერი) ჰა ლონგ და ჰა ნოი

06.30 მზის ამოსვლა ვიეტნამში ყველაზე ლამაზი Cong Do-ს ყურედან მოსჩანს.

06.45 - 07.45 ყავა, ჩაი და საუზმის ნამცხვრები სასადილო ოთახში.

07.45 - 08.45 ტრანსფერი ნავიდან ნიჩბოსნურ ნავზე Vung Vieng მეთევზეთა სოფლის მოსანახულებლად. ნიჩბოსნები ადგილობრივი ხალხია, რომლებსაც ტრადიციული კოსტუმი

აცვიათ. ექსკურსია ჯუნგლებში.

10.30 - 11.00 საკრუიზო ექსკურსიას პიერში ვასრულებთ და გზად გველების სოფელში შევივლით. გვექნება ვახშამი ადგილობრივებთან ერთად და დავბრუნდებით ჰანოიში.

დღე 16( 14 ოქტომბერი)

ფრენა ვიეტნამი- ლაოსი, ან ვიეტნამი- თბილისი

თავისუფალი დრო განრიგის მიხედვით და ფრენა ჰანოი - თბილისის მიმართულებით.

გპირდებით ჯადოსნურ დღეებს აზიის სამოთხეში.

ესაა ფასში შესულია ორმხრივი ავიაბილეთი თბილისი-ჰანოი-თბილისი

შიდა სამი ფრენა ვიეტნამში,

საერთაშორისო ორი ფრენა ვიეტნამი კამბოჯა და უკან

ბოდიში შიდა ორი ფრენა ვიეტნამში არა სამი

ყველა სასტუმრო 5 *

ყველა საუზმე და ლანჩი

გემის კრუიზი კვებით ორი დღე

გიდი, სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო დროს

ყველა შესასვლელი ბილეთი

კოვიდ დაზღვევა

დაზღვევა

ფასში არ შედის პირადი ხარჯი

თვითღირებულება მაქვს 4100$ არის 15 სრული დღე და ვყიდი 4300 4500 დოლარად

გადახდა მაქვს სამ ეტაპად, ბილეთები სასწრაფოდ დანარჩენი ორად ბოლო გადახდა 10 სექტემბერია

წაიკითხეთ ბლოგში

ახლა აქტიური და მალე განახლებადი ტურები

ყველა →
თარიღები მალე განახლდებაჩამწერეთ